IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

36 Pages V  « < 24 25 26 27 28 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამადჰი, პირადი გამოცდილება
David Monny
post Jul 30 2019, 06:35 PM
Post #501


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



INVICTUS
ატმა ვიჩარა, სანსკრიტული სიტყვაა. ატმან ნიშნავს „მეს“, ოღნდ არა ეგოს, არამედ აბსოლუტურ მეს. იუნგის ტერმინი რომ ვიხმაროთ თვითბა, ოღონდ იუნგთან ეს არის ადამიანის პიროვნებასთან მიმართებაში. რადგან პიროვნება ვახსენეთ, ანუ ადამიანის განპირობებული „მე“, რომელსაც ბერძNულად ჰქვია - ეგო, უნდა აღვნიშნით, რომ ეს სიტყვა სხვა ტერმინით აღინიშნება სანსკრიტზე; მას ჰქვია - აჰამკარა, - ცრუ მე, ცრუ ეგო. ამიტომ არ უნდა აგვერისო ატმა, აჰამკარაში. ე.ი. ატმა მოშნავს „მეს“, ხოლო ვიჩარა, ნიშნავს: მინდა კარგი სიტყვა შევარჩიო. ინგლისურად არის - Deliberation, რუსულად - Обдумывание ქართულად - განხილვა, მაგრამ უფრო კარგად შეესატყვისება გამოკვლევა, გამოძიება. ანუ რუსულად - ატმა ვიჩარა ნიშნავს - самоисследование. - თვით ძიება, საკუთარი თავის ძიება, გამოკვლევა, გამოძიება. ეს არის პრაქტიკა, რომელიც შესთავაზა თავის მოსწავლეებს რამანა მაჰარშიმ. რამანა მაჰარში იყო გასხივოსნებული ოსტატი, რომელსაც 16 წლის ასაკში სპონტანურად დაემართა ნირვიკალპა სამადჰი და წლების განმავლობაში იყო ამ მდგომარეობაში. მის სხეულს ვირXები და მწერები ჭამდნენ, ხოლო მას კი, მისი ახლობლები კოვზით აჭმევდნენ საჭმელს, რომ არ მომკვდარიყო. შემდეგ ის ავიდა არუნაჩალას მთაზე და იქ ცხოვრობდა ბოლომდე. მისმა მოწაფეებმა გააკეთეს აშრამი, ანუ სალოცავი და უამრავი ხალხი დადიოდა მის მოსანახულებლად. 98% თავის ცხოვრების განმავლობაში სდუმდა. მისი მოწაფეები უბრალოდ მის სიახლოვეს ყოფნისგანაც კი ტრანსში, ზოგი კი სავიკალპა სამადჰიში ვარდებოდა. ზოგი გასხივოსნდა და პირდაპირ ნირვიკალპა სამადჰი დაემართა.
ანუ ატმა ვიჩარა ნიშნავს, ჰკითხო საკუთარ თავს ვინ ვარ მე? და დაელოდო მშვიდად პასუხს. პასუხები მოვა უამრავი. ყველა პასუხი კი არის ფიქრი. ყველა ფიქრი, შეეცდება რომ მასთან გაგაიგივოს. აი მაგ. მოვიდა ფიქრი: მე ვარ სული. შენ აკვირდები ამ ფიქრს და სვამ კითხვას: გასაგებია რომ მე ვარ სული, მაგრამ ვინ ამბობს ამას ახლა, რომ მე ვარ სული? მსწრაფლ აღოაჩენთ, რომ ამას ამბობს სხვა ფიქრი, ანუ ის ფიქრი, რომელსაც კითხვის ფორმა აქვს: ვინ ამბობს ამას? ანუ იმართება დიალოგი საკუთარ თავთან. ერთი ფიქრი პასუხობს მეორეს. მეორე პირველს. პირველი მესამეს. მესამე მეოთხეს და ასე დაუსრულებლად. ეს უკვე არის სამადჰის დაწყებით საფეხურები. ეს გამოძიება, საბოლოოდ მთავრდება ასმიტა სამადჰიში, სადაც „ფიქრი მე“, რჩება მარტო. არცერთი სხვა ფიქრი აღარ აცხადებს პრეტენზიას, რომ მასთან გაიგივდე. გონება წყნარდება, ანუ ფიქრების ფიქრის დინამიკა ნელდება. ჩნდება დიდი პაუზები ფიქრებს შორის. ბოლოს კი საერთოდ წყდება. ამას ჰქვია: состояние вне ума. რჩება მხოლოდ ეგო, ანუ აჰამკარა. ეს ჯერ კიდევ არ არის ატმა. ერთი რამე უნდა გავაცნობიეროთ აუცილებლად, იქ სადაც არის ატმა, არ რჩება ადგილი აჰამკარასთვის. ეს ორი ერთად ვერ ძოვენ. ან არის ეგო, ან არის ატმა. ამიტომ, როდესაც დგება ნირვიკალპა სამადჰი, აჰამკარა სკდება როგორც ბუშტი და რჩება ატმა.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 30 2019, 06:37 PM
Post #502


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



INVICTUS
QUOTE(INVICTUS @ 30th July 2019 - 06:18 PM) *
სადგურუც მაგას ამბობს, რომ გასხივოსნების მერე დაკარგა იმის განსხვავება თუ რა არის შინაგანი და გარეგანი და ამიტომაც ვმოგზაურობ დედამიწის გარშემოოო

აბსოლუტურად სწორია smile.gif


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 30 2019, 06:40 PM
Post #503


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



INVICTUS
QUOTE(INVICTUS @ 30th July 2019 - 06:21 PM) *
არავისთან და არაფერთან მიჯაჭვულობა არ უნდა გქონდეს, არც შვილთან და ცოლთან, თუმცა ეს ძალიან რთულია, და როდესაც გათავისუფლდები შემდეგ მიიღწევა გამოღვიძება

არა ასე არ არის. არ არის აუცილებელი მიჯაჭვულობისგან გათავისუფლება. იმ წამს, როდესაც ხდება ნირვიკალპა სამადჰი, ართუ მიჯაჭვულობა, ან ის, (ამშემთვევაში ოჯახი, ცოლ-შვილი თუ ნათესაობა), არამედ ის, ვინც მიჯაჭვული იყო ამაზე ქრება. ამიტომ ნირვიკალპა სამადჰიდან დაბრუნებული, არამგონია ცოლს გაეყაროს. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, უბრალოდ აღარაფერზე აღარ არის მიჯაჭვული. რადგან ის, ვინც ეჯაჭვებოდა, აღარ არის. არის მისი ფიტული მხოლოდ, ორეული. ძლიან გავს. სარკეშ ჩაიხედავ: ე. ისევ მე ვარ ტო. ისევ მიყვარს ხინკალი და ისევ ვერ ვიტან ბორშს ვთქვათ. აბა რა შეიცვალა? არი შემტვევები რომ წლები გადის და ვერ ხვდებიან ადამიანები რა შეიცვალა, მაგრამ ბოლოს მაინც ხვდებიან, რომ რაღაც აღარ არის. და აღოაჩენენ, რომ ეგო მოკვდა, გაქრა.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
K.2018.18.10
post Jul 30 2019, 09:39 PM
Post #504


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 112
Joined: 27-July 19
Member No.: 7,837

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მართალი ხართ! ისევ გვიყვარს ბორშჩი,კომბოსტო,მაგრამ ღირებულებები იცვლება.გამოვიდა ,მოხდა ხო კაი თუ არადა ტრაგედიას მაინც არ ქმნი.გრძნობ რომ ასე უნდა ყოფილიყო და არის.
გადაფასება მიდის კიარადა.იცი რომ ერღ დღის ეს ყველაფერი გაქრება ,უბრალოდ დროის გახანგრძლივების მიზეზს ვერ ხედავ
Go to the top of the page
 
+Quote Post
K.2018.18.10
post Jul 30 2019, 09:47 PM
Post #505


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 112
Joined: 27-July 19
Member No.: 7,837

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეს პოვნასთან დაკავშირებით რაც დაწერეთ,ყველაზე მარტივი და ეფექტური გზაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 30 2019, 09:51 PM
Post #506


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კიდევ ერთხელ დავწერ, თუ რით განსხვავდება სამადჰის მდგომარეობა სხვა მისტიკური მდგომარეობებისგან, რომ არ შეგვეშალოს მათში.
ჰგონიათ ხოლმე, რომ რადგან იესომ ბავშვებზე თქვა, რომ თუ არ იქნებით ასეთნი ვერ შეხვალთ სასუფეველშიო, რომ ბავშვის მდგომარეობაა სამადჰი. ეს შეცდომაა.
ბავშვის უვიცობა, არცოდნა, უცოდინრობა, არ ნიშნავს სამადჰის. ბავშვური უცოდინრობა იმდენად გავს სამადჰის, რამდენადაც ღრმა ძილი. ღრმა ძილი ყველაზე უფრო ახლოს არის სამადჰისთან. ის უფრო ახლოა ვიდრე ბავშვური უმანკოება, უფრო ახლოა ვიდრე ღვიძილის, ანუ სიფხიზლის მდგომარეობა და უფრო ახლოა ვიდრე სიზმრების მდგომარეობა, მაგრამ ღრმა ძილის გაუცნობიერებელი, უგონო, ქვეცნობიერი მდგომარეობა, არ არის სამადჰის მდგომარეობა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რაც არ უნდა სწავლული ვიყოთ და ნობელის პრემიის ლაურეატი. აინშტაინი ან დედა ტერეზა, როდესაც ღრმა ძილში ვართ, გვავიწყდება ყველაფერი, რაც ცხადში ვიცოდით. ანუ ცოდნა, არის ფრაგმენტული. ის მხოლოდ ცხადში და სიზმარში შეიძლება გააცნობიერო. მას ძალა ეკარგება ღრმა ძილში.
სამადჰიში არ აცნობიერებ რაიმეს, არამედ აცნობიერებ მხოლოდ გონების ბუნებას, შემადგენელს, არსს. ასე რომ არ იყოს, მაშინ ის არ განსხვავდებოდა ღრმა ძილისგან. ამიტომ აზრი აღარ ექნებოდა სამადჰის მიღწევას, რადგან ისედაც ყველა ადამიანი ღამით ღრმა ძილით იძინებს და ეს იქნებოდა სულ. ამიტომ ღრმა ძილი გავს, მაგრამ არ არის სამადჰი.
სამადჰის მიზანი ის კი არ არის, რომ დავივიწყოთ რაც ვიცოდით, არამედ იმის განცდა, რაც რჩება, როდესაც ცოდნა ქრება.
ე.ი. სამადჰი არ არის ღრმა ძილის არაცნობიერი, არამედ ეს არის არაცნობიერი ცნობიერება, ანუ ცნობიერება, რომელიც არაფერს არ აცნობიერებს. ანუ ეს არის თავად ცნობიერება. გაცნობიერების პროცესი, ოღონდ ობიექტის გარეშე.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
K.2018.18.10
post Jul 30 2019, 09:51 PM
Post #507


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 112
Joined: 27-July 19
Member No.: 7,837

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თითქმის კარის გაღეებაა
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 30 2019, 09:56 PM
Post #508


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცნობიერება გავს სინათლეს. სინათლე ვერასდროს აქცევს სინათლეს ობიექტად, რომ გაანათოს ის. ცნობიერება ვერასდროს აქცევს ცნობიერებას ობიექტად, რომ გააცნობიეროს ის, მას შეუძლია გააცნობიეროს მხოლოდ ის, რომ თავად არის გაცნობიერების პროცესი. არა რაიმეს გაცნობიერების, არამედ თავად პროცესია. ცნობიერება მაშინაც ცნობიერებაა, როცა არაფერია გასაცნობიერებელი. აი ეს არის სამადჰი.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
K.2018.18.10
post Jul 30 2019, 09:57 PM
Post #509


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 112
Joined: 27-July 19
Member No.: 7,837

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მართალი ხართ გვავიწყდება ღრმა ძილში ყველაფერი,მაგრამ როცა ისევ სიზმრიდან ეგოს სიზმარში ანუ სიფხიზლეში გადავდივართ გვახსოვს კი არა ვიცით ,ვამბობთ რომ ღრმა ძილით გვეძინა,უსიზნროდ.გვახსოვს ფონი,სიშავე თუ როგორც განვიცდიდით რაც ვიყავით.
მაგრამ ეგ ბოლო მდგომარეობა კარგად ახსენით (უზუსტესად)
ანუ თუ სიფხიზლეში ვაცნობიერებთ იმას,რომ ღრმად გვეძინა,ბოლო სტადიაზე თვითონ მაგ ძილის მსგავს სამადშუ ვაცნობიერებთ გვძინავს,ვფხიზლოვთ თუ ესეთი ვარ სინამდვილეში მუდამ.
სიჩუმე და არაფერი,ფონი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
K.2018.18.10
post Jul 30 2019, 09:58 PM
Post #510


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 112
Joined: 27-July 19
Member No.: 7,837

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სინათლე ეს ალეგორიულად ხო? აქ დაბრკოლდეს შეიძლება მძებნელი.
სინამდვილეში როგორც მატერიაში ვგულისხმობთ მასეთი სინათლე შუქი არაა ხო?
ფონია შავი??...
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 30 2019, 10:05 PM
Post #511


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



K.2018.18.10
QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 30th July 2019 - 09:57 PM) *
მართალი ხართ გვავიწყდება ღრმა ძილში ყველაფერი,მაგრამ როცა ისევ სიზმრიდან ეგოს სიზმარში ანუ სიფხიზლეში გადავდივართ გვახსოვს კი არა ვიცით ,ვამბობთ რომ ღრმა ძილით გვეძინა,უსიზნროდ.გვახსოვს ფონი,სიშავე თუ როგორც განვიცდიდით რაც ვიყავით.

ჩვენ სიფხიზლეში ბევრ რამეს ვამბობთ. სიფხიზლეში შეიძლება კაციც კი მოკლა. ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ სიფხიზლეში, რადგან სიფხიზლე ეს არის სახელების და ფორმების სამყარო. ეს არის გონების აქტივობის, ეგოს, სამაყრო, ილუზორული სამყარო, რომელიც ღრმა ძილში მთავრდება. სულ ერთია რას დავარქმევთ ღრმა ძილს სიფხიზლეში, რადგან ღამით, ისევ ღრმად გვეძინება და არაფერი გვეცოდინება გუშინ რა დავარქვით ამ მდგომარეობას.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 30 2019, 10:11 PM
Post #512


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 30th July 2019 - 09:58 PM) *
სინათლე ეს ალეგორიულად ხო? აქ დაბრკოლდეს შეიძლება მძებნელი.

რა თქმა უნდა ალეგორიაა და ასევე პირდაპირი მნიშვნელობითაც. სინათლით ვერ გაანათებ სინათლეს? ძნელი აღსაქმელია? სინათლით შეიძლება გაანათო სიბნელე. ასევა ცნობიერებაც. ცნობიერებით ვერ შემოსაზღვრავ ცნობიერებას და ვერ იტყვი: აი ესა და ეს არის ცნობიერება, რადგან ვინც საზღვრავს, რასაც საზღვრავს და თავად შემოსაზღვრის პროცესიც არის ცნობიერება.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 30 2019, 10:13 PM
Post #513


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 30th July 2019 - 09:58 PM) *
ფონია შავი??

სამადჰი არც შავია და არც ნათელი. ცნობიერება უბრალოდ გავს სინათლის სხივს. აღწევს ყველაფერში. შეღწევითობით გავს სინათლეს. სამადჰი არის სუფთა ცნობიერების განცდა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ცნობიერება არაფერს არ აცნობიერებს, გარდა იმისა, რომ არის ცნობიერი.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
K.2018.18.10
post Jul 30 2019, 11:22 PM
Post #514


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 112
Joined: 27-July 19
Member No.: 7,837

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეგ მდგომარეობაა მარტო?
ანუ ცნობიერების მეტს რომ ვეღარაფერს აცნობიერეებ?
ანუ არც ის იცი რა შეგიძლია და არც ის რომ ილუზია ცრუ ეგო გაქვს გამოგონილი თუ როგორც ვარქმევთ რომ სიზმრის ნახვა შეგვიძლია?))))ნოიცაა
Go to the top of the page
 
+Quote Post
K.2018.18.10
post Jul 30 2019, 11:24 PM
Post #515


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 112
Joined: 27-July 19
Member No.: 7,837

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანუ როგორც ჩვენ სიზმარს ,უფ სწ ჩვენი ცრუ ეგო სიზმარს ხედავს ანუ როცა ვიძინებთ და ქრება ეს ყველაფერი გაღვიძებისას მასე ხედავს აბსოლუტი სიზმარს,ზმანებას რაც გინდა დაარქვი ,მაგრამ ცრუ ეგოს ახსოვს ზოგჯერ ეგ ნანახი სიზმარი და აბსოლუტის არაა?
Go to the top of the page
 
+Quote Post
K.2018.18.10
post Jul 30 2019, 11:29 PM
Post #516


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 112
Joined: 27-July 19
Member No.: 7,837

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორც ჩვენ ჩვენ სიზმრებში ვართ ყველა და ყველაფერი ვერაფერი ( ცნობიერის დონეზე) ანუ ჩვენი გონება ქმნის მათ,მართლა ხომ არ მოდიან ისინი არა სტუმრად ჩვენთან სიზმარში ხო) მასე ისიც ხედავს ზმანებას სამყაროს სახით,უფრო მაშტაბურს ხო?
და გამოდის რა? ცრუ ეგო ს,რომელიც ილუზიაა შეუძლია ისევ გაიხსენოს ძილის შემდეგ რომ ყავდა ცოლი და ყავს დღესაც და აბსოლუტის არაა?
ან ჩვენ ცრუ ეგოს საერთოდ არ ძინავს ხო და ძილიც არ არსებობს უბრალოდ ყველაფერი მის ცნობიერში ხდება.
სადღაც წავიკითხე არ მახსოვს- დაუშვათ გესიზმრებათ რომ პეპელა ხარ,ვის ესიზმრება პეპელას თუ შენი) მგონი დაახლოებით ესე იყო ძენშია მგონი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 30 2019, 11:49 PM
Post #517


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



K.2018.18.10
QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 30th July 2019 - 11:22 PM) *
ანუ არც ის იცი რა შეგიძლია

ე.ი. შეგიძლია, შესაძლებლობები, კეთება, კონტროლი, ეს ყველაფერი ეგოს განეკუთვნება. ეგოს, სანსკრიტზე ჰქვია შესანიშნავი სახელი - აჰამკარა, რომელიც ითარგმნება, როგორც Doer, მკეთებელი, კონტროლიორი. მოდი განვმარტოთ სიტყვა - შეგიძლია. შეძლების აუცილებლობა დგება მაშინ, როდესაც რაიმეს გაკეთება გვსურს. აი მაგალითად მწყურია. მე შემიძლია წყალი დავლიო. უნდა ავდგე, ან თუ რესტორანში ვარ მიმტანს დავუძახო და მოვატანინო წყალი. მერე წყალს რომ მომიტანს, შემიძლია დავლიო. ეს არის მკეთებელი ჩვენში. ვისაც სჭირდება წყალი, ვისაც სჭირდება ჰაერი და ა.შ. ახლა წარმოიდგინე არაფერი არ გჭირდება. შესაბამისად შეგიძლია ავტომატურად კარგასვ აზრს. სამადჰიში ქრება აჰამკარა, ანუ ეგო, რომელსაც სჭირდება რაღაცეები და მიტომ შეუძლია ან არ შეუძლია რაღაცეები. რაც რჩება, არის სუფთა გაცნობიერების პროცესი.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 30 2019, 11:59 PM
Post #518


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



K.2018.18.10
QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 30th July 2019 - 11:29 PM) *
როგორც ჩვენ ჩვენ სიზმრებში ვართ ყველა და ყველაფერი ვერაფერი ( ცნობიერის დონეზე) ანუ ჩვენი გონება ქმნის მათ,მართლა ხომ არ მოდიან ისინი არა სტუმრად ჩვენთან სიზმარში ხო) მასე ისიც ხედავს ზმანებას სამყაროს სახით,უფრო მაშტაბურს ხო?
და გამოდის რა? ცრუ ეგო ს,რომელიც ილუზიაა შეუძლია ისევ გაიხსენოს ძილის შემდეგ რომ ყავდა ცოლი და ყავს დღესაც და აბსოლუტის არაა?
ან ჩვენ ცრუ ეგოს საერთოდ არ ძინავს ხო და ძილიც არ არსებობს უბრალოდ ყველაფერი მის ცნობიერში ხდება.
სადღაც წავიკითხე არ მახსოვს- დაუშვათ გესიზმრებათ რომ პეპელა ხარ,ვის ესიზმრება პეპელას თუ შენი) მგონი დაახლოებით ესე იყო ძენშია მგონი

ეს ჩინელი იმპერატორის, ჯუან ძის სიზმარია, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო პეპელა. ხოლო როცა გამეღვიძა ნახა, რომ ისევ ჯუანძია. ამიტომ გაჩნდა კითხვა პეპელას ესიზმრებოდა ჯუანძი, თU ჯუანძის პეპელა. ამ მოჯადოებულ წრეზე რომ არ იარო, უბრალოდ უნდა გაიღვიძო. სიზმრების გარჩევას აზრი არ აქვს. საინტერესო თავშესაქცევია, მაგრამ როგორც კი რაიმე პრობლემა გაჩნდება, ეგრევე ისევ გასხივოსნება ახსენდებათ.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
K.2018.18.10
post Jul 31 2019, 12:07 AM
Post #519


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 112
Joined: 27-July 19
Member No.: 7,837

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამომწურავი პასუხი იყო.,
მაგრამ..

თუ არაფრის მოთხოვნილება არაა ანუ სურვილი ქრება( ვაშლი სხვათაშორის კაბალაში - სურვილი მასეა ახსნილი ანუ გველი ეგო აწვდის ადამს ვაშლს უჩენს სურვილს)
გამოდის მაგ თორა ანუ იგივე ბერეშითი- დაბადება
ღმერთის აღწერას და არა მოსესი,ნავესძეს და ლაილაილოსი.
მაშინ ასეთ კითხვას დაგისვამთ შენი ნებართვით საიდან გაჩნდა ეგო თუ სურვილი არაა მაწ აბსოლუტში,რა მოხდა უბრალოდ ცნობიერების ცოდნამ როგორ წარმოშვა საწყისში რუსულად უფრო სწორედ რომ ვთქვათ(источник)- ში ეგ მე და თუნდაც მე გაჩნდა მე ვარ და მერე სურვილი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 31 2019, 12:18 AM
Post #520


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დგება სავიკალპა სამადჰის ბოლოს. უკვე დავწერე, მაგრამ კიდევ გავიმეორებ საციკალპა სამადჰის ეტაპებს. არის 4 ეტაპი. ვიმეორებ, სახელბს ნუ ჩაეჭიდებით, დააკვირდით რას მიანიშნებენ. რამანა მაჰარშიმ საერთOდ არ იცოდა არნაირი სახელი, ისე დაემართა ნირვიკალპა სამადჰი.
სავიკალპა სამადჰი, ნიშნავს სამადჰის, ფორმების გაცნობიერებით. მას აქვს 4 ძირითადი საფეხური.
1. სავიტარკა - ხდება საგნების, ნივთების, გაცნობიერება. რას ნიშნავს იყო ქვა, ხე, ყვავილი. ხდება უხეში სხეულების გაცნობიერება. შეცნობა.
2. სავიჩარა - ხდება შედარებით ნატიფი რაობების შემეცნება, მაგალითად ფერების, სიყვითლე, სიმწვანე, სიყვარული, თანაგრძნობა და ა.შ. ამ რაობების შეგნება ხდება.
3. ანანდა - როგორც ხედავთ, სამადჰის დონეები, სუ უფრო და უფრო ნატიფი ხდება, რადგან უხეშიდან ყურადღება გადადის სულ უფრო ნატიფ დონეებზე. ყველაზე ნატიფი კი თავდ აჰამკარაა, ანუ ეგო. აქამდეც მივალთ. ე.ი. როგორც უკვე მრავალჯერ ვთქვით, ანანდა ნიშნავს ნეტარებას. რაც უფრო უახლოვდება გონება თავის საწყისს, მით უფრო ეუფლება ნეტარება. მით უფრო უახლოვდება ნამდვილ მესაც, ამიტომ მასე ეუფლება ექსტაზი და ნეტარება. შეიძლება ტირილი, სიცილი, თანაგრძNობა, მოფერება, ყველა და ყველაფერი გიყვარს და გინდა გულში ჩაიკრა. საკუთარი თავცი გიყვარს. შეიძ₾ება უბრალოდ იჯდე და იღიმოდე, მაგრამ არაფერი არ გაღიმებდეს გარეთ რა ხდება, არამედ მხოლოდ ის, რომ არსებობ, ხარ.
4. ასმიტა - ასმიტა სამადჰი არის სავიკალპა სამადჰის ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. აქ უკვე ანანდა შეიძლება დარჩეს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ აჰამკარა რჩება მარტო. ფიქრები, სულ უფრო ნელდება, ნელდება და უბრუნდება იმ წერტილს, საიდანაც იწყებიან, ეს წერტილი კი თავადვე ფიქრია, ოღნდ პირველსაწყისი ფიქრი, ეს არის ფიქრი „მე“ - აჰამკარა, მკეთებელი, კონტროლიორი. ეს არის მეფე.ამ მდგომარეობაში უამრავი ადამიანი ნებდება და გონია, რომ გასხივოსნდა. ეს არის ყველაზე რთული ეტაპი, რადგან აქ ჩნდება ის, რაც მანამდე არ გაჩენილა. ყველაფერი მშვენივრადაა. ხარ მარტო შენ და სიცარიელე, უკუნეთი. მაგრამ უცებ, სად იყო და სად არა, სრულიად მოულოდნელად ჩნდება გამანადგურებელი, აუტანელი შიში. შეიძლება კანკალი. ეს არის სიკვდილის შიში. მოდი დავარქვათ ამას მეფის ამბავი. იყო ერთი მეფე, რომელიც მართავდა სამეფოს. უცებ, უთხრეს რომ უნდა გადადგეს. აღარ იქნება მეფე, არამედ ჩვეულებრივი გლეხი. მეფე განრისხდა. რას ქვია. მე თ არ ვიქნები, თქვენ ყველანი დაიხოცებით. ახლა წარმოიდგინეთ რა ცუდ დღეშია ეგო, ანუ აჰამკარა, რომელიც ვერავის ვერაფერს ვერ გადააბრალებს, რადგან მის გარდა არავინაა. მას გაქრობის შიშ აიძულებს, რომ შეწყვიტოს გაცნობიერება. მეფე უნდა გადადგეს.
სხვათაშორის ერთ ისტორიაა ინდურ ნარატივებში მეფეზე, რომელიც გასხივოსნდა და ვეღარ გადაეწყვიტა დარჩენილიყო მეფედ თუ არა, რადგან მიხვდა, რომ მეფე, არ არსებობს. გასაკეთებელი არაფერია. სამართავი არავინაა. ყველაფერი თავსი ადგილზეა უკვე. გამომდინარე იქიდან, რომ წასვლაც შეეძელო, გადაწყვიტა დარჩენილიყო მეფედ. და სხვათა შორის ეს მეფე ბრძენი დაარქვეს მერე. ბრძნულად მართავდა სამეფოს.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post

36 Pages V  « < 24 25 26 27 28 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 03:06 AM