IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

9 Pages V  « < 7 8 9  
Reply to this topicStart new topic
> ანთროპოსოფია, რუდოლფ შტაინერი მისი ფუძე
earth
post Apr 10 2012, 11:25 PM
Post #161


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,159
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ჯურუ @ 10th April 2012 - 07:21 PM) *
აღარ მინდა თქვენი დახმარება, თეოსოფიით დავიწყე

smile.gif
მგონი სწორი გადაწყვეტილებაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
givi
post Apr 14 2012, 04:55 PM
Post #162


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 196
Joined: 17-March 12
Member No.: 6,757

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანტროფოსოფია როგორც მიმდინარეობა რუდოლფ შტაინერმა დააანონსა. ბლავატსკაიას გარდაცვალების შემდეგ თეოსოფიური საზოგადოების ხელმძღვანელის

ადგილი გამონთავისუფლდა; ამ პოსტზე დიდი პრეტენზია გააჩნდა შტაინერს, მაგრამ ბრიტანელებმა არ დაუშვეს ამ პოსტზე მისი დანიშვნა, და თუ არ ვცდები ანი

ბეზანტი, თუ ჩარლზ ლედბიტერი დაინიშნა; უფრო ანი ბეზანტი მე მგონი; განაწყენებული შტაინერი პროტესტის ნიშნად თეოსოფიის მსოფლიო საზოგადოებას

გამოეთიშა, და ჩამოაყალიბა ახალი მიმდინარეობა ანტროსოფია; შვეიცარიიაში, თუ არ ვცდები გეტენაუმში დააარსა ანტროფოსოფიის სკოლა; სხვათა შორის ამ

იდეებს იზიარებდნენ კონსტანტინე, და ზვიად გამსახურდიები, რომლებიც თანამშრომლობდნენ ამ საზოგადოებასთან. შტაინერი უდაოდ ძალიან ძლიერი მისტიკოსი

იყო, და წარუშლელი კვალი დატოვა ადამიანის შინაგანი სამყაროების შესახებ. მთლიანობაში ადამიანი მან დაყო ოთხ შემადგენელ ნაწილადsad.gifსხეულებად)

1. ფიზიკური სხეული, რომლის არსებობაც აშკარაა;

2. ეთერული ანუ, როგორც მან უწოდა თავისი ტერმინოლოგიით იმაჰინაციური სხეული: უფრო ზუსტად "სხეული" სადაც წარიმართება აზროვნება;

3. ასტრალური სხეული:

4. უმაღლესი "მე", რომელსაც არაფერი არა აქვს საერთო "ეგო"-თან

შტაინერის თანახმად ადამიანს შეუძლია მიაღწიოს თვითეულ ამ მდგომარეობას ეტაპობრივად; პირველი ფიზიკური სხეული როგორც ითქვა ეს უკვე

აშკარაა; მეორე ეთერულ ანუ იმაჰინაციური შეიძლება მიიღწიოს აზროვნების განსაკუთრებული ხარისხით, რომელსაც შტაინერმა სახიერი აზროვნება

უწოდა, და არა ჩვეული აბსტრაქტული; ასეთი აზროვნების არსი, მოკლედ რომ გითხრად იმაში მდგომარეობს, რომ რასაც აზრონნებ იმას გონების

თვალით, ანუ შინაგანად სახიერებებად უნდა ხედავდე; ამის მიღწევის შემდეგ ახერხებ იმას, რომ ქვეყნიერებისგან განურჩეველ ნაწილად აღიქვავ

თავს (ამაში მეც დავრწმუნდი, რომ ეს მართლაც ნამდვილად ასეა) ანუ როგორც თეოსოფია ამბობს: "ყველაფერი არის ყველაფერში, და ყველაფერი

ემსახურება ყველაფერს;" შემდეგ მოდის ასტრალური ნაწილი, რომლის მისაღწევად, შტაინერის თანახმად საჭიროა "სულის ღრმა მდუმარება" ანუ

არც ერთი აზრი არ უნდა გაკრთეს თავში; ეს იწვევს ერთგვარ სიცარიელეს გონებაში (გარკვეულ შიშსაც) მაგრამ ეს შიში გრძელდება ძალიან

ცოტა ხანს, რის შემდეგაც ადამიანის შიგნით, ყელთან მეხუთე ჩაკრაში დაირხევა შინაგანი ხმა, რომელსაც შტაინერმა კოსმოსური ლოგოსის

ხმა უწოდა; ყელში, ხორხის ადგილას საიდანაც ჩვეულებრივი საუბრის დროს ჩვენი ხმა ამოდის, ზუსტად იქამდე მოდის ეს ხმა შიგნიდან, ხერხემლის

მხრიდან, და გაუწყებს იმას რასაც გაუწყებს; შემდეგ სიყვარულის როგორც ასეთის, და არა ისეთის როგორც ზოგადად ეს ადამიანებს მიაჩნიათ, ანუ

ყოველგვარ "ფლობაში," და "მორჩილებაში"; იმაჰინაციურ-ასტრალური სხეულების დახმარებით, ნამდვილი ჭეშმარიტი სიყვარულის განცდის დროს

რომელიც უნდა განიცადო ყოველგვარი მიზეზისა და ობიექტის გარეშე, უბრალოდ უმიზეზო, და სავსე როგორც ასეთი; იხსნება ნამდვილი ჭეშმარიტი

"მე" და იმაჰინაციური აზროვნების დახმარებით დაინახავ უამრავ ადამიანებს (შინაგანად) რომლებსაც თავიდან ვერ ცნობ ვინ არიან, ხოლო შემდეგ

აცნობიერებ რომ ყველა ეს ადამიანი შენ თითონ ხარ წინა ცხოვრებებში გამოვლილი, და ეს საერთო თვითონ-ობა არის შენი ჭეშმარიტი ღვთაებრივი

"მე. "



აი სახელდობრ მოკლედ რაც შეიძლება ითქვას რუდოლფ შტაინერის გარშემო.



--------------------
Все что есть – это уроки. Одна нескончаемая школа. И нет никакой иной причины для существования всего, что есть.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ადამიანი...
post May 4 2012, 01:14 PM
Post #163


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 35
Joined: 9-February 12
Member No.: 6,717

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



givi
QUOTE(givi @ 14th April 2012 - 04:55 PM) *
განაწყენებული შტაინერი პროტესტის ნიშნად თეოსოფიის მსოფლიო საზოგადოებას

გამოეთიშა, და ჩამოაყალიბა ახალი მიმდინარეობა ანტროსოფია;

არაა მართალი. ახალგაზრდა კრიშნამურტის ქრისტედ შერაცხვას შეეწინააღმდეგა შტაინერი და ამის გამო მოხდა განხეთქილება მასსა და თეოსოფიურ საოგადოებას შორის. ამის გამოც წამოვიდა.

მტელი ტექსტი სავსეა ისეთი დიდი უზუსტობებით , რომ კომენტირება არ მინდა.
უბრალოდ კარგი იქნებოდა თუ აღნიშნავდი, რომ
QUOTE(givi @ 14th April 2012 - 04:55 PM) *
აი სახელდობრ მოკლედ რაც შეიძლება ითქვას რუდოლფ შტაინერის გარშემო.

კი არა, არამედ "შეიძლება ითქვას" შენი გაგებით და შენი აზრით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
givi
post May 5 2012, 08:34 PM
Post #164


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 196
Joined: 17-March 12
Member No.: 6,757

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კარგი მაშინ შენი აზრი გვითხარი. კრიშნამურტის ამბავი იდგა იდეაში, მაგრამ თეოსოფიური

საზოგადოებას, კერძოდ ლედბიტერს, და ანი ბეზანტს უნდოდათ მისი "მაიტრეიად" (მსოფლიო

მასწავლებელი) გამოცხადება, შტაინწრი წინაღუდგა ამას, მაგრამ ეს იყო კონფლიკტის ერთი მცირე ნაწილი.

სინამდვილეში ე. ბლავატსკაიას შეცვლა სურდა, იგი ბლავატსკაიას ტერმინოლოგიებსაც თავისი ტერმინოლოგიებით

ცვლიდა, ეს ხომ უკვე გასაგები იყო რასაც ნიშნავდა. "ან მე ვიქნები მთავარი თეოსოფი, ან სართოდ წავალ თქვენგან".

კრიშნამურტის გამოჩენამ კი საბბლოო წერტილი დაუსვა ამ დაპირისპირებას.

"Под управлением Штейнера, много выступавшего по Европе с лекциями о духовной науке, немецкое отделение Теософского общества быстро выросло. В этот период Штейнер использовал своеобразный подход, заменяя терминологию Елены Блаватской своей собственной, основывая свое духовное исследование и учение на западной эзотерической и философской традиции. Это и другие разногласия, в частности, непринятие утверждения Ледбитера и Безант о том, что Джидду Кришнамурти являлся новым воплощением Майтрейи, или мирового учителя[8], привело к формальному разрыву в 1912/13 годах[1], когда Штейнер и большинство членов немецкого отделения вышли из состава общества и сформировали новое, Антропософское общество."







--------------------
Все что есть – это уроки. Одна нескончаемая школа. И нет никакой иной причины для существования всего, что есть.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ადამიანი...
post May 6 2012, 12:10 AM
Post #165


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 35
Joined: 9-February 12
Member No.: 6,717

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



givi
რისი თქმაც პირადად მე შტაინერზე ან ანთროპოსოფიაზე შემეძლო, დავწერე უკვე ამ თემის პირველ გვერდებზე, შემდეგ შინაარსობრივადაც არის გავრცობილი სხვათა მიერ გარკვეული პუნქტები, არა მაქვს საშუალება ამ გავრცობაში მივიღო მონაწილეობა.
არ ვიცი, ეს ციტატა საიდანა გაქვს გადმოტანილი, მაგრამ არც ამ ციტატაშია ის აზრი ჩადებული, რომ განხეთქილება "მთავარი თეოსოფის" პოსტისთვის მოხდა, არცერთი შენს მიერ ზემოთდასახელებული პიროვნებებიდან არ იყო ამით დაინტერესებული. მითუმეტეს შტაინერი. მის მიღვაწეობას რომც თავი დავანებოთ, ბევრი მისი თანამედროვის მოგონებები მაქვს მასზე წაკითხული (წარსულში დაინტერესებული ვიყავი მისი პიროვნებით) და აშკარაა, რომ :განხეთქილების საფუძველი იყო თეოსოფების ტენდენციური მიდრეკილება აღმოსავლეთისადმი და მათ მიერ ქრისტეს რაობის ვერ გაგება, რასაც კრიშნამურტის მაგალითიც ადასტურებს. შტაინერის არჩეული გზა კი იყო დასავლურ-ქრისტიანული.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Aug 8 2020, 11:44 AM
Post #166


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დღეს ფეისბუკზე აღმოვაჩინე გვერდი დალაიქებული მქონია და თურმე საკმაოდ ბევრი ლიტერატურა ელ წიგნები დევს, ვინც ჩემსავით ეძებდით და ვერაფერს პოულობდით ეს გვერდია:
https://www.facebook.com/Antroposopia/
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Aug 9 2020, 12:21 PM
Post #167


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყველას გირჩევთ, რომ სანამ შტაინერის ლექციათა კურსებს წაიკითხავთ მანამდე წაიკითხოთ "თეოსოფია" და "იდუმალთმეტყველების ნარკვევი". რადგან ლექციების შინაარსი იმას ითვალისწინებს, რომ ამ ლექციების მსმენელს ან წამკითხველს მინიმუმ ეს ორი წიგნი ექნება წაკითხული. სხვანაირად ბევრი რამე გაუგებარი იქნება. ამიტომაც ეჩვენება ბევრს ანთროპოსოფია გაუგებრობად, რომლის თავსა და ბოლოს ვერ იგებენ. ჯერ წერილობითი შრომებია წასაკითხი (ძირითადები) და მერე შეიძლება უკვე ლექციებზე გადასვლა.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

9 Pages V  « < 7 8 9
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 10th November 2024 - 10:14 PM