IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

36 Pages V  « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამადჰი, პირადი გამოცდილება
David Monny
post May 29 2015, 02:50 AM
Post #81

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ano
QUOTE(*ANO* @ 29th May 2015 - 12:00 AM) *
მადლობა მეც ვიგრძენი რომ ჯერ გულში მებადება გრძნობა შემდეგ გადასცემს გონებას, თუმცა გონებაც ბადებს აზრებს რომლებიც თითქოს ჩემი არ არის მაგრამ საჭიროდ თვლიან რომ მათზე ვიფიქრო და გადავჭრა, მერე ვიწყებ პრიორიტეტების გადანაწილებას და თანმიმდევრულად მოგვარებას, და თუ ამ აზრებს ხორცს არ ვასხამ გროვდებიან და მაწუხებენ, მათი მსახური ვარ.
რაც შეეხება გულში გაჩენილ გრძნობას და გონებაში ამოსულს ისინი თითქოს გულწრფელები არიან, გაანალიზებაც არ მჭირდება უბრალოდ ვგრძნობ თუნდაც რაღაც არ ვიცოდე გრძნობით ვხვდები, მაგრამ იმ დონის სისუფთავე არ მაქვს რომ საკუთარი თავის მოსმენა შევძლო.

კიდევ ერთხელ დიდი დიდი მადლობა ყველას, ვისაც გაუხარდა ეს თემა, მეც მიხარია smile.gif

ნახე აბა რომელია პირველი ფიქრი, რომელი რომელს იწვევს? როგორც ვთქვით პირველი ფიქრი, ანუ მას შეიძლება გონებაც დავარქვათ, არის ფიქრი 'მე' და ის არის გულის არეში, მისი ერთ ერთი მატერიალური გამოხატულებაა სუნთქვა. ეს მე ფიქრი, იწვევს ჰაერის მოძრაობას ფილტვებიდან პირის ღრუმდე და პირიქით. როგორც მე დან გამოდის ყველა ფიქრი, და ამოდის ტვინში დასარეგისტრირებლად, ასევე ჰაერიც ამოდის მკერდიდან პირის ღრუმდე. როდესაც ადამიანი კვდება, ამ მე ფიქრს, ეს სუნთქვა თან მიაქვს და ამიტომაც აღარ რჩება სუნთქვის პროცესი სხეულში, ასე რომ არ ყოფილიყო, ანუ სუნთქვა მე ფიქრის ფიზიკური გამოხატულება რომ არ ყოფილიყო, მაშინ სიკვდილის შემდეგაც ისუნთქებდა ადამიანი. ამიტომაც არის, რომ ზოგი სუნთქვით მედიტაციებს აკეთებს გონების დასაწყნარებლად, ანუ გონების, მის საკუთარ საწყისში დასაბრუნებლად. ეს ახლა ინფორმაციაა, რჩება ამის განცდა.
აი პრიორიტეტების გადანაწილებას ვიწყებო, მიყევი ვისთვის არის ას პრიორიტეტი. პასუხია ჩემთვის ხო? აი ვი არის ეს "ჩემთვის", სად არის და როგორია?

სისუფთავე არ არის საჭირო, რომ საკუთარ თავს მოუსმინო. მხატვრის სახელოსნო ისეთი ჭუჭყიანი და მინჯღრეულია, რომ მეტი აღარ შეიძლება. ნებისმიერი რესტორნის სამზარეულო საჭმელების გაკეთების დროს, დღის ბოლოს ისეთი ბინძურია, რომ დალაგება არ მოგინდება, მაგრამ სტუმრები კმაყოფილები არიან გემრიელი კერძებით, ასევე ხელოვანი ადამიანები ტკბებიან მხატვრის ფერწერული ტილოს ცქერით.
ლოტოსის ყვევილი ჭაობში იზრდება, მაგრამ ულამაზესი და უსუფთავესია. ბაყაყი თვითონ ბინძური გვგონია, მაგრამ წყაროს ფილტრავს. წურბელა საზიზღარი მწერია, მაგრამ სამკურნალოდ სხეულზე იწებებენ. ნუ განიკითხავ შენს თავსაც და ნურც სხვას, ვინ არის სუფთა და ვინ ბინძური. მთავარია ვინ არი ის, ვინც არის სუფთა და ბინძურიც? ვინ არის ეს ვინ?

--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post May 29 2015, 06:50 AM
Post #82

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ichi
QUOTE(blue_velvet @ 28th May 2015 - 06:02 PM) *
 სოკრატემ ტყუილა არ თქვა და არც იესომ თქვა ტყუილა შეიყვარე მოყვასი სიევე როგორც შენი თავიო, ანუ აქ მებადება კითხვა როგორ შევიყვარო ჩემი მეზობელი ნუგზარი რომელიც მსუბუქად რომ ვთქვა არ მესიმპატიურება? ალბათ სწორედ იქიდან რომ ნუგზარიშიც დევს ის ფუძე რაც ჩვენში და რეალურად ერთნი ვართ ყველანი.

ყველანი ერთნი ვართ და ასევე განსხვავებულიც. საუკეთესო მაგალითი საკუთარი სხეულია. რატომ ვერ ვხედავთ საკუთარ თავს, ნუ ვგულისხმობ პირდაპირი მნიშვნელობით სახეს. ვხედავთ ალბათ 2-3% ს. ცხვირის რაღაცა ნაწილს და პირის რაღაცა ნაწილს, ასევე წამწამებს და შეიძლება წარბებსაც. გონება საკუთარ თავს აიგივებს სხეულთან, ანუ გონება გამოიხატება ფორმებით, ხოლო არსებობა, ანუ ღმერთი კი იმით, რაც ამ სხეულით ვლინდება. ღმერთი ვლინდება, მისი დანახვა, მისი გამოვლინებით შეიძლება. ეს არის ხე ნაყოფით შეიცნობაო.

--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post May 29 2015, 06:52 AM
Post #83

VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

David Monny
QUOTE
სისუფთავე არ არის საჭირო, რომ საკუთარ თავს მოუსმინო. მხატვრის სახელოსნო ისეთი ჭუჭყიანი და მინჯღრეულია, რომ მეტი აღარ შეიძლება. ნებისმიერი რესტორნის სამზარეულო საჭმელების გაკეთების დროს, დღის ბოლოს ისეთი ბინძურია, რომ დალაგება არ მოგინდება, მაგრამ სტუმრები კმაყოფილები არიან გემრიელი კერძებით, ასევე ხელოვანი ადამიანები ტკბებიან მხატვრის ფერწერული ტილოს ცქერით.
ლოტოსის ყვევილი ჭაობში იზრდება, მაგრამ ულამაზესი და უსუფთავესია. ბაყაყი თვითონ ბინძური გვგონია, მაგრამ წყაროს ფილტრავს. წურბელა საზიზღარი მწერია, მაგრამ სამკურნალოდ სხეულზე იწებებენ. ნუ განიკითხავ შენს თავსაც და ნურც სხვას, ვინ არის სუფთა და ვინ ბინძური. მთავარია ვინ არი ის, ვინც არის სუფთა და ბინძურიც? ვინ არის ეს ვინ?

როგორ მიყვარს ასეთი შედარებები wub.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post May 29 2015, 06:59 AM
Post #84

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ღმერთის დანახვა შეუძლებელია, მისი გამოვლინების გარეშე. ბიბლია აბობს. თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. თავდაპირველად იყო სიტყვა ნიშნავს, რომ ღმერთის პირველი გამოვლინება იყო სიტყვა, რადგან იქვე წერია ღმერთი იყო სიტყვაო. სიტყვას ეწოდა ძე, ცხებული, მესია და ა.შ. იესომ თქვა, რომ ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერო. ვერავინ ნახავს ღმერთს, თუ ის არ გამოვლინდა და როოდესაც გამოვლინდება, გამოვლენილიც და გამოუვლენელიც ღმერთი რჩება. ამიტომ ვერ ვხედავთ საკუთარ თავს. როცა სარკის წინ დავდგებით, ანარეკლი ჩვენი გამოვლინებაა ჩვენშივე და ასე ვხედავთ საკუთარ სახეს.

--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post May 29 2015, 09:34 AM
Post #85

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

David Monny

მე ჩემი თავი მიგრძვნია, ეს სიტყვებით არ იყო, არც ფიქრით, თუმცა მეს შეგრძნებისას მიხვდი ეს რეალობა რა არის და სხვა ადამიანები,სახელები,წლები,აზ
ები,ემოციები ყველაფერი რაღაც ქარალდზე ნახატია. და მაგის მერე ანუშკი, აი ეს პაწაწუნა ადამიანი ჩემი მეს ნაწილაკი პატარა მგონია.. ვერ აღვწერ როგორი ვარ რეალურად თუმცა ვფიქრობ საკუთარი თავის შეცნობაში ვისაც უყვარხარდა გიყვარს ისინიც გეხმრებიან. თუმცა ზოგჯერ ანაში ჩამოვდივარ და რამე ემოცია ვხდები, თუ არ გამოგიცდია ვერ გაიგებ სხვების სიტყვებით გადმოცემულს.

და ღმერთს ცალკე პიროვნებად აღიქვამ თუ ერთიან საწყის ენერგიად?

--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 29 2015, 10:24 AM
Post #86

MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

David Monny
ციტატა(David Monny @ 29th May 2015 - 02:50 AM) *
ეს მე ფიქრი, იწვევს ჰაერის მოძრაობას ფილტვებიდან პირის ღრუმდე და პირიქით. როგორც მე დან გამოდის ყველა ფიქრი, და ამოდის ტვინში დასარეგისტრირებლად, ასევე ჰაერიც ამოდის მკერდიდან პირის ღრუმდე.

biggrin.gif მართალი ხარ. მედიტაიისას დავაკვირდი რომ სუნთქვას დაყვებიან ფიქრები და ხშირად სუნთქვა ჩერდებოდა აზრებთან ერთად biggrin.gif

--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post May 29 2015, 01:00 PM
Post #87

ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(David Monny @ 29th May 2015 - 03:50 AM) *
ნუ განიკითხავ შენს თავსაც და ნურც სხვას, ვინ არის სუფთა და ვინ ბინძური. მთავარია ვინ არი ის, ვინც არის სუფთა და ბინძურიც? ვინ არის ეს ვინ?

კი მაგრამ სწრაფვა ხო არის საჭირო იმისთვის რომ გახდე უფრო ცნობიერი პიროვნება, როგორც უსპენსკი(გურჯიევის მოსწავლე) ყვებოდა რა არი სიკეთე და ბოროტება თუ არა ქმედება რომელსაც აკეთებს მექანიკური და ცნობიერი ადამიანი. ცნობიერი ადამიანი მგონია ბოროტებას ვერ გააკეთებს. ისევე როგორც მექანიკური ადამიანი სიკეთეს(ეს სიკეთე იქნება არაცნობიერი, მექანიკური,ზედაპირული). განკითხვაზე გეთანხმები რომ სრული სისულელე და არასაჭიროა მაგრამ საკუთარ "უარყოფით" თვისებებზე მუშაობა აუცილებელი მგონია.
მაგალითად სიგარეტს თავი დავანებე ერთი თქმით და აღარ გავკარებივარ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post May 29 2015, 01:04 PM
Post #88

ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

David Monny
რა ვარჯიშებს ურჩევ საკუთარი თავის შესაცნობად ადამიანს? გასაგებია დედა აზრი შენი ნათქვამის რომ ამ სხეულს, ფიქრის, გრძნობების მიღმა არის ნამდვილი "მე" მაგრამ ვფიქრობ ყველაზე კარგი იქნება ნელ-ნელა მოცილება მასკის, ანუ დაუშვათ ჯერ ერთ რამეზე დაკვირვება მერე მეორეზე და ა.შ. რას ფიქრობ?
რა იქნება სასარგებლო მიზნისთვის?

Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post May 29 2015, 03:53 PM
Post #89

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ანნა
QUOTE(ანნა @ 29th May 2015 - 10:34 AM) *
და ღმერთს ცალკე პიროვნებად აღიქვამ თუ ერთიან საწყის ენერგიად?

პიროვნება, რომელიც წხვებსაც მსგავსებაფ აღიქვამდა, ნაწილობრივ ქრება ნირვიკალპა სამადჰის შემდეგ, კერძოდ კი, ქრება ამ პოროვნების მთავარი შემადგენელი ნაწილი, ანუ რაც მას ქმნის პიროვნებად, ეს არის გრძნობა "ჩემი". ამის შემდეგ პიროვნება ხედავს, საკუთარ არსებას, ანუ ბოლომდე შეიცნობს საკუთარ თავს.

გასხივოსნების დროს, პიროვნება ქრება მთლიანად და რჩება მხოლოდ არსებობის გამოვლინება სხეულის და გონების მეშვეობით. არსებობა საკუთარ თავს ვერ გარეშემოიწერს, ვერ ხედავს, მხოლოდ საკუთარ გამოვლინებებს ხედავს, მაგ: ყურადღება, არსებობის გამოვლინებაა, ნეტარება, ცნობიერება და თვითონ არსებობაც, არსებობის გამოვლინებაა. ხოლო მეორე მისნაირი არსებობა, არ არსებობს, ამიტომ ვერ ხედავს თავის თავს, ისევე როგორც ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენ თავს სარკის გარეშე. ხოდა არც ის გამოვლინებაა პიროვნება. პიროვნება არის გონების მიერ სხეულად იდენტიფიცირების პერმანენტული პროცესი. ხოლო აი ეს პროცესი წყდება ნირვიკალპა სამადჰიში

--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post May 29 2015, 04:32 PM
Post #90

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

tikoroma
QUOTE(tikoroma @ 29th May 2015 - 11:24 AM) *
 მართალი ხარ. მედიტაიისას დავაკვირდი რომ სუნთქვას დაყვებიან ფიქრები და ხშირად სუნთქვა ჩერდებოდა აზრებთან ერთად 

კი, ჩერდება. მაგრამ როგორც კი ყურადღებას მოადუნებ ისევ ნორმალურ რიტმს უბრუნდება. სუნთქვითი ვარჯიშები, მხოლოდ სანამ ამ ვარჯიშს აკეთებ, მანამდე აკავებენ გონებას, შემდეგ გონება ისევ იწყებს უამრავი ფიქრის წარმოშობას.

--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post May 29 2015, 04:46 PM
Post #91

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ichi
QUOTE(blue_velvet @ 29th May 2015 - 02:00 PM) *
ი მაგრამ სწრაფვა ხო არის საჭირო იმისთვის რომ გახდე უფრო ცნობიერი პიროვნება, როგორც უსპენსკი(გურჯიევის მოსწავლე) ყვებოდა რა არი სიკეთე და ბოროტება თუ არა ქმედება რომელსაც აკეთებს მექანიკური და ცნობიერი ადამიანი

პიროვნება, არის გონების მიერ სხეულად აღქმის განუწყვეტელი პროცესი. ჩვენ სულ რაღაცისკენ მივისწრაფით, სულ ამ პიროვნების ცნობიერების ამაღლებას ვცდილობთ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისევ საწყისს უბრუნდება ხოლმე. პიროვნების ცნობიერების ამაღლება თუ გინდა ეს შესაძლებელია და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ეს ამ თემასთან არანაირ კავშირში არ არის. პიროვნების მიერ საკუთარი თავის შეცნობის შემდეგ, პიროვნება ხვდება, რომ ის ილუზიაა და რომ რეალობაში ის არ არსებობს. ისე მანამდე შეგვიძლია უსასრულოდ ვუმაღლოთ ცნოვიერება ამ პიროვნებას. სიგარეტს რომ თავი დაანებე, ეს ძალიან კარგია.

QUOTE(blue_velvet @ 29th May 2015 - 02:04 PM) *
რა ვარჯიშებს ურჩევ საკუთარი თავის შესაცნობად ადამიანს? გასაგებია დედა აზრი შენი ნათქვამის რომ ამ სხეულს, ფიქრის, გრძნობების მიღმა არის ნამდვილი "მე" მაგრამ ვფიქრობ ყველაზე კარგი იქნება ნელ-ნელა მოცილება მასკის, ანუ დაუშვათ ჯერ ერთ რამეზე დაკვირვება მერე მეორეზე და ა.შ. რას ფიქრობ?
რა იქნება სასარგებლო მიზნისთვის?

მე არ ვურჩევ არავის არანაირ ვარჯიშს. მე ვარჯიშებს 8 წელი ვაკეთებდი და მათ მხოლოდ დამოკიდებულება შემძინეს. მატერიალურს ვივიწყებდი და " სულიერს" ვარჯიშად ვხდიდი. ეს ერთი ორმოდან ამოსვლაა და მეორე ორმოში ჩასვლა. მე ვურჩევ ყველას, გამოიძიონ და განიცადონ, არა ინფორმაციულად გამოიძიონ, არამედ გამოცდილებით, თუ რომელია პირველი ფიქრი ჩვენში, რომლისგანაც სხვა დანარჩენი ფიქრები მომდინარეობს. მიზანი ისაა, რომ გავიგოთ რომ მიზანი არ არსებობს, რომ პიროვნება, რომელიც გეგმავს, თვლის, მიზნებს ისახავს არ არსებობს . ეს უნდა გავაცნობიეროთ. დავარქვათ ამასაც მიზანი. აი ეს არის მიზანი.

--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post May 29 2015, 07:51 PM
Post #92

GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(David Monny @ May 29 2015, 02:50 AM) *
ano
კიდევ ერთხელ დიდი დიდი მადლობა ყველას, ვისაც გაუხარდა ეს თემა, მეც მიხარია smile.gif

ნახე აბა რომელია პირველი ფიქრი, რომელი რომელს იწვევს? როგორც ვთქვით პირველი ფიქრი, ანუ მას შეიძლება გონებაც დავარქვათ, არის ფიქრი 'მე' და ის არის გულის არეში, მისი ერთ ერთი მატერიალური გამოხატულებაა სუნთქვა. ეს მე ფიქრი, იწვევს ჰაერის მოძრაობას ფილტვებიდან პირის ღრუმდე და პირიქით. როგორც მე დან გამოდის ყველა ფიქრი, და ამოდის ტვინში დასარეგისტრირებლად, ასევე ჰაერიც ამოდის მკერდიდან პირის ღრუმდე. როდესაც ადამიანი კვდება, ამ მე ფიქრს, ეს სუნთქვა თან მიაქვს და ამიტომაც აღარ რჩება სუნთქვის პროცესი სხეულში, ასე რომ არ ყოფილიყო, ანუ სუნთქვა მე ფიქრის ფიზიკური გამოხატულება რომ არ ყოფილიყო, მაშინ სიკვდილის შემდეგაც ისუნთქებდა ადამიანი. ამიტომაც არის, რომ ზოგი სუნთქვით მედიტაციებს აკეთებს გონების დასაწყნარებლად, ანუ გონების, მის საკუთარ საწყისში დასაბრუნებლად. ეს ახლა ინფორმაციაა, რჩება ამის განცდა.
აი პრიორიტეტების გადანაწილებას ვიწყებო, მიყევი ვისთვის არის ას პრიორიტეტი. პასუხია ჩემთვის ხო? აი ვი არის ეს "ჩემთვის", სად არის და როგორია?

სისუფთავე არ არის საჭირო, რომ საკუთარ თავს მოუსმინო. მხატვრის სახელოსნო ისეთი ჭუჭყიანი და მინჯღრეულია, რომ მეტი აღარ შეიძლება. ნებისმიერი რესტორნის სამზარეულო საჭმელების გაკეთების დროს, დღის ბოლოს ისეთი ბინძურია, რომ დალაგება არ მოგინდება, მაგრამ სტუმრები კმაყოფილები არიან გემრიელი კერძებით, ასევე ხელოვანი ადამიანები ტკბებიან მხატვრის ფერწერული ტილოს ცქერით.
ლოტოსის ყვევილი ჭაობში იზრდება, მაგრამ ულამაზესი და უსუფთავესია. ბაყაყი თვითონ ბინძური გვგონია, მაგრამ წყაროს ფილტრავს. წურბელა საზიზღარი მწერია, მაგრამ სამკურნალოდ სხეულზე იწებებენ. ნუ განიკითხავ შენს თავსაც და ნურც სხვას, ვინ არის სუფთა და ვინ ბინძური. მთავარია ვინ არი ის, ვინც არის სუფთა და ბინძურიც? ვინ არის ეს ვინ?

დავუკვირდები. საჭირო ინფორმაციებს მაწვდი, ფიქრების წარმომავლობას და "მეს" მოსმენას

მეორე პუნქტს რაც შეეხება ვიცი იესოც ამბობდა რაც შედის ის კი არ წამლავს, არამედ რაც გამოდისო, ნუ ცუდ ფიქრებს გულისხმობდა თუ ქმედებას ნუ რაღაც ამდაგვარი იდეა იყო,
მაგრამ მაინც მატერიალურ სამყაროში იმ ფაქტის წინაშე მაინც ვართ რაც არ უნდა ვიძახოთ, მაინც რაც შედის ის წამლავს საკვებიც და სიტყვებიც,
რაღაც ცოდნით კი შეიძლება თავი დაიცვას ადამიანმა, სწორი ინფორმაციით, ან გაანალიზების უნარით, რომ დააკვირდება და აჰა... ესეიგი ეს ცუდად მოქმედებს. ეს კი _ კარგად,
კიდე იგივეს ვწერ მარა რა ვიცი ეგებ ჩემამდე რამე მოვიდეს დროთა განმავლობაში მივხვდები, ცდად ნამდვილად ღირს მეს მოსმენა smile.gif
კიდე გადავიკითხავ მერე უფრო რო გავიაზრო
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post May 29 2015, 10:11 PM
Post #93

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(ano @ May 29 2015, 08:51 PM) *

უბრალოდ მიყევი ფიქრების ჯაევს, გაიგე მოტივი, ვისთვის ან რისთვის ჩნდებიან ეს ფიქრები. აქ იყო საუბარი ოშოს პრაქტიკებზე, რომ ფიქრსა და ფიქრს შორის პაუზა უნდა დაიჭირო და შემდეგ ეს პაუზა გაიზრდება და ა.შ. ეს პაუზა უნდა დაინახო, მაგრამ ვინ ხედავს ამას? აი ეს არის განსაცდელი. ვინ არის ის, რომელიც ყველა ფიქრს აძლევს წარმოშობის საშუალებას?

--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post May 31 2015, 09:37 AM
Post #94

ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

David Monny
https://www.youtube.com/watch?v=RdZbKVLsmFw
როცა გეცლება მოუსმინე და აზრი მითხარით თქვენი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post May 31 2015, 10:47 AM
Post #95

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ichi
მართალია მილარეპა. მნიშვნელოვანი აქედან არის პირველი ფიქრის, პირვრლი გამოვლინების გაცნობიერება.
ბუდიზმში არასწორად ესმით, თითქოს ბუდას მიერ მიღწეული ნირვანა არაფერია, ანუ რომ არაფერი კარგია და ყველაფერი ცუდია. ყველაფერი, არის კონცენტრირებული, შედედებული არაფერი. როგორც რძეს დღვიბავენ და ხდება შედარებით მყარი კარაქი, ან ერბო, ასევე არაფრის შედედებით წარმოიქმნება ყველაფერი. ნებისმიერი სწავლება, იქნება ეს მილარეპა, შანკარა, რამანა მაჰარში თუ სხვა, არის ილუზიის ნაწილი, ამიტო თუნდაც ახლა, როცა მოვუსმინე მილარეპას, თუკი მე არ ვიცი ვინ არის მე, ანუ პირველი ფიქრი, ეს სწავლებაც ილიზიად აღიქმება.
პირველი ილუზია ეს არის ფიქრი მე.
ყველა ილუზია იქმნება ფიქრი მეს მიერ.
არ ვიცი მილარეპა რა პრაქტიკებს აკეთებდა, მაგრამ პრაქტიკებზე ჩემი დამოკიდებულება იცი და აღარ გავიმეორებ. მთავარი პრაქტიკაა, ილუზიის წყაროსთავის, მეს განცდა მისსავე სათავეში. ეს არის დაარქვით გინდ მედიტაცია, გინდ ლოცვა, გინდ პრაქტიკა, გინდ შეიცან თავი შენი

--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 31 2015, 07:12 PM
Post #96

MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

David Monny
არ იჭერდა ტელეფონები ისეთ ადგილას ვიყავით, ჩართვა არ გამოვიდა smile.gif

--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post May 31 2015, 08:48 PM
Post #97

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

tikoroma
ო, კარგ ადგილას ყოფილხართ smile.gif
მიყვარს ეგეთი ადგილები smile.gif

--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 1 2015, 02:07 PM
Post #98

GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

მე მგონი მივხვდი როგორ "მე" ზეა საუბარი, გუშინ წამიერად გამიელვა წამიც არ იყო ძალიან უცებ რომ გააზრებასაც ვერ ვახერხებ რომ მივხვდე როგორ მივედი იქამდე,
ალბათ ამ მეს აღქმის მომენტის გაზრდაა საჭირო? უფრო დაკვირვება?
აუდიო წიგნს ვუსმენდი თან ვაანალიზებდი ვფიქრობდი, ვინ ვარ? სად ვარ? აქ რატო ვარ? რა ადგილას ვარ? სამყაროს რომელ ნაწილში?
ჩემს ქვემოთ რა არის? ჩემს ზემოთ? დედამიწის გულში? კოსმოსში? რა საჭიროა ამხელა როა სამყარო? რატო ვარ მე? და არა სხვა ვინ არის? ასე ვბოდიალობდი და უცებ ეს ხო მე ვარ მაგრამ უცებ გაფრინდა და ისევ ქაოსი ის ვერ დავიჭირე,
ალბათ სწორად ჩამოვაყალიბე, სიტყვები უაზრობაა მაგრამ მაინც.

რაც შეეხება რომელი ფიქრი რომელს მოზდევს მაგასაც დავაკვირდები თუ შევძელი თუ ისევ ქაოსში არ გავეხვიე
როდესაც რაღაც მივუახლოვდბი მნიშვნელოვან წერტილს გახარებული წამოვხტები ხოლმე და ყველაფერს წყალში ვყრი huh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jun 1 2015, 04:25 PM
Post #99

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ano
QUOTE(*ANO* @ 1st June 2015 - 03:07 PM) *
მე მგონი მივხვდი როგორ "მე" ზეა საუბარი, გუშინ წამიერად გამიელვა წამიც არ იყო ძალიან უცებ რომ გააზრებასაც ვერ ვახერხებ რომ მივხვდე როგორ მივედი იქამდე, 
ალბათ ამ მეს აღქმის მომენტის გაზრდაა საჭირო? უფრო დაკვირვება?
აუდიო წიგნს ვუსმენდი თან ვაანალიზებდი ვფიქრობდი, ვინ ვარ? სად ვარ? აქ რატო ვარ? რა ადგილას ვარ? სამყაროს რომელ ნაწილში?
ჩემს ქვემოთ რა არის? ჩემს ზემოთ? დედამიწის გულში? კოსმოსში? რა საჭიროა ამხელა როა სამყარო? რატო ვარ მე? და არა სხვა ვინ არის? ასე ვბოდიალობდი და უცებ ეს ხო მე ვარ მაგრამ უცებ გაფრინდა და ისევ ქაოსი ის ვერ დავიჭირე,
ალბათ სწორად ჩამოვაყალიბე, სიტყვები უაზრობაა მაგრამ მაინც.

ძალიან კარგია ეს გამონათება ასე ვთქვათ. უმნიშვნელოვანეს კითხვებს სვამ, მათგან ის, რომ ამხელა სამყარო რა საჭიროა, ანუ ვისთვის არის შექმნილი. ვისთვის არსებობს ეს უკიდეგანო სამყარო? აი ეს კითხვა არ მასვენებს ახლაც.
უმდა მიყვრ ფიქრების თანმიმდევრობას. გამოიძიე, ვისთვის გაჩნდა ესა თუ ის ფიქრი. ქაოსი რომც მოვიდეს არ ჩაერიო. ეს ქაოსიც ფიქრია. აქ არის ერთი პარადოქსი. როდესაც გააცნობიერებ ფონების სათავეს, ანუ პირველ ფიქრს, ფიქრ მეს, მაშინ განიცდი, რომ ეს მე შენ არ ხარ, არამედ ის, ვინც ამ მეს აკვირდება.. ანუ შენ რასაც აღწერ, რომ წამიერად მოვიდაო განცდაო და აი ეს მე ვიყავიო, ეს მცდელობაა, რომ მესთან გააიგივო თავი. ნუ დაიჭერ ამა თუ იმ ფიქრს, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს. ფიქრ მეს იმით იცნობ, რომ მისი დაჭერა არ მოგინდება, რადგან უკვე გაიგივებული ხარ მასთან, და სწორედ ამ გაიგივების გაქარწყლება ხდება და გვერდიდან უყურებ ამ მეს. მისი დაჭერა და მასთან გაიგივება არ მოგინდება. ამითი იცნობ.
QUOTE(*ANO* @ 1st June 2015 - 03:07 PM) *
რაც შეეხება რომელი ფიქრი რომელს მოზდევს მაგასაც დავაკვირდები თუ შევძელი თუ ისევ ქაოსში არ გავეხვიე
როდესაც რაღაც მივუახლოვდბი მნიშვნელოვან წერტილს გახარებული წამოვხტები ხოლმე და ყველაფერს წყალში ვყრი 

წამოხტი, პრობლემა არ არის. ის რისი წყალში ჩაყრაც შეგიძლია, ეგ შენ აარ ხარ. ანუ მაგითი მიხვდები, რომ თუ წყალში ჩაგეყარა, ე.ი. შენნაე იყავი. ნუ შეიკავებ თავს, ასე უნდა ისე უნდა. როგორ უნდა? ერთადერთი არის კითხვა. კითხე ყვეელა ფიქრს, ვისთვის გაჩნდი? ჩემთვის? ვინ არის ეს ჩემთვის? და მიყევი.

--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jun 2 2015, 10:40 AM
Post #100

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE
ის რისი წყალში ჩაყრაც შეგიძლია, ეგ შენ აარ ხარ. ანუ მაგითი მიხვდები, რომ თუ წყალში ჩაგეყარა, ე.ი. შენნაე იყავი.

ჰო ეგრეა, შეიზლება გეგონოს რომ კვდები ან შენი ნაწილი დაკარგე, მაგრამ ეგ ეგოს შექმნილი დროებითი შეგრძენება ილუზიაა.. იმას რაც რეალურად ხარ ვერ დარგავ რადგან ხარ ღმერთტან ერთიანობაში და დანარჩენი ყველაფერი გაქრობას ექვემდებარება.. თუმცა ჩვენთვითოვე ვებღაუჭებით და არ ვუშვებთ ბევრ რამეს და ეგაა მთავარი ჩვენივე დამოკიდებულება

--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post

36 Pages V  « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 08:30 AM