td......... |
td......... |
Nov 18 2018, 11:06 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვიწყებ...
რომ ვთქვა, რამე ფსიქოლოგიური პრობლემები მაწუხებს თქო მოგატყუებთ, თუმცა საინტერესოა, საკუთარი ოთახის ქონა ფორუმზე... დავწერ ხოლმე რაღაცეებს, სიზმრებს, აზრებს, ჩანახატებს... ახლა, ერთი პრობლემა მაქვს მხოლოდ, სტატია მაქვს დასასრულებელი, რომელიც ჯერ არ დამიწყია და რა ჯანდაბა ვქნა არ ვიცი! -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Mar 28 2023, 12:57 AM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კი თეორიაში ასეა, მეც ვიცი თეორიაში არა პრაქტიკაში გეუბნები. მე თვითონ მობილური გავყიდე 2 თვის წინ. მქონდა ეგზისტენციალური კრიზისი. ტრადიციულად, როგორც ხდება ხოლმე, დიდი წარუმატებლობის გამო. თუმცა ამ წარუმატებლობის თამასაც ჩემი აწეული იყო უშველებლად მაღლა, მაქსიმუმზე. აი, რაღაც ჯონ ლოკის იდიომასავით, ვისაც ერთხელ მაინც არ უცდია ღმერთობა, ის კაციც არ არისო. პრაქტიკულად არ ვარ მზად ყველაფერი გავუშვა. ჩემთვის თეორია დიდი ხანია აღარ არსებობს. მთელი ჩემი ცხოვრება ჭიდილია საკუთარ ეგოსთან. და ვეღარც ვებრძვი, ყველაფერი ვცადე. ეგო ორად იყოფა და ერთი ებტძვის მეორეს. ამას მივხვდი და ახლა აღარ ვებრძვი საერთოდ. მივხვდი, რომ მე ვერ დავამარცხებ საკუთარ თავს. ის ძლიერედება ბრძოლით. ბრძოლით ვალიდაციას ღებულობს, რომ არსებობს და მნიშვნელოვანია. როცა ვმარცხდები მსხვერპლის როლით ცოცხლდება. მერე საკუთარ თავს მხსნელად ვევლინები. მერე კი ვძალადობ მასზე, რომ მოვკლა და გავსხივოსნდე. სამივე მე ვარ, მსხვერპლიც, მოძალადეც და მხსნელიც. ახლა, ჩემი პრაქტიკა არის ამ ყველაფრის გაცნობიერება, მეტი არაფერი. ვაცნობიერებ, რომ ველი, რომ რაღაც მოხდება და ამასაც ვღებულობ. იმედი ყველაზე დიდი სისულელეა, მაგრამ ამასაც ვღებულობ. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 02:14 AM |