IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> დემიურგი იგივე-, დურგალი ჯემალა
miG27
post Feb 17 2013, 03:08 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 88
Joined: 13-February 13
Member No.: 7,011

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გნოსტიკოსების აზრით მატერიალური სამყარო და ადამიანი შექმნა არა უმაღლესმა ღმერთმა, არამედ ერთ-ერთმა დაბალი რანგის ”ღმერთმა”- დემიურგმა.
მისი სახელი ნიშნავს ხელოსანს- ხოდა ამ ხელოსანმა შექმნა ჩვენი მატერიალური სამყარო და ჩვენი სხეულები. დემიურგი ნამდვილად არ არის ღმერთი, რომელიც-სიყვარულია სწორედ ამით აიხსნება მისი გაუგონარი სისასტიკე, მისი საქმეები ზოგჯერ იმდენად სასტიკია, რომ მას ხშირად სატანასთან აიგივებენ, მაგრამ ეს შეცდომაა. ის სატანა არ არის. სატანამ ზუსტად იცის რა უნდა. დემიურგი კი დაბნეულია, ბრიყვი და გაორებული. ასეთივე არის მისი შექმნილი სამყაროც და ასეთი ხდება ადამიანი, რომელიც მას დაუჯერებს. დემიურგი ქმნის ადამიანებში იმის ილუზიას, რომ ისაა უმაღლესი ღმერთი და მას უნდა სცენ თაყვანი, მისი მონები უნდა იყვნენ, მას უნდა შესწირონ მსხვერპლი არადა, ადამიანი სულიერი იერარქიით დემიურგზე მაღლა დგას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Feb 17 2013, 04:14 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 997
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



miG27
ეს კიდევ ერთი ახალი ზღაპარია?


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Feb 17 2013, 04:21 PM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



elli
არ არის ახალი..smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Feb 17 2013, 05:31 PM
Post #4


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 997
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვახ... სერიალში მგონია თავი, შვილი რომ გაიგებს შემთხ ვევითი სექსუალური კავშირის შედეგად გაჩნდიო...... ანუ ვიღაცის ბოდვის გამო მე უნდა გავმწარდე? გამიტყდააააააააwink.gif


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 17 2013, 06:05 PM
Post #5


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რას მარჩიელობთ ერთი გამაგებინა biggrin.gif

აგერ მატერიალური სამყაროს შექმნის ეტაპები დაწვრილებით (8, 9 და 10 თავები):

http://vyasa.ru/books/ShrimadBhagavatam/?id=316

თუ ძველი ტექსტები გინდათ ამაზე გასაგებად და დაწვრილებით არც ბიბლიაში წერია, არც კაბალაში და არც ჩუან ხუნ ჯინში! biggrin.gif

და ახალი თეორიები თუ გაინტერესებთ იხილეთ "დიდი აფეთქების" თეორია.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Gnosis
post Feb 17 2013, 06:43 PM
Post #6


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გნოსტიციზმი ერთერთი ყველაზე ძველი და საიდუმლო სწავლებაა რაც კი კაცობრიობას შემორჩა, იგი უძველესი ქრისტიანობაა და შეიძლება ითქვას რომ თავისი სირთულით და სიღრმით მხოლოდ ებრაულ კაბალას შეიძლება შედარდეს.
იმისათვის რომ გნოსტიციზმში გაერკვეთ უძველესი ტექსტები უნდა წაიკითხოთ რომელიც ნაგჰამადის ბიბლიოთეკაში იქნა აღმოჩენილი, ეს ტექსტები კოპტურ ენაზეა დაწერილი, დღეს უკვე თარგმნილია და რუსულადაც შეიძლება მოძებნოთ.

გნოსტიციზმის მიხედვით ადამიანის შემქმნელად დემიურგი ანუ კოსმოსის შემქმნელი ღმერთი ითვლება, იგი არც სუსტია არც ბრიყვი და მითუმეტეს არც გაორებული, იგი კოსმოსს ქმნის და წარმოიდგინეთ რამხელა შემოქმედებითი უნარი და ძალა გააჩნია, ადამიანი რომ არასრულყოფილი არსებაა ამის დანახვა ვგონებ ძალიან მარტივია, ასერომ ნაჩქარევ დასკვნებს ჯობს ნაგჰამადის ტექსტებს გაეცნოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
miG27
post Feb 18 2013, 01:24 PM
Post #7


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 88
Joined: 13-February 13
Member No.: 7,011

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს დემიურგი ნამდვილად დაბნეულ და ბრიყვია, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რას სიმხეცეებს სჩადიოდა თავის სიბრიყვითა და უგუნურებით. (მერე კი ნანობდა)
გასაგებია, რომ ეკლესიისათვის-გნოსტიციზმი მიუღებელია, რადგანაც მთელ მის მითებს ანგრევს, ისევე, როგორც შემდეგ კოპერნიკისა თუ გალილეის აღმოჩენები ითვლებოდა მწვალებლობად.................მაგრამ რა ვუყოთ იმ მამაოებს, რომელთაც აფსურდშიც კი აღმოაჩინეს საღი გონება. რომელთაც მუდამ ერთი რამ უნდათ - ყველაფერი მოაოქროონ და ყველაფერი კეთილგონიერების ტაძარაში ჩაყარონ. lol.gif lol.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Feb 18 2013, 07:24 PM
Post #8


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გნოსტიციზმი ნამდვილად უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სწავლებაა, ერთი მხვრივ ქრისტიანული მეორე მხვრივ კი, რადიკალურად განსხვავებული ქრისტიანული დოქტრინებისაგან. თვითონ ტერმინი - გნოსის - ცოდნა, მეორე საუკუნიდან, წმინდა ირანიუსისაგან მოდის , როდესაც მათ "განსწავლული ერეტიკოსები" უწოდა, თუმცა ფესვები - ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე და სავარაუდოდ ესსეეიბიდან მოდის, რაც თავისთავად სხვა თემაა. არსებობს თეორიები კაბალის - როგორც მსოფლხედველობის ჩამოყალიბებაზე ( მხედველობაში მაქვს მეცამეტე საუკენეში "ზოჰარის" შექმნა), გნოსტიციზმის გავლენის შესახებ, რაც ნაკლებად სარწმუნო მგონია. თუმცა ფაქტია, რომ გნოსტიციზმი იუდეველთა შორის იშვა ძველი საბერძნეთის ფილოსოფიური სკოლის გავლენით, ამასთანავე პირველი ქრისტიანები იყვნენ, ანუ იუდეველი ქრისტიანები, როგორც მათ უწოდებდნენ, სხვადასხვა იუდეური მისტიციზმებიდან, კი, მე მგონი ყველაზე ახლოს "მერკაბა მისტიციზმთან" დგას.
რაც შეეხება, დემიურგს, მატერიალური სამყაროს შემოქმედს, მას მართლაც ხშირად მოიხსენიებს, როგორც ბოროტ ღმერთს, მაგრამ მისი სისასტიკე გამოწვეულია არა მისი სიბრიყვისა და სისუსტის გამო (ძალიან გულუბრყვილო იქნებებოდა მატერიალური სამყაროს შემქმნელი ბრიყვად და სულელად ჩაგვეთვალა smile.gif), არამედ მისი არასრულყოფილების გამო. სხვა თემაში დავწერე, მაგრამ აქ ცოტა უფრო ვრცლად დავწერ გნოსტიკურ მითს დემიურგის წარმოშობაზე, დემიურგის არსი რომ გავიგოთ, საჭიროა გნოსტიკურ მსოფლხედველობაზე, მისეულ კოსმოგონიაზე, მინიმალური წარმოდგენა გვქონდეს. ადვილი არ არის ეონებისა და არხონების რთულ იერარქიაში გარკვევა, ამიტომ მხოლოდ მოკლე სურათს აღვწერ: სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელიც თავის თავში აერთიანებს ყველაფერს, მას არასოდეს მოიხსენიებენ სახელით, უწოდებენ მხოლოდ მონადას, უცნობს, შეუცნობელს, ერთადერთს, და გამოიხატება წერტილის სახით (პლერომას დიაგრამაზე, რომელიც პრინციპში მანდალაა), მის ქალურ ასპექტს წარმოადგენს სოფია, მთლიანობაში ქმნიან პლერომას - სრულყოფილებას, სრულ სინათლეს, სუფთა სიყვარულს. საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის მიზნით სოფია დროებით დაშორდა სინათლეს, სიყვარულს, პლერომას და მის გარეშე შექმნა დემიურგი, მაგრამ როდესაც ნახა, მის ქმნილებას სიყვარული აკლდა, დავიწყების ნისლში გახვია და თვითონვე დარჩა მასში, ასე რომ დემიურგმა, რომელსაც ქონდა ღვთიური წარმოშობა და მასში იყო სოფია, თავი ჭეშმარიტ ღმერთად წარმოიდგინა და დაიწყო მატერიალური სამყაროს შექმნა, ღვთიურის ანალოგიით, რომელზედაც მხოლოდ მცირე მეხსიერება ქონდა შემორჩენილი, ანუ შექმნა სამყარო სადაც მხოლოდ თვითონ იქნებოდა ერთი ცენტრალური ღმერთი, მაგრამ ყველა მის ქმნილებაში ასევე რჩებობა სოფია, როგორც მასში. ქრისტე კი უმაღლესი ეონია, ჭეშმარიტი ღნერთის ემანაცია, რომლის მიზანიც სოფიას პლერომაში, სრულყოფილებაში დაბრუნებაა.
ამ ისტორიას თუ ჩავუკვირდებით, საკმაოდ მარტივ სურათს მივიღებთ, ღმერთის მიერ შექმნილმა არსებამ ან ცივილიზაციამ, რომელიც თავისთავად არ არის ღვთიური და სრულყოფილი, ეგოისტური მიზნით შეგვქმნა ჩვენ, ჩვენი ფიზიკური ასპექტი, საკუთარის ანალოგიით, მაგრამ, ჩვენში, ისევე როგორც მასში არის ღვთიური სული, ღვთიური სიბრძნე ( რომელმაც საკუთარი სურვილით და არა დემიურგის, დაიკავა ეს სხეული), თუმცა ჩაკეტილი და დავიწყებული, და ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ღვთიურ სრულყოფილებაში დაბრუნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
miG27
post Feb 19 2013, 05:17 PM
Post #9


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 88
Joined: 13-February 13
Member No.: 7,011

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვინაიდან დემიურგის განჭვრეტის უნარი შეზღუდულია და იგი ნამდვილად არ არის ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და არ შეუძლია წინასწარგანჭვრეტა მოვლენების განვითარების- მაგალითად, წარღვნა. მან ჯერ წარღვნა მოავლინა, მერე ინანა ეს საქციელი და ცისარტყელა გააკეთა რათა თავისი თავისთვის შეეხსენებინა, რომ ასე მეტს აღარ იზავდა მაგრამ შემდეგ დაავიწყდა - სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს ამას გარდა სიბრიყვისა და უგუნურებისა!
ასევე ნათქვამია ბიბლიაში, რომ უფალმა ინანა ადამიანის შექმნა. ცოტა უცნაური თვისება არ არის სინანული-ღმერთისთვის?! wink.gif ანდა, როგორია, სპეციალურად გაუსასტიკო გული ფარაონს,რომ მერე მასზე და მის ხალხზე აჩვენო შენი ძალა. ასეთი მაგალითიები უამრავია მისი რჯულის კანონები რომ გადაიკითხოთ მიხვდებით როგორი არასრულყოფილი, ბრიყვი, და უგუნურია. ხშირად გაიძვერაც lol.gif ხოდა დაფიქრდით ვისი ან რისი გწამთ! ასეთ "ღმერთს" უჯერებთ? wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 12:40 AM