კურიოზები |
კურიოზები |
Jul 3 2007, 10:42 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თუ სურვილი გექნებათ შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი ან სხვას გადახდენილი კურიოზები...
|
|
|
Aug 25 2007, 10:47 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,959 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აი მე რა კურიოზი შემემთხვა. მობილურზე მირეკავს (უფრო სწორად ზარს უშვებს, ბოლოს გადავურეკე) ვიღაც უცნობი ბებო და მეუბნება რომ ჩემი მნიშვნელოვანი საბუთი იპოვა და უნდა რომ დამიბრუნოს. შევამოწმე, პირადობის და მართვის მოწმობა ადგილზეა. ვერ მივხდვი რა იპოვა. ვკითხე ჩემი მობილური როგორ გაიგე მეთქი? აი ამ საბუთზე წერიაო. კიდევ უფრო გავოცდი. რა საბუთია ასეთი, ამიწერე მეთქი. კაიო, რაღაც თეთრი ქაღალდიაო ერთ მხარეზე ქართულად აწერია მეორეზე რაღაც ენაზეო. სახელი და გვარი შუაში სქელი ასოებით აქვს დაწერილიო. ბოლოს მივხდი რომ ჩემი სავიზიტო ბარათი უპოვია, რომელიც დაბეჭდილი მაქვს 200 თუ 300 ცალი. ))))))))))
ძალიან შევწუხდი, ისე იყო მონდომებული რომ ეს "მნიშვნელოვანი საბუთი" დაებრუნებინა....მე კი არ მეცალა რომ ამ ტყუილ საქმეზე მერბინა. რა მექნა დიდი მადლობები ვუხადე რომ შეწუხდა და შევბედე რომ ეგ საბუთი აღარ მჭირდება მეთქი....ხმაზე შევატყე რომ ნაწყენი დარჩა, მაგრამ აბა სხვა რა მექნა? -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 10th May 2024 - 08:53 AM |