ძველინდური(ან აზიური ტრადიციები) და ანთროპოსოფია |
ძველინდური(ან აზიური ტრადიციები) და ანთროპოსოფია |
Oct 19 2018, 07:58 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ თემაზე ბევრთან მქონია საუბარი და ზოგი ძველინდურისკენ იხრება, ზოგი კი ძველინდურს მოძველებულად და არაეფექტურად თვლის სულიერი ან ცნობიერების განვითარების კუთხით და შტაინერის ანთროპოსოფიას ანიჭებს უპირატესობას. ამ საუბარში და კამათში გიჩნდება ბევრი კითხვა და რაც უფრო ეძიები საკითხს კითხვების რაოდენობაც მატულობს, ხოლო ჭეშმარიტება და შენი ნამდვილი გზა გვერდზე გრჩება. ვფიქრობ, რომ სწორედ ეგ არის ადამიანების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა: ჩამოუყალიბლებლობა. ცდილობ რომ სიღრმისეულად მოიძიო სხვადსხვა გზები და ამ მოძიების პროცესში უფრო და უფრო ჩიხში შედიხარ. ამ ჩიხს კი დასასრული არ აქვს. სწორედ ამ დაუსრილებელი ჩიხებით არიან დაკავებულები ფილოსოფოსები. ერთი გასხივოსნებული ფილოსოფოსი მითხარით. ვერ მეტყვით. ამიტომ საჭიროა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლისკენაც გული მიგდის, იმპუსები და შენი გრძნობები მიდის. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა რომ ძველინდური ან აზიური ტრადიციები მოძველებულია, მათგან შეიძლება ძალიან დიდი მარცვალი სიბრძნის მიღება და ამ ცოდნის თანამედროვეობასთან შერწყმა ისე, როგორც შენ მოირგებ.
რაც შეეხება ანთროპოსოფიას, მცირედი შეხება რაც მქონია ძალიან ჯანსაღი და კარგი გზაა. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? P.S. ეს მულტფილმი გამახსენდა, ყველა თავის გზას რომ ტენის |
|
|
Jul 14 2020, 10:32 AM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
""რომ ანგელოზის დონეს მიაღწიოს ადამიანმა?""
კი, უნდა მიაღწიოს, თუმცა არსობრივად მაინც განსხვავებული არსება იქნება ადამიანი. უფრო მეტი იქნება ვიდრე ანგელოზი, რადგან ჩვენ მიწიერი ევოლუციის სიმძიმე გვაწევს, რაც აქამდე არავის უტვირთავს. ""სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ამოცანა დგას ადამიანის წინაშე.. რამ განაპირობა ეს?"" კი ნამდვილად ასეა. სამყაროში ურთულესი ურთიერთკავშირები არსებობს, აქედან ყველაზე მარტივი ის შემიძლია გითხრათ, რომ რადგან ევოლუცია წინ მიდის ადამიანი იცვლება და მას ევოლუციასთან ერთად მუდამ ესაჭიროება ახლის მიღება, რათა გადადგას შემდეგი ნაბიჯი. სტატიკური რომ იყოს რეინკარნაციის წრებრუნვა და ადამიანის დაბრუნების გზა სულიერ სამყაროში, ანუ მაგალითად, ჩვენ რომ ვტრიალებდეთ წრეზე და ამ წრიდან რომ ამოსასვლელად საჭირო იყოს სწორხაზოვნად ზემოთ სვლა - გვექნებოდა ერთი კონკრეტული გზა და ყველა ამ გზაზე ყველა იქნებოდა განვითარების კონკრეტულ ნიშნულამდე მისული, მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე. ევოლუცია უფრო რთულია, ადამიანთან ერთად სამყაროც იცვლება, როგორც ფიზიკური ასევე სულიერი, განსხვავებულია თითოეულ კონტინეტზე მცხოვრები ადამიანების შინაგანი წყობა, განსხვავებულია სხვა და სხვა რასების და გარკვეულ წილად ერების შინაგანი წყობაც და საბოლოვოდ განსხვავებულია თითოეული ინდივიდი. სულიერი სამყარო ჩვენ გარდაცვალების შემდეგ იმ მდგომარეობაში არ დაგვხვდება როგორშიც იყო ჩვენს დაბადებამდე და ასე შემდეგ... ანუ ყველაფერი მუდმივ დინებაშია და ადამიანის ამოცანებიც კონკრეტულ დროსა და ადგილას ამის და მიხედვით იცვლება, და შესაბამისად იცვლება ის მეთოდებიც, რომლებიც ამ მიზნების მიღწევისთვისაა საჭირო. -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 15th May 2024 - 08:33 AM |