IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> იყო და არა იყო რა..
SixthSense
post Jan 23 2021, 01:26 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 22-January 21
Member No.: 7,985

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოგესალმებით მეგობრებო smile.gif დავიწყებ იმით რომ ახალი ვარ და თემა თუ უადგილო ადგილას გავხსენი მომიტევეთ JC_cupidgirl.gif

ეს თემა ეხება რეალურ ამბებს და მომენტებს საკუთარი გამოციდლებიდან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.. ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება თქვენი აზრი შეიძლება დახმარებადაც მივიღო smile.gif

პ.ს რასაც აქ დავწერ ამ თემაზე ცხოვრებაში ოჯახის წევრების გარდა ღრმად არავისთან მისაუბრია არამც თუ აქ ზოგადად ინტერნეტში...

სქესი მამრი...

ბავშობის მოგონებებით დავიწყებ, 4-5 წლის ასაკში როდესაც თვალევს ვხუჭავდი, ვხედავთი უამრავ თვალებს რომლებიც მიყურებდნენ და ეს იყო უამრავი ადამიანის თვალები...ასევე მაგ დროს როდესაც ლაპრაკის დროს ცოტა ხმამაღლა დავილაპრაკებდი ჩემი ხმა ექოსავით ჩამესმოდა გინდ ოთახებიდან გინდ ციდან... ნელ ნელა ვიზრდებოდი როგორც ყველა მოზარდი მარა ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი.. იყო მომენტი ერთხელ სადღაც 7 წლის ასაკში ღამით ცას შევხედე რაღაცაზე გაბრაზებულმა და უეცრად თითქოს წამის მეასედში ცა გაქრა, აი როგორი წარმოსადგენია იცით თითქოს ერთი საფეხურით დაბლა დაიწია ცამო. ეს რაღაც კიდევ განმეორდა უკვე წლების მერე ერთხელ და მაშინაც აღელვებულზე... ერთხელ სადღაც 10 წლის ასაკში ზღვაზე გავიპარე ცურვა არ ვიცოდი, წყალში რომ შევედი მოხდა ისე რომ ღრმა წყალში აღმოვჩნდი და ფაქტიურად ვიხრჩვებოდი.. ვცდილობდი წყლიდან ამოსვლას მაგრამ უშედეგოდ და უცბად მივხვდი რომ უკვე ვკვდებოდი და დამეუფლა ისეთი შეგრძნება არ იყო ეს შიში, უფრო გული ამიჩუყდა ძაან რომ ამ სამყაროს ვტოებდი და იმ მომენტში ვფიქრობდი საკუთარ დედაზე და პატარა ძმაზე რომ მათ ვეღარ ვნახავ და უეცრად ჩემს წინ გადაიშალა ჩემი მთელი განვლილი ცხოვრება კადრებად თითქოს ვიდეო გადაახვიოვო და გონება დავკარგე.. სად მოვხვდი მიჭირს აღწერა ალბათ ეს უფრო გავდა უსასრულო არაფერს ან არ ყოფნას.. და მოვდივარ გონზე და მიკეთებენ ხელოვნურ სუნთქვას.. მომაბრუნეს იმ კვეყნიერებიდან smile.gif ეს ამბავი სახში არ მითქვამს, განვაგრძე ბავშური ცხოვრება, ზრდა სკოლა ინსტიტუტი..

ბავშობიდან ყოველთვის მჯეროდა შემოქმედის არსებობის უბრალოდ მწამდა ამის, მიუხედავად იმისა რომ რელიგიურად არ ვცხოვრობდი და არც ვეცნობოდი... 16 წლის ასაკში კი გადავწყვიტე გავცნობოდი სახარებას ბიბლიას ძველ აღთქმას... საკმაოდ ღრმად ჩავუჯექი ღამეებიც კი გავათენე მის კითხვაში და აზრის გამოტანაში მარა რამოდენიმე გვერდს ვერ გავცდი და ბევრიც ვერაფერი გავიგე გარდა იმისა რომ თავიდან იყო სიტყვა JC_cupidgirl.gif ერთ დილასაც როდესაც უნდა წამეკითხა ისევ, შინაგანი ხმა ჩამესმა რომ ჯერ ეკლესიაში ავსულიყავი, მეც არ დავაყოვნე ავედი სანთელი ავანთე და ვატყობ ჩემს თავს რომ ვარ ძალიან აფორიაქებული და მივედი მოძღვართან მაშინვე და გავუმხილე რომ ვკითხულობ ძველ აღთქმას და ასეთი რამ მითხრა შვილო მე 10 წელია ვკითხულობ და ჯერ ნორმალურად არ ვიცი მანდ რა წერიაო და შენთვის ჯერ ძალიან ადრეაო, გავითვალისწინე მისი აზრი წამოვედი სახში მარა შინაგანად ეს აფორიაქება გარდაიქმნა რაღაც ბედნიერებად... დავანებე ბიბლის კითხვას თავი და 2 დღის შემდეგ მოხდა ესეთი რამ, ზამთარია ქუჩაში გავედი გზაზე მიმავალს გონებაში ვგრძნობ რომ ვიღაცა მელაპარაკება, და რაღაც მითითებებს მაძლევს რომლის გარკვევა მიჭირს, და მეუფლება შეგრძნება რომ თითქოს დრო გაჩერდა და სამყარო ხელში მიჭირავს ვგრძნობ უსაზღვრო ბედნიერებას, რაღაც არაამქვეყნიური განცდები დამეუფლა ასევე ვერ ვგრძნობ სიცივეს დავბრუნდი სახში და ჩემებმა შემატყვეს რომ უცნაურად ვიქცეოდი ამ უცნაურბოის პირველი გამომჟღავნება იყო ის რომ გახურებულ ფეჩზე ხელები დავადე და ვერც ტკივილს ვგრძნობდი არც ხელი დამეწვა...და ვლაპარაკობდი ისეთ რაღაცეებზე რაზეც აზრი ვერ გამოქონდათ თან ყველა კითვაზე მქონდა პასუხი აი ყველაფერზე... გამოიძახეს სასცრაფო და თავი ფსიქიატრიულში მიკრეს.. იქ დავყავი გარკვეული პერიოდი, ბევრი ადამიანი გავიცანი ბევრი რამე ვისწავლე და ჩემს რეალურ მესაც დავუბრუნდი, ყველაფერი თითქოს თავის ადგილას იყო.. განვაგრძე ცხოვრება მარა მიუხედავად ამისა ნაკლებად ვცხოვრობდი რელიგიურად და ცოტას ვლოცულობდი. პარარელურად ცხოვრებაშიც ბევრ შეცდომებს ვუშვებდი რაც კარმის სახით უარყოფითად მიბრუნდებოდა ყოველდღიურობაში... წავედი ევროპაში საცხოვრებლად ბევრი საინტერესო რამე ვნახე იქ და ბევრ რამესაც გავეცანი.. აქვე ავღნიშნავ იმასაც რომ ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და მიყვარს ექსპერიმენტები სხვადასხვა საკითხებში... ერთ დღეს იქაც იგივე განმეორდა ფაქიუტურად რეალობის აღქმა დავკარგე, დავიწყე გამოგონილ ენაზე ლაპარაკი და ერთ მომენტში ცაშიც კი ავიწიე ამ ყველაფერს ხედავდა ოჯახის წევრები და რამოდენიმე სხვა პიროვნება... ვგრძნობდი უსაზღვრო ძალას მახსოვს დასტურად რეშოტკები მოვგლიჯე ხელით მაგრამ აგრესიული ვინმეს მიმართ არ ვიყავი, ასევე მეგონა ან ველაპრაკებოდი კიდეც მიცვალებულებს, ასევე თითქოს მესმოდა ცხოველების თუ მწერების ენაც, სახლიდან გავიქეცი და ქალაქში დავბოდიალობდი, დაღლილმა უკვე ღამე იყო ერთ ერთ პარკში მივედი და ძალიან მინდოდა დაძინება რომ ჩამთვლიმა ცოტა სკამზე, უეცრად ჩემს გარშემო რაღაც ხმას ვგრძნობ და თვალები გავახილე, რას ვხედავ ჩემს გარშემო დაახლოებით 30 ამდე კატა დამტრიალებდა თუ მეტი არა.. იმ წამსე დავბრუნდი სახში ღამეა მარა მაინც ვატყობ რომ უცნაურობა ხდება ჩემს თავს და ვერ ვაკონტროლებ ამ ყველაფერს.. სახში მისვლისას ექიმს დაურეკეს და მაშინაც თავი ფსიქიატრიულში მიკრეს და ათასი წამლებით გამჟღენთეს, იქაც დავყავი გარკვეული პერიოდი და იქ ყოფნის დროს შემეძლო კაშკაშა მზისთვის ისე მეყურებინა რომ თვალები არ დამეხამხამებინა.. სხვა უცნაუროებიც ბევრი იყო.. გამომწერეს იქიდანაც დავუბრუნდი ჩვეულ ცხოვრებას გავიდა მას მერე 2 წელი და ერთ დღეს ძღვის პირას ვიყავი და პიქრებში გარინდებული ცაში ღრუბლებს შევცქეროდი, უეცრად ამ ღუბლებმა ჩემი ყურადღება ძალიან მიიპყრო რადგან მკაფიოდ დაიწყო ფორმების შეცვლა და მიიღო ქერუბიმების ფორმა ეზეკიელსაც აქვს თავის გამოცხადეაში ნანახი ზუსტად მათ ვხედავდი და მაშინაც ავიწიე ცაში.. აი ამათზე მაქვს საუბარი https://ibb.co/K96qMQ4 ამ ყველაფერს ვხედავდი ცაში მანადმე ეზეკიელის შესახებ და მის გამოცხადებაზე აზე არ ვიყავი მერე მოვიძიე... და მახსოვს რომ ტელეპატიურად ველაპარაკებოდი მარა დიალოგი არ მახსოვს სამწუხაროდ.. ზუსტად 4 თვის თავზე ამ ყველაფრის მერე, ბებო გამიხდა ცუდად ინსულტი მიიღო და ლოგინად ჩავარდა, ძალიან ცუდად იყო და დღეებს ვითვლიდით, საერთოდ არ ლაპრაკობდა მომენტებში რომ დააპირებდა ლაპრაკს აზრი ვერ გამოვგქონდა რისი გადმოცემა უნდოდა თითქოს ვიღაც ამის საშუალებას არ აძლევდა მარა მახსოვს 3 კაცზე მელაპრაკებოდა, ერთხელ მოახერხა და მითხრა ბებო რო იცოდე 3 კაციაო... მეც მყავს 3 კაცი ნანახი ოღონდ მე სიზმარში, თითქოსდა ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი და საზვერეების მსგავსად კიბე კიბე ჩავდიოდი დაბლა და აღმოვჩნდი ბნელ ოთახში სადაც ერთი სანთელი ენთო და ამ სანთელთან მჯდომარე 3 კაცი დამხვდა რომლებმაც ესეთი კითხვა დამისვევს " რა არის ცხოვრებაო " ჩემი პასუხი კი იყო " ყველაფერი და არაფერი თქო" და გამომეღვიძა.. ზუსტად 6 თვე ებრძოლებოდა სიცოცხლეს ბებო და ამ პერიოდში ერთ დღეს დანაღვლიანებული ერთ ერთ წყნარ პარკში გავედი ძალიან ლამაზი ადგილია გმირების სასაფლაოა და იქ აღმართულია დიდი მარმარილოს ჯვარი და მათი სასაფლაოები მორთულია თეთრი ჟვრებით.. გარშემო კი სულ მდელოა და დიდი ნაძვები დგას მოკლედ წყნარი ადგილია.. დავჯექი იქ მდელოზე და ფიქრებმა წამიღო და უეცრად ჩემს წინ 2 მეტრში ცა გაიხსნა ეს იყო ძალიან კაშკაშა სინათლე აი როგორც სვარკის და იქიდან გამოვიდა სინათლიდან ქრისტე და ჩემს წინ აღიმართა მას ეცვა შავი სუდარა და მარცხენა ხელში ეჭირა ბიბლია ხოლო სახის ერთი მხარე ქონდა გაბრაზებული და თვალი ცოტათუ გადიდებული მეორე მხარე კი მშვიდი... კარგად მახსოვს რმ გავათვიცნობიერე იმ მომენტში ვინ იყო და ეს ამ ყველაფერს ცხადში ვხედავდი მომიცვა უსაძღვრო ბედნიერებამ თითქოს ყველაფრისგან დაცული, ყველაფერი ცუდი გაქრა და ვგრძნობდი ნეტარებას და არ მინდოდა ეს ყველაფერი მორჩენილიყო და უცბად ეს შეგრძნება გარდაიქმნა ძალიან ცუდ შეგრზნებაშში დამეუფლა საშინელი სიკვდილის შეგრძნება შიში აი ვერ ავხწერ და ვიგრძენი საშინელი მიწის სუნი თითქოს მიწა ხარ და მიწად იქცევიო.. მახსოვს რომ ისიც ტელეპატიურად მელაპრაკებოდა და საუბარი არც ეხლა მახსოვს.. და უეცრად ისევ სინათლეში შევიდა და გაქრა..ეგრევე სახში მივედი და დედაჩემის ფიქრები მესმოდა რამოდენიმე წუთი... მოვუყევი რაც ვნახე... ზუსტად ამ სახით არც ეს ხატი მქონდა ნანახი.. ეს ხატი არის 3 საუკუნეში ბიზანტიის ერთ ერთ მონასტერში დახატული

მას მერე 2 წელი გავიდა ამ 2 წელიწადში დავიწყე ფიქრი სულიერ განვითარებაზე მარა არა რელიგიურად ან ეკლესიურად უფრო აღმოსავლურ სწავლებებს მივყვები მედიტაციებს და ასე შემდეგ... ზოგჯერ მართმადიდებლურ ლოცვებსაც ვამბობ.. მარა ბოლო 6-7 თვეა ასეთ უცნაურობასთან მაქვს საქმე კიდე.. თითქოს რაღაცა დამყვება გამუდმებით ჩემოს გარშემო გარეთ თუ სახში რაღაც სფეროს მაგვარი ბურთულა აინთება ჩაქვრება და ვხედავ მოძრავ ჩრდილებს ოთახში პარერულარ ვგრძნობ რომ რაღაცა მეხება ხან თმებზე ხან სხეულის სხვადასხვა ნაწილზე... ეს შეგრძნება გავს აი შიშველ კანზე ნიავი რომ დაგიბერავს და უკვე ძალიან გახშირდა ეს ყველაფერი... ასტრალშიც ვიმოგზაურე რამოდენიმეჯერ და ტუნელშიც აღმოვჩენილვარ სინათლისკენ მიმავალი და იქაური არსებებიც მინახია.. არის კიდე რაღაცეები რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ ჯერ ეს მინდა გავარკვიო რა ხდება ღირს ამაზე ვინმეს სერიოზულად მივმართო?

ჩემი თხოვნა იქნება არ იღადაოთ და საინტერესო იქნება თქვენი აზრიც..

პ.ს ცხოვრება ყველაფერია და არაფერი l_sunny.gif




Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
SixthSense
post Apr 18 2021, 11:52 PM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 22-January 21
Member No.: 7,985

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Old.man მადლობა ბრო, ადრე შევადგენინე ერთს მარა , დეტალურად არ განმიხილავს, მხოლოდ სტიქიები მახსოვს და დაბადების კოდი, 111 და რუნები იყო კიდე, ნუ მოკლედ საინტერესო მარა დავკარგე მერე. 😒
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
SixthSense   იყო და არა იყო რა..   Jan 23 2021, 01:26 AM
earth   SixthSense :welcomeani: წავიკი...   Jan 23 2021, 06:39 PM
old_man   ამ ფორუმზე იყო ერთ...   Jan 23 2021, 06:47 PM
SixthSense   მადლობა გამოხმაურ...   Jan 23 2021, 10:48 PM
SixthSense   ძალიან მინდა აღვიდ...   Jan 24 2021, 05:44 PM
jarmen   გამარჯობა მეგობარ...   Jan 24 2021, 11:27 PM
Zet   მგრძნობიარობა გაქ...   Jan 25 2021, 12:27 AM
SixthSense   Jarmen zet, ჩემი თხოვნა იქ...   Jan 25 2021, 03:23 AM
jarmen   Jarmen zet, ჩემი თხოვნა იქ...   Jan 25 2021, 07:51 PM
Zet   SixthSense უნარებს და ჩა...   Jan 25 2021, 11:42 AM
SixthSense   Zet პირველ რიგში დიდ...   Jan 25 2021, 04:00 PM
Zet   ხოლო რაც შეეხება ი...   Jan 25 2021, 05:21 PM
SixthSense   შენ ალბათ იესოს გუ...   Jan 25 2021, 06:45 PM
Zet   თუ კონკრეტული მასწ...   Jan 25 2021, 05:32 PM
David Monny   SixthSense რა ხდება ღირს ...   Jan 26 2021, 01:10 PM
David Monny   SixthSense მხოლოდ ორი გზა...   Jan 26 2021, 01:14 PM
David Monny   SixthSense ხალხის პრობლე...   Jan 26 2021, 01:35 PM
jarmen   SixthSense ხალხის პრობლე...   Jan 27 2021, 12:30 AM
ano   რა მაგარი თემაა მე ...   Jan 26 2021, 04:43 PM
Zet   „გახსნილი გაქვს ჩე...   Jan 26 2021, 05:40 PM
Zet   David Monny ჩემი აზრით ზო...   Jan 26 2021, 05:51 PM
earth   SixthSense იყო ერთხელ მომ...   Jan 26 2021, 06:00 PM
David Monny   Zet ჩემი აზრით ზოგად...   Jan 26 2021, 06:02 PM
David Monny   ღმერთს რაღაცა უნდა...   Jan 26 2021, 06:04 PM
David Monny   კაცი, სრულიად უდონ...   Jan 26 2021, 06:21 PM
old_man   საერთოდ სულიერი ც...   Jan 26 2021, 06:21 PM
David Monny   საერთოდ სულიერი ცო...   Jan 26 2021, 06:25 PM
Zet   სიმკვრივეებში გეთ...   Jan 26 2021, 06:38 PM
jarmen   კი შენ რათქმაუნდა ...   Jan 28 2021, 05:57 PM
David Monny   Zet კი შენ რათქმაუნდ...   Jan 26 2021, 07:35 PM
SixthSense   რამდენი გიწერიათ, ...   Jan 26 2021, 09:05 PM
ano   [b]David Monny გიდების სისტ...   Jan 28 2021, 03:00 AM
Zet   საბანკოები ძველი ა...   Jan 26 2021, 10:03 PM
David Monny   Zet სტერეოტიპები მუ...   Jan 26 2021, 10:30 PM
SixthSense   ერთ გამოციდილებას ...   Jan 27 2021, 04:59 AM
David Monny   გეთანხმები, როდესა...   Jan 27 2021, 05:48 PM
earth   SixthSense ერთ გამოციდილ...   Jan 27 2021, 10:58 PM
SixthSense   SixthSense ერთი ვიცი, რომ ...   Jan 28 2021, 11:06 PM
SixthSense   ვახ.. როგორც ზევით ა...   Jan 29 2021, 02:08 PM
SixthSense   ვახ.. როგორც ზევით ა...   Jan 30 2021, 04:35 PM
ano   ესეიგი სფეროს რაც ...   Jan 30 2021, 01:35 PM
Zet   დედამიწის გარშემო ...   Jan 30 2021, 03:13 PM
David Monny   Zet დედამიწის გარშე...   Jan 30 2021, 03:52 PM
ano   არ ვიცი ზუსტად მაგ...   Jan 30 2021, 04:37 PM
chemikerin   გურუ, მურუ, იოგი, ბე...   Jan 30 2021, 09:05 PM
David Monny   chemikerin მაგრამ ასე კატ...   Jan 30 2021, 10:49 PM
chemikerin   გურუ ერთადერთია და...   Jan 30 2021, 10:53 PM
David Monny   chemikerin არ ვიცოდი რო ს...   Jan 30 2021, 10:57 PM
chemikerin   ნებისმიერ ადამიან...   Jan 30 2021, 11:00 PM
David Monny   chemikerin კი გეთანხმები....   Jan 30 2021, 11:06 PM
SixthSense   chemikerin დიახ, ყველაფე...   Mar 1 2021, 09:49 PM
SixthSense   მოკლედ მეგობრებო მ...   Feb 5 2021, 08:20 PM
brevalo   მოკლედ მეგობრებო მ...   Feb 8 2021, 06:25 PM
Zet   შენ მემგონი ასტრალ...   Feb 8 2021, 05:55 PM
SixthSense   შენ მემგონი ასტრალ...   Feb 9 2021, 09:11 PM
td.........   SixthSense გამარჯობა, საი...   Feb 10 2021, 12:28 AM
SixthSense   SixthSense გამარჯობა, საი...   Feb 27 2021, 04:49 AM
SixthSense   თუ შეიძლება ერთი ე...   Mar 1 2021, 09:31 PM
ano   ხო მსგავსი გამოცდი...   Mar 2 2021, 04:00 PM
ano   იქეთ თემაშიც გამოგ...   Mar 3 2021, 02:02 AM
SixthSense   მადლობა ანო ყურად...   Mar 4 2021, 06:01 PM
elli   SixthSense ზუსტად ეს პოს...   Mar 13 2021, 10:58 PM
SixthSense   SixthSense ზუსტად ეს პოს...   Mar 15 2021, 12:26 PM
toresi9   დეჟავუ? :superstition: შეიძ...   Mar 15 2021, 06:12 PM
toresi9   საინტერესოა   Mar 15 2021, 09:19 PM
toresi9   დეჟავუ? :superstition: შეიძ...   Mar 15 2021, 06:25 PM
earth   „მესამე თვალის“ გა...   Mar 18 2021, 11:11 PM
SixthSense   გ�”სალმ�”ბით ყვ�”...   Apr 14 2021, 03:26 AM
SixthSense   მოგესალმებით ისევ ...   Apr 14 2021, 04:36 AM
tikoroma   ეს ის ნაწილაკებია ...   Apr 15 2021, 10:20 AM
td.........   მოძრავ ნაწილაკებს ...   Apr 17 2021, 10:20 AM
SixthSense   კი სწორედ მათზე მა...   Apr 18 2021, 12:52 AM
old_man   პ.ს ორი თხოვნა მაქვ...   Apr 18 2021, 08:51 AM
SixthSense   Old.man მადლობა ბრო, ადრ...   Apr 18 2021, 11:52 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 12:28 AM