გურჯიევი, გიორგი გურჯიევი იგივე გურ |
გურჯიევი, გიორგი გურჯიევი იგივე გურ |
Oct 14 2015, 12:55 AM
Post
#281
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
П.Д.Успенский - "В ПОИСКАХ ЧУДЕСНОГО ეს წიგნი სად შეიძლება ვიშოვო ხომ არ იცით? უნდა გამოიწერო. რამოდენიმე თვის წინ არიყო არსად აქ და მე გამოვიწერე -------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Oct 14 2015, 01:02 AM
Post
#282
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საქართველოში გურჯიევის ტრადიციის შესწავლისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრი
გაცნობებთ, 24 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, თბილისში გიორგი გურჯიევის ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეულის ჩატარების შესახებ. დეტალური ინფორმაცია ამ ბმულზე https://www.facebook.com/events/1656609707949377/ -------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Oct 14 2015, 12:19 PM
Post
#283
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მაგრამ მეეჭვება ეგ ეგულისხმა ზუსტად. მეოთხე გზას რაც შეეხება ეგ რომ ნებისმიერითვის არაა ეგ დანამდვილებით შემიზლია ვთქვა სხვათაშორის რასაც ადამიანის მექანიკურობაზე ამბობს, კრიშნამურტიც მაგას ამბობს და სხვანი და სხვანი. მე ძალიან დამაინტერესა მისმა მეთოდმა ყურადღების გაყოფაზე, საერთოდ რასაც ვხედავ ადამიანს სწავლობდა საკუთარ თავზე და ყველაზე მეტად რაც მნიშვნელოვანია "ინსაიტებზე" გურჯიევიც ამბობს წამიერიაო, რაც მეტს ვყვინთავ ეზოთერიკაში მით უფრო ვხვდები რომ ერთი მიმართულებით მიდიან "მასტერები". საკუთარი თავის შეცნობა. რა მაგის პასუხია და წინაზე დავწერე ყველას ვერ გაანთავისუფლებს მეთქი, ხოდა თვითონაც მაგას ამბობს ზაბირაიუ სლოვა აბრატნა. |
|
|
Oct 14 2015, 06:09 PM
Post
#284
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 9 Joined: 3-October 10 Member No.: 6,285 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვინმემ მიიღეთ სერიოზული შედეგები გურჯიევის თვითდაკვირვების მეთოდით?
ვაკეთებ და გამოვიჭირე ჩემი თავი ძალიან ბევრ მექანიკურ ქმედებაში და თითქოს ნელ-ნელა "ვუმჯობესდები" და ცოტათი ვიღვიძებ. მაგრამ, ხასიათი თითქოს უფრო გამიფუჭდა, აბა რა იქნება, როცა ხედავ რომ გარშემო ყველას ძინავს. :დ -_- |
|
|
Oct 14 2015, 07:54 PM
Post
#285
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Oct 14 2015, 07:55 PM
Post
#286
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Katz
აბა რა იქნება, როცა ხედავ რომ გარშემო ყველას ძინავს. :დ -_- როგორც ვიცი, სხვები არ უნდა ახდენდეს გავლენას მოსწავლის განწყობაზე -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Oct 14 2015, 08:01 PM
Post
#287
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 9 Joined: 3-October 10 Member No.: 6,285 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ichi
სადუმლო ნამდვილად არ არის ყველა სიტუაციაში გარედან ვუყურებ ჩემს თავს და მაგ მეთოდით ძალიან ბევრი თვისება , მიჯაჭვულობა, კომპექსი და ათასი სხვა რაღაც დავინახე, რაც არც კი ვიცოდი, თუ ჩემში იყო და მათი თავიდან მოშორება და შეცვლა დავიწყე. ვცდილობ რომ გავმთლიანდე და ჩEმი ყველა "ლურსმანი" და ნაწილი ვიცოდე, როგორც გურჯიევმა თქვა. tikoroma იდეაში მეც ვიცი, მაგრამ ჯერ მასეთი მაგარიც არ ვარ :დ |
|
|
Oct 15 2015, 10:36 AM
Post
#288
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 629 Joined: 22-June 13 Member No.: 7,125 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Katz
პირველ რიგში, გამარჯობა. კეთილი იყოს შენი მაუსი ჩვენს ფორუმზე.. : ყველა სიტუაციაში გარედან ვუყურებ ჩემს თავს და მაგ მეთოდით ძალიან ბევრი თვისება , მიჯაჭვულობა, კომპექსი და ათასი სხვა რაღაც დავინახე, რაც არც კი ვიცოდი, თუ ჩემში იყო და მათი თავიდან მოშორება და შეცვლა დავიწყე. მე ამ სფეროში კომპეტენტური არ ვარ, თუმცა ერთ რამეს გეტყვი, რომ ეს, რასაც შენ აკეთებ და ხედავ, არ არის შენი ის თვისებები, რომელიც უნდა მოიშორო. ეს შენში პიროვნულ აშლილობას გამოიწვევს და თავს პროგრამად იგრძნობ. საერთო ჯამში გურჯიევის სწავლებაც მგონი ამ კუთხით არის მიმართული, რომ ეს იგრძნო, თუმცა ყველაფერი ასე არ არის. შეიძლება სოციუმის მიმართ აგრესია გაგიჩნდეს. აგრესია არ იქნება კარგი. პლიუს ამას საკუთარ თავში სავარაუდოდ უკვე ხარ ჩაკეტილი, რასაც გააძლიერებს. ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან შეიძლება მეც დაგაპროგრამო. ჩემს აზრს კი გეტყვი ამის შესახებ: ყველაფერს ნუ გამორიცხავ რაც თვალში მოგხვდება, უბრალოდ დააკვირდი მსვლელობას საკუთარი ქცევების და გამოვლინებების გარემოს რეაქციაზე და პირიქით. მოახდინე მხოლოდ დაკვირვება და არა აღმოფხვრა. ნუ იტყვი რომ ასე არ უნდა მოიქცე. წარმატებებს გისურვებ. |
|
|
Oct 15 2015, 11:28 AM
Post
#289
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ოახდინე მხოლოდ დაკვირვება და არა აღმოფხვრა. ნუ იტყვი რომ ასე არ უნდა მოიქცე მუდმივად რაღაც მიჟაჭვულობას თუ ხედავ შენ თავში? უნდა დავაკვირდე თუ გავწყვიტო? უარყოფით ემოციებზე რას ფიქრობ? საჭიროა თU არა? დღევანდელ დღეს თითქმის ყველას აქვს შიშები, გაღიზიანება, დაძაბულობა და რას ფიქრობ ამ ყველაფერზე? თუ ადამიანში რამოდენიმე "მე"-ა გამოდის თავისუფლება არ არსებობს, როგორც გურჯიევი იტყოდა რაღაცას დაპირდები სხვას და მეორე დღეს უკვე მეორე :მე:-ს აღარც ახსოვს დაპირებაზე. |
|
|
Oct 15 2015, 11:30 AM
Post
#290
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Oct 15 2015, 03:59 PM
Post
#291
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 9 Joined: 3-October 10 Member No.: 6,285 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tty_
მადლობა, გავითვალისწინებ რჩევებს ^_^ გურჯიევს ეგ აქვს, პირდაპირ, გეუბნება რომ ადამიანი მანქანაა და მექანიკურად ცხოვრობს და თითქოს იმედს არ გისახავს არანაირს პირიქით, ხაზს უსვამს, რომ თითქმის შეუძლებელია გამოღვიძება. რომ შენში ათასი ტიპი ცხოვრობს და იმ ტიპებმა ერთმანეთის არსებობაც კი არ იციან. სწორედ ეს დამიდასტურდა და შემეშინდა კიდეც. ცუდი გრძნობაა. ამიტომ ,გამიჭირდა ოპტიმიზმის შენარჩუნება და მართლა , თითქოს აგრესია მიჩნდებოდა სოციუმის მიმართ, მითუმეტეს, ეს ასე თU ისე ყოველთვის მქონდა, ამიტომ, პარალელურად ვცდილობ, რომ მაღალ ვიბრაციაზე ავიდე და ნეგატივში არ გადავვარდე ichi ხო, ყველაფერს ვაკვირდები და რაც არ მომწონს, ვცდილობ რომ შევცვალო მაინც |
|
|
Oct 15 2015, 04:10 PM
Post
#292
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 629 Joined: 22-June 13 Member No.: 7,125 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მუდმივად რაღაც მიჟაჭვულობას თუ ხედავ შენ თავში? რას გულისხმობ? უნდა დავაკვირდე თუ გავწყვიტო? შენი გადაწყვეტაა დაკვირვება. არ ვიცი კონკრეტულად რას გულისხმობ. დაკვირვება რომ მოახდინო, უნდა უკუაგდო რაღაც პროცესები და გააჩერო. ანუ სანამ მოახდენ დაკვირვებას, რაღაცეების გადაწვყეტა გიწევს. ეს მინიმალურ დონეზე აისახება - სუსტი ძალის ქმედებებში გადის. თუ დამიკონკრეტებ უფრო კარგად დავწერ. უარყოფით ემოციებზე რას ფიქრობ? საჭიროა თU არა? უარყოფითი ემოციები, საჭიროა განვითარების რაღაც ეტაპამდე. შემდეგ უკვე ხელის შემშლელია. როგორც ასეთი, მაღალ ეტაპებზე, ემოცია უქრება შენს პიროვნულ მეს, რის შემდეგაც გადადიხარ უკვე შეგრძნებებზე და ინტუიციაზე, რაც ძირითადად მაინც ემოციებში გადის, თუმცა მათ თავად გააკონტროლებ, ანუ ღილაკს მოიპოვებ. ნუ ეს საკმაოდ მაღალი ეტაპია და ძალიან შორს მიდის. საერთოდ, ყოველგვარი უარყოფითი ემოცია რომ არა, განვითარება ვერ მიიღწევა. პირველი საწყისი მაინც უარყოფითი და დადებითის შეჯახების შედეგია. შემდეგ დონეებზე, თანდათან ხან ქრება უარყოფითი მხარე, ხან პირიქით, ძლიერდება. ვერ იტყვი, რომ ცუდია ან კარგია. გააჩნია მდგომარეობას და დონეს. ემოცია, როგორც ასეთი, შენი ეთერული სხეულის თვისებაა. როცა ეთერულ სხეულს გრძნობ, თავად შეძლებ პრაქტიკების მოფიქრებას, რადგან ბევრი რამ ცხადი ხდება. დანარჩენ თემებზე სხვა დროს დავწერ. ძალიან მომწონს შენი კითხვები, იჩი. მადლობა ამიტომ, პარალელურად ვცდილობ, რომ მაღალ ვიბრაციაზე ავიდე და ნეგატივში არ გადავვარდე ძალიან კარგია. |
|
|
Oct 15 2015, 05:43 PM
Post
#293
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
უარყოფითი ემოციები, საჭიროა განვითარების რაღაც ეტაპამდე. მაგალითად რომ ავიღოთ "შიში", კრიშნამურტიც საუბრობს რომ ამით ადამიანი თავს იკლავს. გურჯიევი ამბობს ნებისმიერი ნეგატიური ემოცია უნდა გაქრეს. ამაზე გკითხე და რაც შეეხება რაღაც ეტაპს მე ვფიქრობ რაც მალე გააცნობიერებ რომ ეს ყველაფერი გაზივით ნელ-ნელა გკლავს და "გატორმუზებს" მით უკეთესია. მაგალითად ადვილად რომ ღიზიანდებიან ადამიანები ეს ხომ თვითმკვლელობაა მაგრამ ამის მხოლოდ ინტელექტუალურად გაგება არაფერს ნიშნავს მემგონი. სანამ ადამიანი "მე"-ს ვერ ნახავს გინდა-არ გინდა გარემოს თოჯინაა ძაფებზე, ამას სულ უფრო და უფრო აშკარად ვხედავ, თან ეს თოჯინები ყველგან არიან, მაღალ თანამდებობებზეც, მაღაზიებშიც და ხელოვნებაშიც. ჩემთვის მთავარია ამის გაცნობიერების პროცესი როგორი უნდა იყოს, რა პირობა უნდა გქონდეს რომ დაინახო ყველაფერი ისეთI როგორიც არის, აი ეს არის მთავარი, იმიტომ რომ ჩვენი აღზრდით და გარემოთი იმდენად ვართ "ავად" ვერ ვხედავთ ბევრ ანომალიას რაც დღეს ნორმად ითვლება, ჩვენს თავშიც ნელ-ნელა გაჯდა როგორც გერაინი ნელ-ნელა გვწამლავდა, ურჯიევიც ამ იდეას ემსახურება რასაც ვხედავ, ფაქტიურად რითი განსხვავდებიან ეგეთი "ზეადამიანები" ჩვეულებრივი ტიპებისგან? ალბათ იმით რომ ხედავენ ბევრ რამეს როგორიც სინამდვილეშია და საკუთარ თავს აკვირდებიან. დღეს წავიკითხე კიდე გურჯიევის აზრი, რომ ადამიანზე ისევე როგორც სხვა ნებისმიერ არსებაზე ამ სამყაროში ერთი და იგივე კანონები და ძალები მოქმედებს(უმეტესად) ამიტომ თU შეიცნობ საკუთარ თავს, ყველაფერს შეიცნობო, ზოგი რომ ამბობს შარლატანიაო, ესეც რამეს შარლატანი მემგონი არ და ვერ იტყვის ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ. უარყოფითი ემოციებიდან სად წავედი, მაგრამ მაინც ვფიქრობ როგორც "პიავკა" ისე გვწოვს სისხლს და უნდა მოვიცილოთ სამუდამოდ გაცნობიერებით და რეფლექსიით. რას ფიქრობ? და რაც მთავარია, როგორ შეიძლება დამეხმაროს უარყოფითი ემოცია რამეში შეგიძლია მაგალითი დაწერო? tty_ |
|
|
Oct 15 2015, 05:46 PM
Post
#294
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხო, ყველაფერს ვაკვირდები და რაც არ მომწონს, ვცდილობ რომ შევცვალო მაინც მე რა მგონია იცი? როგორც კი აცნობიერებ რაღაც "ანომალიას" ვსო თვითონვე ქრება. აი როგორც კობრას ნახულობ და იქითკენ აღარ მიდიხარ, ეგრე. ხედავ(აცნობიერებ) რომ მაგალითად მიჟაჭვული ხარ ვინმე "ნ"-ზე და ეს "გაზიანებს" აი თვითონ გაცნობიერება განთავისუფლებს, აღარ გჭირდება მოქმედება, თვითონ ეგ ყურადღებაა მოქმედებაც და აქტიც, აბა დაფიქრდი თუ ასე არ ხარ და დაწერე შენი აზრი. |
|
|
Oct 16 2015, 04:35 AM
Post
#295
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვინმემ მიიღეთ სერიოზული შედეგები გურჯიევის თვითდაკვირვების მეთოდით? ვაკეთებ და გამოვიჭირე ჩემი თავი ძალიან ბევრ მექანიკურ ქმედებაში და თითქოს ნელ-ნელა "ვუმჯობესდები" და ცოტათი ვიღვიძებ. მაგრამ, ხასიათი თითქოს უფრო გამიფუჭდა, აბა რა იქნება, როცა ხედავ რომ გარშემო ყველას ძინავს. :დ -_- ვხვდები რასაც გულისხმობ. მეც მაგას ვეძახდი თვითდაკვირვებას, სანამ ჯგუფსი არ დავიწყე მუშაობა სულ სხვანაირად აღმოჩნდა ის თვითდაკვირვება. ანუ როგორც მეოთხე გზის მთავარი პრინციპია, მუშაობა ხდება მხოლოდ ჯგუფში და ხელმძღვანელის მეშვეობით (დეტალურად ეს არის ახსნილი უსპენსკის წიგნში - В ПОИСКАХ ЧУДЕСНОГО) ანუ მანამდე თვითდაკვირვება ხდებოდა ისე, რომ ჩემი ერთი მუშა "მე" აკვირდებოდა მეორეს და ხდებოდა ანალიზი, ხოლო გურჯიევისეული დაკვირვება არის არა ანალიზი, არამედ მხოლოდ დაკვირვება და ინფორმაციის დაგროვება, ანალიზის და განსჯის გარეშე. შედეგს რაც შეეხება, ის პირველი, რასაც შენ ამბობ და რასაც მეც ვეძახდი დამკვირვებელს და დღემდე ხდება რო ხშირად მერევა, ეგეც მუშაობს და გემხარება რო გარკვეული ემოციები და მექანიზმები დააფიქსირო, ამრგამ ამ შემთხვევაში ანალიზი ხდება და ანალიზი უკვე ცვლილებას ნიშნავს ანუ ჩარევას, მერორე შემთხვევაში არ ხდება ჩარევა, არამედ ინფორმაციის დაგროვება და როცა უკვე ინფორმაცია დაგროვებულია შემდეგ იწყება სხვა ეტაპის მუშაობა. ხოლო როცა ხდება ჩარება ეს ისევ ჩვენი რომელიმე "მე" ახდენს თავის საპირწონედ გადაყვანას და რამაც შესაბამისად მერე შეიძლება გამოიწვიოს არასწორი კრისტალიზება. ამიტომაა აუცილებელი პირობა თუ მეოთხე გზაზე გინდა მუშაობა - ჯგუფი და მასწავლებელი -------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Oct 16 2015, 08:54 PM
Post
#296
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 9 Joined: 3-October 10 Member No.: 6,285 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Lashapoli
წავიკIთხე უსპენსკი, ახლა მეორედ დავიწყე. დიდი გავლენა მოახდინა. სხვა წიგნებიც მაქვს წაკითხული, ოშო , ლაზარევი, ეკჰარტ ტოლი და მასეთები, მაგრამ რატომღაც ეგ ყველაზე ძალიან მომეწონა. გეთანხმები. მარტო ჩემით არ უნდა ვაკეთებდე დამკვირვებელს, აშკარად არასწორ გზაზე მივდივარ, ან უბრალოდ არსად მივდივარ. და შედეგს გრძნობთ? რამე ფუნდამენტური განსხვავება არის შენს ჯგუფამდელ თავს და ახლანდელს შორის? |
|
|
Oct 17 2015, 06:36 AM
Post
#297
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Lashapoli და შედეგს გრძნობთ? რამე ფუნდამენტური განსხვავება არის შენს ჯგუფამდელ თავს და ახლანდელს შორის? კი, საკმაოდ დიდი განსხვავება.. განსხვავებასაც ვერ დაარქმევ, სხვა მდგომარეობიდან აღვიქვავ და ვხედავ იმას რასაც ვხედავ და რათქმაუნდა ეს მუშაობის ძალიან მცირე ნაწილია... -------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Nov 3 2015, 01:45 AM
Post
#298
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 5 Joined: 3-November 15 Member No.: 7,461 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გთხოვთ მიპასუხოთ- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია (100%-ით არ ვიცი) გურჯიევმა ეს სიტყვები თქვა სიცოცხლის ბოლო წლებში. თუ ვინმემ იცით რომ მან მართლაც ეს თქვა გთხოვთ დაასტუროთ. ზუსტი ციტირება არ მახსოვს თუმცა აზრი ნმადვილად ზუსტად ეს არის. მან თქვა - "მე მთელი ცხოვრება გავატარე იმის ფიქრში და ძიებაში რომ ახალი ადამიანის ტიპი შემექმნა, უფრო ზუსტად გზა შემექმნა ახალი ადამიანის ჩამოყალიბების. თუმცა, დღეს მე საბოლოოდ დავრწმუნდი და გადაწყვეტით ვაღიარებ რომ ფუჩად დავხარჯე ძალიან დიდი დრო და მივხდი მხოლოდ ერთ რამეს, რომ მართლმადიდებლური რელიგია არის ერთადერთი სწორი გზა და გადარჩენა , ხსნა და სწორი გზა. ვერავინ ვერც შექმნა ამაზე დიდი სრულკოფილი და სწორი ვერაფერი და ვერც ვერსაოდეს შექმნის ვერავინ. თუ ვინმემ იცით რომ მან მართლაც ეს თქვა გთხოვთ დაასტუროთ. წინასწარ მადლობა.
|
|
|
Nov 3 2015, 04:45 PM
Post
#299
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
forumis cevri
პირველად გავიგე, გურჯიევს როგორც ვიცი არასოდეს უთქვამს მსგავსი რამე. |
|
|
Nov 3 2015, 05:00 PM
Post
#300
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეგ სტალინმა თქვა
პ.ს. ძვირფასო მოდერო, გთხოვ წაშალო forumis cevri-ის 5 ერთნაირი პოსტიდან 4 მათგანი და მხოლოდ ერთი დატოვო -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 29th April 2024 - 01:19 AM |