IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ღმერთის არსებობის საუკეთესო არგუმენტები, უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლ
FERRE
post Jan 5 2015, 05:37 AM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 146
Joined: 20-May 13
From: Tbilisi
Member No.: 7,097

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ღმერთის არსებობის საუკეთესო არგუმენტები

"პოლონელი მღვდელი და მათემატიკოსი მიხალ ჰელერი ტემპლტონის პრემიის ლაურეატი და მეცნიერული მიღწვევებისათვის დაწესებული ყველაზე დიდი ფულადი ჯილდოს მფლობელი გახდა. გასულ კვირას ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე მას საზეიმოდ გადასცეს მილიონ 600 ათასი დოლარი. ეს ჯილდო კათოლიკე მღვდელმა იმით დაიმსახურა, რომ მისი სამეცნიერო ნაშრომები ღმერთის არსებობის ირიბ დადასტურებას შეიცავს.

პროფესორი მიხალ ჰელერი 72 წლისაა. იგი კოსმოლოგიის სპეციალისტი გახლავთ, თუმცა მისი მოღვაწეობის სფერო მათემატიკას, ფილოსოფიასა და მეტაფიზიკასაც მოიცავს.

ტემპლტონის პრემიაზე მისი კანდიდატურა კრაკოვში მდებარე იაგელონის უნივერსიტეტის რექტორმა კაროლ მუიჟელმა წარადგინა.

"მისი უნიკალურობა ისაა, რომ იგი ერთდროულად შემოქმედებითი მეცნიერი და მოაზროვნე მორწმუნეა. მეცნიერებაში ამას ტრანსცედენტალური საიდუმლოს შეგრძნება მოაქვს, რელიაგიაში კი - სამყაროს დანახვა მეცნიერის ფართოდ გახელილი თვალებით.

"მან მეცნიერების თეოლოგიურობის მცნება დაამკვიდრა. მან შეძლო ეჩვენებინა, რომ რელიგია, რომელიც მეცნიერული კვლევებისაგან თვითიზოლირებას ახდენს, არადამაჯერებელია, ხოლო მეცნიერება, რომელიც სამყაროს აღქმის სხვა გზებს უარყოფს, ბრმაა", - ასე შეაფასა თავისი პროტეჟეს მოღვაწეობა მუიჟელმა.

ტემპლტონის ფონდის თავმჯდომარე ჯონ ტემპლტონი კი ამბობს, რომ "მიხალ ჰელერის მისწრაფებამ სამყაროს უფრო ღრმად შეცნობისაკენ ერთის მხრივ რელიგიურ კონცეპციებში მნიშვნელოვან წინსვლამდე მიგვიყვანა და მეორეს მხრივ მეცნიერების ჰორიზონტები გააფართოვა".
რას ამტკიცებს პოლონელი პროფესორი და მღვდელი

მისი თეორია ღმერთის არსებობას პირდაპირ არ ადასტურებს, თუმცა მნიშვნელოვნად ცვლის დღეს გაბატონებულ შეხედულებას სამყაროს მატერიალურობის შესახებ. პროფესორმა ჰელერმა გამოიყვანა რთული მათემატიკური ფორმულა, რომელიც საშუალებას იძლევა სამყაროში მომხდარი ყველა მოვლენა, მათ შორის შემთხვევითობებიც, მათემატიკური გამოთვლებით აიხსნას.

ჰელერის შრომები სამყაროს შექმნის ფუნდამენტური თეორიის შექმნის მცდელობის გარშემოა აგებული. სპეციალისტთა თქმით, იგი თავის კვლევებში აინშტაინზე შორს მიდის კვანტური მექანიკის, კოსმოლოგიის, ფიზიკისა და მათემატიკის სფეროში და შეიცავს ჰაიზენბერგის განტოლების საკუთარ ვერსიას.

პოლონელი მღვდელი ასე მსჯელობს: თუ ჩავთვლით, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ჰყავდა შემოქმედი. მაგრამ, თუ სამყარო ავტონომიურია, არ აქვს საზღვრები, არ აქვს დასაწყისი და დასასრული - მაშინ იგი უბრალოდ არსებობს. ასეთ შემთხვევაში სადაა შემოქმედის ადგილი.

ჰელერი ეწინააღმდეგება სამყაროს წარმოშობის ნიუტონისეულ კონცეფციას, ანუ იდეას აბსოლუტური დროის, აბსოლუტური სივრცისა და ღმერთის შესახებ, რომელიც ქმნის ენერგიასა და მატერიას. მან მკვლევარებს შესთავაზა დაუბრუნდნენ თეოლოგიის ტრადიციულ დოქტრინას, რომლის თანახმადაც საყაროს შექმნა სივრცისა და დროისაგან დამოუკიდებელი აქტი იყო.

"მე ყოველთვის მინდოდა იმით ვყოფილიყავი დაკავებული, რაც ყველაზე მთავარია. და რა შეიძლება მეცნიერებასა და რელიგიაზე მთავარი იყოს. მეცნიერება ჩვენ გვაძლევს ცოდნას, რელიგია კი სამყაროს არსებობის არსს გვიხსნის. ის, რომ ეს ორი უდიდესი ღირებულება ხშირად ერთმანეთთან კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება - ეს პარადოქსია. ხშირად ვეკითხები ხოლმე საკუთარ თავს: როგორ შეიძლება განათლებული ადამიანები იმდენად ბრმები იყვნენ, რომ ვერ ხედავდნენ, რომ მეცნიერება უბრალოდ სწავლობს იმას, რაც შექმნა ღმერთმა", - განაცხადა თავად ჰელერმა.

ღმერთის არსებობის ალბათობა 62%-ია

ეს არ არის პირველი მცდელობა, როდესაც მეცნიერებმა მათემატიკური ფორმულებით სცადეს ღმერთის არსებობის დადასტურება და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს. მაგალითად გამოდგება გერმანელ მათემატიკოსთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც შარშან შემოდგომაზე გამოქვეყნდა.

მეცნიერთა მიზანი იყო გამოეთვალათ რამდენია იმის ალბათობა, რომ ღმერთი არსებობს. ამისათვის მათ მე-18 საუკუნის ცნობილი მეცნიერისა და მღვდელის თომას ბეისის მიერ გამოყვანილი ფორმულა გამოიყენეს. ცნობისათვის, თომას ბეისის კვლევების შედეგები თანამედროვე მეცნიერებაში მეტად აქტიურად გამოიყენება, განსაკუთრებით კომპიუტერულ პროგრამირებაში.

გერმანელი მეცნიერები კვლევას რამდენიმე მიმართულები აწარმოებდნენ - სამყაროს წარმოშობა და მოწყობა, ევოლუცია, სიკეთე და ბოროტება, რელიგიური დოგმატები და სხვა.

მათ თავიდანვე ჰიპოთეტურად დაუშვეს, რომ ღმერთი არსებობს, შემდეგ კი დაიწყეს გამოთვლა, თუ რამდენია ალბათობა იმისა, რომ: სამყარო სწორედ ღმერთმა შექმა; დედამიწაზე ევოლუცია ღმერთის ჩარევით განხორციელდა; სიკეთე ღმერთის გარეშე არ არსებობს და ასე შემდეგ.

ყველა დასმულ საკითხზე მათემატიკურად გამოთვლილი ალბათობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. ამ მონაცემების შეჯერებით კი მეცნიერებმა მთავარ კითხვასაც გასცეს პასუხი - ალბათობა იმისა, რომ ღმერთი არსებობს, 62%-ია.

და ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ახლახანს ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ მეცნიერთა დაახლოებით ორ მესამედს სწამს ღმერთის ამა თუ იმ ფორმით არსებობა. ამასთან, საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ სფეროთა წარმომადგენლები უფრო მეტად არიან ათეისტები, ვიდრე ჰუმანიტარული დარგების მიმდევრები."





ღმერთის არსებობის 16 მტკიცებულება

1.პირველი მტკიცებულება, რომელსაც შეიძლება ‘ეგზისტენციალური” დავარქვათ (ანუ “მტკიცებულება არსებობიდან”), ასე ფორმულირდება; რატომაა, რომ ყველაფერი, რაც არის, უმეტეს შემთხვევაში არსებობს, ვიდრე არ არსებობს?

რადგან რაიმეს შექმნა, ასევე ამ შექმნილის არსებობის მხარდაჭერა გაცილებით ძნელია, ვიდრე არაფრის ქონა. სცადეთ, მაგალითად, დამოუკიდებლად დააპროექტოთ კოტეჯი, ამოარჩიოთ მისთვის შესაფერისი ადგილი, ააშენოთ და მუდმივად წესრიგში გქონდეთ…ან, მაგალითისათვის, თქვენი ბოსტანი რომ ნამდვილ ბოსტანს ჰგავდეს, რეგულარულად უნდა დაიბაროს, დაირგოს, დაიმარგლოს, მოირწყოს და ა.შ. ეს რომ არ გააკეთოთ, ბოსტანი სარეველებით დაიფარება, გატყიურდება და ჩვეულებრივ მინდვრად გადაიქცევა გონიერი ზრუნვის კვალის გარეშე.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაიმე ნივთისა თუ სტრუქტურის არსებობა ითხოვს ენერგიის მუდმივ ხარჯვას, როცა მისი შიდა მარაგი იწურება ანდა გარედან მოწოდება ფერხდება, სტრუქტურა ირღვევა. ამიტომაც სამყაროს მუდმივი არსებობა წინააღმდეგობაშია, მაგალითად, თერმოდინამიკის მეორე საწყისთან, რომლის თანახმადაც, სამყაროს ყველა ვარსკვლავი უკვე უნდა ჩამქრალიყო და ატომებიც დაშლილიყო, თუკი, როგორც მატერიალისტი- ათეისტები ამტკიცებენ, ბუნება მუდამ არსებობდა.
და მაინც რატომ არსებობს იგი , როგორც ყოფიერება, როგორც მშვენიერი და საოცარი კოსმოსი? უეჭველად, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის მიერ შეიქმნა და დღემდე მის მიერვე იმართება.

ეს შემოქმედი - ღმერთია, რომელზეც ისააკ ნიუტონმა (1642-1727)< რომელმაც ჩამოაყალიბა მსოფლიო მიზიდულობისა და მოძრაობის კანონები, აღმოაჩინა დიფერენციული გამოთვლები, თქვა: ’ის სულ არსებობს; ყველგან არსებობს; ის აგებს დროისა და სივრცის ხანგრძლივობას”.

2. მეორე მტკიცებულება ასე ჟღერს:
რატომაა, რომ რაც არსებობს, კანონზომიერად და საოცრად მოწესრიგებულად, შეიცავს მთლიანის მოწყობის გონიერი გეგმის მარცვალს? ასეთი გეგმა არ შეიძლება არ გულისხმობდეს თავისი შესაძლებლობებით ზეადამიანური გონების არსებობას, ნამდვილად ღვთიური დამგეგმავისა (რადგანაც კანონზომიერება - გონების თვისებაა)?
ასე, ნიკოლოზ კოპერნიკი (1473 – 1543), რომელმაც შექმნა თეორია იმაზე, რომ უნივერსუმის ცენტრში არის მზე, ხოლო დედამიწა მხოლოდ ბრუნავს მის გარშემო, თვლიდა, რომ ეს მოდელი დემონსტრირებს სამყაროში ღვთის სიბრძნეს, რადგანაც “ვის შეეძლო მოეთავსებინა ეს ლამფა (მზე) სხვა უკეთეს პოზიციაზე?”
როდესაც მესაათე საათის მექანიზმს აწყობს, ის დაწვრილებით უთავსებს ერთ დეტალს მეორეს, იღებს ზუსტად გათვლილი სიგრძის ზამბარას, განსაზღვრული ზომების ისრებს, ციფერბლატს და ა.შ. შედეგად მიიღება მშვენიერი მექანიზმი, რომელიც თავისი მოწყობილობის მიზანმიმართულებისა და გაანგარიშების ფაქტით მისი შემქმნელის გონიერებაზე მიუთითებს. და რამდენად რთულია, ჰარმონიული და გონიერი ჩვენი სამყაროს მოწყობილობა, ამ მშვენიერი კოსმოსისა!

ალბერტ აინშტეინმა (1879 – 1955), ფარდობითობის თეორიის შემქმნელმა, ასე ჩამოაყალიბა ეს აზრი: ”ბუნებრივი კანონის ჰარმონია ისეთ ჩვენზე ბევრად აღმატებულ გონებას გვიჩვენებს, რომ მასთან შედარებით ადამიანური არსებების ნებისმიერი სისტემატური აზროვნება და მოქმედება უმაღლესი დონის წაბაძვაა მხოლოდ”.
სამყარო, როგორც ამბობდნენ ჯერ კიდევ ძველი ბერძნები, “კოსმოსია”, ანუ საოცრად მოწესრიგებული და ჰარმონიულად კომპლექსური სისტემაა, რაც შედგება ურთიერთდაკავშირებული ნაწილებისაგან, რომელთაგან თითოეული განსაკუთრებულ კანონებს ემორჩილება, ხოლო ყოველივე მთლიანობაში იმართება საერთო კანონების კომბინაციით, ასე რომ რომელიმე კერძო მიზნისაკენ სწრაფვა მთლიანის საერთო მიზნის მიღწევას უწყობს ხელს. ამიტომაც, შეუძლებელია იმის დაშვება, რომ ყოველივე ეს შემთხვევითობაა მხოლოდ, და არა გონიერი ანუ ღვთიური განგებულება.

3. ღმერთის ყოფიერების “კოსმოლოგიური მტკიცებულება” ჯერ კიდევ ძველების (კერძოდ, არისტოტელეს) მიერ იქნა დამუშავებული და ყველაზე ხშირად ასეთი სახით გვხვდება; ყოველ საგანს ამქვეყნად და ყველაფერს, და მთლიანობაში მთელ სამყაროს აქვს არსებობის თავისი მიზეზი, მაგრამ ამ თანმიმდევრობის, მიზეზების ამ ჯაჭვის უსასრულო გაგრძელება არ შეიძლება სადღაც უნდა იყოს პირველმიზეზი, რომელიც აღარაა განპირობებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველივე უსაფუძვლოა და “ჰაერში ეკიდება”.

ასეთ მიზეზზე საუბრობენ არა მხოლოდ ფილოსოფოსები, არამედ ბევრი ბუნებისმეტყველი და მეცნიერი. ასე, ცნობილი ლუი პასტერი (1822 – 18950), რომელმაც დაამუშავა რძის გაწმენდის საყოველთაოდ ცნობილი პროცესი, რომელიც მას შემდეგ მის სახელს ატარებს, ხშირად ახსენებდა “კოსმიურ ასიმეტრიულ ძალას”, რომელმაც შექმნა სიცოცხლე. ის თვლიდა, რომ ცნება მიზეზი “უნდა შეინახოს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ღვთიური იმპულსისათვის , რომელმაც შექმნა ეს სამყარო”.
გასაგებია, რომ ასეთ უმიზეზო მიზეზად ღმერთი გვევლინება:”ღმერთი ადამიანი არაა” - ის სულიერია (“იდეალურია” როგორც აზრი) ანუ არსებობს დროისა და სივრცის მიღმა, ამიტომაც არც წარმოიქმნება, არამედ არსებობს მარად, და ამ სიტყვის ფიზიკური მნიშვნელობის მიზეზი კი არაა, არამედ ხილული სამყაროსა და მისი კანონების შემქმნელია.

4. ”სამყაროს ანთროპული პრინციპი” როგორც სამყაროს მოწყობის გონიერი გეგმა და ღმერთის არსებობა, უნებლიეთ წინწამოწეული იქნა თანამედროვე მეცნიერების მიერ, რომელმაც უცებ აღმოაჩინა, რომ სიცოცხლე დედამიწაზე, ადამიანის გამოჩენა და ცივილიზაციის განვითარება შესაძლებელია მხოლოდ საკმაოდ მკაცრი და პარადოქსულად ნაკლებადშესაძლებელი პირობების არსებობითა და შეთანხმებით, რომლებიც თითქოს თავიდანვე იყო ჩადებული ბუნებაში: ფიქსირებული დაშორება მზიდან (სულ ცოტა ახლოს მასთან და ცოცხალი ორგანიზმები დაიწვებოდნენ, ცოტა შორს - გაიყინებოდნენ, იქცეოდნენ რა ყინულის უგრძნობ მთებად); დედამიწის ბრუნვა, რომლის გარეშეც დედამიწის ერთ ნახევარზე აუტანელი სიცხე იქნებოდა, მაშინ როდესაც მეორე შეიბოჭებოდა მარადიული ყინულით: დედამიწის განსაზღვრული ზომის თანამგზავრის არსებობა, რაც უზრუნველყოფს წყლის ნაკადების ცირკულაციის რთულ სისტემას; სასარგებლო წიაღისეული და რესურსები: ქვანახშირი, ლითონები, ნავთობი, წყლები და ა,შ. , რომელთა გარეშეც ვერ აღმოცენდებოდა და განვითარდებოდა ტექნოგენური ცივილიზაცია და ა.შ. მეტიც, თანამედროვე მეცნიერებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ მთელი სამყარო განლაგებულია და ორიენტირებულია ისეთნაირად, რომ მას ადამიანის თვალით შეგიძლია უყურო! ამ ფაქტორების არსებული კოორდინაცია, ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება ისეთია, რომ მისი “შემთხვევითი’ გამოჩენის შესაძლებლობა სავსებით გამორიცხულია.

5. მომდევნო მტკიცებულება კოსმოსის შექმნისა გონიერი ნების მიერ აგრეთვე ჩამოყალიბებულია თანამედროვე კოსმოლოგიისა და ფიზიკის წინა პლანზე, რომელთაც ყურადღება მიაქციეს სამყაროს იმ სახით არსებობის პარადოქსულობას, რა სახითაც ის არსებობს: გაირკვა, რომ მხოლოდ ოთხი საბაზო კონტაქტით, რომელთა გარეშეც ის ვერ იარსებებდა სტრუქტურულად ორგანიზებული მთლიანობის სახით, მათი “შემთხვევითი” წარმოქმნისა და ერთმანეთში კოორდინაციის ალბათობა უდრის დაახლოებით 10-ს მინუს 100 ხარისხში. და ბაზური კონტაქტი კი სულ ოთხია და არა მეტი…

6. შემდეგი “თელეოლოგიური” (ბერძ. “თელოსი” - შესრულება, შედეგი) მტკიცებულება ღმერთის ყოფიერებისა ზოგადი სახით ცნობილია ანტიკური დროიდან, როდესაც არისტოტელემ პირველმა შეამჩნია ზოგიერთი ცხოველის ორგანიზმში და თვით ბუნებაშიც მკაფიოდ გამოკვეთილი მიზანმიმართულების არსებობა. მაგრამ მხოლოდ თანამედროვე აღმოჩენებმა ბილოგიაში უდავოდ დაამტკიცა თელეოლოგიური მექანიზმების სისტემური ხასიათი და მათი აუცილებლობა პრაქტიკულად ყველა სახეობის ცოცხალი არსების არსებობისა და გადარჩენისათვის.

ამ მექანიზმების საქმიანობის ნაირსახეობას, მაგალითად, წარმოადგენს, სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის “წინასწარდადგენილი ჰარმონია”, რომელთათვისაც ჯერ კიდევ ემბრიონულ მდგომარეობაში წინასწარ იყო ცნობილი, რასთან მოუწევდათ შეჯახება დაბადების შემდეგ. და, რასაც ვერაფრით ხსნის დარვინის ევოლუციის თეორია - ნამარხი ორგანიზმების კვლევამ აჩვენა, რომ ბევრი მათგანი ფლობს ორგანოს, ათასწლეულებით რომ წინ უსწრებენ ახლანდელ გარემო პირობებს, ორგანოებს, რომლებიც ამ ცხოველების არსებობის აქტუალურ პრობებში აბსოლუტურად უსარგებლოა, სინამდვილეში კი ამ სახეობას გამოადგება ასი თაობის მერე, როდესაც არსებობის პირობები რადიკალურად შეიცვლება!

ისმის სრულიად სამართლიანი შეკითხვა, რომელზეც თანამედროვე ევოლუციურ თეორიას არა აქვს პასუხი: საიდან აქვს სხეულს გონების გარეშე ასეთი გასაოცარი წინა-ცოდნა მომავალი ცვლილებებისა და როგორ ძალუძს მას თვითონ გამოიწვიოს საჭირო ხელსაყრელი მუტაციები?

ეს გასაოცარი ფაქტი ცალმხრივად მიუთითებს, რომ სამყაროში არსებობს განვითარების განსაზღვრული და გონიერი პროგრამა, ანუ ბედისწერა, რასაც ვუწოდებთ კიდეც ღვთის განგებულებას.

7. ”ტრანსცენდენტული” მტკიცებულება იდეალური სამყაროსი და ღმერთისა ნაწილობრივ აღმოჩენილი იყო კანტის მიერ და შეიძლება ასე იყოს წარმოდგენილი: არსებობს სამყარო სივრცისა და დროის მიღმა სულიერი სამყარო, ინტელექტის, აზრისა და ნების თავისუფლების სამყარო, რაც მტკიცდება ყოველ ადამიანში აზრის არსებობით, რაც განეკუთვნება წარსულსა და მომავალს, ანუ “იმოგზაურონ” წარსულსა და მომავალში, აგრეთვე წამიერად გადაინაცვლონ სივრცის ნებისმიერ წერტილში.
ყოველ ჩვენთაგანს, როდესაც ცნობიერებას მივმართავთ ჩვენი აზრების სათავის წარმოქმნისაკენ, სულ ადვილად შეუძლია შეამჩნიოს, რომ ისინი თითქოს საიდანღაც მიღმიდან ჩნდებიან, აზრი თითქოს სულიერი სხივით პროეცირდება საიდანღაც, და ასხივოსნებს მატერიალურ ყოფიერებას მზის ათინათის მსგავსად - ვერავინ ვერასდროს ხელს ვერ დააფარებს მას, ის ყოველთვის ზევიდანაა მოქცეული…

ამრიგად, ადამიანური აზრი, თითქოს ტვინში რომ წარმოიშობა, აღმოჩნდება ერთდროულად მატერიის გარეთ და შიგნით იგი თითქოს აღმოცენდება ნეიროფიზიოლოგიური პროცესების წყალობით ტვინის ქსოვილებში, გარშემორტყმულია თავის ქალის ძვლებით, მაგრამ, ამავდროულად, პრინციპულად არსებობს ნებისმიერი მატერიის მიღმა, სივრცისა და დროის მიღმა. ამის წყალობით ადამიანი ცხადად შეიცნობს, რომ გააჩნია სულიერი ბუნება, რომელიც პრინციპულად სხვაა, ვიდრე ფიზიკური სამყარო, რომელიც მას გარს ეხვევა. მაგრამ აქედან გამომდინარეობს, რომ ეს სხვა ბუნება, ეს სული, რომლის გამოვლენაც ადამიანია, ასევე ფლობს გონებას, და თავისუფალ ნებას ისევე როგორც თვით ადამიანი.

8. შემდეგ მტკიცებულებას ალბათ შეიძლება, დავარქვათ “კრეაციონისტური” - ის ეფუძნება ბუნებაში ორგანიზმებისა და ცოცხალი სისტემების არსებობის ფაქტს, რომლებსაც (ევლოციური გზით) ნაწილაკებისგან ერთ მთელში გაერთიანება არ ძალუძთ ისე, როგორც ამას თვლის დარვინიზმი, არამედ შეიძლება შეიქმნან მხოლოდ ერთად, როგორც სწორედ ასეთი ორგანული მთლიანი. მათ, მაგალითად, შეიძლება მივაკუთვნოთ ცოცხალი არსებების გულის, ფილტვებისა და სისხლის მიმოქცევის სისტემები: შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ჯერ, დავუშვათ, წარმოიქმნა მხოლოდ სისხლის მიმოქცევა გული გარეშე, ხოლო შემდეგ თანდათანობით “მიეწება” გული და დაიწყო სისხლის გადაქაჩვა და მხოლოდ ამის შემდეგ განვითარდნენ ფილტვები.

9. ღმერთისა და სულიერი სამყაროს არსებობის მტკიცებულება, გამომდინარე პირადი გამოცდილებიდან ადამიანთა უმრავლესობა თავის ცხოვრებაში შეხვედრია ღვთიურისა და ზეადამიანურის “უცნაურ” გამოვლინებას; როგორც ღვთისქმნილის, ღვთიურის, ისე ბოროტულის, დემონურის, ანდა ,ალბათ, უფრო ხშირად, ასეთისაც და ისეთისაც ერთად.

რომ არ შევეხოთ ბევრისათვის საეჭვო “შორეული წარსულის თქმულებებს”, მოგიყვებით ერთ შემთხვევაზე, რომელიც ჩემს კოლეგას გადახდა თავს. ის მორწმუნე ოჯახიდან იყო, მაგრამ თავის დროზე დიდხანს ასწავლიდა “სამეცნიერო ათეიზმს” უმაღლეს სასწავლებლებში და, როგორც საბჭოთა ინტელიგენტების უმრავლესობა, არც ისე ზნეობრივად ცხოვრობდა. რამდენიმე პირადი ტრაგედიის გადატანის შემდეგ, მან შეიცნო თავისი ცხოვრების უზნეობა და ტაძარში წასვლა გადაწყვიტა. როდესაც მამაომ, - მიყვებოდა შემდგომში, წამიკითხა ცოდვების მონანიების ლოცვა, და ფეხზე წამოდგომა დავიწყე, უეცრად რაღაც უხილავმა ძალამ აქეთ-იქით მომისროლა ისე, რომ ფეხზე ვეღარ ვიდექი, მრევლი ორივე მხრიდან მაკავებდა, მუხლები მეკვეთებოდა და, დასასრულს, საოცარმა სისუსტემ შემიპყრო. ასე პირველად, საკუთარ თავში შევიგრძენი დემონები, ცოდვილს რომ სტანჯავენ, - დაასკვნა მან.

მსგავსი მაგალითის მოყვანა დაუსრულებლად შეიძლება.

10. მტკიცებულება ყველა ერსა და ხალხში ღმერთისა და ზეადამიანური ძალების არსებობიდან გამომდინარე ამა თუ იმ ფორმით, თუკი ინდივიდუმ-ათეისტები ბევრ ხალხში გვხვდება, “ათეისტური” ერი დედამიწაზე არ არსებობს.

11. მტკიცებულება კაცობრიობის გამოჩენილი გენიოსების ღვთის რწმენიდან გამომდინარე, მაგალითად, ნობელის ლაურეატების აბსოლუტური უმრავლესობისა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა მეცნიერს, რომლებმაც თავისი აღმოჩენებით ხელი შეუწყვეს თანამედროვე მეცნიერების განვითარებას (კოპერნიკი, კეპლერი, ნიუტონი, ბოილი, ბეკონი, პასტერი, ეინშტეინი) ღმერთის სჯეროდათ.

ასე, თანამედროვე ქიმიის ფუძემდებელი რობერტ ბოილი (1627 -1691) ყოველ დღეს ლოცვით იწყებდა, მეტიც, ირლანდიაში მისი მამულიდან შემოსავლის 2/3 ღარიბებსა და ეკლესიის მხარდაჭერას ხმარდებოდა, ხოლო 1/3 - ინდიელთა შორის ქრისტიანობის გავრცელებასა და მისიონერულ საქმიანობას.

ფრენსის კოლინზი, გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ამბობს: “როდესაც ჩვენ რაიმე ახალს ვიგებთ ადამიანის გენომის შესახებ, ყოველ ჯერზე მოწიწებას ვგრძნობ იმის გამო, რომ ახლა კაცობრიობამ იცის რაღაც ისეთი, რაც აქამდე მხოლოდ ღმერთმა იცოდა. მე არ მჯერა, რომ სამეცნიერო გამოკვლევები რამენაირად ემუქრება ღმერთს, პირიქით, ვფიქრობ, ღმერთი მხოლოდ მოიგებს ჩვენი ცნობისმოყვარეობიდან”.

12. ღმერთის ყოფიერების უცილობელ მტკიცებას წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიაში წმინდანთა და რელიგიურ მოღვაწეთა რეგულარული გამოჩენა, რომელთაც აქვთ უშუალო სულიერი გამოცხადებები ზევიდან და ამით მოწმობენ მის ყოფიერებაზე.

ეს არა მხოლოდ ისეთი წინასწარმეტყველებია, როგორიცაა, მაგალითად, მოსე ,, ისაია, იეზეკიელი, მუდამ ღმერთთან კავშირსი რომ იმყოფებოდნენ, არამედ მართლებიც, თავისი სინათლით ყოველ დროში ადამიანთა ცხოვრებას რომ ანათებდნენ და წარმართავდნენ.

ალბათ, საკმარისი იქნება მკითხველს უბრალოდ შევახსენოთ ისეთი დიადი რუსი წმინდანები, როგორიცაა სერაფიმე საროველი ან იოანე კრონდშტადელი, რათა მივხვდეთ, რომ ღმერთი ახლაც ასევე ხშირად მოგვმართავს, როგორც შორეულ ბიბლიურ დროში, ოღონდ თვალები გვქონდეს საცქერლად და ყურნი მოსასმენად.

ღმერთი ყოველთვის ჩვენთანაა, ეს ჩვენ, ჩვენი უძლურების დაგამო, ხან ვშორდებით მას, ხან კი კვლავ ვცდილობთ დავუბრუნდეთ.

13. მტკიცებულება საპირისპიროდან: გამოჩენილი ათეისტების პროექტების ტრაგიკული ბედი ( და ხშირად, საკუთარი სიცოცხლისა და ბედისაც). ამის ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს “ლენინ-სტალინის საქმე”და მათი მიმდევრებისაც, პირველად ისტორიაში რომ შეეცადნენ აეგოთ ათეისტური საზოგადოება “მეცნიერულ საფუძველზე” როგორც რუსეთის, ისე ევროპისა და აზიის ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიაზე.

ტრაგიკული აღმოჩნდა, მაგალითად, სსრკ-ს საუკეთესო ფილოსოფ-მატერიალისტის - ევალდ ვასილის ძე ილიენკოვის, ცნობილი საბჭოთა მწერლის ვაჟის, ლიტერატურაში სტალინის პრემიის ლაურეატის, ბედი. მთელი ცხოვრება ასაბუთებდა თეზისს ‘მატერიის თვითგანვითარების” შესახებ, რომელსაც არსებობისათვის სულაც არ სჭირდება არანაირი სულიერი საფუძველი, ევალდ ვასილი ძემ საბჭოთა ათეისტურ სინამდვილეში ვერ აღმოაჩინა ზნეობრივი საფუძვლები, ღმა დეპრესიაში ჩავარდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

14. საყოველთაოდ ცნობილია ზეგმრძნობიერი სამყაროს ყოფიერების “ეთიკური მტკიცებულება’, რაც გამომდინარეობს მორალისა და ეთიკური კანონების ობიექტური არსებობიდან, და სწორედ ისინი არეგულირებენ ადამიანური არსებების ქცევას.

მრავალი ფილოსოფოსის კვლევები ცხადყოფს, რომ მოვლენები და გარესამყაროს გავლენა მხოლოდ განსაზღვრულ დონემდე განსაზღვრავენ ადამიანთა ქცევას და ვერ აიძულებენ მათ ჩაიდინონ ესა თუ ის საქციელი: რაც უნდა ძლიერი იყოს გავლენა გარედან, ადამიანს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა გაწყვიტოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რასაც ემორჩილება უგონო ბუნება და მოიქცეს, როგორც თავისუფალი არსება, ანუ როგორც სხვა, არაამქვეყნიური სამყაროს არსება.!

ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ უბრალო მაგალითს:რატომ გასცემს ზოგი ადამიანი საბოძვარს, ზოგი კი არა?თითქოს, ეს უკანასკნელნი სავსებით ლოგიკურად და გონივრულად იქცევიან - რატომ უნდა მოიკლო სახსრები, ფული, თუკი წინასწარ იცი, რომ ვერავითარ კომპენსაციას ვერ მიიღებ?

მაშ პირველთ რაღა აიძულებთ გაიღონ, თუნდაც სულ მცირედი? ფიზიკურ სამყაროში, ბუნებაში არაფერია ისეთი რაც ახსნიდა მსგავს “ალოგიკურ” ქცევას - ამის ახსნა მიღმა დევს, ზეგრძნობიერ სამყაროში, სადაც სიყვარულის, სიკეთისა და მოწყალების დიადი ზნეობრივი იდეებია. ამავე ტიპის მტკიცებულებებს განეკუთვნება იმანუილ კანტის ცნობილი მსჯელობა, რამაც ნათლად აჩვენა, რომ ადამიანი თავის ქცევებსა და მოქმედებებში ხელმძღვანელობს ფასეულობებით, რაც არ განეკუთვნება მატერიალურ სამყაროს.

15. ფართო გავრცელება ჰპოვა აგრეთვე ღმერთის ყოფიერების მტკიცებულებამ სახელწოდებით “ესთეტიკური არგუმენტი”, რომელშიც ვკითხულობთ:ბუნებაში არსებობს ვარსკვლავური ცის, აისისა და დაისის, ჩრდილოეთის ციალის, ბუნების ჰარმონიული სურათების, ცოცხალი არსებების მშვენიერი სხეულების სრულყოფილი აგებულების და ა.შ. საოცარი ზებუნებრივი სილამაზე, რაც თითქოს სპეციალურადაა განკუთვნილი გონიერი არსების ადამიანის ესთეთიკური ტკბობისათვის, რადგანაც მის გარდა თვით ბუნებაში მისი მჭვრეტელი არავინაა.

უკვე ნახსენები რობერტ ბოილი ასეთ თრთოლვას განიცდიდა ბუნენის სილამაზის წინაშე, და ხშირად იმეორებდა: ” როდესაც ვსწავლობ ბუნების წიგნს…ხშირად წამოვიძახებ ხოლმე მეფსალმუნესთან ერთად: ო, როგორ მრავალფეროვანია შენი ქმნილებები, ღმერთო, შენი სიბრძნით შექმენი ყველანი!”

16. ღმერთის ყოფიერების მტკიცებულება “რეალურიდან აბსოლუტურ სრულყოფილებამდე”, ის შეიმუშავა თომა აქვინელმა: ბუნებაში არსებობს სრულყოფილების მკაფიოდ შესამჩნევი გრადაცია ყოფიერების სხვადასხვა სახეობებში, რაც შესაძლებელია გაგებულ იქნას მხოლოდ აბსოლუტურად სრულყოფილი არსების ანუ ღმერთის არსებობისას.
ეს მტკიცებულება ჯერ შეიძლება საკმაოდ რთულად მოგვეჩვენოს, მაგრამ მარტივი მაგალითი დაგვეხმარება მისი არსის გაგებაში:თუკი გაქვთ სახაზავი, ვთქვათ, 30 სმ სიგრძის, თქვენს კოლეგას კი - 50 სმ, თუკი არსებობს რულონად დახვეული მეტრები და გაზომვის სხვა საშუალებები, ესე იგი ეს ყოველივე არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ რეალურად არსებობს სივრცის ზომვითობა (მისი გავრცობადობა სხვადასხვა მიმართულებით) და სიგრძის იდეა.

ზუსტად ასევე შესაძლებელია ანალოგიური მაგალითების მოყვანა წონის, დროისა და ა.შ. საზომებით. მაგრამ ბუნებაში ვაკვირდებით გრადაციის უფრო რთული ფორმებსაც, მათ შორის კი უნიკალური ადგილი ეკუთვნის სრულყოფილების “ აღმავალ კიბეს” როგორც ცოცხალ, და არაცოცხალ ბუნებაში, ისე ადამიანთა საზოგადოებაში, აგრეთვე თვით ადამიანებს შორისაც: არსებობს, მაგალითად ლამაზი და მახინჯი ხეები, არის უბრალო, არაფრით გამორჩეული, არის “უბრალოდ” ლამაზი, მაგრამ გვხვდება საოცრად ლამაზი, სრულყოფილი ნიმუშები. და ასე არა მხოლოდ ხეების სახეობებს შორის, არამედ თევზების, ცხოველების, ადამიანთა რასებს შორისაც და ა.შ. - ყველგან შეიძლება იპოვო მეტად თუ ნაკლებად სრულყოფილი სახეობა. მაგრამ სრულყოფილების ეს სხვადასხვა ხარისხი არაცოცხალ ბუნებაში (მაგალითად, ქვებს შორის), საგნების, ცოცხალი არსებების ცალკეულ სახეობებს შორის, ვერ იარსებებდა, თუკი მათთვის არ იქნებოდა აბსოლუტური სრულყოფილების რეალურად არსებული საზომი, რომელსაც, მართალია, ჩვენ ვერ ვპოულობთ მატერიალურ სამყაროში, მაგრამ რომელსაც არ შეუძლია არ იარსებოს, და ეს სრულყოფილება არს ღმერთი!
ამაში მდგომარეობს მოცემული მტკიცებულების არსი.

ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ საიდანაც არ უნდა დავიწყოთ ადამიანის გარშემო მდებარე სამყაროს განხილვა, ყოველ გზას უცილობლად მივყავართ მისკენ, ვინც ის შექმნა და შეამკო, ვინც მას მუდმივად ასაზრდოებს და მიმართულებას აძლევს, და ვის გარეშეც ერთი წამიც კი ვერ იარსებებდა - ღმერთისაკენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
3 Pages V  < 1 2 3  
Start new topic
Replies (40 - 59)
FERRE
post Jan 8 2015, 06:49 PM
Post #41


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 146
Joined: 20-May 13
From: Tbilisi
Member No.: 7,097

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence
ეგრე ნებისმიერი სწავლება მოქმედებს ნებისმიერი რელიგიის ლიტერატურა ადამიანზე.. როგორც შენ გწამს რისიც ეხლა გწამს ეგრე სწამთ ვინც ბიბლია და სახარება წაიკითხეს და გულით მიიღეს.. ასევე ყურანზე და სულ ყველა მიმდინარეობაზე და რელიგიაზე..
რატომ ხარ დარწმუნებული რომ თქვენი ცოდნა ჭეშმარიტია და სხვა დანარჩენი არა? იქნებ როგორც მე მიწოდეთ თქვენც დაპროგრამებულები ხართ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Jan 8 2015, 09:24 PM
Post #42


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
Existence
ეგრე ნებისმიერი სწავლება მოქმედებს ნებისმიერი რელიგიის ლიტერატურა ადამიანზე.. როგორც შენ გწამს რისიც ეხლა გწამს ეგრე სწამთ ვინც ბიბლია და სახარება წაიკითხეს და გულით მიიღეს.. ასევე ყურანზე და სულ ყველა მიმდინარეობაზე და რელიგიაზე..
რატომ ხარ დარწმუნებული რომ თქვენი ცოდნა ჭეშმარიტია და სხვა დანარჩენი არა? იქნებ როგორც მე მიწოდეთ თქვენც დაპროგრამებულები ხართ?


საქმე იმაშია რო მე არ მწამს მე გნოზისის მომხრე ვარ, შესაბამისად გნოსტიკოსი

რეებისაც მწამს თუ ვუშვებ ნებისმიერ დროს შემიძლია გადავადგო


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jan 8 2015, 09:40 PM
Post #43


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Plasmodium
ციტატა
td.........
არ ვიცოდი ტაბურეტიან მამაოსთან თუ მეგობრობდი
ერთხელ როგორ არ წამოგცდა ააა????



მასე შენთანაც ვმეგობრობ, მაგრამ არც ეგ წამომცდენია სადმე!


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jan 8 2015, 09:42 PM
Post #44


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence
ციტატა
საქმე იმაშია რო მე არ მწამს მე გნოზისის მომხრე ვარ, შესაბამისად გნოსტიკოსი

რეებისაც მწამს თუ ვუშვებ ნებისმიერ დროს შემიძლია გადავადგო


ვაუ, რა მაგარი შვილი მყოლია დ არა ვიცოდი, ნუ რომ სნამია თუ სკემტა კი ვიცოდი, მარა ასეთი დონიიის! მდა..


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Plasmodium
post Jan 9 2015, 01:22 AM
Post #45


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 269
Joined: 7-October 12
Member No.: 6,901

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
არ გიყვართ თქვენს გამოჩენილ მეგობრებზე საუბარი. გასაგებია. 14 წლის შემდეგ წიგნი დაწერეთ "Встречи с замечательными людьми"-ს ფორმატში და იქ მოგვიხსენიეთ ყველა. მადლობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jan 9 2015, 11:45 AM
Post #46


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Plasmodium
მეეჭვება რამე დავწერო 14 წლის შემდეგ.. მაგრამ აი თQვენ კი გექნებათ შანსი გასვენებაში მოსულებს რომ აღნიშნოთ, მე მასთან ვმეგობრობდი, ან მე მას ვიცნობდიო სიამაყით, გულს რომ აჩქროლებს ხოლმე და გვერდზე მდგომისკენ მრავალმნიშვნელოვნად გადახედვით...


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jan 16 2015, 07:21 PM
Post #47


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



FERRE

QUOTE
შენ ჩემ სარწმუნოებას რო შეეხე აგდებულად მაგიტომ განვრისხდი და ეხლა ვნანობ..


მისმინე კარგად, ამ ფორუმზე ბევრი ნამდვილი ქრისტიანია.. ქრისტიანობა ცნობეირების გზაა და მდგაომრეობა. ეგზისტენსიც ქრისტიანია და ეგ უფრო ახლოსაა ქრისტესთან თავისი კითხევბით და პროტესტით და ინდვიდუალური ხედვით, ვდირე ის ატასობით ადამიანი ვინც ქრისტიანობას იბრალებს და ამაყობს სარწმუნოებით. ასე ვერავისთან ისაუბრებ ჯანსაღად იმიტომ რომ შინაგანი გამოცდილებები და განვლილი გზა თუ სხვადასხვაა, ტერმინოლოგია თუ სხადავსხვაა აზრი არ აქვს საუბარს.

შეგიძლია "ქრისტე", "ქრისტიანობა" არ ახსენო და ისე ჩამოაყალიბო შენი მსოფლმხედველობა? აი შენი პირადი შემეცნებული მე, ეკლესიის, სხვა მამაოების ნაწერების და ნათქვამები გამეორების გარეშე?


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
FERRE
post Jan 19 2015, 10:20 AM
Post #48


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 146
Joined: 20-May 13
From: Tbilisi
Member No.: 7,097

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანნა
დილა მშვიდობის ანა. შეხვედრაზე გახსენი თემა თუ შეიძლება და ,,ლაივში'' ვისაუბროთ ყველამ ერთად smile.gif
მოკლედ რომ ვთქვათ ძალიან, ძალიან მინდა რომ ამ ქვეყნიური სიკვდილის მერე არსებობდეს რამე.. ძალიან არ მინდა რომ მანდ მთავრდებოდეს ყველაფერი ((
ძირითადად მსგავს ქადაგებებს და მიმდინარეობებს ვეცნობი ვისაც სჯერათ და ,,იმედს არ გვიკლავენ'' რომ არსებობს მერეც სიცოცხლე მარადიული..
თუნდაც თქვენი საიტი.. ვიცი რომ გჯერათ სხვა განზომილებაში სულის სიცოცხლის გაგრძელების და არ ფიქრობთ რომ უბრალოთ დავიღუპებით და მანდ მთავრდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 19 2015, 02:06 PM
Post #49


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეც მჯერა რომ არსებობს, თუმცა რამდენად უნდა მიხაროდეს ეს არ ვიცი biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 19 2015, 06:46 PM
Post #50


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,134
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეც მჯერა რომ არსებობს. მჯერა იმიტომ, რომ არსებობს მეხსიერება, „გახსენება“ წინა ცხოვრებებისა. თუ არსებობს წარსული,– არსებობს მომავალიც.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jan 21 2015, 01:02 AM
Post #51


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე იმაზე ვჩალიჩობ, სიკვდილამდე გავაქრო სიკვდილი )))) ვიცი რომ არსებობს ეს ფენომენი, ფიზიკურ სიკვდილამდე გაქრეს სიკვდილის, ეგოს სიკვდილის შიში თუ რაცაა, გავიცნობ ალბათ ვინმეს ან ეხლაც მყავს და არ ვიცი რომელია, მაგრამ ამას გამოვცდით და სიკვდილამდე გაქრება სიკვდილი. მარადიული რომ ვარ და ოქროს უსასრულობა ეგ დიდი ხანია ვიცი, როცა ყველა გაიგებს და იგრძნობს ვინაა ალბათ ჩვენი რეალობა ცოტა გაუმჯობესდება, ვიღაც ბრმა ფანატიკოსებს არ სჯერათ და ამპარტავნებაში ან ეშმაკით შეპრყობილობაში მითვლიან ხოლმე biggrin.gif

FERRE

შენ არ დაგივიწყებ ჩემს მიმართ რეებიც მომწერე, იმიტო რო ეგ არის ტიპური ხედვა ყველა "ქრისტიანი" და სხვა რელიგიის მიდევრების, არ იცნობდე ადამიანს და ეგეთები დასწამო, იქნებ შენზე მეტად შევიცანი სული და სევხებივარ ჭეშმარიტებას? ვინ ვარ წარმოდგენაც არ გაქვს და რეებს მეუბნები, და ასევე ეუბნები ყველას და ფიქრობ ყველაზე დარწმუნებული ვარ.. რომ მათ შენი შველა სჭირდებათ.. შენი პირველი პოსტები კარგად გადაიკითხე რაა smile.gif რაც მითხარი მხოლოდ შენივე თავზე მეტყველებს და აუცილებლად განვიხილავთ ჩვენ მაგას smile.gif


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 21 2015, 07:51 AM
Post #52


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,134
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რონდა მპერნი წერს ერთ ადგილას (არ მახსოვს რომელ წიგნშია ეს დაწერილი),– ჩვენ ვცოცხლობთ დაახლოებით ასი წელი ეს ჩვენი აზრია და მაგიტომაც არ ვცოცხლობთ მეტს. ადამიანი თუ ირწმუნებს რომ ცოცხლობს 1000 წელს ის მიაღწევს ამას. ყველაფერს ჩვენ ვქმნით, რეალობა ჩვენი აზრებიდან იბადება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jan 21 2015, 12:21 PM
Post #53


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰო, გენეტიკურად მშობლებიდან ხომ გადმოგვყვა მათი დნმ და აზრებიც და წარმოდგენებიც, იმიტომ ვერ დავფრინავთ რომ გვჯერა ფრენა შეუძლებელია და ა.შ.. ჩვენ წინაპრებშიც იყო ეს რწმენები და გადმოგვყვა. თუმცა დნმ_იც იცვლება და ეგ ყველაფერიც ქრება როცა ვითარდები, სხვა ვიბრაციებზე გადადიხარ. საოცარია რგორ ქრება ყველაფერი, უკან იყურები და სხვა ადამიანი იყავი სხვა სამყაროში მცხოვრები.. რისიც გჯერა, ნებისმერი წარმოდგენა თუნდაც ხუთი წლის წინანდელი შენს დღევანდელ რეალობაზე მოქმედებს. შენშია, არაფერი იკარგება და იმიტომ ის რომ დღევანდელი რეალობა ასეთი გაქვს, შინაგანიდა გარეთ ანარეკლი რეალობა.. ეგ შენივე დაბადებიდან აზრები,წარმოდგენების შედეგია. სინამდვილეში ცარიელი ფურცელია ყველაფერი ამ რეალობაში, ყველაფერს ჩვენ ვქმნით... ჯერ ჩვენი სუბიექტური ეგოა, მერე ოჯახის, მერე ქვეყნის, მერე პლანეტის.. შრეებია და ცნობიერება რომ ფართოვდება ცდება ამ საზღვრებს. და სანამ შიგნით ხარ, რატო უნდა გამოთქვა რამეზე პრეტენზია.. იმის გარდა რო გახვიდე რა უნდა განაღლებდეს? ვიღაცის გარეგნობა ან ცხოვრების წესი..
ან ფერრემ როგორ დაიწყო ჩვენი სულებისთვის ლოცვა, მართლა სასაცილოა და სისულელეა.. მიხვდება თვითონ მალე იმედია biggrin.gif


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
FERRE
post Feb 5 2015, 08:51 PM
Post #54


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 146
Joined: 20-May 13
From: Tbilisi
Member No.: 7,097

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანნა
მოდი ემოციები დაიოკე და რაც მოგწერე თუ არ გესმის მაშინ კარგად იყავი.. 7 მილიარდი ადამიანია დედამიწაზე და შენ ვინმესგან გამორჩეული რატო გგონია თავი? ზუსტადაც რომ ბაქტერიებს ვგავართ კოსმოსიდან არც ვჩანვართ საერთოდ და ერთ დღეს რომც გავქრეთ ყველა არც არაფერი შეიცვლება სამყაროში..
მხოლოდ 0.0000000000001 %-ია დედამიწა.. ცოტა ფიზიკითაც დაინტერესდი აბა.. ასტროფიზიკა, კვანტური მექანიკა და ასე შემდეგ.. გამომივიდა ესეც გასხივოსნებული ))) 1 სასწაულის ჩადენაც რომ შეგეძლოს და განსხვავდებოდე თუნდაც ჩემგან 1 მილიონს მიიღებ.. არ გჯერა? არსებობს ესეთი პროექტი და თუ ვინმე რამე სასწაულს ჩაიდენს 1 მილიონს უხდიან და 1 კაციც არ არის ვინც მილიონი მოიგო.. მსურველები იმდენია რამდენამდეც თვლა შეგიძლია..
ეს არის ლინკი და ტრუხა არაა.. წამო დაამტკიცე რო ჩემზე მეტი შეგიძლია და 1 მილიონს ჩაგახუტებენ.. http://web.randi.org/the-million-dollar-challenge.html
ეს არის ჯეიმს რანდის პროექტი.. ნებისმიერ ადამიანს ვისაც აქვს ზებუნებრივი შესაძლებლობები შეუძლია მოიგოს 1 მილიონი დოლარი.. უბრალოდ ლაბორატორიაში კონტროლის ქვეშ მოუწევს თავისი უნარის გამოვლენა.. აქ რო ხალხს აბოლებ და საკუთარ თავსაც მოდი და მიიღე ამ პროექტში მონაწილეობა.. ენები კი გაქვთ გრძელი... ფანატიზმი დამღუპველია დეიდა.. კარგ ფსიქოლოგს გირჩევ გინდა?
Go to the top of the page
 
+Quote Post
FERRE
post Feb 5 2015, 08:55 PM
Post #55


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 146
Joined: 20-May 13
From: Tbilisi
Member No.: 7,097

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანნა
მოდი ემოციები დაიოკე და რაც მოგწერე თუ არ გესმის მაშინ კარგად იყავი.. 7 მილიარდი ადამიანია დედამიწაზე და შენ ვინმესგან გამორჩეული რატო გგონია თავი? ზუსტადაც რომ ბაქტერიებს ვგავართ კოსმოსიდან არც ვჩანვართ საერთოდ და ერთ დღეს რომც გავქრეთ ყველა არც არაფერი შეიცვლება სამყაროში..
მხოლოდ 0.0000000000001 %-ია დედამიწა.. ცოტა ფიზიკითაც დაინტერესდი აბა.. ასტროფიზიკა, კვანტური მექანიკა და ასე შემდეგ.. გამომივიდა ესეც გასხივოსნებული ))) 1 სასწაულის ჩადენაც რომ შეგეძლოს და განსხვავდებოდე თუნდაც ჩემგან 1 მილიონს მიიღებ.. არ გჯერა? არსებობს ესეთი პროექტი და თუ ვინმე რამე სასწაულს ჩაიდენს 1 მილიონს უხდიან და 1 კაციც არ არის ვინც მილიონი მოიგო.. მსურველები იმდენია რამდენამდეც თვლა შეგიძლია..
ეს არის ლინკი და ტრუხა არაა.. წამო დაამტკიცე რო ჩემზე მეტი შეგიძლია და 1 მილიონს ჩაგახუტებენ.. http://web.randi.org/the-million-dollar-challenge.html
ეს არის ჯეიმს რანდის პროექტი.. ნებისმიერ ადამიანს ვისაც აქვს ზებუნებრივი შესაძლებლობები შეუძლია მოიგოს 1 მილიონი დოლარი.. უბრალოდ ლაბორატორიაში კონტროლის ქვეშ მოუწევს თავისი უნარის გამოვლენა.. აქ რო ხალხს აბოლებ და საკუთარ თავსაც მოდი და მიიღე ამ პროექტში მონაწილეობა.. ენები კი გაქვთ გრძელი... ფანატიზმი დამღუპველია დეიდა.. კარგ ფსიქოლოგს გირჩევ გინდა?
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Feb 6 2015, 12:30 AM
Post #56


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,134
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



FERRE
QUOTE
რო ხალხს აბოლებ და საკუთარ თავსაც მოდი და მიიღე ამ პროექტში მონაწილეობა

იცით არ გინდათ ასეთი სიტყვები. არაფერს მოიტანს...
რბილად და სიყვარულით ილაპარაკეთ ყველა ადამიანთან, ასე ჯობია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Feb 19 2015, 08:41 PM
Post #57


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სასწაული რას ნიშნავს? მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია სასწაულის ჩადენა?
ქრისტე ხალხს კურნავდა, უამრავი წმინდანიც ახერხებდა ამას - არის თუ არა სასწაული ხალხის განკურნება?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Feb 19 2015, 10:55 PM
Post #58


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"სასწაული ისაა ძროხა მწვანე ბალახს რო ჭმას და თეტღ რძეს იძლევა"



--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Feb 21 2015, 08:06 PM
Post #59


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



FERRE

მადლობა მითხარი, რამდენი აგრესია გამოგავლენინე რომელიც გაქვს და ვერ ხვდები.. ხოდა ეხლა შეხედე თავს და დაინახე. სპეციალურად დაგელაპარაკე ისე სადამდე მიხვდიოდი მაინტერესებდა smile.gif კარგი შენ ქრისტეს მხედარი და ღვთის მადლით სავსე ხარ.. ყველაფერს ყოველთვის სწორს ამბობ, ღვთის საჩუქარი ხარ საქართველოსთვის და ამ ფორუმისთვის მოვლენინო რომ შენმა წმინდა ლოცვამ გადაგვარჩინოს, დამშვიდდი? ახლა დააკვირდი შენ თავს რა გამოვლინე ჩემ მიმართ, გადაიკიტხე შენი პოსტები, რაც შენშია დაინახე wink.gif


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Dec 25 2022, 11:19 AM
Post #60


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,134
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(FERRE @ Jan 5 2015, 06:40 AM) *
გვაქვს კი დრო?
იგავი,რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს

სატანამ ეშმაკების საყოველთაო კრება მოიწვია. თავის შესავალ სიტყვაში მან თქვა: „ჩვენ ვერ დავუშლით ქრისტიანებს იარონ ეკლესიაში, იკითხონ ბიბლია და ღმერთან კავშირი დაამყარონ. როგორც კი ისინი უფალთან მივლენ, ჩვენ მათზე გავლენას ვკარგავთ. დაე, იარონ თავის ტაძრებში, მაგრამ ჩვენ მათ დრო მოვპაროთ-მათი დრო! ასე რომ ისინი სულ დაკავებულები იქნებიან, ვერ გამონახავენ დროს ლოცვისა და სინანულისათვის და შესაბამისად ვერც ქრისტეს მიეახლებიან”.

„აი რა უნდა გავაკეთოთ,-თქვა ბოროტმა,- მთელი დღის განმავლობაში თქვენ მათ ხელი უნდა შეუშალოთ ღმერთთან დაახლოებაში.”

-„კი მაგრამ ეს როგორ უნდა შევძლოთ?”- შესძახეს დემონებმა.

-„დააკავეთ ისინი წვრილმანებით, მოიფიქრეთ სხვადასხვა საშუალებები, რომ მათი გონება უაზრო საქმეებით იყოს დატვირთული და რაც მთავარია, ჩაუნერგეთ სიმდიდრისა და მატერიალური კეთილდღეობისაკენ-მამონისაკენ ლტოლვა. განსჭვალეთ ისინი დიდი ფულის, ძვირფასი მანქანების, ბინებისა და აგარაკების შეძენის სურვილით. იშოვნონ რაც შეიძლება ბევრი ფული, იარონ რესტორნებსა და კაფეებში, იყიდონ ძვირფასი ტანსაცმელი და ავეჯი. აცდუნეთ ისინი, რომ ხარჯონ და ხარჯონ, ისესხონ და ისესხონ, აიღონ კრედიტები და ამით ბანკის კაბალაში მოხვდნენ. ხოლო როცა ისინი მომხვეჭელობით დაავადდებიან, მათ ქრისტესათვის აღარ ეცლებათ…

დაარწმუნეთ ცოლები დიდხანს დარჩნენ სამსახურში, ხოლო ქმრები-კვირაში 6-7 დღე და დღეში 11-12 საათი იმუშაონ, მათ დრო აღარ ექნებათ მიხედონ ოჯახებს და აღზარდონ შვილები, არ მისცეთ შვილებთან ურთიერთობის საშუალება და მაშინ მათი შვილები დღე და ღამე ქუჩაში იქნებიან, ცუდ წრეში მოხვდებიან, აღარ ისწავლიან და შესაბამისად მადგან კარგი აღარაფერი გამოვა. მათ ოჯახები დაენგრევათ, მარტო სულები გახდებიან და ჩვენც გალოთებაში დავეხმარებით.

გააქტიურეთ ადამიანების გონება ისე, რომ მათ სახლებში მუდმივად მუშაობდნენ ტელევიზორები და კომპიუტეები და ისინი ლოცვისათვის ვეღარ მოიცლიან. 24 საათის განმავლობაში დატვირთეთ მათი გონება ახალი ამბებით და რეკლამებით. გააკეთეთ ისე, რომ მთელი დღის განმავლობაში მათი თვალი რეკლამას, საინფორმაციო ბიულეტენს, მომსახურებას და აუხდენელ ოცნებას ხედავდეს.

ცოლები გადაქანცეთ, რათა მათ ღამე ქმრებთან ალერსი ვეღარ შეძლონ და როცა ისინი მეუღლეებს სიყვარულს ვერ მისცემენ, ქმრები სიყვარულის ძებნას სხვაგან დაიწყებენ. ამით თქვენ მათი ოჯახების ნგრევას შეუწყობთ ხელს.

შობასა და აღდგომაზე გაართეთ ამაო ფაციფუცით, კონცერტებით და ღრეობებით, რათა თავის შვილებს ვეღარ აუხსნან ამ დღესასწაულების ჭეშმარიტი მნიშვნელობა.
მოახერხეთ, რომ შვებულებიდანაც დაღლილები დაბრუნდნენ, ვერ შეძლონ ბუნებაში გასვლა და უფლის ქმნილების მშვენიერებით ტკბობა. ამის მაგივრად გასართობ სანახაობებზე, სპორტულ შეჯიბრებებზე და კინოში გაგზავნეთ.

დაე ყველა ქრისტიანი მუდამ დაკავებული, დაკავებული, დაკავებული იყოს!

წალეკეთ მათი ცხოვრება იმ რაოდენობის „კარგი საქმეებით”, რომ ძალების მოსაკრებად იესოსთან მისვლის დრო აღარ დარჩეთ. მალე ისინი საკუთარი თავის იმედით დაიწყებენ ცხოვრებას, დაინგრევენ ჯანმრთელობას, ოჯახებს და ეს მხოლოდ ფულის გამო მოხდება.

-ეს გაამართლებს! ეს კარგი გეგმაა!”

ეშმაკები სიხარულით გაეშურნენ დავალების შესასრულებლად, მას შემდეგ ისინი მუდმივად აიძულებენ ქრისტიანებს იყვნენ რაც შეიძლება უფრო მოუცლელები და დაკავებულები. და სულ უფრო და უფრო ნაკლებ დროს უტოვებენ ღვთის, ლოცვისა და ოჯახებისათვის!

-გამოუვიდა კი ეშმაკს თავისი ჩანაფიქრი?

-პასუხი თქვენთვის მომინდვია!

გამოუვიდა ზუსტად blink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V  < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 16th May 2024 - 03:13 PM