მეორედ მოსვლა |
მეორედ მოსვლა |
Jul 6 2020, 01:06 PM
Post
#261
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კი, იაჰვე ებრაელების ღმერთი იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი კაცობრიობის ევოლუციაში არ მონაწილეობდა და არ მონაწილეობს. ბაალს და ქანაანელების ღმერთებს რაც შეეხება, სავარაუდოდ არა უბრალოდ სხვა ღმერთები, არამედ ნეგატიური არსებები იყვნენ.
-------------------- |
|
|
Jul 6 2020, 01:30 PM
Post
#262
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
""იესო სიყვარული არ არის""
ეს უკეთ უნდა დაემწერა. გასაგებია, რომ იესო სიყვარულიაო, ეს რომ თქვით თქვენ ქრისტე იგულისხმეთ, და მართალი ხართ სიყვარულია ქრისტეს უმთავრესი პრინციპი. უბრალოდ რაც მე გიპასუხეთ ასე თუ დავტოვებ გაუგებარი იქნება რა ვიგულისხმე. იესო არ არის მეთქი სიყვარული, ამაში პირველ რიგში ის ვიგულისხმე, რომ აქ იესოში ქრისტეც რომ ვიგულისხმოთ, მხოლოდ ამ კრიტერიუმით ვერ ვიპოვით მას. ანუ სადაც სიყვარულზეა ლაპარაკი იქ ქრისტეა - ამას ვერაფრით ვერ ვიტყვით. რადგან დღეს სწორედ ლუციფერისგან ინსპირირებული ადამიანები ლაპარაკობენ სიყვარულზე ყველაზე მეტს. რადგან ჭეშმარიტი ქრისტესმიერი სიყვარული სიბრძნიდან უნდა დაიბადოს. რაც მეტს იმეცნებს ადამიანი ჭეშმარიტებას მით მეტი ადგილი იქმნება მასში რათა იქიდან სიყვარული აღმოცენდეს მიუხედავად იმისა, რომ ზოგჰჯერ გარკვეულ ეტაპზე მეტი სიბრძნე მეტ ეგოისტობას აძლევს ადამიანს, ანუ დროა საჭირო რათა სულიერი შემეცნება მეტამორფოზის სახით გადავიდეს სიყვარულში. ხოლო თუ ადამიანი პირდაპირ სიყვარულს გვიქადაგებს, აქ დიდი ალბათობით არასწორ სწავლებასთან უნდა გვქონდეს საქმე. ყოველ შემთხვევაში თანამედროვე ეპოქაში. ძველად სხვანაირად იყო. -------------------- |
|
|
Jul 6 2020, 05:56 PM
Post
#263
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეორე მოსვლის დროს შავი ჭირი თუა ნაწინასწარმეტყველები, შეგვიძლია ჩვენს თავს მივულოცოთ
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jul 7 2020, 03:08 PM
Post
#264
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE მაგრამ თვითმარქვიები არიან, ერთდროულად რამოდენიმე ათეული იესო, ბუდა, სენ-ჟერმენი, ლაო ძი და მოსეა გაშვებული დაბალ განზომილებებში და ხალხი გადის ამ რეალობებში და ჰგონიათ, რომ მართლა იესოს და მოსეს ხვდებიან კონკრეტულად ამაზე წერს სადმე შტაინერი? -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Jul 7 2020, 04:50 PM
Post
#265
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
პირველ რიგში შემიძლია გითხრათ, რომ ეს რომ საერთოდ არავის არ ეწეროს - ისედაც დღესავით ნათელია. ახლავე შემიძლია დაგისახელოთ ერთი სადღაც ათი ავტორი სადაც ყველგან იესოსთან შეხვედრებზეა ლაპარაკი, სადაც ეს იესო ურთიერთგამომრიცხავ ნიუ ეიჯ სენტიმენტალურ სისტულელეებს ქადაგებს. იგივე შემიძლია გითხრათ სხვა დიდი მასწავლებლების სახელებზე. ასევე შემიძლია გამოგიგზავნოთ სტატია სადაც ნაჩვენებია მეოცე საუკუნის მოძრაობებში ის, რომ იესოზე და ქრისტეზე რამდენად ურთიერთგამომრიცხავ რამეებს ლაპარაკობენ.
ზოგადად შტაინერი საუბრობს სულიერი სამყაროს შემეცნების სწორ და არასწორ გზებზე, ასევე ილუზიების ძალიან დიდ საშიშროებაზე. თეოსოფისტური საზოგადოების მაგალითზე საუბრობს, რომ ბოლო ხანებში იქ ბლავატსკაიას მასწავლებლების თვითმარქვიები მოქმედებდნენ, რომლებმაც რაღაც ეტაპზე ჩაანაცვლეს ნამდვილი მასწავლებლები. პირდაპირ უკვე ბლავატსკაიას თეოსოფიაში შემხვედრია (შემიძლია გამოგიგზავნოთ სად წერია ეს), რომ არსებობენ სულები, რომლებიც იმით არიან დაკავებულები, რომ საკუთარ თავს დიდი მასწავლებლების სახელები მიაწერონ და ამ სახით გამოეცხადონ პრაქტიკოსს და გარკვეული ცოდნის გადაცემის თანხლებით გზიდან ააცდინონ ისინი. იგივეა ნალაპარაკები ჩანელინგებთან დაკავშირებით. -------------------- |
|
|
Jul 7 2020, 04:58 PM
Post
#266
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რასაც წერს შტაინერი, მოსწავლემ რა და რა პროცესები უნდა გაიაროს საიმისოდ, რომ ილუზიებისგან დააღწიოს თავი და სულიერი სამყაროს ობიექტურ შემეცნებას მიაღწიოს - მსგავს გამოცდილებებს არათუ არავინ არ გადის, ვისაც დღეს არათუ მოსწავლეობაზე, არამედ მასწავლებლობაზე აქვს პრეტენზია, არამედ, როგორც წესი, საერთოდ არც გაუგიათ ხოლმე მსგავსი რამის არსებობის და მით უმეტეს აუცილებლობის შესახებ.
პატარა და დიდი ზღურბლის მცველის გადალახვაზე მაქვს ლაპარაკი. -------------------- |
|
|
Jul 7 2020, 05:03 PM
Post
#267
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
https://blavatskytheosophy.com/beware-of-the-star-rishis/
აი აქაა მაგალითად ლაპარაკი ამ თემაზე, და ასევე იმ სტატიებში, რომელთა ბმულებიც მოცემულია ამავე სტატიის შიგნით. -------------------- |
|
|
Jul 7 2020, 05:06 PM
Post
#268
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
http://ronrhodes.org/articles/the-christ-of-the-new-age.html
http://ronrhodes.org/articles/the-jesus-of-the-new-age.html ეკლესიური პოზიციიდანაა დაწერილი, მაგრამ კარგად აჩვენებს იმ აურზაურს რაც ხდება ამ მიმართულებით თანამედროვე სულიერ სწავლებებში. -------------------- |
|
|
Jul 7 2020, 11:20 PM
Post
#269
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
პრობლემა აქ იმაშია რომ ვინც არჩევს ლუციფერულ და ნამდვილ სწავლებას შორის ისედაც გაარჩვეს.. და ის ვინც ვერ არჩევს რამდენი სტატიაც და წყაროც არ უნდა ნახოს, მაინც თავისი სიმართლე აქვს.. ანუ გადარწმუნების შანსი მაინც ძალიან დაბალია, ისევ და ისევ სანამ თვითონ არ მიხვდება..
-------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Jul 8 2020, 11:30 AM
Post
#270
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
"" ვინც ვერ არჩევს რამდენი სტატიაც და წყაროც არ უნდა ნახოს, მაინც თავისი სიმართლე აქვს..""
ჩემი აზრით, თუ ადამიანს ჭეშმარიტება უფრო უყვარს ვიდრე კომფორტი, თუ ის მიიღებს საჭირო ინფორმაციას იმის გასარჩევად თუ რა არის მართალი და რა ტყუილი, ასეთ ადამიანს ეყოფა ძალა არსებული აზრის შესაცვლელად. -------------------- |
|
|
Jul 8 2020, 11:33 AM
Post
#271
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემი აზრით, თუ ადამიანს ჭეშმარიტება უფრო უყვარს ვიდრე კომფორტი, თუ ის მიიღებს საჭირო ინფორმაციას იმის გასარჩევად თუ რა არის მართალი და რა ტყუილი, ასეთ ადამიანს ეყოფა ძალა არსებული აზრის შესაცვლელად. უბრალოდ ვფიქრობდი რამდენად აქვს აზრი სხვებისთვის ამ ყველაფრის გაზიარებას ლუციფერულ სწავლებებზე.. და იმ დასკვნამდე მივედი რომ ნაადრევად ჩარევას აზრი არ აქვს... მგონი გადავუხვიეთ თემას.. -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Jul 8 2020, 11:36 AM
Post
#272
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თემიდან გადავუხვიეთ მაგრამ არაუშავს. ნუ აზრი ბევრ ადამიანთან ჰქონია ამაზე ლაპარაკს, და ბევრთან კიდევ არ ჰქონია. როცა ადამიანს სიმართლე უყვარს მასთან ლაპარაკს ყოველთვის აქვს აზრი.
ნაადრევი რატომ არის? თუ არ უთარი ადამიანს შეიძლება თავისით ვერასდროს ვერ მიხვდეს. -------------------- |
|
|
Jul 11 2020, 08:44 AM
Post
#273
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
"ეთერულში ქრისტეს მეორედ მოსვლა არის უდიდესი მოვლენა, რომელიც კაცობრიობას მომავალში ელის. მაგრამ ჩვენს დროში მატერიალიზმი იმდენად გაძლიერდება, რომ ასეთი ჭეშმარიტებაც კი მატერიალისტურად იქნება გაგებული... ეს იქნება ქრისტეს ხორციელად მეორედ მოსვლის რწმენა. არც თუ ისე შორეულ მომავალში დედამიწაზე გამოჩნდება მრავალი ცრუ ქრისტე, ცრუ მესია, ადამიანები, რომლებიც თავის თავს მეორედ მოსულ ქრისტედ გამოაცხადებენ. ანთროპოსოფები კი უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც მატერიალიზმი ვერ აცდუნებთ, და რომლებიც არ დაიჯერებენ, რომ ქრისტე ისევ ხორციელი სხეულით მოვიდა დედამიწაზე..."
რ. შტაინერი - " ქრისტეს გამოცხადება ეთერულ სამყაროში"GA 118 - II ლექცია -------------------- |
|
|
Jul 11 2020, 08:44 AM
Post
#274
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
" ქრისტე მხოლოდ ერთხელ მოვიდა ხორციელ სხეულში: მაშინ, პალესტინაში. მაგრამ ეთერული სხეულით იგი მუდამ დედამიწის ატმოსფეროშია. და რამდენადაც ამაღლდებიან ადამიანები ეთერულამდე, იმდენად შეძლებენ ისინი ქრისტეს დანახვას. ამგვარად, ქრისტეს მეორედ მოსვლა გაცხადდება, როცა ადამიანები მოიპოვებენ ქრისტეს ეთერულში ჭვრეტის უნარს. ჩვენს გარდამავალ ხანაში სწორედ ამას უნდა ველოდოთ. ხოლო სულისმეცნიერების ამოცანაა, სამშვინველები ეთერულში მოსული ქრისტეს მისაღებად მოამზადოს."
რ. შტაინერი - " ქრისტეს გამოცხადება ეთერულ სამყაროში"GA 118 - II ლექცია -------------------- |
|
|
Jul 16 2020, 09:37 PM
Post
#275
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
იოანეს სახარება - თავი მეთოთხმეტე
18 არ დაგტოვებთ ობლად; მოვალ თქვენთან. 19 ცოტაც და, ქვეყანა ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ. ვინაიდან ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ. 22 უთხრა მას იუდამ, არა ისკარიოტეღმა: უფალო, რა არის, რომ აპირებ ჩვენ გამოგვიცხადო თავი და არა ქვეყანას? კიდევ ერთი ნაწილი სახარებისა, საიდანაც კარგად ჩანს, რომ ქრისტეს დაბრუნება არ არის მატერიალური მოვლენა. -------------------- |
|
|
Jul 18 2020, 11:12 AM
Post
#276
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
" მხოლოდ მატერიალისტურ ცნობიერებას შეიძლება სჯეროდეს, რომ ქრისტე კვლავ ხორციელად მოგვევლინება... საშინელება იქნება თუ ჩვენს ხანაში ადამიანებმა ვერ შესძლეს იმ სპირიტუალურ თვალსაზრისამდე ამაღლება, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა ეთერულ სხეულში ხდება. ქრისტეს ისევ ფიზიკურ სხეულში მოსვლა იქნებოდა იმის ნიშანი, რომ კაცობრიობა არ განვითარებულა.
კაცობრიობა ვითარდება, რათა უფრო მაღალი უნარების საშუალებით აღიქვას მესია. ამ საუკუნეში წინამორბედ ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას ქრისტე ისევე გამოეცხადება, როგორც მაშინ, დამასკოს გზაზე გამოეცხადა პავლეს." რ. შტაინერი - " ქრისტეს გამოცხადება ეთერულ სამყაროში"GA 118 - III ლექცია -------------------- |
|
|
Jul 18 2020, 11:20 AM
Post
#277
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყველა ვინც დღეს ლაპარაკობს ქრისტეს მეორედ გამოჩენაზე ფიზიკურ პლანზე, ან უფრო უარესი, ვინც ცდილობს იმაში დაარწმუნოს ადამიანები, რომ ქრისტე არის ადეპტი, რომელსაც აღმოსავლეთში მაიტრეას სახელით იცნობენ, და, რომ ის არც წასულა ფიზიკური სამყაროდან და ახლო მომავალში საჯაროდ გამოჩნდება (ტყუილი, რომელიც შავმა მაგმა - ჩარლს ვებსტერ ლედბიტერმა შეთხზა), ყველა ვინც ამაში არწმუნებს ხალხს ვითომ იესოსა და იერარქიის სახელით - არის ბოროტების მსახური! რადგან შეგნებულად თუ შეუგნებლად იმას აკეთებს, რომ არიმანის ინკარნაციას ასაღებს ქრისტედ. ადამიანების ამაზე დიდი შეყვანა შეცდომაში ძნელი წარმოსადგენია. რამხელა დანაშაულია სატანა და ლუციფერი შეასაღო ადამიანებს ქრისტედ!
-------------------- |
|
|
Jul 19 2020, 04:03 PM
Post
#278
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
""ყველა ვინც დღეს ლაპარაკობს ქრისტეს მეორედ გამოჩენაზე ფიზიკურ პლანზე"" - სულიერ მასწავლებლებს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. ცალკე ადამიანს ყველანაირი უფლება აქვს რისაც უნდა იმის სჯეროდეს.
-------------------- |
|
|
Jul 19 2020, 05:12 PM
Post
#279
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Jul 19 2020, 07:43 PM
Post
#280
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თქვენ ეხლა რამენაირი მოლოდინი გაქვთ, რომ მაგ კითხვაზე დადებით პასუხს მიიღებთ?
-------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd September 2024 - 02:56 PM |