ქართული ტრადიციული მაგიური რიტუალები, მითების და თქმულებების მი |
ქართული ტრადიციული მაგიური რიტუალები, მითების და თქმულებების მი |
Jun 2 2015, 03:56 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Dec 27 2015, 01:11 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხევსურეთი:
როცა ბავშვები იმდენად მოიზრდებოდნენ, რომ ველზე გასვლას შეძლებდნენ, სამწყსოში გაუშვებდნენ. მწყემსი გოგო-ბიჭები შეიყრებოდნენ; ან ხელსაქმობდნენ - ქსოვდნენ, ქარგავდნენ, ანდა თამაშით იქცევდნენ თავს. პატარა მწყემსებს ველზე ყოფნა რომ მოსწყინდებოდათ და სახლისკენ გაუწევდათ გული, მზის გადახრას კი საშველი აღარ დაადგებოდა, მისი ჩასვლის დასაჩქარებლად საგანგებო წესს ასრულებდნენ: თავშიშველი გოგონები გამეტებით აქნევდნენ თავს, გაშლილ თმებს აქეთ-იქით აფრიალებდნენ და მზეს შეღაღადებდნენ: ოფროფინო, ოფროფინო მზემა პირი გარმოხფინო. შუუ მზეო, ჩახე მზეო! შენსა დედას ოჟა ხყვანდა, არცა ხქონდა აკავანი, არცა გადასაკრავანი, ციხით ქალმა დაუძახა: - მია მაქვა აკავანი, ოქროს გადასაკრავანი. - არც მინდ შენი აკავანი, არცა გადასაკრავანი, შვილ მამიტანს აკავანთა, ოქროს გადასაკრავათა! სწამდათ, რომ ამ საგალობლის მოსმენაზე მზე საჩქაროდ გასწევდა თავისი დედისკენ, თანაც თმაგაშლილი გოგონების საქციელი გააჯავრებდა: ეშმა-დარალთ თმა გადმომიშალესო და დროზე ადრე ჩაბრძანდებოდა. ვიდრე გოგონები ამ რიტუალს ასრულებდნენ, ბიჭებს თავის გაქნევის ნება არ ჰქონდათ, თორემ მზე ადგილიდანაც არ დაიძვროდა. /თინათინ ოჩიაური, 1977/ -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 07:10 AM |