IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V  < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> Лярвы
violetflame
post Apr 10 2013, 10:39 PM
Post #41


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma - მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ეკლიან გზაზე მივლია ამ ცხოვრებაში - დალხინებული ცხოვრებით არც ეხლა ვცხოვრობ, მგრამ სულიერი ადამიანის საქმეც ის არის, რომ პრობლემებზე ამღლდეს და სულიერების გადმოსახედიდან შეაფასოს ყველაფერი smile.gif - ეს სულიერი კანონები მარტო წიგნისთვის არ არის - ისინი რელაურად უნდა მივისადაგოთ რეალური ცხოვრების მოვლენებს - მათი არსი სწორედ ამაში მდგომარეობს

ჩემის აზრით, ჩვენ ყველანი ვიმყოფებით 'ჯოჯოხეთში' - ბევრს რა თქმა უნდა ეს გააზრებულიც არა აქვს. ზოგისთვის არის პირველი რეინკარნაცია - არიან სულების სხვადასხვა კატეგორიები. ეს განზომილება არის თავშესაყარი სხვადასხვა განვითარების დონეზე მყოფი სულებისა. ზოგადად არის დიდი ექსპერიმენტული პროექტი. ბევრს ჯერ კიდევ 'სძინავს' და გონია, რომ ეს არის ერთადერთი რეალობა - დიდი შანსია, რომ ისინი ჯერ კიდევ (თავისივე სურვილით და განვითარების მიხედვით) გააგრძელებენ ამ განზომილებაში ცხოვრებას. ის არსებები, რომლებზეც ლაპარაკობთ არიან ძალიან დაბალი ვინრაციების და საზრდოობენ ასევე დაბალ სიხშირეზე მყოფი ხალხით. არის მეორე კატეგორიაც, ნეგატიური აზრ-ფორმები, რომლებსაც ჩვენ ვქმნით როდესაც ნეგატიურად ვაზროვნებთ და რომელბიც მერე დამოუკიდებლად აგრძელებენ ცხოვრებას.

ერთადერთი გამოსავალი ამ ნეგატიური კარმის ბორბლიდან გასანთავისუფლებლად არის სიყვარული და ასევე პატიების უნარი - რათა შეგვეძლოს ვაპატიოთ სხვებსაც და საკუთარ თავსაც. ადამიანი აზრების დონეზე უნდა დაიწმინდოს რათა შეძლოს შემდეგ ეტაპზე გადასვლა. სამუშაო ძალიან ბევრია - ზოგი სული უკვე მზადაა ამისთვის, ზოგსაც კი უფრო მეტი დრო სჭირდება - შეიძლება რამოდენიმე ათეული რეინკარნაცია. სანერვიულო მართლაც არაფერია - როდესაც იცი ეს ყველაფერი ადამიანმა და შეგიძლია შენს თავზე მუშაობა, მით უმეტეს არაფერია სანერვიულო - ეს უბრალოდ დროის ამბავია უკვე. რა თქმა უნდა, მესმის რამდენად რთული და მოსაბეზრებელია ეს ცხოვრება, მაგრამ აქ მხოლოდ ჩვენი არჩევანით მოვხვდით. ლოცვები, მედიტაცია, ჰიპნოზი - ეს ყველაფერი ნამდვილად სასარგებლოა და ეხმარება ადამიანს განწმენდასა და ამაღლებაში - მაგრამ ვისთვის რა მუშაობს და ვისთვის რომელია მისაღები. ჩვენ ეხლა ძალიან გასაოცარ დროში ვცხოვრობთ - დაჩქარებულია განწმენდა, საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ნეგატიური კარმა ახლა იწმინდება ერთდროულად - ამიტომაც არის, რომ ამდენი ადამიანია დღეს რეინკარნირებული დედამიწაზე და ამდენი ადამიანი ასე იტანჯება. შემდეგ ეტაპზე კარმით ვერ გადავალთ - მისგან აუცილებლად უნდა განვთავისუფლდეთ.

სანერვიულო იმიტომ არ არის არაფერი, რომ ცხოვრების მოვლენებს მაინც ვერ შევცვლით და ნერვიულობით კიდევ ჩვენს ვიბრაციებს დავიდაბლებთ. ამიტომ უმჯობესია, ჩვენი ენერეგია ნერვიულობას კი არ მოვახმაროთ, არამედ ჩვენში სიყვარულისა და მიტევების გრძნობების განვითარებასა და გაძლიერებას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 10 2013, 10:44 PM
Post #42


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



violetflame
ციტატა
სანერვიულო იმიტომ არ არის არაფერი, რომ ცხოვრების მოვლენებს მაინც ვერ შევცვლით და ნერვიულობით კიდევ ჩვენს ვიბრაციებს დავიდაბლებთ. ამიტომ უმჯობესია, ჩვენი ენერეგია ნერვიულობას კი არ მოვახმაროთ, არამედ ჩვენში სიყვარულისა და მიტევების გრძნობების განვითარებასა და გაძლიერებას.

ეს სულ სხვა საქმეა.


მხოლოდ თქვენზე არ ვამბობ, აქ ისეთი პათოსი აქვს პოსტებს, თითქოს ვსხედვართ ვიღაცეები და ლიავრების ზეგავლენაზე ვვიშვიშებთ და დანარჩენები გვამშვიდებენ. უბრალოდ ინფორმაციის გასაზიარებლად შეიქმნა ეს თემა


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
mamu_ka
post Apr 10 2013, 11:43 PM
Post #43


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 625
Joined: 3-December 10
Member No.: 6,320

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
რაც ჩამოთვალე მასე რომ გვეცხოვრა გეთანხმები, როგორც სპექტაკლს ისე არ შევხედავდით, არც ისაა გამორიცხული წინა ცხოვრებაში გამოვლილი გვქონდეს ეგ ყველაფერი, ჩვენ იმ დონემდე მივედით ვხვდებით რომ საჭიროა ამ ილუზიისგან განთავისუფლება, ესეიგი წარსულში საკმაოდ ბევრი გამოვიარეთ რომ ამ აზრამდე მოვედით, გამოფხიზლება გვინდა, შიგნიდან ისმის ხმა რომელიც თავისუფლებას ითხოვს smile.gif მოქმედებას თავისუფლების მისაღწევად smile.gif მე, შენ, ჩვენ ვართ ახლა და აქ, ამიტომ იმაზე ფიქრი რომ ჩვენ სხვანაირად რომ გვეცხოვა რა მოხდებოდა აზრი არ აქვს, უბრალოდ სისულელეა, შენ ხო აქ ხარ ახლა, გააკეთე რასაც საჭიროდ თვლი, რაც მოგიტანს თავისუფლებას დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Plasmodium
post Apr 11 2013, 12:57 AM
Post #44


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 269
Joined: 7-October 12
Member No.: 6,901

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



violetflame

QUOTE
ჩვენ ეხლა ძალიან გასაოცარ დროში ვცხოვრობთ - დაჩქარებულია განწმენდა, საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ნეგატიური კარმა ახლა იწმინდება ერთდროულად - ამიტომაც არის, რომ ამდენი ადამიანია დღეს რეინკარნირებული დედამიწაზე და ამდენი ადამიანი ასე იტანჯება. შემდეგ ეტაპზე კარმით ვერ გადავალთ - მისგან აუცილებლად უნდა განვთავისუფლდეთ.

უკაცრავად ძალიან ლამაზია რასაც ამბობ თვითონაც სასიამოვნო და დადებითი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ მაგრამ ასეთ დეტალებზე როცა საუბრობ საიდან იცი? smile.gif რწმენაა თუ უშუალო გამოცდილება?

tikoroma

ერთი მომენტია გასათვალისწინებელი მთელი ეს სამყარო თავის ლიავრებით ასტრალური არსებებით შავთეთრი ენერგიებით ასევე შენი საკუთარი აზრები გრძნობები სურვილები ინსტინქტები შენს გარეთაა. შენ მეს ეს ყველაფერი არ და ვერ შეეხება. როცა ამ მეს გააცნობიერებ უცებ გეშვება და გეღიმება. ძნელია ამის გადმოცემა და თითქმის უშედეგო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
gio.geoo
post Apr 11 2013, 02:35 AM
Post #45


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,554
Joined: 11-September 10
Member No.: 6,263

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, ლავრებიც ჩვეულებრივი არსებები არიან, უბრალოდ როგორც ჩვენ ვიკვებებით, რომ ენერგია გვქონდეს, ისინიც იძულებულები არიან ჩვენი სურვილების ენერგიით იკვებონ რათა იარსებონ. ჩვენ მათ ვერ გავაქრობთ, როდესაც ჩვენგან წავლენ სხვა ადამიანზე გადავლენ და ასე გააგრძელებენ არსებობას.


--------------------
Если человек ищет мудрости, он умен, если думает, что нашел ее, он безумен!
Go to the top of the page
 
+Quote Post
violetflame
post Apr 11 2013, 04:03 PM
Post #46


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Plasmodium - ორივე- რწმენაც და საკუთარი გამოცდილებაც smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Apr 13 2013, 07:43 AM
Post #47


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლიავრები ერთ-ერთი ალბათ რუსული სახელწოდებაა დაბალი ასტრალული არსებების, ისინი არც მთლად პარაზიტები არიან და არც მთლად ბოროტები smile.gif არც იციან განსხვავება ბოროტებასა და სიკეთეს შორის, რადგან არც ინტელექტი გააჩნიათ და არც აზროვნება. ის მოსაზრება, რომ ე.წ. ლიავრები იწვევენ ჩვენში ცუდ განზრახვებს, სწორი ვერ იქნება, ეს უბრალოდ კარგი თავის გასამართლებელი საშუალებაა, რადგან სწორედ რომ პირიქითაა და ჩვენი ნეგატიური ფიქრები იზიდავენ მათ, ჩვენი ნეგატივია მათი საკვები. თუ მაგიდაზე დამპალი ვაშლი გიდევს, ადრე თუ გვიან ქინქლები დაეხვევა, რამდენი ქინქლაც არ უნდა მოკლა, სანამ ვაშლს არ გადააგდებ, ქინქლებს ვერ მოიშორებ, მაგრამ როგორც კი ვაშლს გადააგდებ და მაგიდას გაასუფთავებ - ქინქლები მალე უკვალოდ გაქრებიან. ლიავრებიც, რაღაც ასტრალურ ქინქლებივითაა, ყველა ჩვენი ემოცია ჩვენს აურაზე აისახება, ნეგატიური ემოცია კი მათ იზიდავს, როგორც ფარვანას სინათლე. მათში საშიში არაფერია, ეს ჩვეულებრივი პროცესია, სამყაროში არსებობს, ასე ვთქვათ "ენერგეტიკული გადამუშავების" ჯაჭვი, ისინი პატარა რგოლია ამ ჯაჭვში.
gio.geoo
QUOTE
ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, ლავრებიც ჩვეულებრივი არსებები არიან, უბრალოდ როგორც ჩვენ ვიკვებებით, რომ ენერგია გვქონდეს, ისინიც იძულებულები არიან ჩვენი სურვილების ენერგიით იკვებონ რათა იარსებონ. ჩვენ მათ ვერ გავაქრობთ, როდესაც ჩვენგან წავლენ სხვა ადამიანზე გადავლენ და ასე გააგრძელებენ არსებობას.

ამაში მთლიანად გეთანხმები. სხვათაშორის მათი დანახვა, სხვა ასტრალურ არსებებთან შედარებით ადვილია. შენ ერთხელ წერდი რაღაც არსებებზე რომლებიც საჭმელზე დაინახე, ესენიც მსგავსი არსებები არიან.
ის არსებები, რომელთაც შეუძლიათ ჩვენს ფიქრებზე და განზრახვებზე მოახდინოს გავლენა და შეცვალოს ისინი, სულ სხვა რანგის არსებებია, თუმცა დიდი რაოდენობის ლიავრები შეიძლება მათთვის სასურველი "კანდიდატის" მინიშნება იყოს, მაგრამ ჩვენი თანხმობის გარეშე ისინი ვერაფრით ვერ შემოვლენ ჩვენს ენერგეტიკულ ველში, ასეთი რამე გამორიცხულია, აი თანხმობის მისაღებად კი შეიძლება კარგად გაისარჯონ




Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V  < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
3 User(s) are reading this topic (3 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 01:33 AM