IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

36 Pages V  « < 20 21 22 23 24 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამადჰი, პირადი გამოცდილება
David Monny
post Jul 28 2019, 06:00 PM
Post #421


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



K.2018.18.10
QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 28th July 2019 - 04:40 PM) *
მაგრამ მე მაინც ვიცი,რომ არ არის სხვა ღმერთი (ხორცშესხმული გარდა იესოსი.

ასე არ ფიქრობენ ბუდისტები და ინდუისტები და ა.შ. გასხივოსნების წინ, დგება წამი. ქრისტიანს ეცხადება იესო ჯვარცმული. ბუდისტს ეცხადება ბუდა და ა.შ. ეს არის ბოლო წერტილი გათავისუფლების წინ. ეს არიც გამოცხადება, რომელიც გათავისუფლებს გამოცხადებებისგან. იესო, რომელიც გათავისუფლებს იესოსგან, მაგრამ ეს ხდება გასხივოსნების წინ. მანამდე ყველას სხვადასხვანაირ ღმერთის წამს.
QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 28th July 2019 - 05:05 PM) *
მიყვარს ეს ეგო-ჩემი ცრუ მე))
რატომღაც უიმისოდ აღარ მინდა )არ მინდა ეგ ღმერთობა-გაქრობა და სიმშვიდე.
ცხოვრება მინდა,მომწონს.
ამ პოზიციას ვირჩევ მუდამ როცა რაღაც ცვლილებების მოახლოებას ვგრძნობ .


ამიტომაც დამალულია ჭეშმარიტება თქვენთვის. უმაღლესი რეალობა არავის ახვევს თავის არსებობას თავზე, ის ეცხადება მხოლოდ იმათ, ვისაც სხვა გზა არ აქვს. ვინც ყველაფერი გასცა. ვისაც აღარაფერი დარჩა დასაკარგი. ამიტომ პირადად მე პრობლემას ვერ ვხდედავ. ყველა იმას აკეთებს და გაალეთებს რაც უნდ. მთავარია იცოდე რა გინდა. ეს თემა არის მათთვის, ვისაც ჭეშმარიტების შეცნობა უნდა და არა მათთვის, ვისაც საკუთარი ეგოისტური ცხოვრებით ცხოვრება უნდა. ასეთებისთვის საერთოდ თემები არ არსებობს. ისინი თავისით ქმნიან თემებსაც და თავისით ქმნიან პასუხებსაც. ისინი თავად არიან მსხვერპლნიც და მოძალადეებიც. ტირანი იჰვჰ და მოწყალე იესო.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
K.2018.18.10
post Jul 28 2019, 09:35 PM
Post #422


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 112
Joined: 27-July 19
Member No.: 7,837

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საბოლოოდ ხო ყველა იმ მდებარეობას,იმ სინგულარს დავუბრუნდებით საიდანაც დაიწყო,რა აზრი აქვსზემოქმედებას,იძულებას,ცხ
ოვრება ანუ ესე რომ ყოფილიყო თვითონ მან ხო მოიფიქრა?!
თქვენ გაცილებით ბევრი გამოცდილება გაქვთ პირადი.
მე კი მაშინებს ის რასაც ვაღწევ,გაქრობა-ღმერთობა
უემოციო ცხოვრება.
შეშის ჩეხვა ს ვაგრძელებთ მაგრამ ეს ის ცხოვრება არაა რაც ჩავიფიქრეთ ხო?!
მან თვითონ აირჩია დავიწყება,როგორია როცა იცი რომ ყველა პერსონაჟი თვითონ ხარ,მას ეს არ უნდოდა და იმიტომ შემოიყვანა ეგო,გაიყო და არის ისე როგორც არის
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 28 2019, 10:53 PM
Post #423


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



K.2018.18.10
QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 28th July 2019 - 09:35 PM) *
მას ეს არ უნდოდა და იმიტომ შემოიყვანა ეგო,გაიყო და არის ისე როგორც არის


იმასთან დაკავშირებით, რომ აბსოლუტი, ღმერთი, რაც გინდა ის დაარქვით დაიყო, სხვადასხვა აზრი არსებობს. აღმოსავლურ ფილოსფოიაში მიღებულია აზრი, რომ ღმერთს მოწყინდა მარტოობა და დავიწიყა ღმერთობა და გაიყო მრავლად. არსებობს ჯივას და ატმანის კონცეფციები, რომ ჯივა არის ინდივიდიალური სული და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი ვიღაც ადამიანების აზრებია. პირადად მე, ვეთანხმები ადვაიტა ვედანტას ფილოსოფიას, რომელიც განავრცო ადი შანკარამ მე-8 საუკუნეში. აქ საუბარია, რომ ჯივა და ატმანი ერთია. და ატმანი იგივეა რაც უმაღლესი რეალობა, ანუ ბრაჰმანი. ეს არის ერთიანობის ფილოსოფია. დასავლურ ფილოსოფიაში მონიზმი ეწოდება. ეს არის სუბსტანციური მონიზმი. ჯერ კიდევ სოკრატემდელი ფილოსოფია, რომელიც ზენონმა ჩამოაყალიბა. არავითარი პერსონაჟები არ არსებობენ. ესენი არიან ფანტომები, მირაჟები. ნებისმიერი ეგო, ფანტომია. ის, რაც არსებობს, რომ თქვა არსებობსო, მაშინ უნდა თქვა როგორია და ისიც უნდა თქვა სად არსებობს და ა.შ. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც რა? სად? და როდის? ერთ და იგივე რამაა. ის რაც არსებობს და ის, რაშიც არსებობს, ერთი და იგივეა. ის ვინც აცნობიერებს, ის რასაც აცნობიერებს და თავად გაცნობიერების პროცესიც, ერთი და იგივე რამაა. ამიტომ ვერც იმას იტყვი, რომ არსებობს და ვერც იმას, რომ არ არსებობს.
QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 28th July 2019 - 09:35 PM) *
მე კი მაშინებს ის რასაც ვაღწევ,გაქრობა-ღმერთობა
უემოციო ცხოვრება.


თუ სწორად გესმით ძენ ბუდისტური კოანი „გასხივოსნებამდე ჩეხავ შეშას და მოგაქვს წყალი; გასხივოსნების შემდეგ, ჩეხავ შეშას და მოგაქვს წყალი“. ანუ თუ გასხივოსნებამდე უემოციო იყავით, გასხივოსნების შემდეგაც უემოციო იქნებით. გასხივოსნება არ აუმჯობესებს ან არ აუარესებს ადამიანის პიროვნებას ანუ ეგოს. თუ პიროვნების შესწავლა გაინტერესებთ, შეგიძ₾იათ მიმართოთ ბრწყინვალე ფსიქოლოგებს თბილისში. ჯგუფი „კამარა“. შესანიშნავი სპეციალისტები არიან და შემიძ₾ია გირჩიოთ ჩემი ფსიქოლოგი. დარწმუნებული ვარ წინააღდეგი არ იქნებოდა მისი სახელის გასაჯაროებისთვის. ისედაც საჯარო პიროვნებაა - მაგდა ფერაძე.
გასხივოსნება კი არ აუმჯობესებს პიროვნებას, არამედ ეს არის პროცესი, როდესაც პიროვნება ქრება, უფრო სწორად რაღაც რომ გაქრეს კერ უნდა არსებობდეს, ხოლო რადგან პიროვნება არც არასდროს არსებულა, ამიტომ გაქრობაც პირობითია. რეალურად ხდება გაცნობიერების პროცესი, რომ პიროვნება არც არასდროს არსებობდა. ისმის კითხვა და ვინ აცნობიერებს ამას? თქვენ, თქვენ აცნობიერებთ, რადგან „გასხივოსნების შემდეგაც ჩეხავ შეშას და მოგაქვს წყალი“. არაფერი იცვლება პიროვნულად. ზოგს პურის ფული არ აქვს. ზოგი მათხოვრობს და ქუჩაში ძინავს. ყველას თავისი პრობლემები აქვს. თქვენ თქვენი პრობლემები გაქვთ. მე ჩემი. პეტრეს თავისი პავლეს თავისი, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს გასხივოსნებისთვის.
QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 28th July 2019 - 09:35 PM) *
თქვენ გაცილებით ბევრი გამოცდილება გაქვთ პირადი.


ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური გამოცდილება. არ არსებობს საზომი, რომლითაც გაზომავ. ეს არ არის აკადემიური ხარისხი, როცა ბაკალავრზე მაღალი მაგისტრის ხარისხია მაგისტრზე მაღალი ფილოსოფიის დოქტორის და ა.შ. აქ სულ ერთია რა ხარისხი გაქვს. ამიტომ ამბობდა ისეო, თქვენ ვინც წინ გგონიათ ის უკან იქნება და უკანა წინო.
ამიტომ ყველას საქმე არ არის გასხივოსნება. ზოგი ექიმია, ზოგი ბიზნესმენი, ზოგი ხელოვანი, ზოგი არაფერიც არ არის. სულ ერთია. მთავარია გამოარკვიო ადამიანმა რა გინდა. მაგრამ შემთხვევით არაფერი ხდება. რატომ გაეცანი ამდენ წყაროებს? რატომ დაგაინტერესა ქრისტიანობამ, ბუდიზმმა, ინდუიზმმა, მასონობამ, გნოსტიციზმმა, ათეიზმმა? თქვენ უნდა მიხვდეთ, რომ სხვა გზა არ გქონდათ. მაგალითად მე ვიცნობ შრილანკელ ბუდისტებს, რომლებსაც აქეთ ვასწავლიდი ბუდას ფილოსოფიას. რატომ? ვინ მაძალებდა? ყველას თავის გზა აქვს. თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ სხვა გზა არ გქონდათ. ეს კითხვები გვჭამენ და არ გვასვენებენ რატომღაც ჩენ, როცა გვერდზე ვიღაც განცხრომაშია და ბედნიერი, როცა სიტყვა ისეო კი გაუგია და ჯვარი, მაგრამ მეტი არაფერი. ბუდაზე ხომ საერთდ ზედმეტი საუბარი და რიჩარდ დოკინსზე. ამიტომ უნდა გააცნობეიროთ რას ეძებთ. კონკრეტულად. უნდა დაწეროთ. დახატოთ. ანუ ვიზუალიზება გაუკეთოთ. ზუსტად. რაც უფრო დეტალურად წარმოიდგენთ იმას რასაც ეძებთ, მით უფრო გაგიადვილდებათ პოვნა. იესომ თქვა, რომ ეძიებდეთ და ჰპოვებდეთო, დააკაკუნეთ და გაგეღებათო. საჭიროა კონკრეტიზაცია. რა გინდათ ზუსტად.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 28 2019, 10:55 PM
Post #424


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი წიგნი გამოვა სახელწოდებით
The origin - სამყაროს შოკისმომგვრელი პირველსაწყისი და კაცობრიობა ადამიანის წარმოშობის დილემის პირისპირ
ავტორი - დავით ჩხენკელი


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
K.2018.18.10
post Jul 28 2019, 11:10 PM
Post #425


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 112
Joined: 27-July 19
Member No.: 7,837

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გასხივოსნება ანუ ღმერთოობა მოსაწყენი,შეშის ჩეხვა ვაგრძელებთ მაგრამ უემოციოდ(მე ვფიქრობ ესე)
ანუ ემოცია,ტანჯვა,მიჯაჭვულობა ქრება და იცი ვინც ხარ,ყველაფერი სულ ერთი ხდება.ღმერთი ხარ იცი პოტენციური,იცი რომ ისევ აქ მოხვალ,მაგრამ ის არ იცი სად.არ არსებობს არჩევანი,არ არსებობს"თუ" უბრალოდ ცხოვრობ,ცხოვრება ხარ თავად.
გამოცდილებაში თქვენი ამ მიმართულების მიღწევები ვიგულისხმე და არა წოდება.
მაგაში მართალი ხართ ,რომ არ ვიცი რა მინდა,მიჯაჭვული ვარ ცხოვრებაზე,მომწონს ცხოვრება) ეგ ხომ შანსია და წყალობა
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 28 2019, 11:30 PM
Post #426


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



K.2018.18.10
QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 28th July 2019 - 11:10 PM) *
გასხივოსნება ანუ ღმერთოობა მოსაწყენი,შეშის ჩეხვა ვაგრძელებთ მაგრამ უემოციოდ(მე ვფიქრობ ესე)

თქვენ როგორ ფიქრობთ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს გასხოვოსნებასთან, ან მე როგორ ვფიქრობ. „მოსაწყენი“, „უემოციო“, „ემოციური“, ეს არის პიროვნული განცდები და შეგრძნებები, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს გასხივოსნებასთან. ამიტომ გასხივოსნება ვერც მოსაწყენი იქნება ვერასდროს და ვერც ემოციური. ვერც ბედნიერი გახდები და ვერც უბედური. ბედნიერი, უბედური, მოწყენილი, მხიარული, ეს არის პიროვნების განწყობები, რომელიც იცვლება დღის განმავლობაში უამრავჯერ. გადადის ერთი ფაზიდან მეორეში, თ რა თქმა უნდა რაიმე პათოლოგიასთან არ გვაქვს საქმე და თუ მოწყენილობა მანიაკალურ დეპრესიაში არ გადაიზარდა, ან აპათაში და ა.შ. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, ნუ აურევთ ერთმანეთს პიროვნულ თვისებებს გასხივოსნებასთან.

QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 28th July 2019 - 11:10 PM) *
ანუ ემოცია,ტანჯვა,მიჯაჭვულობა ქრება და იცი ვინც ხარ,ყველაფერი სულ ერთი ხდება.

ჰო, ვიცი უამრავი იდიოტი, რომელიც ამას ქადაგებს. დაწყებული იეჰოვას მოწმეებიდან, მორმონებიდან და გურუებიდან, დამთავრებული სადაზღვეო კომპანიებამდე და ჰილერებამდე; რომ სულ ხიხ ხი ხა ხა, და თაფლის და რძის მდინარეები იქნება. ამას ვინც გეუბნებათ, გატყუებთ. თქვენ თავად წაგიკითხავთ და გაგიგიათ ძენის კოანი შეშაზე. მაშ რატომ არ გესმით რაზე საუბარი მანდ? თუ გასხივოსნებამდე ემოცია, მიჯაჭვულობა და ტანჯვა გქონდათ, გასხივოსნების შემდეგაც გექნებათ ემოციაც, ტანჯვაც და მიჯაჭვულობაც. ეს არის ძენის კოანის შინაარსი. ალბათ არასდროს განუმარტავთ თქვენთვის მისი ნამდვილი მნიშვნელობა. აჰა, ახლა უკვე იცით მისი ნამდვილი მნიშვნელობა, რომ ყველაფერი ისევ ისე რჩება, როგორც ადრე იყო.
QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 28th July 2019 - 11:10 PM) *
მაგაში მართალი ხართ ,რომ არ ვიცი რა მინდა,მიჯაჭვული ვარ ცხოვრებაზე,მომწონს ცხოვრება) ეგ ხომ შანსია და წყალობა


ყველას მოწონს ცხოვრება, ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს მიჯაჭვულობაა. უამრავი სასიამოვნო რამაა ამ ცხოვრებაში, მაგრამ ყველა ეს სიამოვნება დროებითია ხოლმე და როცა დგება უსიამოვნება, მაშინ გვახსენდება ღმერთი, ჭეშმარიტება და ა.შ. ყველა ადამიანი მიილტვის ბედნიერებისკენ. ეს არის მთელი ფილოსოფია. ყველას უნდა იყოს ბედნიერი. მომავალში. მაშინაც კი, როცა ბედნიერება აქ მოდის, იმაზე ვიწყებთ ფიქრს, როდის წავა და რომ წავა მერე როდის მოვა smile.gif ეს არის ჩვენი ფიქრების ბრალი, გონების. გონება ინსტრუმენტია, რომელსაც უნდა ვიყენებდეთ, მაგრამ ახლა პირიქითაა, ჩენივე ინსტრუმენტი გვიყენებს ჩვენ.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jul 28 2019, 11:55 PM
Post #427


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



K.2018.18.10
განღმრთობას ვაღწევთ და ისევ ადამიანში ჩამოსული შეზღუდული ცნობიერება გვენატრება, ადამიანში ვართ და ისევ უსაზღვრო ცნობიერებაში დაბრუნებისკენ ვისწრაფვით. წინა და უკან. წინ და უკან. და თუ ადამიანში ყოფნისას აქ განღმრთობით, ყველა ემოცია ქრება და ყველაფერი სულერთი ხდება, იქნებ ამიტომაც დავივიწყეთ თუ ვინ ვართ, რომ ამ ყველაფერს - ტანჯვას, სიხარულს, ბედნიერებას და უბედურებას ადამიანურ არსებობაში თავისი "მუღამი" ჰქონოდა?


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
K.2018.18.10
post Jul 29 2019, 01:04 AM
Post #428


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 112
Joined: 27-July 19
Member No.: 7,837

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



)ჰო მუღამი აქვს.
თვით მასაც მოსწყუნდა ეს სულ ჰარმონია და ბედნიერებაში ყოფნა არა ,უფრო თვითკმაყოფილება)ამიტომაც შეიქმნა ეგო.
მე ქრისტიანი არა,უფროქრისტეს თვისებები მინდა გავაღვიXო ჩემში,არცერთ რელიგიას არ ვემსახურები(მითუმეტეს რასელისტებს)
ეს არავის აუხსნია ჩემთვის დავიდ,უბრალოდ როგორ დავიწყე ამაზე მოკლედ გადმოვედი.
დავფიქრდი თუ ღმერთმა შექმნა შექმნა ყველაფერი არაფრისგან,შევხედე სამყაროს ,მოვაცილე გონებაში მატერიალური ყველაფერიმზე,მთა,ღრუბლები და აი ესე შემრჩა ის-მაღალი,სულ ყველგან მყოფი თან არ მყოფი,არაფერი სივრცე,უარაფრო.
ბიბლიის იჰვჰ კი ეს ეს ეგო მგონია კიარა ეგრეა.
ეგ მოსეს განცდების რა თქმა უნდა მესამე პირში დაწერილი მაგრამ,როცა ის ეკითხება ვინ გამომგზავნა ,რა ვუთხრა ისრაელიანელებ,იჰვჰ ამაზე პასუხობს: მე ვარ!
როგორ ,მე ვარმა ესე ვუთხრაო))რაზეც ისევ მისი ეგო პასუხობს,მე ვარ ის ვინც ვარ ანუ ეგოს ჰო!
მანდ არანაერი აბსოლუტის პასუხი არაა,აბსოლუტი შეუცნობელია საკუთარი თავისთვისაც კი ამაზე ვთანხმდებით.ეს იცის ეგომ და ამით მანიპულირებს ,ამას იყენებს "გასამრავლებლად" რომ მოსაწყენია მუდამ ნეტარებაში ყოფნა და ღმერთისთვის საყვირის ჩანერგვა(ეგ ალეგორიულად)
Go to the top of the page
 
+Quote Post
K.2018.18.10
post Jul 29 2019, 01:16 AM
Post #429


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 112
Joined: 27-July 19
Member No.: 7,837

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არაფრის შესწავლა არაა საჭირო,როცა განვიცადე ის მომენტი წამები იყო თუ წუთი,ხანგრძლივობას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა,მივხვდი რომ რაც მისწავლია და მიძებნია,შემიმჩნევია ამასთან დაკავშირებით,მაპატიეთ და ნაგავია,რომელიღაც პოსტში თავად აღწერით ტალახიან ფანჯარა,აი ეგრეა,ყველა ცოდნა ამასთან დაკავშირებით ნაგავია.
ის ისეთი მარტივია,რომ არ გვგონია თუ ასე ახლოა და ასე მარტივი,ამიტომაც ვეძებთ ყველგან და ყველაფერში,არადა ის აგერაა აქაა სუნთქვაზე ახლოა)
ალბათ ამიტომაც იცინოდა ბუდა და მეს განვიცადე.
ქრისტეც ამბობს აგერ იქ აქ არა შენშიაო,შენშია თავისთავად.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 29 2019, 01:27 AM
Post #430


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



K.2018.18.10
QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 29th July 2019 - 01:04 AM) *
თვით მასაც მოსწყუნდა ეს სულ ჰარმონია და ბედნიერებაში ყოფნა არა ,უფრო თვითკმაყოფილება)ამიტომაც შეიქმნა ეგო.

ეს არის ინდუიზმის ერთ-ერთი კონცეფცია, რომელსაც მე არ ვიზიარებ. ეს არის დვაიტა ვედანტას კონცეფცია, სადაც დუალისტური სამყაროს მოდელია წარმოდგენილი. ატმანი და ბრაჰმანი და ჯივა, ანუ ინდივიდუალური მე, ეგო. ამაზე უკვე დავწერე, რომ ფაქტები მეტყველებენ ადვაიტას ფილოსოფიაზე, სადაც ატმანი იგივეა რაც უმაღლესი რეალობა, ანუ ბრაჰმანი და ჯივა და ატმანი ერთი და იგივეა. ამას ვადასტურებ პირადი გამოცდილებიდან და ასევე მეცნიერული არგუმენტებიდანაც უფრო სუბსტანციური მონიზმი იკვეთება ვიდრე დუალიზმი. ამიტომ სრული ნონსენსი მგონია, რომ ვიღაცას რაღაცა მოწყინდა. არავინაა, რომ რაიმე მოწყინდეს ან არ მოწყინდეს. ეს თუ არ გაცნობიერდა, მაშინ აზრი არ აქვს არა-დუალისტური ფილოსოფიის განმარტებას.
QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 29th July 2019 - 01:04 AM) *
მე ქრისტიანი არა,უფროქრისტეს თვისებები მინდა გავაღვიXო ჩემში,არცერთ რელიგიას არ ვემსახურები(მითუმეტეს რასელისტებს)

ძალიან კარგი. რელიგიებს მონები ჭირდებათ და არა მოაზროვნეები. ტერმინებიც ასეთი აქვთ: რო გნათვალევნ: ინათლება „მონა ღმრთისა“ და ა.შ. მუსულმანებს ღმერთის ძისაც არ ჯერათ, არამედ ყველანი ალაჰის მონები არიან. ეს არის უმაღლესი საფეხური.

QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 29th July 2019 - 01:04 AM) *
მანდ არანაერი აბსოლუტის პასუხი არაა,

ვერ დაგეთანხმებით. არ ვიცი რამდენად ესაუბრა ღმერთი მაყვლოვანიდან მოსეს, მაგრამ მოსეს იმის თქმა უნდა, რომ უმაღლესი ჭეშმარიტება არსებობს, რომ მყოფობა, თავად არის უმაღლესი ჭეშმარიტება. ამასვე იმეორებს იესოც, როდესაც ებრაელები ეკითხებოდნენ 50 წლისაც არ ხარ და ამბობ აბრაამი ვიციო, იესო უპასუხა: „ვიდრე აბრაამი იქნებოდა, მე ვარ“. ანუ აქ ის მინიშნებაა, რომ ეს მყოფობა სადღაც ჯანდაბაში და ოხრობაში კი არ არის, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქეთ, არამედ არის იქ, სადაც „მეა“. “მეშია“ ეს „ვარობა“, „მყოფობა“. ეს არ არის ეგო. ეგო არის ის, რაც მოსემ მიაწერა ამ მყოფობას, რომ დაეხოცა ქალები და ბავშვები, რომ გაეწყვიტა მთელი ტომები, მოკლედ მრავალი გენოციდი გამართლდა ამ საცოდავი იჰვჰ-ს სახელით. ეს არის ჩვეულებრივი თეოკრატიული მმართველობის მოდელი. მეტი არაფერი. რა მნიშვნელობა აქვს ჰიტლერის სახელით აწყობ გენოციდს, თუ მამა ზეციერის?
QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 29th July 2019 - 01:04 AM) *
,აბსოლუტი შეუცნობელია საკუთარი თავისთვისაც კი ამაზე ვთანხმდებით.

ვთანხმდებით, ოღონდ განვმარტავ: შეცნობა ნიშნავს, სუბიექტ ობიექტურ დინამიკას. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც სუბიექტის ყურადღება მიმართულია ობიექტისკენ, რათა მოახდინოს მისი სიმულირება თავის თავში და ამდაგვარად შეიცნოს ის. არსებობს გონებრივი შეცნობა, რასაც ინტელექტი ქვია და რომლის საუკეთესო საშუალება დიალექტიკა და ლოგიკაა და არსებობს გრძნობადი შეცნობა, ანუ შეგრძნება, რომელსაც არ აქვს ანალოგი ინტელექტის სიბრტყეში. ეს არის სუბიექტური განცდა, რომელსაც განიცდის კონკრეტული ინდივიდი და სხვა არავინ. მაგრამ აბსოლუტის შემთხვევაში არ არსებობს ობიექტი, რომელიც თავად არ არის აბსოლუტი, ამიტომ ვინ ან რა უნდა შეიცნოს? არ არის მეორე. ამიტომ არც პირველი არ არის, რადგან თუ არის სუბიექტი, ამიტომ არის ობიექტიც, მაგრამ აბსოლუტი არც სუბიექტია და არც ობიექტი. მასზე ვერ იტყვი, რომ თავის თავი არ იცის, რადგან არ არსებობს თავის თავი, რომელიც უნდა იცოდეს. არც საჭიროება არსებობს შეცნობის და არც არ საჭიროება. აბსოლუტი დგას შეცნობის და შეუცნობელის მიღმა. ყველაზე ახლო განმარტებად ეს შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენ მივეჩვიეთ, ქონას და ყოლას და ამიტომ საკუთარი თავიც კი გვაქვს, ისევე როგორც მანქანა, სახლი და ა.შ. საკუთარი „მეც“ კი გვაქვს, ან გვყავს. აბსოლუტს არ აქვს ქონის ან ყოლის საჭიროება, რადგან არაფერია და არავინ რაც ან ვინც უნდა ყავდეს ან ჰქონდეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტოა, რადგან მარტო ნიშნავს, რომ სხვა არავინაა. აბსოლუტის შემთხვევაში კი არც არასდროს არსებობდა სხვა, რომ შემდეგ წასულიყო და ამიტომ ის მარტო დარჩენილიყო. მარტოობა არის მაშინ, როდესაც სხვა იყო და აღარ არის, რადგან თუ არასდროს არ ყოფილა მეორე, ვისთან მიმართებაში ვამბობთ, რომ მარტო დავრჩით, ან ვინმე დარჩა? თუ არ არის მეორე, არ არის არც პირველი.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 29 2019, 01:32 AM
Post #431


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



K.2018.18.10
QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 29th July 2019 - 01:16 AM) *
ის ისეთი მარტივია,რომ არ გვგონია თუ ასე ახლოა და ასე მარტივი,ამიტომაც ვეძებთ ყველგან და ყველაფერში,არადა ის აგერაა აქაა სუნთქვაზე ახლოა)
ალბათ ამიტომაც იცინოდა ბუდა და მეს განვიცადე.

ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამას ანანდა ქვია. ნეტარებისგან სიცილს. ანანდა უახლოესია აბსოლუტისა, მაგრამ მხოლოდ ანანდა არაფერს იძლევა, რადგან იგივე აღოსავლურ ტრადიციებში აბსოლუტს არ ქვია მხოლოდ ანანდა, არამედ „სატჩიტანანდა“. „სატ“ - მყოფობა, არსებობა. “ჩიტ“ - ცნობიერება და „ანანდა“ - ნეტარება. ეს სამი ერთად არის აბსოლუტი.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 29 2019, 01:52 AM
Post #432


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შეცნობა ნიშნავს გახდომას. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, სუბიექტი მიისწრაფის ობიექტისკენ რათა გახდეს ეს ობიექტი. ადამიანის შემთხვევაში გახდომა ხდება გაიგივებით, ანუ იდენტიფიკაციით. მაგ. ადამიანს უნდა შეიცნოს მაგიდა. ის ვერ გახდება მაგიდა. შეიძლება მიბაძოს მას და ოთხ კიდურზე დადგეს ცოტა ხნით როგორც ოთხფეხა მაგიდა, მაგრამ ვთქვათ მაგიდა სამფეხიანია, ხომ არ მოიჭრის ერთ ფეხს? ანუ იმის თქმა მინდა, რომ ფიზიკური სხეულით იდენტიფიკაცია შეუძლებელია. მაშნ როგორ ხდება ადამიანი მაგიდა? როგორ და მაგიდის სიმულაციის შექმნით ადამიანის ტვინში. ანუ, ტვინში იქმნება მაგიდის ანალოგიური მოდელი. ამისათვის ტვინი იყენებს შეგრძნების 5 ორგანოს. 1.შეხება. 2. მხედველეობა. 3. გემოვნება. 4. ყნოსვა და 5. სმენა. მაგიდის შემთხვევაში გემოვნება და ყნოსვა არ არის საჭირო. სმენა, შეხება და მხედველობა საჭიროა. და ამ სამის კომბინაციით იქმება მაგიდის მაკეტი ადამიანის ტვინში. აი, ეს არის გახდომა, ანუ შეცნობა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ნაწილია, ინტელექტუალური ნაწილი. არსებობს შეგრძნებითი ნაწილი, როემლიც მოიცავს ემოციებს და გრძნობებს. სიყვარული, ზიზღი, სიმპათია, ანტიპათია, აპათია, აგრესია, მრისხანება, შური, ბოღმა, კმაყოფილება, უკმაყოფილება და ა.შ. ესეც შეცნობის საშუალებეია, ანუ გახდომის. მაგალითად ავიღოთ შური. რა არის შური? შური არის უკმაყოფილება, მწუხარება, როდესაც ხედავ სხვის კმაყოფილებას, სიხარულს. ანუ სხვის კმაყოფილებაზე შენი უკმაყოფილება. ეს არის შური. ანუ ეს არის საშუალება, რომლითაც ადამიანი შეიცნობს სხვის კმაყოფილებას. როდესაც ადამიანი იდენტიფიკაციას ახდენს მეორე ადამიანის კმაყოფილებასთან, იმის მაგივრად, რომ გაიგივდეს კმაყოფილებასთან, რატომღაც იგივდება უკმაყოფილებასთან. და ა.შ. ეს ყველაფერი მაგალითებად მოვიტანე და არ აქვს მნიშვნელობა. შეიძ₾ება უამრავი სხვა მაგალითის მოტანა, მაგრამ ყველა მაინც ერთზე მიანიშნებს, გახდომაზე.
ამიტომ, აბოლუტი არ საჭიროებს შეცნობას. ჩვენ ვთქვით, რომ შეცნობა არის გახდომა, ანუ საკუთარი მეს იდენტიფიკაცია რაიმე ობიექტთთან. ნებისმიერ რამესთან რაც თავად ეს „მე“ არ არის. ყველაფერ დანარჩენთან, ამ „მეს“ გარდა. ალბათ ხვდებით ხომ, ეს მე არის სუბიექტი, ხოლო ყველაფერი დანარჩენი რაც ეს „მე“ არ არის, - ობიექტი. მაშასადამე, როგორ გახდება აბსოლუტი ის, რაც უკვე არის? შეცნობა ნიშნავს გახდომას. აბსოლუტი უკვე არის. მაშ ვინღა ან რაღა უნდა გახდეს ის?


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
K.2018.18.10
post Jul 29 2019, 01:55 AM
Post #433


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 112
Joined: 27-July 19
Member No.: 7,837

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იქ,იუდაიზმი ასე ხსნიან ს.
მაგრამ თუ მასეა,არც ის ვიცით მას ანუ ჩვენ სინამდვილეს,ორიგინალ)მეს ვეხმარებით თუ არა ა ჰო?!
ზოგჯერ მგონია რომ არავინ არსებობს ჩემს გარდა და მე ვიხსენებ ამათ,მე ვიგონებ ყველაფერს ,რაღაც წამების გაჩნდნენ .
მენდე ბევრნაირი გამოცდილება მქონია ეგეთი შეგრძნებითი.
აი წინა პოსტებში შენ აღწერ რომ ,ჩემი საკუთარი ხმაც კი მაკვირვებდა ,მეუცნაურებოდა საიდანღაც ამოდიოდაო.
მე ეგ ჯაშუშის მოწევისას მქონდა მსგავსი შეგრძნება.
ანუ ვგრძნობდი რომ ეს ხმა მე არ ვიყავი,ჩემი არ იყო,ყველაფერი არასერიოზული სისულელე მეგონა,პატარა ბავშვივით საკუთარ თითებს ვუყურებდი და მიკვირდა თუ რატომ მაქვს და რა დანიშნულება აქვს ამას)))და ა შმ.
შენ რასაც ხსნი ძაან საინტერესოა,არასოდეს არცერთ ფორუმში არ დავრეგისტრივრებულცარ,შენსას შემთხვევით გადავაწყდი და აგერ ვარ)
იცი რა მაინტერესებს?
რომ ამბობ,აი მაგ არაფერში მიხვედრისასას კი არ აკაკუნებს აბრახუ ებსო,აი რა შეგრძნებაზე,ლეველზე გადავდივართ რა არი ის ბოლო
სასუფეველი ცათა რასაც მოკვდავებს ენაზე ვამბობთ
?
Go to the top of the page
 
+Quote Post
K.2018.18.10
post Jul 29 2019, 02:04 AM
Post #434


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 112
Joined: 27-July 19
Member No.: 7,837

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



და კიდევ..
რამ დაგირეკა ზარი?
ანუ სად გაჭერი და რამ გაწყვიტა..
Go to the top of the page
 
+Quote Post
K.2018.18.10
post Jul 29 2019, 02:11 AM
Post #435


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 112
Joined: 27-July 19
Member No.: 7,837

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



და თუ არ იცის ვინ ან რა არი და საერთოდ არც ის იცის რომ არის,არი უბრალოდ დაკვირვება,არამც და არამც დამკვირვებელი ხო? დაკვირვება თვითონ..
გამოდის რა?
ვერც ვერავინ მატერიალურ სხეულში მყოფი ვერ განიცდის ამას ხო,ანუ ეგოს საშუალებით იკვლევს მის თავსეგოც მისია და თვითონაა,როგორც ჩვენი ანუ (Pირობითად პოტენციური ღმერთები გვაქვს გონება)
რაღაც დაუჯერებელი მოვლენა ვართ ,როგორც ღმერთები
და საერთოდ რა ხდება ?რატომ ხდება და რატო ვართ..
ანუ რატო არსებობს ის არაფერი ან არ არსებობს
ვერ ვიგებ ვარსებობ თუ არ ვარსებობ.
ბოდგისატვასავით ხელს ნუ მოვიჭრიდი) მაგრამ ავტორიტეტები არ არსებობს ვიცი ამ საკითტხში
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 29 2019, 02:25 AM
Post #436


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



K.2018.18.10
QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 29th July 2019 - 01:55 AM) *
ზოგჯერ მგონია რომ არავინ არსებობს ჩემს გარდა და მე ვიხსენებ ამათ,მე ვიგონებ ყველაფერს ,რაღაც წამების გაჩნდნენ .

ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. ერთ რამეს გაგიმხელ, ოღონდ არ შეცბე: არათუ გგონია, არამედ რეალურად, არავინაა შენს გარდა. არსებობ შენ და შენ გესიზმრება ყველაფერი რასაც აცნობიერებ. ეს არის აბსოლუტური სიზმარი, რომელსაც ხედავ შენ, როგორც აბსოლუტი, უმაღლესი ჭეშმარიტება და არავინაა სხვა ჭეშმარიტება გარდა შენისა.
QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 29th July 2019 - 01:55 AM) *
მენდე ბევრნაირი გამოცდილება მქონია ეგეთი შეგრძნებითი.

მჯერა. რასაც წერ, ყველაფერი ჩანს აქედან. ნუ ყველაფერი არა, მარგამ ის ვინც იტყუება, ამას ვერ დაწერს ფიზიკურად.

QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 29th July 2019 - 01:55 AM) *
მე ეგ ჯაშუშის მოწევისას მქონდა მსგავსი შეგრძნება.

ადრე მოვიხმარდი მარიხუანას ყველა პოზაში. ინტენსიურად. შემდეგ შევწყვიტე. ხოლო სამადჰი, რომელშიც 3 დღის განმავლობაში ვიმყოფებოდი, მოხდა სპონტანურად არავითარი საშალებ არ მიმიღია და არავითარი პრაქტიკა არ გამიკეთებია. ინდოეთში მარიხუანას, ჰაშიშს და სხვადასხვა ჰალუცინოგენებს იყენებენ რაღაც შეგრძნებების გამოსაწვევად, მაგრა მე არ ვუწევ რეკომენდაციას არც ერთს. მე არ ვუწევ რეკომენდაციას არც ერთ შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობის ხელოვნურად გამოწვევას. მე ვთვლი, რომ ეს იწვევს დამოკიდებულებას. არა საშალებაზე, არამედ შეგრძნებაზე. შეგრძნებები მოდიან და მიდიან. ჭეშმარიტება სულ აქ არის. მას არ სჭირდება გამოწვევა.
K.2018.18.10
ძალიან სასიამოვნოა. უზომოდ მიხარია, როდესაც საქართველოში ხდება ცნობიერების ამაღლება.
QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 29th July 2019 - 01:55 AM) *
რომ ამბობ,აი მაგ არაფერში მიხვედრისასას კი არ აკაკუნებს აბრახუ ებსო,აი რა შეგრძნებაზე,ლეველზე გადავდივართ რა არი ის ბოლო
სასუფეველი ცათა რასაც მოკვდავებს ენაზე ვამბობთ
?

ის ბოლო არის გასხივოსნება, ანუ ნირვიკალპა სამადჰი. ეს არის ბილეთი ერთ ბოლოში. ადგილი, საიდანაც უკან აღარ ბრუნდებიან, მაგრამ ფიზიკურად არც კვდები და არც არაფერი არ მოგდის, მაგრამ ჯობია მჯომარე ან მწოლიარე მდგომარეობაში შეხვდე, რადგან თუ დგახარ ან დადიხარ, შეიძლება წაიქცე. ამ დროს აბსოლუტურად კარგავ კონტროლის შეგრძნებას, მაგრამ ეს არ არის გულის წასვლა და ცნობიერების დაკარგვა ანუ კომა, არამედ ეს არის აბსოლუტის განცდა, ოღონდ შენ კი არ განიცდი, არამედ ეს არის თავად აბსოლუტური ჭეშმარიტება. მოდი უკუღმა ვიტყვი. ქრება „მე“ და რაც რჩება არის აბსოლუტი. ანუ გასხივოსნება ხდება, მაგრამ სამწუხაროდ არავინაა ვინც გასხივოსნდა. აი ეს არ ესმით. ეს არის ყველაზე ძნელი გასაგები ინტელექტუალურად. რადგან თუ ეს დაგემართა, იქ ინტელექტი აღარ არის. ეს არის მდგომარეობა, სადაც შენ აღარ ხარ. ამას წინ ახლავს მთელი ის ამბები, რაც მიწერია. ეს არის სავიკალპა სამადჰის ბოლო ეტაპი, ანუ ასმიტა სამადჰი, როდესაც „მე“, რჩება აბსოლუტურ სიცარიელეში. აღარც გეცინება, აღარც გეღიმება, აღარც ნეტარებაა და არაფერი. არის უფსკრული. სრული არაფერი და ხარ შენ. ანუ შენი ეგო. აი ეს არის ის წერტილი, რომელსაც ბევრი აღწევს სხვადასხვა პრაქტიკებით და არც კი იციან რას მიაღწიეს. ბევრი ამაზე ჩერდება წლებით და გონია, რომ მიაღწია გასხივოსნებას. მეც ასე მეგონა. მე ვარ ნამყოფი მანდ. იმ სამი დღის განმავლობაში. იყო წუთები და სათებიც, როდესაც ამ მდგომარეობაში გადავდიოდი. აქ არის შიში. ერთად ერთი შიშია გაქრობის, სიკვდილი. რა მომივა? რა იქნება მე თუ არ ვიქნები? და პასუხი არ არის ამ სიცარიელეში. ეს სიცარიელე თითქოს რაიმე მკვდარი სივრცე კი არ არის, არამედ რაღაც ცოცხალივითაა. თითქოს გაკვირდება, ოღონდ ის არ გაშნებს. შენ თვითონ გეშინია ამ სიცარიელეში გაქრობის. მე პირადად ვერ გადავლახე. მე მეგონა ვსიო! ეს არის გასხივოსნება, მაგრამ არა, ეს არ არის გასხივოსნება და ცათა სასუფეველი, ნირვანა, მოკშა, ფანა, კენშო, რავიცი უამრავი სახელი აქვს და ყველა ერთს ნიშნავს, რომ არის რაღაც ამ მდგომარეობის მიღმა. ერთად ერთი ადგილი როცა ადამიანს სჭირდება რწმენა, არის ეს ადგილი. უბრალოდ უნდა გჯეროდეს, რომ არაფერი ცუდი არ მოხდება და არ მოკვდები. თუ ეს შეძელი, რეალურად კვდები, ოღნდ არა ფიზიკურად, არამედ კვდება ეგო. ეს ეგოს სიკვდილისწინა კონვულსიებია. ამიტომ ძენ ბუდიზმში ქვია „დანებება“. სწორედ ამ სიცარიელეს, უკუნეთს ნებდება შენი ეგო. თუ დანებდი, დგება წარმოუდგენელი და ენით აღუწერელი სინათლე. მე ეს არ განმიცდია და მხოლოდ გადმოცემით ვიცი. სინათლეს ადარებენ, მაგრამ არც არის მთლად ან მზის სინათლე ან რაიმე სინათლე. რავი ნათდება ყველაფერი. ეს არის გასხივოსნება. მორჩა. უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არის, რადგან აღარავინაა ვინც ან უკან დაბრუნდება ან წინ გააგრძელებს სვლას. სულ ესაა.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 29 2019, 02:34 AM
Post #437


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 29th July 2019 - 02:11 AM) *
და თუ არ იცის ვინ ან რა არი და საერთოდ არც ის იცის რომ არის,არი უბრალოდ დაკვირვება,არამც და არამც დამკვირვებელი ხო? დაკვირვება თვითონ..

კი დაკვირვებაა თავად


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 29 2019, 02:35 AM
Post #438


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



K.2018.18.10
QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 29th July 2019 - 02:11 AM) *
და საერთოდ რა ხდება ?რატომ ხდება და რატო ვართ..
ანუ რატო არსებობს ის არაფერი ან არ არსებობს
ვერ ვიგებ ვარსებობ თუ არ ვარსებობ.

ნამდვილად არსებობ. ხოლო რა ხდება და რისთვის, ამ კითხვებზე პასუხს მეც ვეძებ და მიუხედავად იმისა, რომ 900-ზე მეტი ნობელიანტი გვყავს დღეს, უეჭველი პასუხი არავინ იცის.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 29 2019, 02:44 AM
Post #439


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს გავს შავ ბუშტს. წარმოიდგინე, შენ ხარ ჰაერი, რომელიც ამ ბუშტის შიგნითაა. უყურებ ამ ბნელი ბუშტის კედლებს და ფიქრობ: რა მომივა? რა ხდება ამ სიბნელეში? თუ საკმარის ხანს გაჩერდები. წარმოიდგინე, რომ უცებ ბუშტი გასკდა. რა მოუვა ამ ბუშტის შიგნით მოქცეულ ჰაერს? არაფერი. ის ისევ ჰაერია, ოღოდნა არა ბუშტში.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 29 2019, 02:46 AM
Post #440


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



K.2018.18.10
QUOTE(K.2018.18.10dobraia masonk @ 29th July 2019 - 02:04 AM) *
და კიდევ..
რამ დაგირეკა ზარი?
ანუ სად გაჭერი და რამ გაწყვიტა..

ანუ, სხვა სიტყვებით რომ თქვა?


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post

36 Pages V  « < 20 21 22 23 24 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 05:50 AM