IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

15 Pages V  « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვინ ვართ და საიდან მოვდივართ?!
earth
post Oct 9 2011, 08:54 AM
Post #81


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
როგორც ვიცი მაგ გემზე გამქრალი ადამიანებიდან ერთი მრავალი წლის შემდეგ გამოჩნდაო, უკვე დიდ ასაკშიო... ხო გემზე ის ვიცი, რომ გადაამუშავეს და პატარა ზომის რკინის ნივთები დაამზადეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David27
post Oct 9 2011, 09:12 AM
Post #82


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 474
Joined: 8-January 11
Member No.: 6,349

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
ძალიან საინტერესო იყო smile.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
zura2
post Oct 10 2011, 08:56 PM
Post #83


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 180
Joined: 11-June 11
From: თბილისი
Member No.: 6,486

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(kate @ Oct 8 2011, 09:57 AM) *
PS. მაპატიეთ თუ ისევ ჩინური გამომივიდა smile.gif

არადა შენს ყველა პოსტს ვკითხულობ და ყველაზე კარგად ეს გავიგე smile.gif


--------------------
დასჯილი ინდიელი: ბელადო დავიღალე, ამხსენი რა სასჯელი, აღარ შემიძლია ამ კალენდრის გამოთვლა, 2012 წელი ჩავამთავრე თითქმის
ბელადი: კარგი, შეეშვი. მაგ დროს შენი კალენდარი მაინც აღარავის ემახსოვრება
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Oct 12 2011, 06:14 PM
Post #84


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



.......ახლა იმის შესახებ თუ როგორ ვართ "მოწყობილი" და ვინ უფრო მეტი ვართ სული თუ ფიზიკური სხეული. სხეულს ხშირად ადარებენ ჭურჭელს, ან ტანსაცმელს, რომელსაც სული ადვილად იცვლის, უბრალო მატერიალურ ფორმას, რომელსაც სული მხოლოდ გარკვეულ მომენტში იყენებს, თორემ ის რასაც ჩვენ წარმოვადგენთ სინამდვილეში არანაირი კავშირი არა აქვს ჩვენთან. ეს გარკვეულწილად ასეა, მაგრამ მხოლოდ გარკვეულწილად, რადგან ყველაფერი გაცილებით რთულადაა. რასაც ჩვენ წარმოვადგენთ ახლა, ეს არის არა ცალკე სული და ცალკე სხეული, არა მანქანა და მძღოლი, არამედ ადამიანი წარმოადგენს სულისა და სხეულის ერთმანეთში " შეზრდილ" ერთ ძალიან რთულ ორგანიზმს, რომლიდანაც ერთერთის გამოყოფა, სანამ ადამიანი ცოცხალია, თითქმის შეუძლებელია.
ფიზიკური სხეულის აგებულებასა და მის ფუნქციების შესახებ, ანატომია და ფიზიოლოგია თითქმის ამომწურავ პასუხს იძლევა, მის მეორე ასპექტზე - აზროვნება, ფიქრები, ემოციები, - ფსიქოლოგია იძლევა არც თუ ისე ცუდ წარმოდგენას. ასე რომ, სკეპტიკოსებისთვის, რომლებიც თვლიან რომ არანაირი სული არსებობს, ჩვენ, ჩვენი სხეულისა და ფსიქიკის ერთიანობა ვართ, მორწმუნეთა უმეტესობა თვლის, რომ სხეული არაფერია, ჩვენი სული კი ის არის ვინც ფიქრობს, აზროვნებს და გარდაცვალებისას კვდება სხეული, ის კი რასაც და როგორ ვაზროვნებთ უცვლელი რჩება და ის არის ჩვენი სული.
მითუმეტეს მათ, ვისაც სხეულიდან გასვლის ფენომენი გამოუცდიათ, კარგად იციან რომ "თან მიყვებათ", ყველაფერი ის რასაც ფიქრობენ, "თან მიყვებათ" აზროვნება, მართალია ცოტა სხვანაირი - ერთდროულად უფრო მკვეთრიც და უფრო შენელებულიც, მაგრამ საკუთარი აზროვნება. ან ვინც გაცნობიერებული სიზმრის პრაქტიკას ეწევა, აქაც იგივე სიტუაცაა, აქედან გამომდინარე დასკვნაც ლოგიკური გამოაქვთ - რასაც შეიგრძნობენ და აღიქვმაენ სხეულის გარეთ, ვინც შეიგრძნობს და აღიქვამს - ასტრალური მოგზაურობის თუ გაცნობიერებული სიზმრის დროს, რაც პრაქტიკულად ერთი და იგივეა - არის წმინდა სულიერი გამოცდილება და არის მხოლოდ სული. ასევე ისინი, ვისაც კლინიკური სიკვდილი გამოუცდიათ და გარკვეულწილად უნახავთ იქეთა მხარე, უკვე "იციან", რა არის და რას გრძნობს სული. საქმე ისაა, რომ ყველაფერი ასე მარტივი არ არის. არც ერთ ზემოთ აღწერილ შემთხვევაში ენერგეტიკული კავშირი სხეულთან ბოლომდე გაწყვეტილი არ არის, და ამდენად, ასეთი გასვლების დროს მიღებული ყველა შთაბეჭდილება, წარმოადგენს არა წმინდა სულიერ შთაბეჭდილებას, არამედ იმას, რასაც ჩვენი ადამიანური გონება გვთავაზობს, რისი და რამდენად "შემოტანაც" შეუძლია ასტრალურ სხეულს ფიზიკურ პლანზე. რჩება მცდარი შთაბეჭდილება, რომ ჩვენი პიროვნება და ჩვენი სული ერთი და იგივეა, ოღონდ ფიზიკური სხეულის და ზოგი უარყოფითი აზრის გარეშე, როდესაც რეალურად ასტრალური შთაბეჭდილება ფიზიკურთან უფრო ახლოსაა, ვიდრე სულიერთან........
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 12 2011, 06:34 PM
Post #85


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
ქეით რას იყვი სამშვინველზე?მემგონი ეს უფრო შეავსებს სურათს და კიდევ , სახარებაში არის მოყვანილი მაგალითი, როდესაც აღდგა მკვდრეთით ადამიანი, ფაქტიურად აბსოლუტურად მკვდარი, ანუ მას დაკარგული ჰქონდა კავშირი სხეულტან, რადგან გახრწნის პროცესები დაწყებული იყო... იგი ყარდა.. და ამის მიუხედავად გაცოცხლდა... ამ შემთხვევას როგორ წარმოგვიდგენ?


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Oct 12 2011, 07:18 PM
Post #86


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
რასაც ქრისტიანები სამშვინებელს ვეძახით, უფრო სწორად მართმადიდებლები - სამშვინელს და კათოლიკები - განსაწმენდელს, ის დაბალი ასტრალია, სადაც ცნობიერება გადაინაცვლებს გარდაცვალების მომენტში ან სხეულიდან გასვლის დროს, და სადაც ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ დიდხანს რჩებიან გარდაცვლილები, ამ ეტაპზე პიროვნება, პიროვნული თვისებები ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, და საიდანაც სხეულში უკან დაბრუნება, თუ კი სხეულთან ენერგეტიკული კავშირი გაწყვეტილია, შეუძლებელია.
ლაზარეს შემთხვევა სახარებაში სიმბოლური უფროა, ვიდრე რეალური და რეალურიც რომ იყოს, ფაქტია რომ იესო ქრისტე ყველა მიცვალებულს არ აცოცხლებდა და მისი დედამიწაზე ყოფნის 33 წლის მანძილზე, მისთვის გაცილებით უფრო ახლობელი და ღირსეული ბევრი გარდაიცვალა, ვიდრე ლაზარე. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ კონკრეტული შემთხვევის დროს, ენერგეტიკული კავშირი მცირედ მაგრამ, ჯერ კიდევ მაინც არსებობდა, რისი დანახვის და შეგრძნების უნარიც მხოლოდ ქრისტეს გააჩნდა, როგორც იმ პიროვნების ცნობიერების ასტრალიდან უკან გამოძახების უნარი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 12 2011, 07:31 PM
Post #87


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(kate @ 12th October 2011 - 07:18 PM) *
მართმადიდებლები - სამშვინელს და კათოლიკები - განსაწმენდელს



მემგონი ეს სხვადასხვა რაღაც არის , სამშვინველი ისეთივე შემადგენელი ნაწილია ცოცხალი ადამიანის , როგორც სული და სხეული, განსაწმენდელი კი სხვა რამეა. შეიძლება ვცდები.. განსაწმენდელი უფრო შანსია, სივრცე, ადგილი, რავიცი შეიზლება სხვაგვარადაც დავუძახოთ..



--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Oct 12 2011, 07:42 PM
Post #88


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
აბსოლუტურად მართალი ხარ, ბოდიში, ტერმინი ამერია, მე ვიგულისხმე სამზვერეები, მე მგონი ასე ქვია მართმადიდებლურად განსაწმენდელს.
სამშვინელი კი სწორედ ისაა, რასაც და ვისაც თავს აღვიქვავთ სხეულის გარეთ, იგივე ასტრალში, ანუ ჩვენი პიროვნება სხეულის გარეშე, მაგრამ ეს არ არის სული.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 12 2011, 07:47 PM
Post #89


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
კი საზვერეები... ჰო, მეც ასე ვთვლი..smile.gif) სამშვინველია ის რასაც ასტრალურ სხეულს ვეძახით.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
vladimer0110
post Oct 15 2011, 11:46 PM
Post #90


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 13
Joined: 13-October 11
From: Tbilisi
Member No.: 6,584

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



cate

სერიოზულ ინფორმაციას ფლობ. ბევრი კითხვები ჩდება
Go to the top of the page
 
+Quote Post
GIORGI LELUAS...
post Oct 16 2011, 01:06 PM
Post #91


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 11-October 11
From: ალბათ მომავალში ცათა სასუფეველი, axla ki Rustavi
Member No.: 6,581

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
ციტატა(kate @ 12th October 2011 - 07:18 PM) *
ფაქტია რომ იესო ქრისტე ყველა მიცვალებულს არ აცოცხლებდა და მისი დედამიწაზე ყოფნის 33 წლის მანძილზე, მისთვის გაცილებით უფრო ახლობელი და ღირსეული ბევრი გარდაიცვალა, ვიდრე ლაზარე.

მაგამ მხოლოდ ლაზარეს გაცოცხლება სთხოვეს უფალს.
იგი თხოვნის გარეშე არავის აცოცხლებდა.
გადახედე სახარებას და ნახავsmile.gif
ციტატა(kate @ 12th October 2011 - 07:18 PM) *
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ კონკრეტული შემთხვევის დროს, ენერგეტიკული კავშირი მცირედ მაგრამ, ჯერ კიდევ მაინც არსებობდა, რისი დანახვის და შეგრძნების უნარიც მხოლოდ ქრისტეს გააჩნდა, როგორც იმ პიროვნების ცნობიერების ასტრალიდან უკან გამოძახების უნარი.

ეუ ეუ ეუ!

td.........
ციტატა(td......... @ 12th October 2011 - 07:31 PM) *
სამშვინველი ისეთივე შემადგენელი ნაწილია ცოცხალი ადამიანის , როგორც სული და სხეული,

სული და სამშვინველი თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისგან.



საერთოდ, სად ასტრალი და სად საზვერეები, რეებს ლაპარაკობთ????
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 16 2011, 09:36 PM
Post #92


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(gamocxadeba @ 16th October 2011 - 01:06 PM) *
საერთოდ, სად ასტრალი და სად საზვერეები, რეებს ლაპარაკობთ????

GIORGI LELUASHVILI
საზვერეები კათოლიკურ განსაწმენდელს შევადარეთ... ასტრალი და საზვერეები ნამდვილად სხვადასხვა რაღაც არის smile.gif აქ ასტრალურ სხეულსა და სამშვინველზე იყო საუბარი.


ისე თუ ამბობ სული და სამშვინველი თითქმის არ განსხვავდებაო, მაინც რა განსხვავებაა სენი აზრით ? სული უკვდავია და მარადიული, სამშვინველი არა კიდევ?




--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
GIORGI LELUAS...
post Oct 17 2011, 04:08 PM
Post #93


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 11-October 11
From: ალბათ მომავალში ცათა სასუფეველი, axla ki Rustavi
Member No.: 6,581

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
ციტატა(td......... @ 16th October 2011 - 09:36 PM) *
ისე თუ ამბობ სული და სამშვინველი თითქმის არ განსხვავდებაო, მაინც რა განსხვავებაა სენი აზრით ? სული უკვდავია და მარადიული, სამშვინველი არა კიდევ?

წმიდა წერილში ადამიანის სულიერი საწყისი (სხეულებრივი საწყისის საპირისპიროდ) აღინიშნება ორი, თითქმის ერთი და იმავე მნიშვნელობის ტერმინით: „სამშვინველი“ და „სული“. მაგალითად, პავლე მოციქული ამ სიტყვებს ურთიერთსანაცვლოდ და მსგავსი მნიშვნელობით ხმარობს. ეს ჩანს შემდეგი ორი ტექსტის შედარებიდან „ადიდეთ უკუე ღმერთი ხორცითა მაგით თქუენითა და (სულითა თქეუნითა), რომელი იგი არს ღმრთისაჲ“ (I კორ. 6,20) და „...განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა...“ (2 კორ 7,1). ამასთან, მისივე ნაწერებში ორ ადგილას არის ნახსენები სამშვინველი და სული ერთად. ისმის კითხვა: ხომ არ გვეუბნება მოციქული, რომ ადამიანის ბუნების შემადგენელ ნაწილად სამშვინველის გარდა სულიც გვევლინება? ზოგი წმიდა მამის ნაწერებში, განსაკუთრებით კი ასკეტური ხასიათის თხზულებებში, სული და სამშვინველი აგრეთვე განირჩევა ერთმანეთისგან. ზემონახსენები ციტატებიდან პირველი არის პავლე მოციქულის ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ: „რამეთუ ცხოველ არის სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ძლიერ და უმკვეთელეს უფროჲს ყოვლისა მახვლისა ორპირისა. და მისწუდების იგი ვიდრე განსაყოფელადმდე სამშჳნველისა და სულისა, ნაწევართა და ტჳნთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა“ (ებრ. 4,12), მეორე კი მისსავე ეპისტოლეში თესალონიკელთა მიმართ: „და სული თქუენი, სამშჳნველი და გუამი უბიწოდ მოსლვასა მის უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დაჰმარხჳნინ“ (I თეს. 5,23). ჯერ ერთი, ადვილად ჩანს, რომ „სულში“ იგულისხმება არა სამშვინველისაგან დამოუკიდებელი, ცალკე სუბსტანცია, არამედ მხოლოდ მისი უაღრესად შინაგანი, იდუმალებით მოცული მხარე. აქ შეიძლება პარალელი გაივლოს, ერთი მხრივ, სამშვინველისა და სულის, მეორე მხრივ კი, სხეულის ასოთა და ტვინის ურთიერთდამოკიდებულებასთან. ეს უკანასკნელი არის სხეულებრივი არსების ნაწილი, ანუ შემცველში შემავალი; ცხადია, მოციქულის მიერ სულიერი არსების ფარულ ნაწილად სულიც ამგვარადვე მოიაზრება. მეორეც, სიტყვაში „სული“ სავარაუდოდ იგულისხმება სამშვინველის ის განსაკუთრებული, გამორჩეულად აგებული ფარული ნაწილი, რომელიც ქრისტიანში სულიწმიდის მადლის მოქმედებით იქმნება. ეს ის სულია, რომლის შესახებ მოციქული სხვაგან ამბობს „სულსა ნუ დაავსებთ“ (I თეს. 5,19) და „სულითა მდუღარე იყვენით“ (რომ. 12,11). ასე რომ, მოციქული აქ მიმართავს არა საერთოდ ადამიანებს, არამედ მხოლოდ მორწმუნე ქრისტიანებს. მოციქულთან ასეთივე მნიშვნელობით გვხვდება შეპირისპირება „სულიერი ადამიანისა“ „მშვინვიერ“ ანუ ხორციელ ადამიანთან (I კორ.2,14-25). სულიერ ადამიანს აღორძინებული სამშვინველი აქვს, იგი თავისთავში მადლის თესლს აღვივებს, აღმოაცენებს და სულიერ ნაყოფს გამოიღებს. თავისი სულიერი ცხოვრებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებით შეიძლება სულიერი ადამიანიც ხორციელის ანუ მშვინვიერის დონემდე დავიდეს („ესრეთ უცნობელ ხართ, იწყეთ სულიერად და აწ ხორციელად აღასრულებთ?“ - გალ 3,3). ამიტომ უსაფუძვლოა ჩავთვალოთ, თითქოს პავლე მოციქულის აზრები ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის ბუნების ორგვარი შედგენილობის შესახებ სწავლებას.

აზრს, რომ ადამიანის სულიერი ცხოვრება მშვინვიერთან შედარებით არის უმაღლესი, მადლმოსილი ფორმა, სავარაუდოდ, უკვე პირველი საუკუნეებიდან იზიარებდნენ ქრისტიანობის ის მასწაეღაებლები და ეკლესიის მამები, რომლებიც სამშვინველის გარდა სულის არსებობასაც გამოჰყოფდნენ (ასეთები არიან: იუსტინე მოწამე, ტატიანე სირიელი, ირინეოს ლიონელი, ტერტულიანე, კლიმენტი ალექსანდრიელი, გრიგოლ ნოსელი, ეფრემ ასური, აგრეთვე, გვიანდელ ხანაში მოღვაწე მწერლები). ეკლესიის მამათა და მასწავლებელთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა პირდაპირ აღიარებს, რომ ადამიანური ბუნება ორი ნაწილისგან - სხეულისა და სულისგან - შედგება (წმ. კირილე იერუსალიმელი, წმ. ბასილი დიდი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. იოანე ოქროპირი, ნეტარი ავგუსტინე, ღირსი იოანე დამასკელი). ნეტარი თეოდორიტე წერს: „აპოლინარიუსის (იგულისხმება ერეტიკოსი აპოლინარიუსი) სწავლებით ადამიანი შედგება სამი ნაწილისაგან სხეულის, ცხოველური სულისა და მოაზროვნე სულისგან, რომელსაც გონს უწოდებს, მაგრამ საღვთო წერილი იცნობს მხოლოდ ერთ სულს და არა ორს, რაც ნათლად არის ნაჩვენები პირველი ადამიანის შესაქმის ისტორიაში. ღმერთმა მტვრისგან შექმნა სხეული და შთაბერა სული - ამით გვაჩვენა, რომ ადამიანში ორი საწყისია და არა სამი“.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 17 2011, 09:17 PM
Post #94


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



GIORGI LELUASHVILI
ერთ რარაცას გკითხავ, მაგრამ არ გეწყინოს, (კ/ფ მიმინო გამახსენდა biggrin.gif) ეს ყველაფერი რაც ზემოთ დაწერე ,შენით დაწერე?


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
GIORGI LELUAS...
post Oct 17 2011, 09:51 PM
Post #95


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 11-October 11
From: ალბათ მომავალში ცათა სასუფეველი, axla ki Rustavi
Member No.: 6,581

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
ციტატა(td......... @ 17th October 2011 - 09:17 PM) *
ერთ რარაცას გკითხავ, მაგრამ არ გეწყინოს

რატომ უნდა მეწყინოს? smile.gif
ციტატა(td......... @ 17th October 2011 - 09:17 PM) *
ეს ყველაფერი რაც ზემოთ დაწერე ,შენით დაწერე?

დამეთანხმები ბიბლიურ მუხლებს ვერ დავწერდი ჩემითsmile.gif

კარგად მიწერია თუ ცუდად?
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Oct 18 2011, 11:22 AM
Post #96


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



........ადამიანი პიროვნებად ჩამოყალიბებას დაბადებიდანვე იწყებს, როცა სული, მისი ცნობიერება უცვლელია მთელი სიცოცხლის მანძილზე, ის ასე ვთქვათ დამკვირვებელია (ეგზისტენს გაუხარდება smile.gif ), რამდენად და როგორ შეძლებს განვითარებას და გამოცდილების მიღებას თვითონვე ამ კონკრეტული ცხოვრებიდან. ოჯახი, გარემო, სოციუმი სადაც დაიბადა - მისი მსოფლმხედველობის საწყისი წერტილია, თითქმის შეუძლებელია ამ პირველადმა ფაქტორებმა გავლენა არ მოახდინოს პიროვნების ჩამოყალიბებაში, ისევე როგორც ყველა ადამიანმა, ყველა ურთიერთობამ და მოვლენებმა მის ცხოვრებაში და შემდეგ იმისდა მიხედვით, რა რწმენა თუ შეხედულება ჩამოუყალიბდა თავის თავს ან მხოლოდ მოაზროვნე სხეულად ან სხეულში ჩაკეტილ სულად აღიქვამს, როდესაც რეალურად ადამიანს ქმნის სულისა და სხეულის ურთიერთშერწყმა. ჩვენი სხეული გაცილებით უფრო რთული ორგანიზმია, ვიდრე ანატომია გვიჩვენებს. გარდა იმისა, რომ ის დედამიწაზე არსებულ ყველა ძუძუმწოვრის მსგავსად არის აგებული მის შექმნაში, ჩვეულებრივი, ჩვენთვის ნაცნობი ბიოლოგიური პროცესების გარდა, სხვა პროცესებიც მიმდინარეობს, სულიერი, ანუ სული იღებს მონაწილეობას, ასე რომ ყოველ კონკრეტულ სხეულს ის სული ქმნის თუ იქმნის, რომელიც შემდეგ მის ცნობიერებას ატარებს და ეს სხეული მისთვის, მისი ვიბრაციისთვის არის "მორგებული" , ამიტომაც სულის გადანაცვლება სხეულიდან სხეულში, სხეულების გაცვლა - ისე, როგორც ჰოლივუდის ფილმები წარმოადგენენ, უბრალოდ შეუძლებელია, "სულის ჩანაცვლება", კი, რომელიც უფრო ხშირია, ვიდრე წარმოგვიდგენია, საოცრად რთული პროცესია, და დაბადებამდე დიდი ხნით ადრე დაგეგმილი.
იმისდა მიხედვით თუ როგორ გაატარებს ეს სხეული ცხოვრებას, სული იღებს გამოცდილებას, პიროვნება აძლევს სულს გამოცდილებას და არა პირიქით. რადგან, მართალია სული ჩვენი სხეულით "იხედება" და შეიგრძნობს, თავის ცოდნას არ გვიზიარებს (ვერც შევძლებდით აღქმას), ჩვენგან იღებს გამოცდილებას. ჩვენი პიროვნება კი, ანუ ის ვინც ფიქრობს და აზროვნებს და ვისაც ჩვენს გარდა კარგად არავინ იცნობს, ჩვენივე სხეულისა და გარემოს, განათლების, ინტერესების მიხედვით ყალიბდება, რომელიც ბევრად არის დამოკიდებული წინა ცხოვრებებზე, და გაცილებით ახლოსაა სხეულთან ვიდრე სულთან. სხეულიდან გასვლა, ასტრალური მოგზაურობა, გაცნობიერებული სიზმარი, კლინიკური სიკვდილი, რომლებიც რეალურია და სრულიდაც არ არის ვინმეს ფანტაზიის ნაყოფი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წმინდა სულიერ გამოცდილებად თვლის, როგორც უკვე ვთქვი, უმეტეს შემთხვევაში, ფიზიკურთან უფრო ახლოსაა, ვიდრე სულიერთან. როდესაც ცნობიერება გადადის ასტრალურ სხეულში, ეს არ არის ჩვენი სულის ცნობიერება, ეს იგივე პიროვნებაა, ოღონდ ასტრალურ სხეულში, მაგრამ რადგან მას შეუძლია იარსებოს ფიზიკური სხეულის გარეშე, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის ის სამშვინელი, რის რაობაზეც ეკლესია, როგორც სჩანს ვერ შეთანხმებულა. ასტრალურ პლანზე პიროვნება, თავისი განვითარების, ვიბრაციის მიხედვით შესაბამის პლანზე ხვდება, ასე რომ გარდაცვლილებიც შეიძლება იხილოს, ქრისტესაც დაუჯდეს და ესაუბროს, ან კრიშნასთან ითამაშოს, მაგრამ რეალურად რა ხდება, ამაზე მოგვიანებით.......
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Oct 19 2011, 09:34 AM
Post #97


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



..........სანამ ასტრალში მოგზაურობაზე ვისაუბრებდეთ, რაღაც წარმოდგენა უნდა გვქონდეს რა არის და რას წარმოადგენს ასტრალური პლანი, ასტრალური სხეული. ასტრალური პლანი ქმნილების ყველა საფეხურიდან მხოლოდ ჩვენს სამგანზომილებიან, ყველაზე დაბალ სამყაროს გააჩნია. ესეც ერთგვარი გამყოფი ზღვარია ჩვენსა და მაღალ განზომილებებს შორის. ასტრალური პლანი ჩვენი ფიზიკური სამყაროს შექმნის თანდევია. ფიზიკური სამყარო წარმოიშობა, იქმნება ღვთიური ენერგიის სივრცეში პროეცირებით, რაც იწვევს უკვე განსაზღვრული წესით, მაგრამ ნაკლები ვიბრაციით, ენერგიის "დაკრისტალებას", რაც უფრო ნაკლებია ვიბრაცია, მეტი რაოდენობის ატომებია საჭირო ფიზიკური სხეულის შესაქმნელად, თვითონ ატომებიც, რომლებიც უამრავი უმცირესი ნაწილაკებისაგან შედგება, რომლებიც თავისთავად არფერია თუ არა ენერგია, რომელიც გარკვეულ სიხშირეზე ვიბრირებს, იცვლება და "იკუმშება", მატერია რომ შექმნას, ამ პროცესისაგან გამოთავისუფლებული ენერგია ქმნის ასტრალს, შექმნილი მატერიალური სამყაროს ორეულს, რომელიც ერთდროულად ერთ და იგივე სივრცეში არსებობს და ფიზიკურის არაფიზიკური ანაბეჭდია. ასტრალური ორეული გააჩნია ყველას და ყველაფერს, ცოცხალს და არაცოცხალს. სხვა ფუნქციებთან ერთად ასტრალური ორეული ფიზიკური სხეულისთვის ერთგვარი დამცავი, სტაბილურობის საშუალებაცაა. ჩვენი ფიზიკური სხეული ასტრალური სხეულის გარეშე ვერ შეძლებდა სულის ცნობიერების ტარებას. მიუხედავად იმისა, რომ ასტრალური სხეული ყველაფერს გააჩნია, მხოლოდ ადამიანს შეწევს უნარი თავის ფიზიკურ სხეულს გამოყოს ასტრალური და მასში გადაიტანოს ცნობიერება, ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყოდით, მხოლოდ ადამიანს აქვს ღვთიური სული, შეუძლია ფიზიკური სხეულის დაუზიანებლად ისარგებლოს ასტრალური სხეულით. დედამიწის, ასევე მთელი მატერიალური სამყაროს ასტრალურ პლანს სხვადასხვა "ფენა" გააჩნია, ყველაზე დაბალი ფიზიკურის თითქმის იდენტური ასლია, ოდნავ დეფორმირებული და მქრქალი, ყველაზე ზედა (ზედა-ქვედა - მხოლოდ პირობითი ცნებებია), მაღალ განზომილების ზღვართან ის პლანია, სადაც გარდაცვალების დროს, სიკვდილიდან დაბადებამდე ვიმყოფებით, ეს სხვებისგან საკმაოდ განსხვავებულია და ამაზე ახლა გაჩერება არ ღირს. ამ პლანის ქვემოთ ის ფენაა, სადაც ეგრეთ წოდებული "ბნელი ძალები" იმყოფება, რომლებზეც ადრე ვილაპარაკეთ, მაგრამ რაც არ აღგვინიშნია არის ის რომ ეს ფენა, სხვა ფენებისაგან ერთგვარი ენერგეტიკული დაცვით არის გამოყოფილი, მათ არც სიკვდილის პლანზე და არც ასტრალის სხვა ფენებში შეუძლიათ თავისუფლად მოძრაობა, ამ დაცვას გარკვეული ძლიერი სულები ემსახურება, რომელთა ნაწილი ფიზიკურადაც შეიძლება იყოს ინკარნირებული, მათ გარეშე ეს უენერგიო, უსიცოცხლო ფანტომები მთელს ასტრალს იქნებოდნენ მოდებული.
ამ და პირველ ფენას შორის კიდევ რამოდენიმე ფენაა, რომელშიც სხვადასხვა ასტრალური სულიერი არსებები "სახლობენ", ისინი, ვისაც ძირითადად ელემენტალებს უწოდებენ, ეს ყოვლად უწყინარი არსებები არიან, მათ არა აქვთ არც სული არც ცნობიერება, ისე როგორც ჩვენ გვესმის, მაგრამ მათ კარგად შეუძლიათ ჩვენს ცნობიერებაში შემოსვლა, ყველა ინფორმაციის ამოღება ჩვენი ცნობიერებიდან და ყველა იმ სახის მიღება, რაც ჩვენს წარმოსახვაში არსებობს. ასტრალის მათ ფენაში ნანახი სურათები არის არა ჩვენს მიერვე შექმნილი ილუზია, როგორც ეს ხდება გარდაცვალების პლანის პირველ საფეხურებზე, არამედ ამ უწყინარი, მაგრამ ხანდახან ხუმარა არსებების მიერ "მოწყობილი სპექტაკლი", ასეთი გამოცდილება არანაირი ზიანის მომტანი არ არის, გარდა იმისა, რომ გამოუცელი "მოგზაური" დარწმუნებულია, რომ ზღვა ინფორმაცია მიიღო, შეხვდა და ესაუბრა პირადად - იესო ქრისტეს, ღვთისმშობელს, ბუდას, კრიშნას, მამაღმერთს....., როცა ინფორმაცია, მხოლოდ ის არის რაც უკვე იცოდა, არაფერი, არც ერთი სიტყვა ახალი, მხედველობაში მაქვს, არა ის ინფორმაცია, რომელსაც ყველა ჩვენთაგანი ფლობს და მივიწყებულია, არამედ ის, რაც განათლებით და წიგნებით მიიღო, ინფორმაციის ყველა წყარო კი, ეს უწყინარი არსებები, რომლებმაც ყველაფერი მხოლოდ მისივე ცნობიერებიდან ამოიღეს.....
Go to the top of the page
 
+Quote Post
LAIRA
post Oct 19 2011, 10:32 AM
Post #98


YELLOW soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 795
Joined: 12-October 11
Member No.: 6,582

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
QUOTE(kate @ 19th October 2011 - 09:34 AM) *
ფიზიკური სამყარო წარმოიშობა, იქმნება ღვთიური ენერგიის სივრცეში პროეცირებით, რაც იწვევს უკვე განსაზღვრული წესით, მაგრამ ნაკლები ვიბრაციით, ენერგიის "დაკრისტალებას", რაც უფრო ნაკლებია ვიბრაცია, მეტი რაოდენობის ატომებია საჭირო ფიზიკური სხეულის შესაქმნელად, თვითონ ატომებიც, რომლებიც უამრავი უმცირესი ნაწილაკებისაგან შედგება, რომლებიც თავისთავად არფერია თუ არა ენერგია, რომელიც გარკვეულ სიხშირეზე ვიბრირებს, იცვლება და "იკუმშება", მატერია რომ შექმნას, ამ პროცესისაგან გამოთავისუფლებული ენერგია ქმნის ასტრალს, შექმნილი მატერიალური სამყაროს ორეულს, რომელიც ერთდროულად ერთ და იგივე სივრცეში არსებობს და ფიზიკურის არაფიზიკური ანაბეჭდია.

ეს ამ სამყაროსთვის ერთჯერადი პროცესია და არა მუდმივი
ამუ დაახლოებით სამყაროს წარმოშობის,მატრიის წარმოშობას ხსნის ასტრალის განმარტება


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
David27
post Oct 19 2011, 11:41 AM
Post #99


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 474
Joined: 8-January 11
Member No.: 6,349

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
ძალიან საინტერესოა smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Oct 22 2011, 04:19 AM
Post #100


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



LAIRA
სამყაროში არაფერია ერთჯერადი არც მუდმივი, მთელი სამყარო მუდმივი დინამიკაა, ყველაფერი ცოცხალია, თვითონ სიცოცხლეც ცოცხალია, თუ ამ ფრაზას რამე აზრი აქვს smile.gif . ერთხელ წარმოშობილი სიცოცხლე გამუდმებით იცვლება დარდაიქმნება, მეტამორფოზას განიცდის, იკუმშება და ფართოვდება, არაფერი არ დგას ერთ ადგილზე, ერთ დონეზე. ჩვენ ახლა, მთელი მზის სისტემა, სულ მალე, გადავინაცვლებთ სამგანზომილებიანი სამყაროდან მეოთხე განზომილებაში, ჩვენც და ჩვენს გარშემო ყველაფერიც შეიცვლება, სამგანზომილებიანი მზის სისტემა ისევ იარსებებს, ოღონდ ზუსტად ისეთი არ იქნება, როგორსაც დავტოვებთ
Go to the top of the page
 
+Quote Post

15 Pages V  « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 07:55 AM