ქართული ტრადიციული მაგიური რიტუალები, მითების და თქმულებების მი |
ქართული ტრადიციული მაგიური რიტუალები, მითების და თქმულებების მი |
Jun 2 2015, 03:56 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Feb 4 2016, 09:38 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გურიაში "უწინ კუბო არ სცოდნიათ, ხმარობდნენ "ჯალამბერს". ჯალამბერი საკაცეს მსგავსი სცოდნიათ (ორი მსხვილი 45 არშინიანი ჯოხი გაბანტული ტყიური მიწის სუროთი, ვენხით ან "წირეხვით" - ლელოჯით).ტანგაბანილ მიცვალებულს მთლიანად შესუდრულს (ვისაც შეძლება ჰქონდა, სუდარას გასანთლავდა) დაასვენებდნენ ზედ, საფლავში ხელით ჩაასვენებდნენ".
სუდარას ქსოვდნენ სელიდან, კანაფის ან თუთის ხის ლაფანისაგან. ეს იყო უხეში ქსოვილი -ტილო, მიცვალებულს ჩაუცმელად ახვევდნენ. /აპ. წულაძე/ აჭარაში 60-იან წლებში ჩაწერილი მასალებით, კუბოს გარეშე მამაკაცებს მარხავდნენ, ქალებს კი კუბოთი. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში სუდარა ცხედრის გასახვევ სამი სხვადასხვა ფერის ქსოვილს ეწოდება - ლურჯი, თეთრი და წითელი. ფერთა ამ რიგით განსაზღვრავდნენ და მასში მოცემულია სამი სკნელის - ზესკნელის, სამზეოს და ქვესკნელის რწმენა. "გამოსვენების წინ მიცვალებულს თუ დავლათიან კაცად ითვლებოდა, თმასა და ფრჩხილს მოჭრდინნე, სუდარას ჩაახევდნენ, შიგ გამოაკრავდნენ - ოჯახში იღბლიანი კაცის ნაწილი უნდა დარჩენილიყო, რათა მისი ბარაქა არ დაკარგულიყო და ოჯახი არ გაღარიბებულიყო. ამავე მიზნით ტოვებდნენ სახლში ნაამაგარი ხარის რქებსაც. მოჭრიდნენ შუბლს რქებიანად და დედაბოძს მიაკრავდნენ" /თ. ოჩიაური/ -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th April 2024 - 10:08 PM |