IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> მუსიკის ძალა
fawos
post Jul 5 2012, 03:33 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 11-March 12
Member No.: 6,747

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლეგენდა მუსიკის შესახებ

მუსიკის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს. ერთი ძველი ბერძნული ლეგენდის მიხედვით, შვიდკარებიანი ქალაქის თებეს მშენებლობა მეტად ორიგინალური წესით მიმდინარეობდა: მომავალი ქალაქის ერთ მახლობელ გორაკზე მიიწვიეს ცნობილი მუსიკოსი და მომღერალი ამფიონი. იგი ნაზად ჩამოჰკრავდა თითებს ოთხსიმიან ლირას და წარმტაცად მღეროდა. ამბობენ, ისეთი მძლავრი მაგიური ძალა ჰქონდა ამფიონის სიმღერას და დაკვრას, რომ ამ ჯადოსნური ჰანგების ზეგავლენით ვეებერთელა ქალაქი თებე აშენდაო.

ობობა - მელომანი

ერთი მევიოლინე სხვენზე მეცადინეობდა, რათა სავარჯიშოების, გამებისა და მრავალგზის გასამეორებელი ტექნიკის პასაჟების დაკვრით შინაურებისათვის გული არ გაეწყალებინა. მალე მუსიკოსმა შენიშნა, რომ, როგორც კი ნაზი მელოდიის შესრულებას იწყებდა, ზემოდან, თავის ძაფზე, ობობა ჩამოცურდებოდა ხოლმე და გარინდებული უსმენდა დაკვრას.როგორც კი მევიოლინე გამებს და ჩქარ სავარჯიშოებს იწყებდა, ობობა მყისვე ადიოდა ზევით და მხოლოდ მაშინ ჩამოდიოდა, თუ კვლან მელოდიური მუსიკა აჟღერდებოდა.

სიმღერა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის

სიმღერა აუმჯობესებს სახმო სიმების სისხლით მომარაგებას, ზეგავლენას ახდენს ენაზე, ნუშისებრ ჯირკვლებსა და ლიმფურ კვანძებზე. სიმღერის დროს სისხლი სწორად მიმოიქცევა, უკეთ მიეწოდება ამ ორგანოებს და აჯანსაღებს მათ. ლიმფური კვანძები და ნუშისებრი ჯირკვლრები უფრო აქტიურად იწყებენ მუშაობას და სარძნობლად უმჯობესდება სიმღერის მოყვარულთა იმუნირი სისტემა. თუ იმუნური სისტემა ძლიერია, ყელიც ნაკლებად სტკივა და სტომატიტიც იშვიათად აწუხებს ადამიანს.
სიმღერის დროს სისხლით სწორად მომარაგება ააქტიურებს ტვინის მუშაობას. სავარაუდოა, რომ სისხლის ცირკულაცია ძლიერდება არა მარტი ყელში, არამედ ცენტრალურ ნერვულ სისტემაშიც, რის შედეგადაც თავის ტვინი იწყებს ინტენსიურ მუშაობას, უმჯობესდება მეხსიერება, ადვილად აითვისება ნებისმიერი ინფორმაცია, ხოლო მათ, ვისაც ხშირად აწუხებს ფილტვები, ბრონქიტი, ექიმები ურჩევენ იმღერონ, რადგან, როგორც წესი, სიმღერის პროცესში მონაწილეობს სასუნთქი სისტემა. მაგალითად, საზღვარგარეთის ქვეყნებში, ექიმების რჩევით ასთმით დაავადებულები მღეროდნენ გუნდში. შედეგი საუკეთესო აღმოჩნდა - სიმღერამ შეცვალა სუნთქვითი ვარჯიშები. ავადმყოფებს მოეხსნათ სტრესი და მდგომარეობა გაუუმჯობესდათ. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერში, და მათ შორის სიმღერაშიც, ზომიერების დაცვაა საჭირო. სიმღერის შემდეგ არ ჭამოთ ნაყინი და არ დალიოთ ცივი სასმელები, არ გახვიდეთ ცივ ჰაერზე, რადგან შეიძლება გაგიცივდეთ სახმო სიმები, ჩაგეხლიჩოთ, ან წაგერთვათ ხმა...

სიმღერის ძალა

გერმანელი გოგონა კრისტიანა კიტელი 1996 წელს კომაში ჩავარდა. მიზეზი ჟანგბადის უკმარისობა და სისხლძარღვების ფუნქციის მოშლა იყო. მას ოპერაცია გაუკეთეს და ძლივს გადაარჩინეს. თუმცა ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდა და ბოლო წლების განმავლობაში თითქმის უგონოდ იყო.
ერთხელ მათ ქალაქს ცნობილი კანადელი პოპ-მომღერალი ბრაიან ადამსი ეწვია. კრისტიანას დედამ იცოდა, რომ ადრე მის შვილს ძალიან უყვარდა ეს მომღერალი და ინვალიდის ეტლით კონცერტზე მიიყვანა. და... მოხდა სასწაული - ბრაიანის ამღერებიდან ცოტა ხანში გოგონდა გონზე მოვიდა, აქეთ-იქით დაიწყო ყურება, თანდათან ამოძრავდა კიდეც. ამ ფაქტმა გააოგნა ექიმები. მისი მკურნალი ექიმის თქმით კი, ეს ბრწყინვალე მაგალითია იმისა, რომ „ მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, იმედი არასდროს არ უნდა დაკარგო“. ხოლო გოგონას გამოჯანმრთელების იმედი მისი საყვარელი მომღერლის სიმღერა გახდა.


--------------------
Не спеши, смертный, врата сии открыть, ибо они в прошлое. Познав прошлое – будущее узреешь, но бытие дня сегодняшнего отвергнешь.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 13th May 2024 - 01:04 PM