IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

9 Pages V  « < 5 6 7 8 9 >  
Reply to this topicStart new topic
> სიკვდილი, როგორ შევხვდეთ მას?
old_man
post Aug 4 2011, 09:54 PM
Post #121


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



lasha
QUOTE(kalkucha_ @ 4th August 2011 - 06:50 PM) *
atman: ისე რისი გწამს? კრიშნასი, ძროხებს თაყვანს ცემ და რამე?

თუ შეამჩნიე ამ ფორუმზე პატივს ვცემთ ერთმანეთის რწმენას და მსოფლმხედველობას!
შენ დასცინი ამ ადამიანის რწმენას. მაგრამ იცი რითი გჯობია ეს ადამიანი და შენზე მაღლა რითი დგას? - იგივეთი არ გიპასუხებს wink.gif
გადახედე ფორუმის წესებს, იქ წერია რა იკრძალება ფორუმზე
ამჯერად მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Aug 4 2011, 10:18 PM
Post #122


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე კი სიკვდილს აღვიქვამ როგორც რაგკვეულ ცვლილებას.. აი შლუზები რომაა მდინარეზე... დაიხურება დიიდ ჭიშკარი აივსება აუზი და შემდეგ გადადიხარ სხვა ლეველზე, იხსნება ჭიშკარი და აგრძელებ გზას..


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
გრიფონი...
post Aug 7 2011, 04:06 PM
Post #123


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 128
Joined: 29-April 11
Member No.: 6,458

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიკვდილი სულაც არ არის ისეთი საზარელი რამ როგორც ადამიანებს გონიათ ,მე ეგრე ვიცი smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
თამარი...
post Aug 7 2011, 04:46 PM
Post #124


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 325
Joined: 9-July 11
Member No.: 6,509

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიკვდილი - არ არსებობსო, რომელიღაცამ თქვა აქ...
მაპატიეთ, წავიკითხე პოსტი და მერე ვეღარ მივაგენი, რომ ციტირება მომეხდინა. ამდენად არ ვიცი, ვისი ნათქვამია.

სიკვდილი როგორ არ არსებობს?
მაგრამ სიკვდილი არ არის ის, რასაც მას მიაწერენ, - განადგურება და დასასრული!

სწორედაც რომ სიკვდილი ჰქვია სხეულიდან სულის გასვლას, ისევე როგორც მის შემობრუნებას სხეულში - რე-ანიმა-ცია, ან ხელმეორედ შობას - რე-ინკარნა-ცია...

სხვათა შორის, როცა გერმანე ტიტოვი კოსმოსში გაფრინდა, დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ფსიქიატრიულში მოათავსეს, როგორც ჭკუიდან გადასული.
მიზეზი?
კოსმოსიდან ჩამოიტანა რუსული ასოებით ნაწერი სამი სიტყვა.
როცა მას ჰკითხეს, - ეს რა არისო? - უპასუხა:
- ვიღაც დავინახე ილუმინატორიდან და მან ჩამაწერინა ეს სიტყვები და მითხრა, თუ გინდათ გაშიფროთ სამყარო, გაშიფრეთ ეს სამი სიტყვაო.

ამ ფურცელზე კი სხვა არა ეწერა:

Дабадеба, цутисопели, гардацвалеба...

---------

როცა ეს გავიგე, სიტყვებს ჩავუღრმავდი და...

არ ვიცი, დაკვირვებიხართ თუ არა ამ სიტყვებს:

დაბადება, ბავშვი, გარდაცვალება, ბაია...


ძველ ეგვიპტელთა რელიგიური სწავლების მიხედვით ადამიანს ჰქონდა რამდენიმე სული. მათ შორის მთავარი იყო “კა” და “ბა”.

“კა” - ეს იყო ადამიანის სულიერი ორეული, რომელსაც იგი ხვდება გარდაცვალების შემდეგ. მიცვალებულთა სამარეს ეგვიპტელები “კას სახლს” უწოდებდნენ, ხოლო ქურუმს, რომელიც ასრულებდა დაკრძალვის ცერემონიებს, - “კას მსახურს”. “კა”-ს მეშვეობით შეეძლო მიცვალებულს არსებობა და ფუნქციონირება ცოცხალთა მსგავსად, მხოლოდ სხვა განზომილებაში.

“ბა” - ეს იყო “წმინდა სული”, რომელიც ადამიანს ტოვებს გარდაცვალების შემდეგ (“სული ამოუვიდა”). “ბა”, ადამიანის გარდაცვალებისთანავე, მიემართება ცათა სასუფეველში. ეს არის ადამიანის შინაგანი ენერგია, მისი ღვთაებრივი საწყისი.

ამის უმარტივესი დასაბუთება გვაქვს ქართულ ენაშიც (და, ალბათ, არა მარტო ქართულში!):

გა(რ)დაცვალე - ბა
დაბადე - ბა
ბა - ვშვი
ბა - ი-ა (ანუ “ბა” ი-ქაც და ა-ქაც, რადგან ყიფლიბანდის შეკვრამდე ბავშვი ორივე სამყაროში ერთდროულად არსებობს. მხოლოდ ყიფლიბანდის შეკვრის შემდეგ “იწყებს” იგი “განვითარებას” დედამიწისეული გაგებით!.. )

smile.gif


--------------------
* * *
იქნებ სამშობლომ ვერც კი იგრძნოს სიკვდილი ჩემი,
მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები ატირდებიან!!!

* * *
მამა, თორმეტი წელი ხდება, რაც მიმატოვე...
მაშინ რატომ ვგრძნობ ასე მძაფრად სითბოს თითების,
როცა მიჭირს და უხილავი ხელი მიჭერს დაცემისაგან?
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Aug 7 2011, 06:28 PM
Post #125


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნეტა რა ეტიმოლოგია აქვს სიტყვა კაბა-ს?


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
გრიფონი...
post Aug 7 2011, 07:01 PM
Post #126


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 128
Joined: 29-April 11
Member No.: 6,458

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გერმანე ტიტოვმა რუსული ასოებით, დაწერა ქართული სირტყვები?
Go to the top of the page
 
+Quote Post
თამარი...
post Aug 7 2011, 07:14 PM
Post #127


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 325
Joined: 9-July 11
Member No.: 6,509

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კი, რუსული ასოებით, ქართული სიტყვები!


--------------------
* * *
იქნებ სამშობლომ ვერც კი იგრძნოს სიკვდილი ჩემი,
მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები ატირდებიან!!!

* * *
მამა, თორმეტი წელი ხდება, რაც მიმატოვე...
მაშინ რატომ ვგრძნობ ასე მძაფრად სითბოს თითების,
როცა მიჭირს და უხილავი ხელი მიჭერს დაცემისაგან?
Go to the top of the page
 
+Quote Post
გრიფონი...
post Aug 7 2011, 08:29 PM
Post #128


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 128
Joined: 29-April 11
Member No.: 6,458

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესოა smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Aug 7 2011, 10:55 PM
Post #129


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეგებ სულ არაა ეგ ქარტული და რარაც სხვა ენაა და ცვენ გვგონია ქართული...


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
თამარი...
post Aug 7 2011, 11:27 PM
Post #130


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 325
Joined: 9-July 11
Member No.: 6,509

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დღეს ყველა ისეთ უცნაურ კითხვებს სვამთ, არ ვიცი, რა გიპასუხოთ... smile.gif))

დაბადება, წუთისოფელი და გარდაცვალება - ნამდვილად ქართული სიტყვებია, td.........
აი, ქართულის წარმომავლობაა ფრიად საინტერესო! smile.gif))


--------------------
* * *
იქნებ სამშობლომ ვერც კი იგრძნოს სიკვდილი ჩემი,
მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები ატირდებიან!!!

* * *
მამა, თორმეტი წელი ხდება, რაც მიმატოვე...
მაშინ რატომ ვგრძნობ ასე მძაფრად სითბოს თითების,
როცა მიჭირს და უხილავი ხელი მიჭერს დაცემისაგან?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Vision_
post Aug 8 2011, 10:55 AM
Post #131


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 7
Joined: 31-July 11
Member No.: 6,529

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არანირი შანსი არ არსებობს ვინმემ დედუქციური მეთოდით მიხვდეს რა არის სიკვდილი. ამის გაგების ორი ვარიანტია - ან უნდა მოვკვდეთ და თვითონ განვიცადოთ, ან ვინმე უნდა დაბრუნდეს 'იქედან' და მოგვიყვეს. ერთადერთი 'დაბრუნებული' იყო იესო, სხვა არავინ ახსოვს დაზუსტებით ისტორიას. ნუ კიდევ გვყავს დალაი-ლამები, რომლებიც თითქოს რეინკარნაციები არიან ძველი ლამების, თუმცა მაგათი გამოცდილება არაა სანდო იმიტომ, რომ არ ახსოვთ წინა ცხოვრება, და არც ის ახსოვთ რა ხდებოდა წინა და ახალ ცხოვრებას შორის.

ერთი რამ რაც დაზუსტებით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ადამიანის ორგანიზმი მაქსიმუმ 100-120 წელი არსებობს (დღეს ასეა). ამის შემდეგ ის კვდება.

მართალი რომ გითხრათ არანაირი აზრი არა აქვს იმას რა ხდება სიკვდილის შემდეგ, მთავარია რა ხდება სანამ ცოცხალი ხარ. უმჯობესია იცხოვრო, ვიდრე იფიქრო სიკვდილზე. სიკვდილი აუცილებლად მოვა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
თამარი...
post Aug 8 2011, 05:29 PM
Post #132


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 325
Joined: 9-July 11
Member No.: 6,509

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Vision_
დარწმუნებული ხარ?

მე ასე დარწმუნებით იმის თქმაც არ შემიძლია, თამარი ვარ თუ თაია და (ეს - ვიხუმრე!)...

სხვის ნაცვლად მტკიცება როგორ შეგიძლია? smile.gif)))


--------------------
* * *
იქნებ სამშობლომ ვერც კი იგრძნოს სიკვდილი ჩემი,
მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები ატირდებიან!!!

* * *
მამა, თორმეტი წელი ხდება, რაც მიმატოვე...
მაშინ რატომ ვგრძნობ ასე მძაფრად სითბოს თითების,
როცა მიჭირს და უხილავი ხელი მიჭერს დაცემისაგან?
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Aug 8 2011, 10:25 PM
Post #133


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Vision_
ციტატა(Vision_ @ 8th August 2011 - 10:55 AM) *
არანირი შანსი არ არსებობს ვინმემ დედუქციური მეთოდით მიხვდეს რა არის სიკვდილი.

და ვინ ცდილობს მაგის დედუქციური გზით მიხვედრას?

აქ ყოფნა რატქმაუნდა ძლიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც როგორც არ უნდა ვთქვათ, აქ არავინ რჩება მუდმივად, ასე, რომ წასვლაზე ფიქრიც არაა უაზრობა wink.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Vision_
post Aug 9 2011, 10:29 AM
Post #134


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 7
Joined: 31-July 11
Member No.: 6,529

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დედუქციური შეიძლება არ იყოს ზუსტი სიტყვა, ალბათ უფრო სწორი სიტყვა იქნებოდა "თეორიულად". როგორც ვიცით უბრალოდ გონებით, განჭვრეტით და ა.შ. შეიძლება თეორიის ჩამოყალიბება. მაგრამ ნებისმიერ თეორიას ცდებით სჭირდება განმტკიცება. აი აქ ერხევა სიკვდილის თეორიებს, მათი დამტკიცება ფაქტებით არის შეუძლებელი. მკვდრეთით აღმდგარი მარტო იესო იყო, და ლაზარე. ეგეც დიდი ხნის წინ იყო, და მაგათი მონაყოლი ათასჯერ შეცვალეს.
არის ადამიანები რომლებიც იტყვიან რომ მათ ღმერთმა (ან ღმერთებმა) უთხრეს მედიტაციის ან ხილვების დროს. თუმცა ეს შეიძლება უბრალოდ ამ ადამიანის აშლილი გონების ნაყოფი იყოს. ამიტომ მაგაზე ნდობა საეჭვო პრაქტიკაა. თვითონაც რომ მოგევლინოს ჩვენება და აგიხსნას, ეგეც ან ჭეშმარიტებაა, ან ეშმაკი გაბნევს, ან უბრალოდ მოჩვენებააsmile.gif)))

ამიტომ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია აქ ყოფნა.

და რა საჭიროა რომ მუდმივი ვიყოთ? რა არის ამისთანა მნიშვნელოვანი ჩვენში რომ მუდმივობაზე ვიქონიოთ პრეტენზია? ფიზიკურად არაფერი არ ქრება, ის უბრალოდ ფორმას იცვლის. წარმოიდგინეთ რამოდენა მოძრაობაა ამ სამყაროში და ჩვენც ამ მოძრაობის ნაწილი ვართ. ზოგჯერ ასეთი ფორმა გვაქვს, ზოგჯერ სხვაგვარი....
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Aug 9 2011, 01:41 PM
Post #135


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Vision_
ნამდვილად ასეა, აქარფერი არ იკარგება და რა ქრება..მეც მაგის \ტქმას ვცდილობ..


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Aug 9 2011, 10:25 PM
Post #136


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აქ მინდა გავაგრძელო თვითმკველობის თემაში დაწყებული საუბარი საერთოდ სიკვდილზე, და რასაც დავწერ შეიძლება არც ერთ მიმდინარეობაში არ ჯდებოდეს, და რა თქმა უნდა არ ვამბობ, ასეა ზუსტად და დამიჯერეთ, უბრალოდ წაიკითხეთ და ყველაფერი დაივიწყეთ რასაც ვერ იგრძნობთ. იქ ითქვა სიკვდილიდან დაბრუნებული არავინ მინახავს და რა დავიჯეროო, თამარმა კი - მე ვარ დაბრუნებულიო. სიკვდილი გაცილებიტ ბევრს აქვს ნანახი ვიდრე გვგონია, კლინიკური სიკვდილის ხილვები, სხეულიდან სპონტანური გასვლა, რეგრესიული ჰიპნოზი..... და კიდევ ბევრი გზაა სიკვდილის პლანის სანახავად, პრობლემა ის არის გარკვეული მსგავსების მიუხედავად, ეს სურათები ერტმანეთისგან რომ განსხვავდებიან, როგორ ხდება რომ ერთნი ანგელოზებს ხედავენ, მეორენი ჰურიებს? ერთნი სამოთხეს, მეორენი ჯოჯოხეთს, ერთს გარდაცვლილი მამა ხვდება, მეორეს მამა ღმერთი, იესო, მარიამი..., რა ხდება ვინ იტყუება და რატომ?! მცირე გამონაკლისის გარდა არავინ არ იტყუება, სიკვდილის პირველ პერიოდზე და ჩვენი შეხედულებების მიხედვით სურათების შექმნაზე, რომელიც ჩვენ საოცრად რეალური გვეჩვენება, აქ ადრე დავწერე და აღარ გავიმეორებ, ამ პოსტში სულის განადგურებაზე მინდა ვისაუბრო, რაც თამარმა ახსენა. მე არ ვამბობ თამარი იტყუება, მსგავსი არაფერი უნახავს, იგონებს-მეთქი, თუმცა დავწერე და ვიმეორებ სულთან მიმართებაში სიტყვა განადგურება სრულიად აბსურდულია, ერთი სულის განადგურება სამყაროს განადგურების ტოლფასია - რაც შეუძლებელია. რასაც ჩვენ ვხედავთ, რასაც განვიცდით ან ვინც ვართ სიკვდილის შემდეგ, ეს არ ვართ ნამდვილი ჩვენ, იქაც არ ვიცით ჩვენი სული, სიკვდილის პლანი ისეთივე ილუზორიულია როგორც ფიზიკური სამყარო, მიუხედავად იმისა, რომ ინკარნაციათა სრული მეხსიერება გვაქვს და აქაური გადასახედიდან წარმოუდგენლად დიდ ინფორმაციას ვფლობთ, ჩვენი ნამდვილი არსებიდან ისევ ისე შორს ვართ. ჩვენი არსების აღქმის უნარი ამ სამყაროში, არც ფიზიკურში და არც ასტრალურში, არ გაგვაჩნია. ის განკითხვის დღე, რაც თამარმა ნახა მისივე ან სხვა სულის მიერ შექმნილი დროებითი ილუზიაა, საკმაო ხანი რომ დაეყო იქ, ილუზია გაქრებოდა, უფრო რეალურ (მაგრამ საბოლოოდ მაინც ილუზორიულ) სამყაროს ნახავდა მაგრამ თავის სულს ბოლომდე მაინც ვერ შეიცნობდა, რადგან ჩვენი რეალური არსების აღქმა მხოლოდ სხვა მაღალი სამყაროდან შეიძლება, სადაც ისე ადვილად ვერ მოხვდები, როგორც სიკვდილის პლანზე, რადგან სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარი არც ისე ძნელი გადასალახია, მაღალ და დაბალ სამყაროებს კი ერთმანეთისგან დრო-სივრცე-განზომილება ყოფთ - ეს ალბათ ყველაზე ადვილი აღწერაა. მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენი ფიზიკური სამყარო ყველაზე დაბლა დგას სადაც სულს მხოლოდ ზემოდან შეუძლია მოხვედრა, სხვა გზა ამ სამყაროში მოსახვედრად, ყოველ შემთხვევაში, ადამიანის სხეულში რომ დაიბადო - უბრაალოდ არ არსებობს...
როგორც ვატყობ ეს ასე მოკლედ არ გამომივა, ამიტომ, ახლა თავი რომ არ მოგაბეზროთ შემდგომში გავაგრძელებ
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest
post Aug 10 2011, 02:16 AM
Post #137


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,708
Joined: 9-September 10
From: Somewhere Over The Rainbow
Member No.: 6,258

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(kate @ 9th August 2011 - 11:25 PM) *
ახლა თავი რომ არ მოგაბეზროთ შემდგომში გავაგრძელებ

ძალიან საინტერესოა და ველოდებით გაგრძელებას
Go to the top of the page
 
+Quote Post
Vision_
post Aug 10 2011, 02:24 PM
Post #138


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 7
Joined: 31-July 11
Member No.: 6,529

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე მართალი რომ გითხრათ ვერ მივედი ბოლომდე... ძალიან ბევრი ცნებაა ყოველგვარი განმარტების და დასაბუთების გარეშე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Aug 11 2011, 04:52 AM
Post #139


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



....სულის "განადგურება" ყოვლად შეუძლებელია, რადგან სული - როგორც ასეთი, არ იმყოფება არც აქ და არც სიკვდილის ასტრალურ პლანზე, ამდენად მისი სიკვდილი ამ პლანებზე და უფრო მაღლაც და საერთოდაც არ არსებობს. აქ და სიკვდილის შემდეგაც იმყოფება სულის ენერგია, ჩვენი ცნობიერება, ერთადერთი ფიზიკური ატომი, ადრეც ვახსენე - ჩვენ კი არ ვიბადებით სამყაროებში, არამედ სამყარო იბადება ჩვენში. ეს ძალიან რთულია აღსაქმელად და არანაკლებ ძნელი გადმოსაცემად. მინდა როგორმე გავამარტივო აღქმადი რომ გახდეს. ჩვენი არსება, ჩვენი სული მეტ-ნაკლებად მაინც რომ აღვიქვათ უნდა გავშორდეთ არამარტო ფიზიკურ და ასტრალურ სამყაროს, არამედ სხვა განზომილებაში გადავიტანოთ ცნობიერება, იმ მეოთხე განზომილების ზემოთაც, სადაც ახლა აქვს დედამიწას გადასვლის შანსი. გადავიტანოთ იქ სადაც ჩვენი სახლია, ჩვენი მშობლიური ცივილიზაციები. ჩვენ აქ თითქმის ყველანი "უცხოპლანეტელები" ვართ, ძირითადად სირიუსის, ორიონის, გედის თანავარსკვლავებიდან, პლეადებიდან, სხვებიც არის, მაგრამ ნაკლები რაოდენობით. მაგრამ ჩვენ, დღევანდელი ტექნიკით რომ შეგვეძლოს თუნდაც ერთ დღეში მივაღწიოთ რომელიმე ამ თანავარსკვლავედის პლანეტამდე, იქ ვერაფერს ვნახავთ, რადგან ჩვენი სამყარო და ჩვენი ცივილიზაციები არსებობენ სხვა განზომილებაში, სამყაროს, ქმნილების სხვა პლანზე, მაგრამ ჩვენი სული ანუ ის ვინც ვართ სინამდვილეში არც იქ იმყოფება, თუმცა იქ ვიცით უკვე ვინ ვართ და რა გვინდა და იქ "სიკვდილის" შემდეგ (იქაც ისევეა სიკვდილი და დაბადება, როგორც აქ - როგორც ზემოთ, ისე ქვემოთ, როგორც ქვემოთ, ისევეა ზემოთ ), რომელიც მთლიანად გაცნობიერებულია უკვე და იციან არსებობის, მსახურების რა გზას დაადგნენ. ეს ის ადგილია საიდანაც ჩაამოვდივართ ყველაზე ბოლო წერტილში, დედამიწაზე ან მის მსგავს მყარ ფიზიკურ სამყაროში ინკარნაციისათვის, და მერე გზადაგზა ვიმატებთ და ვიხლართებით კარმის კვანძებში, იძულებული ვართ ისევ და ისევ დავიბადოთ, ისე რომ სახლი და მომლოდინე სხეული, საერთოდ გვავიწყდება და რეალობა გვგონია ჩვენივე შექმნილი ილუზორიული სამყარო. ასე, შეიძლება მილიონობით წლები ვიბოდიალოთ, დრო იმდენად შედარებითია, ეს არაფერს ნიშნავს, მთავარია სულმა, ანუ სულის მოხეტიალე ცნობიერებამ არ დაკარგოს სულის უნიკალური "კოდი", ამ შემთხვევაშიც კი, ეს სულის განადგურებას კი არ ნიშნავს, არამედ მთელი გამოცდილების დაკარგვას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Aug 11 2011, 10:26 AM
Post #140


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(kate @ 9th August 2011 - 10:25 PM) *
სულთან მიმართებაში სიტყვა განადგურება სრულიად აბსურდულია

ციტატა(kate @ 9th August 2011 - 10:25 PM) *
ერთი სულის განადგურება სამყაროს განადგურების ტოლფასია - რაც შეუძლებელია.

+100


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

9 Pages V  « < 5 6 7 8 9 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 10:27 AM