IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

7 Pages V  « < 3 4 5 6 7 >  
Reply to this topicStart new topic
> კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა
ანანდა...
post May 24 2011, 01:47 PM
Post #81


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ახალი შეხვედრის მოლოდინში, ჩვენი მცირე ჯგუფი ავტობუსის გაჩერებისკენ გაემართა. ტრანსპორტში ავედით, მიუხედავად სივიწროვისა დისკომფორტი არ გვიგრძნია. მთელი გზა ჩვენს თავგადასავალზე ვფიქრობდი. მჯეროდა რომ შვიდი თებერვლის შემდეგ ჩვენი ცხოვრება შეიცვლებოდა და რეალობას ახალი კუთხით შევხედავდით. ჩვენ ხომ იმ ცივილიზაციის შესახვედრად მივდიოდით, ვინც განვითარების დონის მიხედვით ჩვენზე მილიონობით წინ იყო. ალბათ ძალიან საინტერესო ამბები გველის წინ ვფიქრობდი და ჩემს მეგობრებს ვუცქერდი.

ავტობუსიდან, დასახლება “პაპა ლეონ XII” -სთან ჩამოვედით, დონა მარუჯას ბინაში აღარ გავჩერებულვართ ზურგჩანთა მოკიდებულები უდაბნოსკენ გავემართეთ. მალე დანიშნულ ადგილს მივადექით. ჩანთები ჩამოვიხსენით და ბანაკის მოწყობა დავიწყეთ.

ვისხედით და მამას გამოჩენას ველოდებოდით. მალე ჩამობნელდა. მხოლოდ ჩვენი ფარნების შუქი თუ ამჟღავნებდა იქ სიცოცხლის ნიშანწყალს. ჩუმად ვისხედით და ჰორიზონტს გავყურებდით.

ეს გარეშე თვალთაგან კარგად მოფარებული ტერიტორია, უდაბური და ხრიოკი ადგილი, ალბათ ყველაზე საუკეთესო იყო უცხოპლანეტელებთან შეხვედრისათვის.

ჩვენი ჯგუფიდან, ამჯერად მხოლოდ ექვსნი ვიყავით. გონებიდან მძიმე ფიქრების გასაფანტავად ერთმანეთში ვსაუბრობდით.

საუბარი ცაზე მოულოდნელად გამოჩენილმა ორმა მანათობელმა წერტილმა შეგვაწყვეტინა, ეს ნარინჯისფერი ობიექტები რამდენიმე წამით მთის წვეროსთან გამოჩნდნენ და მყისვე გაუჩინარდნენ.

ამან ძალიან გაგვახარა, ეს ნიშანი, მათი მხრიდან ჩვენთან შეხვედრის დადასტურება იყო. ხომალდები ზუსტად 18 საათსა და 45 წუთზე გამოჩნდნენ. ამ ფაქტის შემდეგ ოქსალქმა ისევ გადმოგვცა თანხმობა მოსალოდნელ შეხვედრაზე.

მოლოდინის მძიმე რეჟიმში ვიმყოფებოდით, იმაზე ვფიქრობდით რა მოხდებოდა მაშინ როცა სტუმრები მოვიდოდნენ, გვინდოდა ისინიც დასწრებოდნენ ხომალდების გამოჩენას, რათა პირადად ეხილათ მოვლენა, რომლის დაჯერება რატომღაც არ სურდათ” კარგი იქნებოდა აქ მამაც ყოფილიყო, მითხრა სიქსტომ დანანებით.

გორაკზე მოდარაჯე ბიჭუნამ დაგვიძახა, რომ ამ ადგილს ავტომობილები უახლოვდებოდნენ. უკვე 19 საათი ხდებოდა.

ჩვენც გორაკზე ავედით, რომ კარგად დაგვენახა, თუ ვინ მოდიოდა
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post May 30 2011, 01:02 PM
Post #82


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გორაკზე მოდარაჯე ბიჭუნამ დაგვიძახა, რომ ამ ადგილს ავტომობილები უახლოვდებოდნენ. უკვე 19 საათი ხდებოდა.

ჩვენც გორაკზე ავედით, რომ კარგად დაგვენახა, თუ ვინ მოდიოდა მამასთან ერთად.

ჩვენდა გასაოცრად გზაზე ერთი კი არა, მანქანების მთელი კოლონა გამოჩნდა. ისინი ახლოს მოვიდნენ და დიუნებს რკალად შემოერტყნენ. ავტომობილებიდან უამრავი ხალხი გადმოვიდა ასე ორმოცამდე იქნებოდნენ. გიტარებით, რადიომიმღებებით და ჭოგრიტებით შეიარაღებული წყვილები, აქეთ-იქით გაიფანტნენ. ზოგი ლუდს სვამდა და თან მწვანე კაცუნების ჩამოფრენაზე ხუმრობდა.

მოკლედ, ჩვენი უცხო ცივილიზაციებთან შეხვედრა, საერთო მხიარულების, მუსიკისა და ქეიფის გარემოცვაში გრძელდებოდა.

ამ სიტუაციამ ძალიან შეგვაშინა. ამდენი ხალხის აქ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა სიგიჟე იყო.

ეს არასერიოზული მიდგომა იყო, იმ მოვლენასთან, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი უმნიშვნელოვანესად თვლიდა. თუმცა უკვე გვიანღა იყო, უხმოდ ვუცქერდი იმას რაც იქ ხდებოდა, ერთადერთი აზრი რამაც თავში გამიელვა, ის იყო, ნეტა რას იტყოდნენ აქ მოსულნი, თუ ხომალდები არ გამოჩნდებოდნენ, მაშინ როგორღა უნდა მოვქცეულიყავით?

მე და სიქსტო კარლოსისკენ გავიქეცით და ამდენი ხალხის თან წამოყვანა გავაპროტესტეთ. მამამ მხრები აიჩეჩა და გვითხრა რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა მათთან ვერაფერი გააწყო. ასეთმა პასუხმა ძალიან გაგვაბრაზა.

რომელზე გამოჩნდებიან ხომალდები? იკითხა კარლოსმა, ისე რომ ჩვენი ტონისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ყოველი წუთში ველოდებით მათ გამოჩენას, გასცა პასუხი განაწყენებულმა სიქსტომ. რამდენიმე წუთის წინ უკვე ორი გამოჩნდა, ეს სიტყვები არც კი ჰქონდა დამთავრებული რომ, ვიღაცის ყვირილმა ჩვენი ყურადღება მიიპყრო. მთების უკან მხრიდან, უზარმაზარი ობიექტი ამოიმართა. ეს 100-150 მეტრის სიგრძის მუქი ფერის ხომალდი იყო, რომელსაც ცილინდრისებური ფორმა ჰქონდა. ობიექტი უხმოდ მოძრაობდა. ფიუზელაჟის ორივე მხარეს ნათურები ენთო, ისინი თეთრად ინთებოდნენ და ქრებოდნენ.

კარლოსი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. მან ამ თემაზე შრომას და კვლევას წლები შელია და აი ასრულდა ის, რისთვისაც იგი ამდენი ხანი იბრძოდა და მოღვაწეობდა.. მამაჩემს არც კი სჯეროდა, რომ თავის სიცოცხლეში, არამიწიერ არსებებს შეხვდებოდა, ხოლო ის, რომ ამ შეხვედრას თავისი შვილების დახმარებით მიაღწევდა, მისთვის საერთოდ წარმოუდგენელი იყო.

ყველა გაოგნებული შეჰყურებდა, კოსმოსური ხომალდის მოძრაობას, ემოციებმა ამიტანა, რაღაცა ძალამ შემბოჭა და მკერდში მომიჭირა. ხმას ვეღარ ვიღებდი. გაშეშებული ვუცქერდი, ამ ვეებერთელა მუქი ფერის ცილინდრს, რომელიც ჩემს თვალწინ ჰაერში დაცურავდა.

Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jun 1 2011, 05:47 PM
Post #83


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მთების იქით კიდევ ორი გამოჩნდა! დაიყვირა ერთმა ქალმა.

ყველამ მთების მიმართულებით დაიწყო ცქერა. მართლაც, ამ მხრიდან ორი დისკოსებური ობიექტი გამოჩნდა ზომით 20-25 მეტრის დიამეტრის იქნებოდნენ.. ორივე მოცისფრო შუქს გამოსცემდა, რომელიც შემდეგ ნარინჯისფერში გადავიდა ისინი თანდათან მოახლოვდნენ და საოცარი, ურთულესი მოძრაობები დაიწყეს.

ერთი მათგანი, ჩვენი ბანაკის მიმართულებით დიდი სისწრაფით გამოემართა. მოულოდნელი მანევრის დანახვისას, მთელი ჯგუფი, ჯერ გაირინდა, შემდეგ კი აქეთ-იქით უწესრიგოდ გაიფანტა, მოწვეული სტუმრები შეშინებული გარბოდნენ, ერთმანეთს ეჯახებოდნენ და ძირს ეცემოდნენ. ლუდის ბოთლები მიწაზე დაიყარა და დაიმტვრა, მაგიდები გადატრიალდა, მიმოიფანტა სკამებიც. ზოგიერთი ავტომობილისკენ გაიქცა, რომ იქ თავი შეეფარებინა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jun 2 2011, 11:48 AM
Post #84


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ დროს ცაზე კიდევ სამი ობიექტი შევნიშნეთ, ოღონდ საკმაოდ შორს, ისინი სწრაფად მოძრაობდნენ და მალე თვალს მიეფარნენ., ისინიც კი რომელიც ჩვენს მხედველობის არეში იყვნენ, თითქოს ვიღაცის გაცემულ ბრძანებას დაემორჩილნენო ადგილს მოსწყდნენ და ზღვის მიმართულებით გაფრინდნენ.

გიგანტური ხომალდი ერთ ადგილზე იყო გაჩერებული, შემდეგ უცნაური ხმა გამოსცა, ამოძრავდა და სამხრეთისაკენ გასწია.

ყველაფერი დამთავრდა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე გამეფდა. ხალხი გაოგნებული იყო. ის, რაც რამდენიმე წუთის წინ მათ თვალწინ მოხდა მათთვის დაუჯერებელი იყო. ყველა ჩვენ მოგვიახლოვდა. განცვიფრებული გვიცქერდნენ. მათი აზრით აქ მომხდარზე პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრებოდა.

ერთი რამ ყველასთვის ნათელი იყო, რომ აქ ამ ადგილზე, ორი ცივილიზაციის შეხვედრა, მოხდა. ისიც გასაგები გახდა, რომ ასეთი შეხვედრის დაგეგმვა და შემდეგ განხორციელება შესაძლებელი ყოფილა.

მომხდარის შემდეგ, იქ მყოფ ადამიანებში, მეცნიერული ფანტასტიკა ერთხელ და სამუდამოდ დასამარდა და მისი ადგილი ჯერ კიდევ გაურკვეველმა რეალობამ დაიკავა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jun 8 2011, 11:10 AM
Post #85


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მათ გონებაში გაჩნდა მარტივი კითხვები, როგორ ხდება ეს? ასე ადვილია უცხოპლანეტელებთან კონტაქტი?

ჩვენ ამ კითხვებზე პასუხები არ გვქონდა. ის მექანიზმიც არ ვიცოდით, თუ როგორ ხდებოდა, ჩვენი უცხოპლანეტელებთან კომუნიკაცია. შეხვედრის მიზანიც არ ვიცოდით, ამიტომ ის უამრავი კითხვა, რაც ზვავით წამოვიდა ჩვენსკენ, უპასუხოდ დავტოვეთ.

ხალხი თანდათან დამშვიდდა და ქალაქში გაბრუნდა. ნანახით გაოგნებული გზაშიც არ წყვეტდნენ საუბარს. ასეთი თავბრუდამხვევი სანახაობით აღელვებულნი, ალბათ ვერც ამჩნევდნენ ჩვენს წუხილს და იმედგაცრუებას. ის რაც ამ “პიკნიკზე” გამოჩნდა, იმის მანიშნებელი იყო თუ რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს სამყაროში უცხოპლანეტელების გამოჩენაზე.

მას შემდეგ, რაც ტერიტორია ყველამ დატოვა, გორაკზე ავედით და იქ მთელი ღამე დავრჩით. ცას გავყურებდით და მომავალზე ვფიქრობდით. მაშინ ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა თუ რა მოხდებოდა ხვალ, ან ზეგ, წინასწარ რაიმე განსაზღვრულის თქმა შეუძლებელი იყო

უდაბნოს მშვიდ გარემოში დიდი ხანი დავყავით. მომხდარ ამბავზე ფიქრებში შემოგვათენდა. მზის პირველი სხივების გამოჩენისთანავე სახლისკენ გავწიეთ.

დღეის მერე, ჩვენთვის სამყარო შეიცვალა და მასთან ერთად რა თქმა უნდა ჩვენც შევიცვალეთ.

Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jun 13 2011, 12:42 PM
Post #86


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იმ ამბის შემდეგ, რაც წინა დღეებში მოხდა, ბევრი რამ გადავაფასეთ, ჩვენი პოზიციებიც რა თქმა უნდა შეიცვალა. ჯგუფის ყველაზე ხშირი საუბრის თემა ჩილკას უდაბნოში განვითარებული მოვლენები იყო.

ამაზე ვსაუბრობდით არა მარტო მე და სიქსტო, არამედ მთელი სამეგობრო და ოჯახის წევრები.

იმ სიხარულსა და აღტაცებასთან ერთად, რაც ამ წარმატებულ მოვლენას ახლდა, იმედგაცრუებულებიც ვიყავით. მძიმე სანახავი იყო იქ განვითარებული ფაქტი. თუმცა გარკვეული დროის გასვლის მერე ეს შემთხვევა გადაგვავიწყდა.

ერთი კვირა გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გავიგეთ, რომ უცხოპლანეტელები კვლავ ცდილობდნენ, ჩვენთან კომუნიკაციის განახლებას. ამ მიზნით მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ჩვენს შორის ამოერჩიათ ის, ვინც მათთან ურთიერთობას უკეთ შეძლებდა.

ის, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო უკეთესი კავშირი უცხო ცივილიზაციებთან ჩვენც გვაინტერესებდა. ამ მიმართულებით კვლევა ჩვენც დავიწყეთ. საქმეში ჩაერთნენ, ხუანი სიქსტო და ყველა ის, ვინც ჩვენთან ერთად იყო ჩილკას უდაბნოში.

ინსტიტუტის წევრები ცდილობდნენ დაგვხმარებოდნენ ამ ფენომენის გამოკვლევაში. ერთმანეთს რეგულარულად ვხვდებოდით, ვმსჯელობდით, ვცდილობდით კარგად გამოგვეკვლია ის მექანიზმები, რაც კონტაქტს განაპირობებდა. გვინდოდა უფრო მეტი რამ გაგვეგო არამიწიერ სტუმრებზე. ეს ჩვენ გაგვიადვილებდა, მათთან კომუნიკაციას და მათგან ინფორმაციის მიღებას.

მეც ძალიან დაინტერესებული ვიყავი ამ საქმით, რადგან მინდოდა პირადად დავკავშირდებოდით არამიწიერ არსებებს შეკითხვები დამესვა და პასუხები უშუალოდ მათგან მიმეღო. მაგრამ ჩემი ყველა მცდელობა კრახით მთავრდებოდა.

ამ საკითხის გარკვევისას სიქსტომ ოქსალქისგან მიიღო შეტყობინება, რომ კომუნიკაციის შედეგიანობა და მისი განხორციელების 80% დამოკიდებულია უცხოპლანეტელებზე დანარჩენი 20% კი ჩვენზე. მათი ცნობით, ადამიანებს ეს უნარი ჯერ კარგად არა აქვთ განვითარებული, ჩვენი ტვინი რადიოტალღის მსგავს ტალღებს გამოასხივებს. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენი აღზრდით, კულტურული, თუ სხვა ასპექტების ზეგავლენით, ამ ტალღების სიხშირე და მათი გავრცელების დიაპაზონი ძალიან დაბალია, უცხო ცივილიზაციებთან კონტაქტზე გასვლას ვერ ვახერხებთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jun 16 2011, 11:06 AM
Post #87


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ოქსალქმა გადმოგვცა, რომ კონტაქტისთვის აუცილებელი პირობა ფიზიკური და ფსიქიკური ენერგიის საკმაო რაოდენობაა. ეს ენერგია ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ძალიან დაბალი აქვს, რადგან ორივეს, იგი უაზროდ და უყაირათოდ ფლანგავს. მათი დიდი ნაწილი ყოველდღიურობაში იხარჯება.

ასე რომ დედამიწის მოსახლეობას შესაბამისი ენერგეტიკული დეფიციტი აქვს. უცხოპლანეტელმა ისიც აღნიშნა, რომ ტელეპატიური ურთიერთობის გამოვლინება ხშირად გვხვდება, იდენტური ტყუპების, შეყვარებულ წყვილებს, შორის

მსგავსი კომუნიკაცია მშობელსა და შვილს შორის, ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს არსებობს. ორსულობის პერიოდში, ნაყოფი და დედა ინფორმაციას ცვლიან თვით გადარჩენისთვის. დედასა და შვილს შორის ტელეპატიური ურთიერთობა დაბადების შემდეგაც გრძელდება, ასეთივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე ტყუპებს შორის, აღმოჩენილი დამთხვევებისას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jun 20 2011, 12:31 PM
Post #88


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ურთიერთობის ასეთი ფორმა კვალიფიცირდება როგორც ინტუიცია (ანუ ე. წ. “მეექვსე გრძნობა”). ასეთივე ურთიერთკავშირი ხშირია მოპირდაპირე სქესის ადამიანებს შორის წარმოქმნილი ძლიერი სიყვარულის დროს.

ეს არის განცდა რომელსაც აყალიბებს, სიახლოვე, ურთიერთ კმაყოფილება, ერთმანეთზე დამოკიდებულება და სრული ინტეგრაცია.

უცხოებმა ისიც გვითხრეს, რომ ადამიანთა სახეობაში, ეს თვისება სიკვდილის საშიშროების გაჩენისთანავე აღმოცენდება. თავდაცვის და უსაფრთხოების მოთხოვნილება, გარკვეულ იმპულსებს წარმოქმნის ფსიქიკაში და ადამიანიც შესატყვისად იყენებს ამ მდგომარეობისას მასში გამომუშავებულ ენერგიას. ოქსალქის გადმოცემის მიხედვით, ეს შემთხვევა უშუალოდ კავშირშია გადარჩენის ინსტინქტთან. ამ დროს, ადამიანს უაქტიურდება სმენა, დაქტილური შეგრძნება, ყნოსვა და გემო, მასში ასევე აქტიურდება დამატებითი ხატოვანი სიგნალების წარმოქმნის მექანიზმი. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ადამიანმა ეს თვისებები დაკარგა, თუმცა ზოგიერთ ინდივიდებში ამ სიგნალების ჩართვა, გარკვეული სიტუაციის მიხედვით მაინც ხდება.

Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jun 21 2011, 02:36 PM
Post #89


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ადამიანში ჩადებული ბუნებრივი თვისებები, გონივრულადაა მოწყობილი და გადარჩენისთვის იმაზე მეტ საშუალებას იძლევა, ვიდრე ჩვენ გვგონია. ამ მიზნით ადამიანს როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური დამცავი ინსტრუმენტები აქვს. ეს უნარები შეიძლება ექსტრემალურ სიტუაციაში მოულოდნელად გამომჟღავნდეს და ჩვენ შევძლოთ არა მარტო დავინახოთ ადამიანში ჩადებული ფენომენალური თვისებები, არამედ გამოვიკვლიოთ მათი გამომწვევი მექანიზმები.

ამ თვისებებმა იგივე როლი უნდა ითამაშონ ადამიანის ცხოვრებაში, რაც სხვა დამცავმა მექანიზმებმა.

მაშინ, როცა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, დამცავი სიგნალები სპონტანურად წარმოიქმნება. ადამიანმა უნდა შეძლოს საკუთარი ფენომენალური უნარების შეგრძნება, შერჩევა და სიტუაციასთან შესაბამისად გამოყენება. ყველა ეს სიგნალი ერთი მიზანს ემსახურება, შეგვატყობინოს მოახლოვებული საფრთხის შესახებ, რათა თავი დავიცვათ განადგურებისაგან.

მოკლედ, ეს დიდი პოტენციალი ადამიანში არსებობს და მას ბუნებრივი გადარჩევისას, უფრო მაღალ საფეხურზე ასვლაში ეხმარება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jun 23 2011, 02:20 PM
Post #90


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ევოლუციის პერიოდში ეს უნარი, სახეობათა შენარჩუნებას ემსახურებოდა, დროთა განმავლობაში თანდათან იხვეწებოდა გამრავლებისას ინდივიდი ამ თვისებას უფრო სრული სახით გადასცემდა მომავალ თაობებს.

უცხოპლანეტელის მოწოდებული ინფორმაციიდან გავიგეთ, რომ ცხოვრების უკეთეს პირობებში, ადამიანებს უფრო მეტის მიღწევა შეუძლიათ. ხალხთა კონტინგენტი ვისაც ეს თვისება უფრო მკვეთრად ჰქონდათ გამოხატული იმ იდეოლოგიური წნეხის ზემოქმედებით განადგურდნენ, სადაც ისინი ბოროტების მსახურებად ავ სულებად, დემონებად და ეშმაკეულად იყვნენ შერაცხულნი.

ეშმაკის მსახურებისა და ჯადოქრობის ბრალდებით ხდებოდა მასობრივი მკვლელობები. ასეთი ე.წ. “კუდიანებზე ნადირობად” მონათლული აქციების შედეგად ბევრი ძლიერი გენეტიკის მქონე ინდივიდი განადგურდა, მსგავსი ინკვიზიციური გამოხდომებით, ჯანსაღი გენის კაცობრიობის განვითარებაზე დადებითი ზეგავლენის შანსი მინიმუმამდე დავიდა. ასეთმა დამსჯელმა აქციებმა გენეტიკური ფონდის გაწმენდა განახლების პროცესები გარკვეული დროით, ხელოვნურად შეაჩერა.

Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jun 24 2011, 11:52 AM
Post #91


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უცხოპლანეტელები ჩვენს სწავლებას განაგრძობდნენ, მათ მოგვაწოდეს ძირითადი პრინციპები, იმისთვის თუ როგორ უნდა მოგვეხდინა მათთან უკეთესი კომუნიკაცია, როგორ უნდა გაგვევითარებინა გონებრივი კავშირები, რომელიც საშუალებას მოგვცემდა ინფორმაცია უკეთესად გაგვეცვალა ერთმანეთთან. კონტაქტის გაგრძელების სურვილი ჩვენთვის, მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალება იყო. არავინ ფიქრობდა, რომ ამ მოვლენას სერიოზული განვითარება თუ მოჰყვებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენი ჯგუფი კონტაქტებს აგრძელებდა.

საკუთარ უცნაურ სახელებს და პლანეტის დასახელებასაც უცხოპლანეტელები, გვაწვდიდნენ. როცა ჩვენ მათთან კონტაქტზე გავდიოდით ამ სახელებს ვიყენებდით. როგორც მათ გვითხრეს, ჩვენთვის აუცილებელი არ იყო მათი საცხოვრებელი პლანეტის ზუსტი კოორდინატებისა და ნამდვილი სახელის ცოდნა.

კონტაქტის შედეგად მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩვენთან კავშირში შემოსული ცივილიზაცია წარმოდგებოდა რასებისაგან, ვინც მზის სისტემაში 2 500 000 წლის წინ მოვიდნენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jun 26 2011, 03:01 PM
Post #92


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთ-ერთი კომუნიკაციის დროს, ოქსალქმა გვითხრა, რომ, “ირმის ნახტომის” გალაქტიკაში არსებობს საპლანეტაშორისო ცენტრი, ”გალაქტიკური ფედერაცია” რომელიც არამიწიერი ცივილიზაციების მიერაა ფორმირებული. მათ შორის, დიდი ხნის წინ განხორციელდა კულტურული, და ტექნოლოგიური კონტაქტები, გაიხსნა საერთაშორისო კომერციული არხები.

”გალაქტიკური ფედერაცია” ორგანიზაციაა, რომელშიც ასობით არამიწიერი ცივილიზაცია შედის. ისინი განვითარების სხვადასხვა დონეზე არიან, მაგრამ მათ ერთი მიზანი აერთიანებთ.

„გალაქტიკურ ფედერაციას“ ჩვენი გალაქტიკა ოცდაოთხ სექტორადაა აქვთ დაყოფილი. ისინი კოორდინირებულად მოქმედებენ ერთი მიზნისა და ინტერესის სასარგებლოდ.

მზის სისტემა “მე-13 სექტორს” მიეკუთვნება, ამ სექტორში ასევე შედის გალაქტიკის ნაწილი, სახელწოდებით “ორიონის ხელი”.

ამ ექსტრაორდინარული ცენტრის მართვა და ადმინისტრირება, ეკისრება ”კომიტეტს” ან “საბჭოს, რომელშიც გაერთიანებულია ოცდაოთხი, ორივე სქესის უცხოპლანეტელი. მათ ფანტასტიური წარმომავლობა და შესაძლებლობები აქვთ. საბჭოში შესული წარმომადგენლები, პირდაპირი ღია ხმის მიცემით არიან არჩეულნი. ამ სტრუქტურაში შემავალი წევრები გალაქტიკის სხვადასხვა სექტორებიდან არიან. თითოეული მათგანი, შესაბამისი სექტორის წარმომადგენელია. სექტორში შემავალი პერსონა იგივე წესით ირჩევა როგორც საბჭოში. კომიტეტებში ხდება გარჩევა და მოსმენა, იმაზე, თუ რა ხდება თითოეულ სექტორში. “საბჭოს” ყველა სექტორში, თავისი-”ოფიციალური წარმომადგენლობა” ჰყავს.

საკითხის პრიორიტეტულობისა და მნიშვნელობის მიხედვით ინიშნება ”უმაღლესი შეხვედრა”, რომლის კომპეტენტურობისა და პასუხისმგებლობის ხარისხი ყველაზე მაღალია. უცხოპლანეტელები მას “ოცდაოთხთა საბჭოს" შეხვედრას” უწოდებენ.

“ოცდაოთხ ბრძენთა საბჭო” დიდ ხნის წინ მდებარეობდა ორიონის თანავარსკვლავედში მდებარე პლანეტა “აკტარზე”. ამჯერად იგი “ორიონისა” და “ალფა ცენტავრას” შორის მოთავსებულ თანავარსკვლავედში მდებარე პლანეტა, “"ლომოსზეა" ” განთავსებული.

“გალაქტიკური ფედერაციის” წარმომადგენლები, ერთგვარი შუამავლის როლში გამოდიან. მათ უნდა განსაზღვრონ, ის ასპექტები, რასაც საპლანეტაშორისო ურთიერთობა იძლევა. მიღებული შედეგებზე ინფორმაცია მათ სხვა წევრებსაც უნდა გააცნონ.

ეს საბჭო, დედამიწაზე ჩამოყალიბებულ “გაერთიანებული ერების ორგანიზაციას” შეგვიძლია შევადაროთ, რომელიც ასევე ცდილობს, შუამავლის როლი ითამაშოს სახელმწიფოთა შორის განვითარებული კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებაში.

“24-თა საბჭოს მიზანია დახმარება აღმოუჩინოს, გალაქტიკის ჩამორჩენილ ცივილიზაციებს და დაიცვას დასახლებული პლანეტების უსაფრთხოება. ეს ორგანიზაცია, ღიად მხოლოდ მაშინ ჩაერევა დაბალ განვითარებული ცივილიზაციის ცხოვრებაში, როცა ეს გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.

სხვა შემთხვევაში, ისინი არ ერევიან ცივილიზაციათა განვითარებაში და ამას გარკვეული პრინციპის დაცვით ხსნიან. ეს ერთგვარი “ურთიერთობათა სიახლოვის” პრინციპია, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ უნდა შენარჩუნდეს ყველა ცივილიზაციის განვითარების ევოლუციური ციკლი და პატივი უნდა მიეგოს, თითოეული ცივილიზაციის ინდივიდუალურ ჩამოყალიბებას.

ჩვენს გალაქტიკაში ძალიან ბევრია ფედერაციის გარეთ მყოფი ცივილიზაციები. ისინი იმ ცივილიზაციათა რიგს მიეკუთვნებიან, რომელიც ეწინააღმდეგება კოსმოსში არსებულ განვითარების კანონს. ასეთი დაბალ განვითარებული და პრიმიტიული ცივილიზაციებით დასახლებული პლანეტები ძალიან ბევრია. თუმცა მათი შეფასება ამ ფაქტორის მიხედვით, არ ხდება. განსაზღვრება - ”დაბალი დონის ცივილიზაცია”, ცალსახად არ ნიშნავს რომ იგი ცუდია.

არსებობს კოსმიური ეთიკა, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა განვითარების დონეზე მყოფი ცივილიზაციების ცალსახა შეფასება და განსაზღვრა არ ხდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jul 8 2011, 11:51 AM
Post #93


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



1974 წლის დასაწყისში ადგილობრივმა ყოველკვირეულმა გაზეთმა, გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ უკვე 60-იანი წლების ბოლოს საკმაო მასალა დაგროვდა, არამიწიერი სიცოცხლის შესახებ. ეს იყო რადიოტალღების საშუალებით მიღებული სიგნალები, რომელიც კოსმოსიდან მოდიოდა. ეს წერილი ადასტურებდა იმას რომ კოსმოსი არ დუმს. წყაროდან მიმღებში ხმაური ისმოდა და ეს ხმაური რომელიმე უცნობი სიხშირით გამოწვეული “კოსმოსური ნარჩენები” კი არა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო.

ამ გზავნილის გასაშიფრად შეიქმნა პროექტი “ოზმა”, რომელიც აღჭურვილი იყო მაღალი სიხშირის ანტენებით. იგი აშშ-ში ვირჯინიის შტატში დაამონტაჟეს და ამ მოწყობილების დახმარებით მიღებული ხმა გადაეცემოდა კომპიუტერს რომელიც შიფრავდა ინფორმაციას და ცდილობდა გაერკვია მისი ბუნება. ამ საინტერესო ცნობის ჩვენამდე მოსვლამ მძლავრი მოტივი გაგვიღვივა, პერუს საპლანეტაშორისო ინსტიტუტის ეგიდით ჩაგვეტარებინა შეხვედრა, სადაც ამ ინფორმაციას დაინტერესებულ საზოგადოებას გავუზიარებდით. ეს ღონისძიება, კიდევ ერთი ავანსი იქნებოდა ჩვენთვის, რომ აუდიტორიისთვის დედამიწის გარეთ სიცოცხლის არსებობა დაგვემტკიცებინა.

შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა ცნობილი ექიმი, დოქტორი იანეზ აგირერო. იგი ადგილობრივი პოლიციის საავადმყოფოში მუშაობდა. ბატონი იანეზი, პერუს პარაფსიქოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი და თეოსოფიური საზოგადოების პრეზიდენტიც იყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jul 15 2011, 11:55 AM
Post #94


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საუბარი ძალიან საინტერესო თემას ეხებოდა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ უცხოპლანეტელებთან კონტაქტი ტექნიკური საშუალებების გარდა შეიძლება ტელეპატიური გზითაც დამყარდეს. მსგავსი კომუნიკაცია გონების მიერ აქტივიზირებული ტალღებით ხდება, და რომ ამის დამამტკიცებელი ექსპერიმენტალური შედეგები არსებობს.

დოქტორმა ამასთან ერთად დასძინა, რომ უცხოპლანეტელების შესაძლებლობების გათვალისწინებით, ამ მეთოდით ურთიერთობისას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, თუ რა მანძილზე იმყოფებიან, ისინი ან რა ენაზე საუბრობს მასთან კონტაქტში შესული ადამიანი. იმ დროს როცა მეცნიერები სხვა სამყაროებიდან გამოგზავნილებს სიგნალებს ეძებენ და მათ გაშიფვრას ცდილობენ, ექსტრასენსებს, დამატებითი შეგრძნებების დახმარებით შეუძლიათ ყურადღების კონცენტრაცია და გონებრივი ტალღების დახმარებით, ინფორმაცია როგორც მიიღონ ასევე გააგზავნონ განსაზღვრულ მანძილზე და თუ ვიფიქრებთ, რომ უცხოპლანეტელებსაც ასევე გააჩნიათ მსგავსი უნარი, ისინიც ადვილად მიიღებენ ჩვენს გზავნილებს და გამოგვეხმაურებიან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jul 19 2011, 11:52 AM
Post #95


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



განიმედზე

(ნაწყვეტი)

. . .რასაც ხედავ, მილიონი წლების განმავლობაში განვითარებით მიღწეული შედეგებია. ჩვენმა ცივილიზაციამ ბევრი მძიმე პერიოდი გამოიარა. პრობლემა ბევრი გვქონდა, ისეთივე როგორიც ახლა თქვენს ცივილიზაციას უდგას. ომები, ბრძოლა, კონფლიქტები, გაუტანლობა, ეგოიზმი-ეს ყველაფერი საზოგადოების განვითარების და მწიფობის თანმდევი მოვლენებია.

თუ თქვენი საზოგადოება ამ რთულ სტადიას გადალახავს, მაშინ განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწევთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მდგომარეობა, თანდათან თვით განადგურებამდე მიგიყვანთ.

დედამიწელების დღევანდელი განვითარების დონე სახიფათოა! ეს ის მდგომარეობაა, როცა საზოგადოება და მთელი ცივილიზაცია, ვერ აცნობიერებს საგანთა ნამდვილ არსს! იმის მაგივრად, რომ შეიმეცნონ სიცოცხლის არსი და მისი ფენომენი, ადამიანები მუდმივ ქიშპში და ურთიერთ დაპირისპირებაში იმყოფებიან.

თუ რატომ ცხოვრობენ ქვეყანაზე და რაშია სიცოცხლის აზრი, თქვენ ხალხს ნაკლებად აინტერესებს. მათი ქცევის მოტივი არსებობისთვის ბრძოლაა. ერთი შეხედვით, თითქოს თქვენ არ გსურთ სიკვდილი, მაგრამ ფაქტია, რომ დედამიწაზე გახშირდა თვითმკვლელობის ფაქტები.

სიკვდილის, მომენტალური ფორმის გარდა, ადამიანები, სხვადასხვა, სულიერი თუ ფიზიკური ავადმყოფობით იხოცებიან. ამ დაავადებათა წარმომშობი მიზეზი თქვენშივე ძევს.

რა თქმა უნდა ძნელია იცხოვრო ქვეყანაზე, როცა არ იცი რაშია ცხოვრების აზრი.

დედამიწაზე ქაოსი გამეფებულა, ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრება გაუთავებელი კოშმარია, ისინი თავისდა უნებურად მონაწილეობენ თამაშში, რომლის წესებსაც, ის გაბატონებული ძალა აკანონებს, ვისაც პირადად არ ანაღვლებს, რაშია ცხოვრების აზრი და ადამიანის დანიშნულება.

კაცობრიობამ თავისი განვითარება შეზღუდული გაგებით შემოფარგლა, თვალსაწიერი შემოისაზღვრა და საკუთარი, ერთგვარი “ხელოვნური არეალი” შეიქმნა. დეფორმირებული ცრუ იდეალები გაავრცელა და სიცოცხლის სუროგატი დააკანონა.

გაბატონებული სისტემა, ამ ფსევდო რეალობაში მცხოვრებ სუბიექტებს, მათ მიერვე აშენებულ საკანში ათავსებს. ადამიანის მთელი ცხოვრება, სისტემის მიერ ხალხის დახმარებით აგებულ ციხეში მიმდინარეობს.

თქვენ ცხოვრობთ ისეთ სისტემაში, სადაც ყველა მისაღები ფორმით უარყოფილია არამიწიერი ცივილიზაციების არსებობა, რომ არაფერი ვთქვათ მათთან რაიმე ტიპის ურთიერთობაზე.

კაცობრიობამ განვითარების ახალი გზა უნდა მოძებნოს, ის გეზი უნდა აიღოს, რომელიც ოცნებებსა და ნატვრებს სისრულეში მოიყვანს, სადაც სიყვარული და ნდობა იქნება თვით რეალიზაციის ყველაზე არსებითი ფაქტორი, სადაც სიხარული გახდება სიცოცხლის მოტივი.

ადამიანს სხვა არსებებზე ნაკლებად უყვარს სიცოცხლე და არც შეიძლება უყვარდეს, რადგან არ ესმის საკუთარი ჭეშმარიტი რაობა და დანიშნულება.

მიუხედავად ამ სამწუხარო რეალობისა, ადამიანს, ამ ხელოვნური ჩარჩოების გადალახვის ყველა რესურსი გააჩნია, ძალუძს შეიმეცნოს რეალობა და აღმოჩენები გააკეთოს. კაცობრიობამ უნდა შეიგნოს, რომ იგი, ჯერ კიდევ ევოლუციის ფაზას გადის. ჩვენ გაძლევთ რეკომენდაციას, რომელიც იმ კულტურული სიბეცის ფარგლებიდან გამოსვლას გულისხმობს, რომელიც ადამიანის შესაძლებლობებს ზღუდავს.

კაცობრიობის მიერ დადგენილი, კულტურული საფუძვლები უნდა შეიცვალოს.

გთავაზობთ ახალ გზას სადაც თქვენი გაგებების ძირეული რეფორმაცია მოხდება. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანი გაიზარდოს და შეგნებულ არსებად იქცეს, რაც მომავალში მასთან თანასწორი ურთიერთობების დამყარების საწინდარი იქნება. ახალ რეალობაში, შეგვეძლება უშიშრად გადმოგცეთ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა.

მაგრამ, თუ ის სიტუაცია რასაც დღეს ვხედავთ, ისევ გაგრძელდა, გარწმუნებთ, რომ კაცობრიობას ძალიან გაუჭირდება ამ ხრამიდან ამოსვლა. სიძნელეს, თვით გაბატონებული სისტემის მეგა სტუქტურა ქმნის, რომელიც დიდი ტვირთად აწევს კაცობრიობას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jul 21 2011, 11:11 AM
Post #96


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





არამიწიერ გიდებთან –ოქსალქთან და ქულბასთან კომუნიკაციის დროს მიღებული ინფორმაცია (ფსიქოგრაფიის მეთოდით გაკეთებული ჩანაწერი)
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jul 26 2011, 02:54 PM
Post #97


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორც ჭაობში ჩაფლულ ცხოველს, მისი სიმძიმე და უაზრო მოძრაობები ღუპავს, ასევე დაემართება გაბატონებულ სისტემასაც, მისი ყოველი გააქტიურება გადარჩენისკენ, მასვე გაანადგურებს.

ჩვენ არც თუ ისე ადვილ საქმეს გთავაზობთ, ეს “რამა“ მისიაა, სიტყვა „რამას“ ინგრამა “ამარ” თქვენს ენაზე -სიყვარულს ნიშნავს.

- დიახ ჩვენ ვიცით სიყვარული!

- რა შეიძლება თქვენ იცოდეთ ამ თემის ირგვლივ!? როცა სახეზე სავალალო რეალობა გაქვთ, სიყვარულის არსი თქვენს წარმოდგენებში, დამახინჯებულია, მისი ჭეშმარიტი კონცეფცია გამრუდებულია.

სიყვარული გონიერი არსების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია, მაგრამ ბევრ თქვენგანს არ ესმის მისი მნიშვნელობა, სილამაზე, ენა და ჟესტები. სიყვარული ერთდროულად არის სიმარტივეც და სირთულეც, ჰარმონიულობა და სათნოება, მოყვასთან ურთიერთობა, და მეგობრობის ფასი, სიყვარულს ამავე დროს თან ახლავს ღალატით გამოწვეული გულისტკივილი, სხვისი მწუხარებისა და ტანჯვის გაზიარება, სხვათა გულისათვის თავგანწირვაა. როცა ყველაფერს ამას განიცდი, შეგიძლია თქვა რომ გიყვარს.

- თქვენთან როგორ არის?

- ჩვენთან სიყვარული არცერთ შემთხვევაში არ მოდის გონებასთან კონფლიქტში, უფრო მეტიც, ჩვენ ამ ძალის დახმარებით შევიმეცნებთ უსასრულო სამყაროს საიდუმლოებას და მას სიცოცხლისთვის საჭირო, მარტივ სუნთქვად გარდავქმნით.

თქვენ სიყვარულს, მხოლოდ ემოციონალურ იმპულსზე აფუძნებთ, უპირატესობას ანიჭებთ სიყვარულის უქონლობით გამოწვეულ ნეგატიური განცდის დაკმაყოფილებას ეს დაბალი დონეა! სიყვარული ასე არ უნდა ვითარდებოდეს! იგი გაცნობიერებული, სრული და იმ შესაძლებლობებით გამდიდრებული უნდა იყოს, რასაც თავგანწირვა, თვით განდგომა ჰქვია.

ვისაც საღად შეუძლია აზროვნება, ვისაც სიბრძნე გააჩნია სიყვარულთან ერთად, მხოლოდ იგი შეძლებს სიყვარულის სრულად განცდას. სიყვარული არ ნიშნავს ისეთ მოპყრობას, რასაც თქვენი გაგებით პატივისცემა ჰქვია. იგი არც არაფრის მთქმელი ყოველდღიურობაა. თქვენ არ აფასებთ სიყვარულს, გაშინებთ იგი და გსურთ, რომ მისი უარყოფითი ზემოქმედებით წარმოქმნილი წინააღმდეგობებისაგან, როგორმე თავი დაიძვრინოთ.

სიყვარულში რა თქმა უნდა ყველანაირი მოთხოვნები და ვალდებულებები მიუღებელია, იმ შემთხვევაშიც, კი როცა იგი, ჯერ მეგობრობის ფაზაშია, სიყვარული, არც მხოლოდ უზომო თმენა და პატიებაა და არც დანაშაულის გრძნობისა და პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევის საშუალება.

პატივისცემა სიყვარულში, უნდა გავიგოთ, როგორც ერთად სწავლის თავისუფლება, რაც ერთგვარი ლოიალურობა და ამავე დროს სინაზის გამოხატულებაა, პირადი ღირსების განცდით გამოწვეული კმაყოფილება, საშუალებაა, რომ თავი ბედნიერად იგრძნო.

იმისთვის, რომ გიყვარდეს, საჭიროა გესმოდეს, თუ რას წარმოადგენ, უნდა იაზროვნო და იგრძნო სხვა ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილება. მას ვისაც გაცნობიერებული აქვს თავისი ქცევა და უკვე შეგნებულად მოქმედებს, იგი სიხარულის განცდას იღებს, არა მარტო იმით, რომ უყვარს, არამედ იმითაც რომ იგი უყვართ. ამ ცნობიერი აქტიდან ვლინდება სიყვარულის ყველაზე სრული სახე და შესაბამისად მოთხოვნილებაც სრულად დაკმაყოფილებულია.

ბუნდოვანი გაგებები, შეზღუდული აზროვნება და არა დაბალანსირებული მოქმედებები, ხელს უშლის მსგავსი ბედნიერების მიღწევას. ასეთი მონაცემების მქონე სუბიექტი ვერ შეძლებს გაცნობიერებულად უყვარდეს. ვისაც სრულად ესმის სიცოცხლის, მხოლოდ იგი იგემებს სრულ სიყვარულს! ეს არის უმაღლესი ბედნიერების განცდა, ამ დროს სიცოცხლე ხდება სიყვარული, და რაოდენ ამაღლებულია ადამიანი, როცა გრძნობს რომ იგი უყვართ და მასაც უყვარს!

სიქსტო ამ ყველაფერს მოთმინებით ისმენდა, ეს მისთვის ძალზე რთული თემა იყო, გადაღლილმა და დაბნეულმა ესღა იკითხა?
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jul 29 2011, 04:00 PM
Post #98


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



- რა უნდა ვქნათ? რას ითხოვთ ჩვენგან? ალბათ დედამიწაზე დიდი სამუშაო უნდა განხორციელდეს კულტურული რევოლუციის მოსახდენად, ძველის ახლით ჩასანაცვლებლად? და ეს მოიტანს კაცობრიობისთვის გამაჯანსაღებელ შედეგებს? ეს ის საქმეა, რომელშიც ჩვენ უნდა ჩავებათ-ასეა?

- ჩვენ გვინდა ადამიანმა თავისი ცხოვრების გარდაქმნა დაიწყოს, შეცვალოს ის ღირებულებები და კრიტერიუმები, რაც შაბლონის სახით აქვს მიღებული. შეიცნოს სიცოცხლე და ახალი ჰარმონიული და მდგრადი ცხოვრების სისტემა შექმნას. თუ ეს არ მოხდება, სხვა ცივილიზაციებთან სერიოზულ და ფართო ურთიერთობაზე ლაპარაკიც ზედმეტია!

ამ სიტყვებით უცხოპლანეტელმა გიდმა საუბარი დაამთავრა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Aug 1 2011, 12:23 PM
Post #99


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არამიწიერი გიდის გზავნილებიდან

. . . იმისთვის, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ გარდაიქმნას, აუცილებელია სამყაროს ყველა სულდგმულთან სუფთა და ჯანსაღი კავშირების დადგენა.

თქვენ ვერ შეძლებთ რაიმე ურთიერთობის ფორმირებას, ან ნივთის შექმნას, თუ მისი ბუნება და ხასიათი არ იცით, არ იცით იმ მასალის თვისებები, რაც ამ საქმისთვის დაგჭირდებათ. ვერ ააგებთ ვერანაირ კონსტრუქციას, თუ არ გაითვალისწინებთ საკუთარ ტექნიკურ შესაძლებლობებს. ეს ყველაფერი, აუცილებელი და ანგარიშგასაწევი პირობაა, რომლის იგნორირებით და საქმის ისე დაწყებით, შეიძლება მოულოდნელ და უსიამოვნო შედეგამდე მიხვიდეთ.

საქმის ამ ფორმით წარმოება, ყოველ წუთს ახალ და მოულოდნელ სიურპრიზებს გააჩენს. წინასწარ გაუანალიზებელი სამუშაო, ბევრ უცნობ დეტალს წარმოშობს, რაც მომავალში უამრავი დეფექტის მიზეზი ხდება.

წარმატებული ცხოვრებისა და სიცოცხლის მაღალი დონის რეალიზაციისთვის იგივე მეთოდიკაა საჭირო, ამისთვის საქმის კურსში უნდა ჩადგეთ იმ ფაქტისა, რომ ჭეშმარიტება არსებობს, რომ იგი ამ სამყაროში ძევს.

გარდა ამისა უნდა გაითვალისწინოთ სად ხართ, რა სიტუაციაა თქვენს ირგვლივ, რისი უნარი და რა პოტენცია გაგაჩნიათ ამჟამად!

რეალურ ცხოვრებაში მომხდარი ფაქტების ზუსტი იდენტიფიცირება უნდა მოახდინოთ, ისინი ისე უნდა აღიქვათ, როგორც სინამდვილეშია, ყველანაირი ტენდენციის გარეშე. მათი მნიშვნელობა, არც უნდა დაკნინდეს და არც გაზვიადდეს.

რეალობის შემეცნება და მისი ასახვა, თავდაცვითი ფუნქციის მქონე “სახლის” მშენებლობად არ უნდა გადაიქცეს.

რაც არ უნდა მიუღებელი იყოს სინამდვილე, იგი მაინც უნდა დააფიქსიროთ, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ისტორიული სიმართლე გაცხადდეს და შინაგანი წინააღმდეგობით გამოწვეული მიკერძოება გადაილახოს. სხვაგვარად არსებული პრობლემების და ავადმყოფობების რეალური მიზეზი ვერ გაირკვევა.

არსებული რეალობის, ხარვეზებისა და ცდომილების გარეშე დანახვა, სამყაროში არსებული ნივთების, მოვლენებისა და საგნების, მათ შორის არსებული კავშირების ადეკვატურად აღქმისა და იდენტიფიცირების საშუალებას მოგცემთ.

ეს ყველაფერი, ცხოვრებისეული პრობლემების და დეფექტების ეფექტურად აღმოფხვრაში, გარემო პირობების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ, ამ გზით თქვენ უკეთესად მიაღწევთ დასახულ მიზანს.

საკუთარი თავის შეცნობა, ის ძალაა, რომელიც დარწმუნებულების ხარისხს შეგმატებთ, ეს განცდა შემდეგში ჭეშმარიტების შეცნობაშიც დაგეხმარებათ!

უნდა გწამდეთ რომ ჭეშმარიტება, საგანთა და მოვლენათა შესახებ ერთადერთი და სწორი პასუხების სიმრავლეა, იგი სამყაროს ნებისმიერ ადგილზე ძალაშია.

ჭეშმარიტების შემეცნება არც თუ ისე ადვილია, ამისთვის ადამიანს შეიძლება მთელი სიცოცხლე დასჭირდეს. თუმცა მისმა აღმოჩენამ, თქვენში არსებული მოლოდინი არ გაამართლოს. რადგან დიდი მნიშვნელობაა აქვს იმას, თუ რას ეძებთ ჭეშმარიტების სახით!

თუ თქვენ გსურთ ის პრინციპები და პასუხები მოძებნოთ, რაც დროებით შვებას მოგიტანთ, მაშინ თქვენ ჭეშმარიტებას ვერ დაინახავთ და შესატყვისად ვერც შეიმეცნებთ მას.

ჭეშმარიტება არ განეკუთვნება ცოდნის იმ კატეგორიის, რომელიც მხოლოდ თქვენს კერძო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.

ადამიანთა ის ნაწილი, ვინც “ჭეშმარიტებას” ეძებდა და რომელსაც თითქოს მიაგნო, ან ცდებოდა ანდა სინამდვილეში პირადი პრაგმატული მიზნებისთვის საჭირო ინსტრუმენტს ქმნიდა.

ზოგიერთი ჭეშმარიტების მძებნელი მას, პირადი ტანჯვისა და უბედურებისგან გამათავისუფლებელ წამლად მოიაზრებდა. ასეთი ადამიანები სასწაულებს ესწრაფოდნენ, მათი აზრით ჭეშმარიტებას ყველა ავადმყოფობის განკურნება და ცოდვებისგან განთავისუფლება შეეძლო.

ზოგიც, ბელადებს, კერპებს, ლიდერებს და ღმერთებს ეძებდა, რომელთაც თითქოს პოულობდა, ან თვითონ ხდებოდა ასეთი კერპი. ხალხი მის სიტყვებს აიდეალებდა, როგორც წმინდანს ისე უყურებდა, სთხოვდა უფალთან ეშუამდგომლა, სიტყვა შეეწია, რათა ღმერთს მათი ტანჯული ცხოვრებისთვის ეზრუნა, ნუგეში ეცა, შინაგანი ტკივილი გაექარვებინა და რაც შეიძლება მალე, ეს უსიამოვნო გარემო სასიკეთოდ გარდაექმნა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Aug 4 2011, 03:04 PM
Post #100


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



. . . მე, და ჩვენის სხვა წევრები, ამ ხნის განმავლობაში უდაბნოში ვიყავით და სინათლის რგოლს ვუცქერდით. ვღელავდით, არ ვიცოდით რა გვექნა, ის ის იყო ამ გვირაბში შესვლას ვაპირებდი, რომ სივრცეში გასასვლელი კარის წინ ორი ფიგურა დავინახე, ჯერ უკან დავიხიე, მაგრამ ჩვენდა გასახარად ისინი ოქსალქი და სიქსტო აღმოჩნდნენ,

ოქსალქი დაელოდა, სანამ სიქსტო მოგვიახლოვდებოდა, შემდეგ ხელი დაგვიქნია, სინათლის ღრუბელში შევიდა და თვალის დახამხამებაში გაქრა. ჯგუფის სხვა წევრებიც იმ წუთას შემოგვიერთდნენ. ყველამ სიქსტოსკენ გავწიეთ, გვინდოდა გვენახა თუ როგორ გრძნობდა იგი თავს. დედაჩემმა შვილის დანახვაზე სიხარულისგან შეჰკივლა, ჩემი დაიკოც აღფრთოვანებით შეხვდა ძმის გამოჩენას. მე და მარინა სიქსტოს მიუახლოვდით, ჩვენდა გასაკვირად მასში უცნაური სახეცვლილება შევნიშნეთ. ის წინანდელი სიქსტოსგან განსხვავდებოდა, თვალის ჭრილი დაგრძელებოდა, როგორც მონგოლოიდებს, თან დიდი ხნის გაუპარსავი იყო. ეს წარმოუდგენელი ამბავი იყო,ისე ჩანდა თითქოს იგი რამდენიმე საათით იყო გასული უდაბნოს ტერიტორიიდან. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?

ხოლო მონაყოლმა, რომ მან უცხოპლანეტელთან ერთად იუპიტერზე არსებულ კრისტალურ ქალაქში იმოგზაურა, კი საერთოდ შოკში ჩაგვაგდო. მიუხედავად იმისა, რომ მისი წასვლიდან, მხოლოდ თხუთმეტი წუთი იყო გასული, სიქსტო გვარწმუნებდა, რომ მოგზაურობა 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში იგი დედამიწიდან 640 მილიონი კილომეტრით დაცილებულ პლანეტა ჰანიმედზე იმყოფებოდა. მან ასევე მოგვითხრო, თუ როგორ ფიქრობენ ჰუმანოიდები “რამა ადამიანზე”, რომ ჩვენ მათთან კონტაქტის შემდეგ ახალი “რამა მისია” გვაკისრია!

დღეს არსებული რამა მისიის საიტი

http://www.rahmaesamar.com/portal/

Go to the top of the page
 
+Quote Post

7 Pages V  « < 3 4 5 6 7 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 06:21 PM