IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

36 Pages V  « < 14 15 16 17 18 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამადჰი, პირადი გამოცდილება
ichi
post Aug 26 2016, 10:42 AM
Post #301


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
QUOTE(David Monny @ 26th August 2016 - 01:45 AM) *
მატრიოშკა" (ხის სათამაშო თოჯინა, რომელიც შედგება რამოდენიმე თოჯინისაგან, ზომით უფრო დიდში ჩასმულია შედარებით მომცრო, იმ მომცროში კიდევ უფრო პატარა, იმაში კდევ უფრო პატარა და ა.შ. ბოლო ყველაზე პატარა თოჯინამდე) და დავშალოთ, უკანასკნელი "მატრიოშკაა". ის აღარ იშლება, ამიტომ უწოდებენ აბსოლუტს

აჰა გასაგებია.

ნეტარება რომ რაღაც არსებობს მაგრამ ეს რაღაც მე არის? მე ვარსებობ? მე ხომ ჩვენ დავარქვით, თვითონ არსებობა არსებობს და ეგ არის ალბათ ნეტარება, უსასრულოდ რომ განიცდი მის არსებობას.
სექსუალური ენერგია ჩემი აზრით კაცში ყველაზე ძლიერი ენერგიაა, შენი აზრით რამდენად აქვს აზრი თავშეკავებას? რა მიზანს ისახავს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Aug 26 2016, 11:45 AM
Post #302


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
QUOTE(blue_velvet @ 26th August 2016 - 10:42 AM) *
ნეტარება რომ რაღაც არსებობს მაგრამ ეს რაღაც მე არის? მე ვარსებობ? მე ხომ ჩვენ დავარქვით, თვითონ არსებობა არსებობს და ეგ არის ალბათ ნეტარება, უსასრულოდ რომ განიცდი მის არსებობას.
სექსუალური ენერგია ჩემი აზრით კაცში ყველაზე ძლიერი ენერგიაა, შენი აზრით რამდენად აქვს აზრი თავშეკავებას? რა მიზანს ისახავს?



სექსუალური ენერგიის შეკავება, ანუ თავშეკავება რასაც ბერები და ასკეტები ეწევიან ერთად ერთ მნიშვნელობას ატარებს, რომ ყურადღება არ იყოს გადატანილი გარეგან სიამოვნებაზე, არამედ მთელი ყურადღება მიემართოს შინაგანისკენ. ნებისმიერი თავშეკავება ამ მიზანს ატარებს, არა მარტო სექსუალური, არამედ რაიმე სხვა სურვილებისაც. ამიტომ, ხშირად ზიან ხოლმე გაუნძრევლად დიდი ხნით. საერთოდ, თუ სიბნელეში დაჯდები დიდი ხნით და კარგია თუ არანაირი ხმა არ იქნება იქ, გარდა შენი სხეულის მოძრაობისა, ცოტა ხანში, ყურადღება მოწყდება სხეულს. სხეულში ყურადღება 2 ძირითადი გამოვლინებით იხსნება: კუნთების დაძაბულობა და შეხება. თუ კუნთები მოდუნებულია და არავინ ეხება სხეულს, ყურადღება ძალიან მალე საერთოდ მოწყდება სხეულს. შემდეგი არის სუნთქვა. ჰაერი ეხება ჩვენს სხეულს, ჯერ ნესტოებს, შემდეგ ფილტვებს. შესაძლებელია სუნთქვაზე დაკვირვებაც და სუნთქვის კონტროლიც. მე ყოველთვის პირველს ვარჩევ, რადგან არავითარი ძალისხმევა ამას არ ჭირდება, ხოლო მეორის შემთხვევაში, კი სჭირდება. სუნთქვის კონტროლს, ანუ სუნთქვით ვარჯიშებს პრანაიამა ეწოდება. პრანა ეს არის სასიცოცხლო ენერგია. თავისი ხასიათით ფემინური. ის არის შაქტის, ანუ თავდაპირველი, ორიგინალური სასიცოცხლო ენერგიის სახესხვაობა. პრანა, ჰაერთან ერთად მოძრაობს მილებში, ანუ არხებში. ეს არხები არ არის მატერიალური, არამედ ენერგეტიკული, მაგრამ ფიზიკური სხეულის შიგნით არის. ამბობენ, რომ არსებობს 72000 ასეთი არხი, მაგრამ ამ არხებიდან გამოყოფენ 3 ძირითად არხს, ესენია:

1. იდა
2. პინგალა
3. სუშუმნა


თუ დაგაინტერესებს გეტყვი ყველაფერს რაც ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ახლა დავუბრუნდეთ შენს კითხვას. ანუ ის "მე" რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, რეალურად არ არსებობს, არამედ წარმოადგენს დაძაბულობას ტვინში. ნეირონების აქტივობას. ფლუიდების ერთად შეგროვების და შემდეგ ისევ დაშლის პროცესს წარმოადგენს "მე". ძირითადად ეს ხდება, ანუ განიცდება თვალების უკან, შუა ნაწილში. ეს არ უნდა შეგვეშალოს აჯნა ჩაკრაში. აჯნა ჩაკრა მოთავსებულია შუბლზე, წარბებს შორის ღრუში. იქ ნამდვილად არსებობს 2 ღრუ, თავის ქალაში, რომელსაც მედიცინის ენაზე ეწოდება "Sinus Frontalis", "Лобная пазуха", ქართულად ზუსტი შესატვისია "შუბლის წიაღი" ამ ადგილს კარგად ვიცნობ, რადგან მქონდა ის პათოლოგია, რომელსაც უწოდებენ "Acute Frontal Sinusitis", ქართულად "ფრონტიტი", "შუბლის წიაღის ანთება".
ასევე ცნობილია სხვა დაავადება "ჰაიმორიტი", რომელიც ასევე წიაღებში ჩნდება, მაგრამ ეს წიათები შუბლს ქვემოთ ცხვირის მარჯვნივ და მარცხნივ არის განლაგებული.
ანუ "მე", რომელსაც ჩვენ განვიცდით თვალებს უკან, ეს არის თალამუსის არეში და არა შუბლის წიაღში. ქი არის რამოდენიმე წანაზარდი, ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი და ყველაზე უკან არის გირჩისებრი სხეული, ანუ ეპიფიზი, "pineal gland", "Шишковидное тело". მრავალი მეცნიერი ფიქრობს, რომ სწორედ ეს ადგილი არის პასუხისმგებელი "მე"_ს შეგრძნებაზე. ანუ ეს "მე", არ ვართ ჩვენ. მაგრამ ასე განვიცდით მანა, სანამ ის არ დაიშლება ნაწილებად და არ გამოჩნდება აბსოლუტი, ანუ ნამდვილი მე. ის რაც ამ "მე"_ს აძლევდა არსებობის საშუალებას. ანუ აბსოლუტური "მე" არავისი არ არის. საერთოდ, ამ მეს გარდა არ არსებობს სხვა მე. სწორედ ამ მეს უწოდებენ არსებობს და კიდევ მრავალ სახელს. ამ არსებობის პირველი გამოვლინება, არის ნეტარება და აბსოლუტური, უმიზეზო სიყვარული. არა რარაც ქიმიური რეაქციები, არამედ უმიზეზო სიყავარული.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
torski
post Sep 10 2016, 12:37 AM
Post #303


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 23
Joined: 18-November 15
Member No.: 7,465

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობათ ისევ მე ვარ) როდის დავპოსტე ბოლოჯერ აქ? მემგონი ნოემბერი იყო. მოკლედ ამ რამოდენიმე თვეში ამ *პადარკის* გამო ვაფშე გადატრიალდა ჩემი ცხოვრება. მთელი ცხოვრება მაინტერესებდა ადამიანი რო იძინებს და იღვიძებს, თუ სიზმარი არ დაესიზმრა მაშინ როგორ შეიზლება აიხსნას ის ფენომენი რო გადის რამოდენიმე საათი შენ ტვინს კი გონია რო დაიძინა და გაიგვიძა უცბად. ამ დედააფეთქებულ მეოთხე სივრცეში აინშტაინის (ესეც კაი ოხერი ) *теория относительности* თუ გამახსენდებოდა რას იფიქრებდა ჩემი ფიზიკის მასწავლებელი ?))) აწმყო, რომელიც იქმნება წარსულიდან მომავლის პროექცირებით, და ამავდროულად არ არსებობს, აი პროსტა არ მესმის რამხელა შესაძლებლობა აქვს ადამიანის ტვინს, რამდენი რამის შექმნა შეუძლია ადამიანის ტვინს, და საზოგადოება სულიერებას დაეძებს, ამდენი ეკლესიის და სულიერი სწავლების მაგივრად კვანტურ ფიზიკას ჩაუჯდეს ხალხი ამას რა აჯობებდა, მარა არა, მაინც სამოთხეს დაეძებენ და ამ ძებნით თავს ჯოჯოხეთში იგდებენ)
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Sep 10 2016, 11:02 AM
Post #304


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



torski
QUOTE(torski123 @ 10th September 2016 - 12:37 AM) *
აი პროსტა არ მესმის რამხელა შესაძლებლობა აქვს ადამიანის ტვინს, რამდენი რამის შექმნა შეუძლია ადამიანის ტვინს,

მემგონი უსასრულო შესაძლობლებები აქვს........

იქნება კმაყოფილი და ჰარმონიაში ყველაფერთან.........

რეალურად ყველას უნდა ბედნიერი და ჰარმონიული იყოს სამყაროსთან.....

შენ რას ეძებ? სამოთხე და ჯოჯოხეთი, ეშმაკი და ანგელოზი მგონია არქეტიპები რომელიც ჩვენმა ფიქრებმა შექმნეს, ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ეგეთი რაღაც უბრალოდ არ არსებობს, არსებობს ჩვენი სულიერი მდგომარეობები, ჩვენშია სამოთხეც და ჯოჯოხეთიც. იმ დღეს რაღაცა პრობლემაზე ვფიქრობდი და უცებ თავში დამარტყა- მე ვთქვი არ ვიცი ადამიანი რა არის ვინ ვართ სად ვართ რამდენი ხანი ვართ საიდან ვართ და სანერვიულო ვაფშე რამე არსებობს მეთქი? ხოდა მივხვდი რომ არ არსებობს აჰაჰაჰაჰაჰჰა. სულ რომ კიბო დამემართოს(თფუთFუთფუ) მაინც.
Go to the top of the page
 
+Quote Post
torski
post Sep 10 2016, 02:04 PM
Post #305


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 23
Joined: 18-November 15
Member No.: 7,465

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სამადჰის მერე რაღას უნდა ვეძებდე ისეთს რაც ნაპოვნი არ მაქვს. სხვა რაღაცაზე ვსაუბრობ
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Sep 16 2016, 01:21 PM
Post #306


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(torski123 @ 10th September 2016 - 02:04 PM) *
სამადჰის მერე რაღას უნდა ვეძებდე ისეთს რაც ნაპოვნი არ მაქვს. სხვა რაღაცაზე ვსაუბრობ

სამადჰი არ ვიცი რა არის ნაღდად.......

რელიგია რა არის ეს კიდე ცალკე საკითხავია, თანამედროვე საშუალოსტატისტიკური ადამიანისთვის ალბათ გართობის საშუალება, რიტუალები და ფორმები დაცლილი შინაარსისგან, მეორენაირად მე მასწავლეს რა არის ღმერთი და როგორ დავამყარო მასთან კავშირი და ამ "წესებით" ვხელმძღვანელობ, რეალურად ეს სრული აფსურდი მგონია, მემგონი მთელი მუღამიც ეს არის რომ წესები არ არსებობს მაგ თემაში....
რა არის რელიგია? კრიშნამურტი ამბობს მთელი ენერგიის შეგროვება იმის საძებნელად რასაც სახელი არ აქვს, ალბათ ეს არის.
ეტიმოლოგია ამ სიტყვის არის "დაკავშირება" რელ-იგიო.
რელიგია ადრე სხვა რაღაცა იყო საერთოდ და ახლა სხვა, ფაქტიურად აზრი დაკარგული აქვს ამ სიტყვას, დღევანდელი რელიგია არაფერს ნიშნავს ჩემთვის, ადამიანებს ტვინს ურეცხავენ ზღაპრებით და არქეტიპებით.....
ეს თემა ჩემთვის ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ მგონია მართალი წერია რაც განიცადა 2მა ადამიანმა.....
პროსტა ძაან მიხარია ეგეთი რაღაც რომ განიცადე, მაგრამ მეც მაინტერესებს....
torski
ყოველდღიურად მედიტირებ?
ეს რაღაც როგორ დაგეცა სიარულის დროს? რატომ მაინცდამაინც მაგ დროს და არა საღამოს როცა მედიტირებდი?
სპონტანურია ეს ფენომენი შენი და დევიდის ლაპარაკიდან გამომდინარე მაგრამ მარტო მაძIებელს ეცემა, ვიღაც ნუგზარის რომელიც ფულის შოვნის და გულაობის მეტზე არაფერზე ფიქრობს არამგონია ასეთი შანსი მიეცეს.... რაღაც კანონზომიერება იქნება ჩემი აზრით მანდაც.....რაღაც წერტილის გარღვევა...... გამიზიარე შენია ზრი....
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Sep 16 2016, 01:52 PM
Post #307


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
სპონტანური არ უნდა იყოს, მე ვფიქრობ მედიტაციებმა და სხვა პრაქტიკებმა გამოიწვიეს. სპონტანური მხოლოდ დრო შეიძება იყოს, როცა ეს მოხდა - რა მნიშვნელობა აქვს იჯდა თუ დადიოდა. მანამდე ხომ ჰქონდა სამუშაოები ჩატარებული.

ეგრე მე დიდხანს ვმედიტირებდი ხოლმე და ვვარჯიშობდი, მაგრამ ხილვა ან "გასვლა" ისეთ დროს მემართებოდა, საერთოდ შეხებაშ რომ არ ვიყავი ეზოთერიასთან აზრებით და გრძნობებით. მაგრამ იმ პრაქტიკების შედეგი იყო მაინც, ასე ვფიქრობ/


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Sep 18 2016, 02:27 PM
Post #308


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





ყველანაირი პრაქტიკები იწვევს დამოკიდებულებას. იოგის სავარჯიშოები მე-16 მე17 საუკუნეებში ჩამოყალიბდა. უფრო მოგვიანებით თეოსოფია და ანტროფოსოფია, ხოლო უფრო მოგვიანებით კი ნიუ ეიჯის მოძრაობა. ყველა სისტემური სავარჯიშოები 99% დამოკიდებულების გარდა არაფერს იწვევს ადამიანში. ამიტომ ვამბობ, რომ არ არის საჭირო ისინი. ცხოვრება ისედაც სავარჯიშოა და სავარჯიშოში კიდევ სავარჯიშოების კეთება დროის კარგვაა. ხელოვან ადამიანს შეუძლია ივარჯიშოს გიტარაზე დაკვრაში, სიმღერაში, ხატვაში და სხვ. მაგრამ სულიერი პრაქტიკები და სავარჯიშოები დამოკიდებულების გარდა არაფერს იწვევენ. თქვენ თვითონ განსაჯეთ: უამრავი რელიგიური და ფილოსოფიური მიმდინარეობაა მსოფლიოში, ყველას თავისი სავარჯიშოები, მანტრები, ლოცვები, მსხვერპლშეწირვები და რიტუელები აქვთ. რაღატომ მოვიგონოთ და დავამატოთ რაიმე ახალი? რა აზრი აქვს ან იმ ძველის კეთებას? სიკეთეს რად უნდა ვარჯიში? ან სიყვარულს? ხოლო სამადჰის მდგომარეობის მიღწევა პირველ რიგში გულწრფელობით არის შესაძლებელი. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სამადჰი არ ცემს ყველა კითხვაზე პასუხს, ის უბრალოდ წინმსწრებია იმისა, რასაც უწოდებენ გასხივოსნებას, როდესაც კითხვები ქრება, ქრება თვითონ ის, ვინც კითხვებს სვამდა. საუკეთესო საშუალება სამადჰის მდგომარეობის მისაღწევად არის არა რაღაც პრანაიამები და ასანები, არამედ როგორც რამანა მაჰარში ამბობდა საკუთარი თავის ძიება. მარტივად "ვინ ვარ მე"? ეს არის სულ მთელი მედიტაცია. გინდ იწექი გინდ იდექი, გინდ ილაპარაკე, რაც გინდა აკეთე, უბრალოდ ყურადღება მიმართე იმისკენ, ვიგანაც გამოდის ყურადღება. ყურადღება არის ცნობიერების, გინდ სული ვუწოდოთ, გინდ ჯივა, გინდ ატმანი, გინდ აბსოლუტი, რაც გინდათ ის უწოდეთ, აი ამის პირდაპირი გამოვლინებაა. სხეული და მისი 5 გრძნობა კი ლინზაა, რომელშიც ეს რაღაც გადის. უბრალოდ ყურადღება უნდა მიმართო ყურადღებისკენ. ყურადღება ყოველთვის ვექტორულია, ის შიგნიდან გარეთ არის მიმართული, ის ყოველთვის რაიმე საგანზეა მიმართული, ხოლო როდესაც ყურადღებას მიმართავ თვითონ ყურადღებისკენ, მაშინ იწყება სამადჰი. სამადჰი გონების მდგომარეობაა. გონებაში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ეს ინდივიდუალურის ყველასათვის. ის გონებაში ხდება. გონებას ემართება ყველაფერი ის, რაზეც აქ ვსაუბრობთ. ეს სპეცეფექტებია, მეტი არაფერი. ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის, რაც სამადჰის მერე ხდება.



--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Sep 18 2016, 02:33 PM
Post #309


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(David Monny @ 18th September 2016 - 02:27 PM) *
როდესაც ყურადღებას მიმართავ თვითონ ყურადღებისკენ,

ესეც პრაქტიკაა ;დ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Sep 18 2016, 02:45 PM
Post #310


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 18th September 2016 - 02:33 PM) *
ესეც პრაქტიკაა ;დ


იყოს, ყურადღება შენია, საითაც გინდა იქით მიმართავ. სულ რაღაცაზეა მიმართული და ერთხელ თავის თავზე რომ მივმართოთ ამით რა დაშავდება? საქმე კითხვებშია და არა პრაქტიკებში. მთავარია კითხები რომელიც გაქვს, იმაზე გაეცეს პასუხი. თუ კითხვები არ გაქვს, არც არაფერი გჭირდება აკეთო. ყურადღებიანი ადამიანი კითხვებს სვამს, მაგრამ არასდროს აქვს პასუხები. უგუნური ძალზედ თავდაჯერებულია, ხოლო ჭკვიანი და ყურადღებიანი ადამიანი კითხვებით არის მოცული. ყველა კითხვა კი მხოლოდ ერთიდან მოდის ეს ერთი არის დასაწყისი. ამ კითხვაზე პასუხის ვარაუდებს გვთავზობენ სხვადასა რელიგიები და ფილოსოფიური მოძღვრებები და ასევე გვთავაზებენ ვერწმუნოთ, დავუჯეროთ. მოაზროვნე ადამიანი არაფერს ერწმუნება, სანამ პასუხს არ გაცემს ყველა კითხვას. ეს არის გინდ პრაქტიკა დაარქვით გინდ სავარჯიშო. ჩემთვის ეც ცხოვრებაა, აი ამ წამს, როცა ამას ვწერ, მე ვიქრობ საწყისზე. მე გამუდმებით ვფიქრობ დასაწყისზე და ყველაზე დამაბნეველი ის არის და განსაკუთრებით სამადჰის მდგომარეობის შემდეგ, რომ აღარ ვიცი პასუხი რა ფორმით უნდა მოვიდეს. ვიღაც მიპასუხებს, ეს იქნება ფიქრი, ნეტარების განცდა, რაიმე მოვლენა, რომელიც ჯერ არ გამომიცდია, თუ კიდევ რაიმე სხვა რამ?!

მე დარწმუნებული არაფერში ვარ, ამიტომ როდესაც ვამბობ, რომ ყველა პრაქტიკა იწვევს დამიკიდებულებას ამას ჩემი გამოცდილებიდან ვლაპარაკობ. მე არავის არაფერში ვარწმუნებ. მე ვეძებ საწყისს და თქვენც გიწვევთ ამ ძიებაში. სამადჰის ამ ძიებაში ლომის წილი აქვს. ის იმაზე მეტად გაბნევს, ვიდრე ოდესმე იყავი დაბნეული. ვეღარასდროს აღსდგები იმ ფერფლისგან, რომელიც სამადჰის ხანძრის დროს შენი "მე"_ს დაფერფვლისგან გაჩნდა. ფენიქსი ვეღარასდროს აღსდგება ფერფლისგან და თუკი აღსდგება ის იქნება ფიტული.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
torski
post Sep 18 2016, 10:05 PM
Post #311


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 23
Joined: 18-November 15
Member No.: 7,465

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დევიდ, გაუმარჯოს! მემგონი ცოტა არასწორად ჯღერს "რაც გინდა აკეთე". ფიზიოლოგიიდან გამომდინარე შანსებს ზრდის ადამიანი მედიტაციით ( სამადჰიმდე მედიტაციას ) თორე სამადჰის მერე მთელი დღე მედიტაციაში ხარ რა გვენაღვლება )) და სახელს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი აზრით დღეში 1 სთ მაინც უნდა დაუთმო მედიტაციას საშუალო სტატისტიკურმა ადამიანმა, არანაირ ფანტაზიას არ აყვეთ, უბრალოდ დამკვირვებელი იყავით და შეიძლება ერთ დღეს "მე" გაქრეს და მოხდეს მოსახდენი, ოღონდ ნუ გგონიათ რომ დეპერსონალიზაცია გექნებათ, პირიქით შეიკვრებით, ნებისმიერი დამოკიდებულება მართვადი გაგიხდებათ. მოკლედ მე ყველას ვურჩევდი დღეში 1 სთს მედიტაციას ( ოღონდ ნუ ელოდებით რაღაცას, უბრალოდ აკეთეთ უსასყიდლოდ, როდის გაგივარდებათ ვერ გაიგებთ. არანაირი დამოკიდებულება არ გაუჩნდებათ, პირიქით დაწყნარდებიან , სტრესი მცირდება და ა.შ.. ნუ ჩემი აზრია. )
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Sep 19 2016, 11:00 AM
Post #312


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



torski
QUOTE(torski123 @ 18th September 2016 - 10:05 PM) *
დევიდ, გაუმარჯოს! მემგონი ცოტა არასწორად ჯღერს "რაც გინდა აკეთე". ფიზიოლოგიიდან გამომდინარე შანსებს ზრდის ადამიანი მედიტაციით ( სამადჰიმდე მედიტაციას ) თორე სამადჰის მერე მთელი დღე მედიტაციაში ხარ რა გვენაღვლება )) და სახელს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი აზრით დღეში 1 სთ მაინც უნდა დაუთმო მედიტაციას საშუალო სტატისტიკურმა ადამიანმა, არანაირ ფანტაზიას არ აყვეთ, უბრალოდ დამკვირვებელი იყავით და შეიძლება ერთ დღეს "მე" გაქრეს და მოხდეს მოსახდენი, ოღონდ ნუ გგონიათ რომ დეპერსონალიზაცია გექნებათ, პირიქით შეიკვრებით, ნებისმიერი დამოკიდებულება მართვადი გაგიხდებათ. მოკლედ მე ყველას ვურჩევდი დღეში 1 სთს მედიტაციას ( ოღონდ ნუ ელოდებით რაღაცას, უბრალოდ აკეთეთ უსასყიდლოდ, როდის გაგივარდებათ ვერ გაიგებთ. არანაირი დამოკიდებულება არ გაუჩნდებათ, პირიქით დაწყნარდებიან , სტრესი მცირდება და ა.შ.. ნუ ჩემი აზრია. )


გამარჯობა! smile.gif როგორ ხარ? smile.gif მე ძალიან კარგად მესმის შენი, მაგრამ ვერ დაგეთანხმები, სწორედ რაც გინდა ის უნდა აკეთო. რაც შეეხება მედიტაციას, სწორედაც რომ "რაღაცას ველოდებით" ყოველთვის. შედეგს, მდგომარეობას, განცდას და ა.შ. 8 წელი ვაკეთემდი სხვადასხვა პრაქტიკებს და მედიტაციებს და ძალიან კარგად ვიცი რასსაც იწვევს ეს პრაქტიკები და მედიტაციები. დამოკიდებულებას მათზე.
არ არის არანაირი სავარჯიშოები საჭირო სულისთვის. ეს ისეთი რამაა, რასაც ვერც კუნთებს შესძენ და ვერც საწვავს ჩაასახავ რომ უფრო შორ მანძლზე გადაადგილდეს. ეს იგივეა იძახო "მე ვარ", "მე ვარ", როცა ისედაც "შენ ხარ". ამიტომ ვამბობ, რომ მხოლოდ კითხვებზე პასუხების ძიება არის ნამდვილი გინდ მედიტაცია დაარქვით და გინდ პრაქტიკა. გულწრფელობა და კითხვები, ეს არის ჩემი ცხოვრება და არა მედიტაცია. მე ასე ვცხოვრობ ყოველი დღე. არ აქვს მნიშვნელობა რას ვაკეთებ, ვზივარ ლოტოსის ფორმაში, ვწევარ გვერდზე თუ ზურგზე, ვჭამ თუ ლეპტოპთან ვზივარ, ვსაუბრობ თუ ჩუმად ვარ, მნიშვნელობა არ აქვს. თანაგრძნობა, კითხვები და გულწრფელობა ეს არის მედიტაცია !

რაც შეეხება სტრესის შემცირებას არ არის აუცილებელი მედიტაცია, თუმცა ძალიან კარგი საშუალებაა, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, არავინ გედავება იმაში, რომ მედიტაცია სტრესის მოხსნის ერთ-ერთი საშუალებაა, მაგრამ უამრავი სტრესის მოხსნის სხვა საშუალებები არსებობს, ამას სულიერებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. არიან უამრავი ცრუ მასწავლებლები და გურუები, რომლებიც მხოლოდ სტრესის მოხსნაში კვირაში 3 დღე 200 ამერიკულ $ გახდევინებე, საუკეთოდ მოწყობილ სპა-გამაჯანსაღებელ კომუნებში. ეს დიდი ხანია გავიარე და ვინც გაიარა იმანაც იცის, ხოლო ვინც არ იცის იმათთვის ვწერ, რომ უამრავი მსგავსი სპეკულიანტი არსებობს დღეს , რომლებიც სულიერების სახელით საკუთარი ფინანსურ კეთილდღეობას იუმჯობესებს. ის რაც არის, არ იყიდება, ყველაფერი დანარჩენისთვის კი "მასტერკარდი" smile.gif)))


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Sep 19 2016, 11:06 AM
Post #313


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
ციტატა(David Monny @ 19th September 2016 - 11:00 AM) *
რაც შეეხება სტრესის შემცირებას არ არის აუცილებელი მედიტაცია, თუმცა ძალიან კარგი საშუალებაა, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, არავინ გედავება იმაში, რომ მედიტაცია სტრესის მოხსნის ერთ-ერთი საშუალებაა, მაგრამ უამრავი სტრესის მოხსნის სხვა საშუალებები არსებობს, ამას სულიერებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. არიან უამრავი ცრუ მასწავლებლები და გურუები, რომლებიც მხოლოდ სტრესის მოხსნაში კვირაში 3 დღე 200 ამერიკულ $ გახდევინებე, საუკეთოდ მოწყობილ სპა-გამაჯანსაღებელ კომუნებში. ეს დიდი ხანია გავიარე და ვინც გაიარა იმანაც იცის, ხოლო ვინც არ იცის იმათთვის ვწერ, რომ უამრავი მსგავსი სპეკულიანტი არსებობს დღეს , რომლებიც სულიერების სახელით საკუთარი ფინანსურ კეთილდღეობას იუმჯობესებს. ის რაც არის, არ იყიდება, ყველაფერი დანარჩენისთვის კი "მასტერკარდი"

ამაში გეთანხმები biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Sep 19 2016, 11:10 AM
Post #314


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 19th September 2016 - 11:06 AM) *


და დანარჩენში არა?! laugh.gif (ეს სმაილიკი დალაი ლამას გავს)

რაც ზემოთ დავწერე უფრო მოკლედაც შეიძლებოდა:

ორი ბუდისტი ზის და მედიტირებს.
ერთი გადაიხრება მეორისკენ და ჩუმად ეკითხება:
- შენც იმაზე არ ფიქრობ, რაზეც მე არ ვფიქრობ?!

biggrin.gif
ეს არის 99% მედიტაცია მეტი არაფერი


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Sep 19 2016, 11:20 AM
Post #315


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



და კიდევ ერთს დავამატებდი იმას, რაც ზემოთ ვთქვი. მე ვთქვი, რომ ჭეშმარიტი დავარქვათ მედიტაცია ან პრაქტიკა არის თანაგრძნობა, კითხვები და გულწრფელობა.
ამ სამიდან 2 შეიძლება გაქრეს სიცოცხლის ბოლომდე, ესენია კითხვები და გულწრფელობა. კითხვები იმიტომ, რომ შეიძლება ყველა კითხვას გაცე პასუხი, ანუ როგორც ვთქვით ყველა კითხვა მოდის მთავარი კითხვიდან და ეს კითხვაა, თუ საიდან იწყება ყველაფერი?! გულწრფელობა კი უბრალოდ ავტომატურ რეჟიმში გადავა და ვეღარც კი შეამჩნევ, ხოლო თანაგრძნობა სანამ ამ სხეულში ვარ, მანამ მექნება, რადგან გულწრფელობა მაიძულებს ამას.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Sep 19 2016, 01:31 PM
Post #316


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
დილას გავიღვიძე, მოვწესრიგდი, ვჭამე, ჩავიცვი და გავედი სამსახურში, მერე საქმეებზე ვესაუბრე კლიენტებს, მოვითავე ჩემი საქმე საკმაოდ კარგად, მერე მივდივარ სადმე, ამ დროს შენ სულ გახსოვს მედიტაცია თU რა მდგომარეობაშI ხარ? რას ნიშნავს სულ მახსოვს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Sep 19 2016, 03:21 PM
Post #317


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(blue_velvet @ 19th September 2016 - 01:31 PM) *
დილას გავიღვიძე, მოვწესრიგდი, ვჭამე, ჩავიცვი და გავედი სამსახურში, მერე საქმეებზე ვესაუბრე კლიენტებს, მოვითავე ჩემი საქმე საკმაოდ კარგად, მერე მივდივარ სადმე, ამ დროს შენ სულ გახსოვს მედიტაცია თU რა მდგომარეობაშI ხარ? რას ნიშნავს სულ მახსოვს?


კარგად მესმის შენი კითხვა. ანუ, განვიცდი თუ არა რაიმე შეგრძნებებს, ან ვარ თუ არა რაიმე მდგომარეობაში, ვთქვათ ნეტარებაში ისე როგორც სამადჰის დროს ან კიდევ სხვა რამე. არა, ეს ასე არ არის. არც მედიტაციას ვეძახი ამას, უბრალოდ ეს არის ცხოვრება, ანუ ცხოვრებაა პრაქტიკა. სულ მახსოვს ნიშნავს, რომ როცა არ უნდა მკითხო საწყისზე მუდამ მზად ვარ ვეძიო შენთან ერთად. ვინც არ უნდა იყოს. ეს არის ჩემი ცხოვრების არსი და ის არასდროს მტოვებს.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
torski
post Sep 19 2016, 10:38 PM
Post #318


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 23
Joined: 18-November 15
Member No.: 7,465

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ichi @ Sep 19 2016, 01:31 PM) *
David Monny
დილას გავიღვიძე, მოვწესრიგდი, ვჭამე, ჩავიცვი და გავედი სამსახურში, მერე საქმეებზე ვესაუბრე კლიენტებს, მოვითავე ჩემი საქმე საკმაოდ კარგად, მერე მივდივარ სადმე, ამ დროს შენ სულ გახსოვს მედიტაცია თU რა მდგომარეობაშI ხარ? რას ნიშნავს სულ მახსოვს?



დილას გაიღვიძა, მოწესრიგდა, ჭამა, ჩაიცვა, გავიდა სამსახურში, მერე საქმეებზე ესაუბრა კლიენტებს - ასე ვფიქრობ მე, პირველ პირში იშვიათად გამომდის ფიქრი, ( ამ დროს დამკვირვებელი ხარ და აკვირდები შენი "მე" როგორ ელაპარაკება სხვის "მეს", ანუ რამე კარგად თუ მიდის გიხარია, მაგრამ თუ რამე არ გამოგდის ან კითხვები გაქვს 2-3 წამზე მეტ ხანს ფიზიკურად ვერ ნერვიულობ, იმიტომ რომ იცი რომ შენი "მე" თავის თავთან ტვინის ბურღს დაიწყებს და საბოლოოდ საქმეს მოცდები.


დევიდ, რა მაინტერესებს, განათლებით ვინ ხარ? ანუ ტექნიკური აზროვნების მქონე ადამიანი თუ ხარ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Sep 20 2016, 10:36 AM
Post #319


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



torski
QUOTE(torski123 @ 19th September 2016 - 10:38 PM) *
დილას გაიღვიძა, მოწესრიგდა, ჭამა, ჩაიცვა, გავიდა სამსახურში, მერე საქმეებზე ესაუბრა კლიენტებს - ასე ვფიქრობ მე, პირველ პირში იშვიათად გამომდის ფიქრი, ( ამ დროს დამკვირვებელი ხარ და აკვირდები შენი "მე" როგორ ელაპარაკება სხვის "მეს", ანუ რამე კარგად თუ მიდის გიხარია, მაგრამ თუ რამე არ გამოგდის ან კითხვები გაქვს 2-3 წამზე მეტ ხანს ფიზიკურად ვერ ნერვიულობ, იმიტომ რომ იცი რომ შენი "მე" თავის თავთან ტვინის ბურღს დაიწყებს და საბოლოოდ საქმეს მოცდები.



მართალი ხარ, ზუსტად ასეთ მდგომარეობაში ვიყავი როცა სამადჰის განვიცდიდი, მაგრამ ახლა შეიძლება უფრო დიდხანსაც ვინერვიულო და ა.შ. მაგრამ შეიცვალა დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ ის "მე" რომელსაც სამადჰის განცდამდე ეგონა, რომ მე ვარ "ნეო" რჩეული, ასეთი ვარ ისეთი ვარ ბლა, ბლა, ბლა და მთელი ისტორიები, უბრალოდ დაიშალა მარტივ მამრავლებად. ახლა არც ნეტარებას განვიცდი და არც შინაგან სიმშვიდეს, თუმცა ყველა ამჩნევს ჩემს გარშემო, რომ ის პიროვნება რომელსაც ადრე იცნობდნენ გარდაქმნილია. ამას ჩემზე კარგად ვერავინ ამჩნევს.

QUOTE(torski123 @ 19th September 2016 - 10:38 PM) *
დევიდ, რა მაინტერესებს, განათლებით ვინ ხარ? ანუ ტექნიკური აზროვნების მქონე ადამიანი თუ ხარ?


განათლებით ვარ ბიზნესის მართვის მენეჯერი და ინჟინერ გეოდეზისტი, ასევე ვარ მოყვარული ასტროფიზიკოსი, (არა განათლებით)


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
torski
post Sep 20 2016, 03:55 PM
Post #320


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 23
Joined: 18-November 15
Member No.: 7,465

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დევიდ საინტერესოა. მესამე პირს თვითკრიტიკისთვის ვიყენებ თორე რა პირველი, რა მესამე, რა ოცდამეხუთე 1 ია ყველა )) ხო მიკერძოებული მდგომარეობები მეც აღარ მაქვს, ერთი მდგომარეობა მეორეს იწვევს , სიმშვიდე აქტიურობას, აქტიურობა სიმშვიდეს, უბრალოდ თავიდან თავი გადატვირთული მქონდა ძალიან ფაქტიურად 5 თვეში 23 წლის განმავლობაში რაც კი კითხვა მქონდა დაგროვებული ყველა ამოვწურე და რა თქმა უნდა გაოცებისგან ის განცდები თავიდან ბევრი იყო, ახლა უკვე უკან აღარ იყურები მიყვები რა ))
Go to the top of the page
 
+Quote Post

36 Pages V  « < 14 15 16 17 18 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 03:05 AM