"... be Happy..." |
"... be Happy..." |
Jul 12 2011, 12:52 AM
Post
#141
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეხლა ვზრდი, ლიმნის ხეს ქოთანში, ძალიან მიდოდა და ჩემმა მეგობარამა ძალიან გამახარა და მაჩუქა და ისე დავფოფინებ თავზე, ჯერ პატარაა
-------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Jul 12 2011, 01:00 AM
Post
#142
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,708 Joined: 9-September 10 From: Somewhere Over The Rainbow Member No.: 6,258 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Lashapoli
მე მაჩუქეს ლიმონი, მაგრამ დიდი იყო უკვე რომ მომიყვანეს. რაღაც ცოტა უჭირს თითქოს. თბილისში არ ცხოვრობდა მანამდე და მგონია რომ მაგიტომ უჭირს ვერ ძლებს აქ. წყალი უყვარს და მზე, ხო იცი თუ პატარაა არ გაუჭირდება, კარგად მოუარე, მოეფერე და დიდი და ჯანმრთელი გაიზრდება |
|
|
Jul 12 2011, 04:19 AM
Post
#143
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხო ვეფერები ხოლმე )))) ვიცი უფრო ნოტიო ადგილები უყვარს, ღია მზესთან შედარებით
-------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Jul 16 2011, 04:48 PM
Post
#144
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,669 Joined: 9-January 10 Member No.: 6,114 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- |
|
|
Nov 26 2011, 01:46 AM
Post
#145
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,133 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
http://education.ge/index.php?do=definition/view&id=1182
ცხოვრების სტილი,–პოზიტიური ენერგია ძალიან სასიამოვნო სტატიაა, დავაკოპირებ : პრაქტიკული გაკვეთილები და რჩევები/ პოზიტიური აზროვნება წარმოადგენს ადამიანის მიერ სამყაროს აღქმისადმი დადებით მიდგომას, რომელიც ვლინდება ფაქტის, მოვლენის, საკუთარი თავის, მთლიანად ცხოვრების მიმართ პირად მოსაზრებასა და დამოკიდებულებაში. ამგვარი აზროვნება გამოიხატება სიხარულის, ბედნიერების, ჯანმრთელობის, შექმნილი სიტუაციისა თუ მიღებული გადაწყვეტილების წარმატებულად დასრულების მოლოდინში. მაგრამ განა ყველას ესმის და სჯერა პოზიტიური აზროვნებისა. ზოგს ის უაზროდ მიაჩნია და დასცინიან კიდევაც ადამიანებს, რომლებიც აღიარებენ ამ სახის აზროვნების პრინციპებს. იმავდროულად მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებისთვისაც მისაღებია აზროვნებისადმი ამგვარი მიდგომა და რომლებმაც იციან როგორ უნდა გამოიყენო პოზიტიური აზროვნება დადებითი შედეგების მისაღწევად. ამის მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე საზოგადოების ყურადღება ამ თემისადმი გამოკვეთილად იზრდება. ეს მასალა დააინტერესებს მათ, ვისაც სურს, რომ მისი ცხოვრება ნათელი და სიკეთის მომტანი გახდეს. გავიხსენოთ ჭიქის კლასიკური მაგალითი: „ჭიქა ნახევრად ცარიელი თუ ნახევრად სავსეა ?“ (რეალურად კი სითხე ზუსტად ნახევარი ჭიქა ასხია). ოპტიმისტი და პესიმისტი, მათი ხედვიდან გამომდინარე, განსხვავებულად შეაფასებენ ამ ფაქტს. გამოდის, რომ ჩვენ თვითონვე ვირჩევთ, როგორი რეაგირება მოვახდინოთ ამა თუ იმ მოვლენაზე. ნებისმიერ ვითარებაში ადამიანს შეუძლია იპოვოს ის, რაც მას შთააგონებს ან ის , რაც მას თრგუნავს. მნიშვნელოვანი კი ის არის - რაზეა მიმართული მისი ყურადღების ფოკუსი - პოზიტივზე თუ ნეგატივზე. შთამბეჭდავი მაგალითის სახით მოგიყვებით სხვა საინტერესო ისტორიასაც, რომელიც ხშირად გხვდება ინტერნეტში. ფეხსაცმლის ორი გამყიდველი გააგზავნეს აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში ფილიალის გასახსნელად. პირველი გამყიდველი ჩადის ახალ რეგიონში და ხედავს, რომ ყველა ფეხშიშველი დადის. ურეკავს უფროსს და მწუხარებით აუწყებს: „უფროსო, აქ ყველა ფეხშიშველად დადის “. ჩამოდის მეორე გამყიდველი, ისიც ხედავს, რომ ყველა ფეხშიშველია და სიხარულით ყვირის ყურმილში: „უფროსო, სასწრაფოდ გამოაგზავნე ფეხსაცმლის ორმაგი პარტია!! აქ ყველა ფეხშიშველია! “ პირველ შემთხვევაში ადამიანს ეკარგება ინტერესი, მეორე შემთხვევაში კი - საოცარი წარმატების მოლოდინშია, იგი შთაგონებისა და ამაღლების ტალღაზეა. ცხოვრების გაკვეთილი: ცხოვრებისგან ადამიანი ყოველთვის იღებს იმას, რასაც ელის. განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. წვიმს... ოპტიმისტმა გაიხედა ფანჯარაში და იფიქრა „წელს კარგი მოსავალი იქნება!“, ან „რა კარგია, ქოლგა რომ გამაჩნია“. პესიმისტმა გაიხედა და სევდიანად გაიფიქრა: „არ გავცივდე დღეს!“, ან „როგორ წავიდე ახლა? ახალი ფეხსაცმელი ხომ გამიფუჭდება, არა და სწორედ მის ჩაცმას ვაპირებდი“, ან იტყვის ხშირად გამოყენებად ფრაზას - „ეს რა უბედურებაა?“. აქედან გამომდინარე ოპტიმისტს კარგი მოსავლის მიღების, ან სასარგებლო საქმეზე ქოლგით წასვლის შესაძლებლობა უჩნდება, პესიმისტს კი მხოლოდ ის რჩება, რომ ავად გახდეს, ან გაუფუჭდეს ფეხსაცმელი, ან და საერთოდ უბედურება დაემართოს. და თუ ოპტიმისტი არ ცხოვრობს სოფელში და უშუალოთ თვითონ არ ელოდება უხვ მოსავალს, კარგი ხილის ყიდვის დროს მაინც იფიქრებს: „ეგრეც ვიცოდი - კარგი მოსავალი რომ იქნებოდა...“. პესიმისტი, წვიმის დროს რომც არ წასულიყო არსად, უსაქმურად წოლის შედეგად მაინც ცუდად გახდებოდა და იტყოდა: „აი, ეს სულ წვიმის ბრალია... წვიმა, რომ არ მოსულიყო, ხომ წავიდოდი სადმე, ამდენს არ შევჭამდი და ცუდად არ გავხდებოდი“. მიაქციეთ ყურადღება, რომ თვითოეულმა ის შედეგი მიიღო, რომელსაც ელოდებოდა. ამიტომაც, თითქმის შეუძლებელია ოპტიმისტს და პესიმისტს შეაცვლევინო აზრი და დამოკიდებულება - ისინი ყოველდღე ღებულობენ საკუთარი მოლოდინის დასტურს. აქ მუდმივად მუშაობს ერთი და იგივე კანონზომიერება: ანუ რამდენიც არ უნდა უმტკიცო, რომ შავი შავია და თეთრი - თეთრია, მაინც საკუთარი აზრით იცხოვრებს... იმედი გვაქვს, რომ უმეტეს პესიმისტს სურს გახდეს ოპტიმისტი, რაც მისი აზრით შეუძლებელია, იმიტომ, რომ ყველაფერი ხომ „მართლაც ცუდად არის“. ცხოვრების გაკვეთილი: როგორ გამოვიმუშავოთ პოზიტიური აზროვნების უნარი? ძალიან მარტივად: პოზიტიურად დაიწყეთ ფიქრი. იმისათვის, რომ არ იფიქროთ ნეგატივზე, პოზიტივში ჩადეთ თქვენი ენერგია. მიუჩვევლობის გამო თავიდან გაგიძნელდებათ. შემდგომში კი პოზიტივი იმდენად შეავსებს თქვენს ცხოვრებას, რომ ნეგატივისთვის ადგილიც კი არ დარჩება, ის - „გაქრება“. უდაო, რომ პოზიტიური აზროვნება ნეგატივურზე უკეთესია, ამის შესახებ ბევრმა იცის. მაგრამ, ერთია - იცოდე და მეორეა - ამ წესით ცხოვრობდე. როგორ გამოვიმუშავოთ პოზიტიური აზროვნების უნარი? პირველ რიგში დავიმახსოვროთ, რომ ჩვენი ბედ-იღბალი ჩვენი ყოველდღიური ფიქრების შედეგია. ყველაფერი უშუალოდ აზროვნებაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ დადებითი აზრები ჭარბობენ, ადამიანის ცხოვრება ივსება პოზიტიური მოვლენებით. ოდნავ სახუმარო სიტუაციამ: „მომილოცე! კომპიუტერი გამიფუჭდა“, რომელსაც მოჰყვება დასკვნა: „ესეიგი მალე ახალს ვიყიდი!“, შეიძლება მიგიყვანოს ახალი კომპიუტერის ყიდვამდე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სტრიქონის წაკითხვის დროს პესიმისტი ფიქრობს: „რა სისულელეა! ფული, თუ არა მაქვს, როგორ ვიყიდი ახალს?“ რაზეც შეიძლება ვუპასუხოთ - ფულის უქონლობის შემთხვევაშიც ოპტიმისტი პოზიტიურად მიუდგებოდა ამგვარ სიტუაციას. მაგალითად: „კიდევ კაი, რომ ეს მოხდა ახლა, ხვალ მექნება ფული და დაზიანებას შევაკეთებ ...“. ალბათ ატყობთ მათ აზროვნებაში სხვაობას? ეს მარტივი მაგალითი აღიქვით როგორც იმის ილუსტრაცია თუ როგორ მოქმედებს და რა გავლენას ახდენს პოზიტიური განწყობა ადამიანის ცხოვრებაზე. პოზიტიური აზროვნების უნარის გამომუშავების გზები: პოზიტიური გამონათქვამები მაგალითად: „დღეს ძალიან კარგი დღე მექნება“, „ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა“, „დღეს წარმატება, ბედნიერება, კეთილდღეობა მელის“. ამ სახის გამონათქვამები თქვენი ცხოვრების ნებისმიერ მოვლენას პოზიტიური ენერგიით ავსებენ. ამით ხელს უწყობთ მოვლენის, რომლის შესახებ ჯერ არც კი იცით, წარმატებულად განვითარებას! დაიწყეთ მარტივად - ყოველდღე დილით გაღვიძების დროს, შუა დღეს ჭამის დროს, საღამოს ძილის წინ აუცილებლად წარმოთქვით: „რა კარგია!“. შემდგომ უფრო ხშირად გამოიყენეთ და გაამდიდრეთ ამ სახის გამონათქვამები: „რა მშვენიერია!“, „რა ლამაზია!“, „რა ბედნიერებაა!“... გახსოვდეთ - სიტყვას დიდი ძალა აქვს! წარმატების დღიური წარმატების დღიური - რვეული ან ბლოკნოტია, რომელშიც ყოველდღიურად ჩაიწერთ საკუთარ მიღწევებს. ზოგიერთი ადამიანის პრობლემა იმაში გამოიხატება, რომ ჩვევად აქვს ქცეული აქცენტის იმაზე გაკეთება რაც შეუსრულებელი რჩება, ან რაც არ გამოუვიდა. ამ ტიპის ადამიანს ასე ასწავლეს, ის ასე აღზარდეს. წარმატების დღიურის ამოცანაა - ისწავლოთ აქცენტირების კეთება გაკეთებულსა და მიღწეულზე. სხვათა შორის ე.წ. ბლოგების ან სოციალური ქსელების მეშვეობითაც შესაძლებელია შეასრულოთ ეს ამოცანა. მაგალითად თქვენს ბლოგში ან Facebook - ის თქვენს გვერდზე მუდმივად თუ დააფიქსირებთ საკუთარ დადებით აზრს, განწყობას, მიღწევას თქვენს მიმართაც შეიქმნება პოზიტიური განწყობა და გარემო. ამით თქვენი ცხოვრება უფრო სახალისო გახდება. „მადლიერების ატრიბუტი“ ანუ თილისმა ეს შეიძლება იყოს პატარა ზომის ნებისმიერი ნივთი, რომელსაც ატარებთ ჯიბით ან ჩანთით: ჯვარი, ან სხვა რელიგიური ნივთი, აგრეთვე შესაძლოა ეს იყოს თქვენთვის ძვირფასი და სამახსოვრო მონეტა, კრიალოსანი, ბრელოკი, ზღვის ქვა და ა.შ. მას როდესაც დაინახავთ ან ხელს მოჰკიდებთ თქვენს სიცოცხლეში ყველა სიკეთისთვის, რაც გაგაჩნიათ მადლიერებას გამოხატავთ. ორიოდე წუთით, პოზიტიურზე ფიქრით, ხელში დაიკავეთ ეს ნივთი. ამით თქვენ გამოსცემთ პოზიტიურ ენერგიას, რომელზეც სამყარო შესაბამისად გიპასუხებთ. რამდენად ხშირად გაგიგონიათ ფრაზა და მოწოდება: „იაზროვნე პოზიტიურად“? როგორც წესია ამ სიტყვებით მიმართავენ ადამიანს, რომელიც განიცდის წარუმატებლობას, ცუდად გრძნობს თავს ან რაღაცით არის შეწუხებული. მაგრამ ბევრი ადამიანი სერიოზულად არ აღიქვამს ამგვარ მოწოდებას, ვინაიდან არ იცის, რომ პოზიტიური აზროვნება მართლაც სასარგებლო და ეფექტურია, ხოლო ნეგატივური აზრები, გამონათქვამები და დამოკიდებულება მხოლოდ აგრეთვე ნეგატივურ განწყობას და ქმედებას ბადებენ. ამ გზას მივყავართ მხოლოდ წარუმატებლობისკენ, სასოწარკვეთილებისკენ და იმედის გაცრუებისკენ. პოზიტიური და ნეგატივური აზროვნება გადამდებიც არის. ამა თუ იმ გზით, ცნობიერ თუ ქვეცნობიერ დონეზე, ვერბალური თუ არავერბალური კომუნიკაციის საშუალებებით საკუთარ აზრსა და განწყობას ჩვენ გადავცემთ ადამიანებს, რომლებსაც ვხვდებით ცხოვრებაში და ზეგავლენას ვახდენთ მათზე. ადამიანები გრძნობენ ჩვენ აურას, ზოგჯერ იტანჯებიან კიდევაც ჩვენი აზრებისგან. ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ყველას გვსურს გარშემო მეტი პოზიტიური ადამიანი გვყავდეს და გავურბივართ ნეგატივურ მოვლენებს. ჩვენ უფრო ვიზიდავთ ადამიანებს თუ ვაზროვნებთ პოზიტიურად. ყველასთვის ნაკლებად მიმზიდველია ნეგატივური აზრები. მართლაც, თუ დავიწყეთ პოზიტიურად აზროვნება, ჩვენ ცხოვრებაში აუცილებლად სასიკეთო რამ ხდება. ეს - ბუნებრივია. როდესაც კარგზე ფიქრობთ, თქვენ სასიამოვნო შეგრძნება გეუფლებათ და მეტ ყურადღებას აქცევთ იმას, რაც სინამდვილეში გსურთ. თვალები გაგინათდებათ, თქვენში ენერგია მატულობს, წელში იმართებით, თავს მაღლა სწევთ, ხმას სასურველი ჟღერადობა ემატება და სხეულის ენა მეტყველებს იმაზე, რასაც გრძნობთ. გახდით საკუთარი თავის ფსიქოლოგი - დაინახეთ სილამაზე, მშვენიერება, სიკეთე, სიყვარული - და თქვენი ცხოვრება მოულოდნელად სწრაფად სიკეთით შეივსება! ავტორი :მზია გიგუაშვილი-ნაკაშიძე |
|
|
Dec 12 2011, 04:09 PM
Post
#146
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,669 Joined: 9-January 10 Member No.: 6,114 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეძღვნება ოლდ მენს )
-------------------- |
|
|
Jan 15 2012, 11:20 AM
Post
#147
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,133 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Mar 4 2012, 12:13 AM
Post
#148
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,133 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რატომ არის ჩახუტება აუცილებელი ?
მეცნიერები დიდი ხანია აწარმოებენ მოხვევის სამკურნალო ძალის გამოკვლევას. ახლახან გამოიყვანეს თვითშეგრძნების იდეალური ფორმულა. ადამიანს ახლობლებთან და მეგობრებთან მოხვევა-ჩახუტება დღეში არანაკლებ 12-ჯერ ესაჭიროება. საქმე ისაა, რომ შეხების დროს გამომუშავდება ენდორფინები-ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერებები. მოხვევა ასევე ორგანიზმში ააქტიურებს ნივთიერება ოქსიტოცინს, რომელიც დეპრესიასა და სტრესს ებრძვის, ხოლო ბიონეგრეტიკოსები ირწმუნებიან, რომ ურთიერთშორის პოზიტიური ენერგიის გაცვლით ადამიანები ერთმანეთს მთელი დღით კარგი განწყობით მუხტავენ. http://angel.ge/index.php?newsid=20861 |
|
|
Jul 11 2012, 08:56 AM
Post
#149
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,669 Joined: 9-January 10 Member No.: 6,114 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბედნიერების საიდუმლო >> http://www.4motivi.com/2011/09/blog-post_06.html
თურმე რა ცოტა სჭირდება ადმიანს რომ იყოს ბედნიერი, უბრალოდ გააზრება იმისა რომ რადგან ცოცხალია, ეს უკვე დიდი ბედნიერებააა -------------------- |
|
|
Jul 11 2012, 09:08 PM
Post
#150
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,133 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
როგორ მიყვარს ეს თემა
|
|
|
Jul 11 2012, 11:41 PM
Post
#151
|
|
RED soul Group: Members Posts: 188 Joined: 12-June 12 From: თბილისი Member No.: 6,828 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Jul 21 2012, 08:32 PM
Post
#152
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,669 Joined: 9-January 10 Member No.: 6,114 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს ადამიანი ძალიან დიდ იმპულს იძლევა იმისა, რომ დავაფასოთ.. და ვიყოთ ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ი!!! http://www.youtube.com/watch?v=ciYk-UwqFKA...player_embedded
თუ დაინახავთ რომ გეკარგებათ ცხოვრების ხალისი, ამ ვიდეოს გადახედეთ.. -------------------- |
|
|
Jul 21 2012, 09:56 PM
Post
#153
|
|
RED soul Group: Members Posts: 188 Joined: 12-June 12 From: თბილისი Member No.: 6,828 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მზეონა... გავსკდი ტირილით.
|
|
|
Jul 21 2012, 10:53 PM
Post
#154
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მზეონა
რამხეა სიყვარული მოდის ამ ადამიანისაგან! ფ.ბ ზეც დავდებ! <3 -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Aug 1 2012, 12:40 PM
Post
#155
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,669 Joined: 9-January 10 Member No.: 6,114 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბუნების საოცრებაა
ვის გინახიათ ორთაღიანი ცისარტყელა, ან სამიანი? -------------------- |
|
|
Aug 1 2012, 04:29 PM
Post
#156
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,133 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მზეონა
QUOTE ვის გინახიათ ორთაღიანი ცისარტყელა, ან სამიანი? მინახავს და მართლა ძალიან ლამაზია |
|
|
Aug 6 2012, 12:21 PM
Post
#157
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,669 Joined: 9-January 10 Member No.: 6,114 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბედნიერებას გისურვებთ! <3 http://www.youtube.com/watch?v=q3G_DTGocLw
-------------------- |
|
|
Oct 3 2012, 11:47 AM
Post
#158
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,669 Joined: 9-January 10 Member No.: 6,114 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვფიქრობდი, რომელ თემში დამედო და საბოლოოდ ეს ავარჩიე, რადგან ეს გულის შემძვრელი, ადამიანური ვიდეოა, ბევრს საკუთარი ძალების რწმენას მისცემს..
http://www.youtube.com/watch?v=EINHMO5cXes (აქ რუსული სუბტიტრებითაა >> http://www.valyaeva.ru/?p=992 ) -------------------- |
|
|
Nov 19 2012, 01:02 AM
Post
#159
|
|
RED soul Group: Members Posts: 189 Joined: 3-January 10 From: თბილისი Member No.: 6,108 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რას იტყვით ამ და სხვა საინტერესო თემებზე ინტერნეტ რადიოში რომ ვისაუბროთ? http://eqskluzivi.com/ ზე მიმყავს გადაცემა "მოდი ვისაუბროთ" სამშაბათს და შაბათს, ღამის 12 საათზე. მსმენელები გამყავს ეთერში სკაიპის და ტელეფონის საშუალებით და ვსაუბრობთ. ინტელექტუალურ თანამოსაუბრეების მწვავე დეფიციტს განვიცდი, თქვენი თანადგომა მჭირდება
-------------------- |
|
|
Feb 28 2013, 08:02 PM
Post
#160
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,669 Joined: 9-January 10 Member No.: 6,114 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დააკლდა ამ ლამაზ თემას ყურადღება და პოსტებიც ცოტაა, სულ 8 გვერდი, გდავიკითხე და თითქოს ლამაზ წარსულში ვიყავი სტუმრად)
-------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th April 2024 - 08:51 PM |