ano |
ano |
Mar 9 2018, 12:03 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით ყველას
ჩემი ეზოთერული ცოდნა არც ისე დიდია, არც ბევრი წიგნები მაქვს წაკითხული, არც ჩემი განათლებაა ამასთან ახლოს, იმედია ძალიან კრიტიკულად არ იფიქრებთ ჩემს ზოგ პოსტზე, არ ვარ ამ სფეროს „სპეციალისტი“. დაინტერესებული ვარ თვითდაკვირვებით, ემოციებზე, რა ემოციას რა იწვევს, რა მაღიზიანებს, რა მახარებს, სამწუხაროდ უზარმაზარ ეგოს ვხედავ საკუთარ თავში, რომელიც ბევრი რამის ნათელ აღქმა გაანალიზებაში ხელს მიშლის. იყო პერიოდი, როცა საკმაოდ მობილიზებული, მიზანდასახული, და რწმენით ვიყავი, მაგ პერიოდში თავში საოცარი აზრები მომდიოდა, აზრი მოდიოდა და ვიწერდი რვეულში, თან ისეთი სიბრძნე იყო რომელიც იყო ინდივიდუალური და არა უბრალოდ ბრძნული ციტატები. როდესაც გაქვს დასახული მიზანი, გაქვს კეთილი ზრახვები რომ გამოსწორდები, რომ სხვისი არაფერი არ გინდა და არ გშურს, მოდის ინდივიდუალირი ინსტრუქციები, დასახული მიზნის მისაღწევად, მაგრამ მერე ისევ ამაოება ისევ იგივე, ფიქრი რა აზრი აქვს? სისტემა როგორ მუშაობს? მიზეზშედეგობრიობა, წრეზე სიარული, ზაზუნასავით დარბიხარ ერთ ჩაკეტილ წრეში. სხვაგან წავალ ისევ თან დამყვება იგივე გარემოებები და ვხვდები გაქცევით გარემოება არ იცვლება, უნდა შევიცვალო თავად, გარემო და გარემოებებიც შემდეგ შეიცვლება. |
|
|
Apr 28 2018, 04:21 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
შინაგანი დიალოგი, შინაგანი კონფლიქტი, ყველაზე რთული, საშინელი რამ, საშინლად მტანჯველი ომი ჩემს შიგნით, ომი რომელსაც ვერ ვასრულებ. მუდმივი პრობლემა და უამრავი შინაგანი ხმა თუ აზრი ოპოზიცია და პოზიცია, რომლებიც ერთმანეთს ვერ უმტკიცებენ საკუთარ სიმერთლეს, ჭეშმარიტებას, რომ აი ასე უნდა მოიქცე იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადათწესია, ჩვენი რელიგია კულტურა ასეთია, ასე უნდა მოიქცე და საზოგადოებაში მიღებული იქნები, მეორე ხმა, მაგრამ მე ასე არ მინდა ვიცი რომ მიუღებელია ბევრისთვის რასაც ვაპირებ მაგრამ მე ასე მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ვაითუ ვერ გავუძელ საზოგადოებრივ აზრს ვაი თუ მართალი არიან, ასეც და ისეც რაც არ უნდა ვქნა, მაინც ვერ ვგრძნობ ბედნიერებას, თუნდაც აქამდე ხომ ისე ვიცხოვრე როგორც ჩემს გარემოს სურდა და რა ხეირი?
თუნდაც ახლა საზოგადოებისათვის მიუღებელი ნაბიჯი რომლის გადადგმასაც ვაპირებ, მაგასაც რა ხეირი ექნება, ამაოა ყოველივე, არც ისე არც ასე არაფერი. გადაწყვეტილების მიღებამდე ისევ შინაგანი კონფლიქტი, საინტერესოა რომელი მხარე გაიმარჯვებს, რომელმაც არ უნდა გაიმარჯვოს ვიცი რომ არცერთი არაა მნიშვნელოვანი, ტვინში კი საოცარი ქაოსია, როგორც უმეთაურო სახელმწიფოში უამრავი სულელი ამბიციური ეგოისტი. უამრავი სულელური იდეა, არაფრის მომცემი სამუშაოს კეთება და საოცრად დაღლილი სხული, რომელსაც უამრავი საქმის გაკეთებას ავალებენ ეს პატარპატარა ეგოისტური სურვილები. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 03:58 PM |