ano |
ano |
Mar 9 2018, 12:03 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით ყველას
ჩემი ეზოთერული ცოდნა არც ისე დიდია, არც ბევრი წიგნები მაქვს წაკითხული, არც ჩემი განათლებაა ამასთან ახლოს, იმედია ძალიან კრიტიკულად არ იფიქრებთ ჩემს ზოგ პოსტზე, არ ვარ ამ სფეროს „სპეციალისტი“. დაინტერესებული ვარ თვითდაკვირვებით, ემოციებზე, რა ემოციას რა იწვევს, რა მაღიზიანებს, რა მახარებს, სამწუხაროდ უზარმაზარ ეგოს ვხედავ საკუთარ თავში, რომელიც ბევრი რამის ნათელ აღქმა გაანალიზებაში ხელს მიშლის. იყო პერიოდი, როცა საკმაოდ მობილიზებული, მიზანდასახული, და რწმენით ვიყავი, მაგ პერიოდში თავში საოცარი აზრები მომდიოდა, აზრი მოდიოდა და ვიწერდი რვეულში, თან ისეთი სიბრძნე იყო რომელიც იყო ინდივიდუალური და არა უბრალოდ ბრძნული ციტატები. როდესაც გაქვს დასახული მიზანი, გაქვს კეთილი ზრახვები რომ გამოსწორდები, რომ სხვისი არაფერი არ გინდა და არ გშურს, მოდის ინდივიდუალირი ინსტრუქციები, დასახული მიზნის მისაღწევად, მაგრამ მერე ისევ ამაოება ისევ იგივე, ფიქრი რა აზრი აქვს? სისტემა როგორ მუშაობს? მიზეზშედეგობრიობა, წრეზე სიარული, ზაზუნასავით დარბიხარ ერთ ჩაკეტილ წრეში. სხვაგან წავალ ისევ თან დამყვება იგივე გარემოებები და ვხვდები გაქცევით გარემოება არ იცვლება, უნდა შევიცვალო თავად, გარემო და გარემოებებიც შემდეგ შეიცვლება. |
|
|
Apr 29 2018, 12:55 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სწორად მიმიხვდი რასაც ვგულისხმობდი.
თან აქვე აღვნიშნავ რომ ეს ადამიანები იმიტომ გიშლიან რაღაც არ გააკეთო რომ ეს მათ ეგოს ურტყამს, მათ "ქართველობას" ვართმევ ქართველისათვის მიუღებელია, და არა იმიტომ რომ ჩემზე გული შესტკივათ, ეს უბრალოდ მათ ეგოს ძალიან ურტყამს. ამდენი წლის მერე ხედავ რომ არანაირი სიყვარული და თანადგომა, და მაინც უნდა ვიზრუნო რომ არ ვაწყენიო ვინმეს. აი ვაანალიზებ ვფიქრობ და ვხვდები რომ უნდა დავიკიდე ბევრი აზრი და იდეოლოგია და ეს საკმაოდ მძიმე დასამარცხებელია, ეს საზოგადოებრივი აზრი რომ ქართველები ერთადერთები ვართ, რასიზმში გადასული ყველას მიმართ სიძულვილი რა უბედურებაა, ეს რაუბედურება ჭირს ამ საზოგადოებას? ეს ამხელა სიძულვილი განსხვავებული აზრის, რელიგიის, თუ ეროვნების მიუღებლობა, არანაირი ტოლერანტობა და გაგება, ისე კარგიცაა ამდენი ემიგრანტი რომ არის საქართველოდან წასული, იქნებ საზოგადოებრივი აზრი მიხვდეს, რომ ასე არ შეიძლება და სხვებიც ადამიანები არიან, სხვებსაც გული აქვთ და გრძნობები. მომხრე ვარ ხალხთა შორის სიყვარულის, ტოლერანტობის, გაგების, მიღების, თანაგრძნობის, ერთიანობის, მიუხედავად ეროვნებისა, რელიგიისა, ორიენტაციისა, აზროვნებისა, მსოფლმხედველობისა, წარსულისა.. და კიდევ ვფიქრობ სკოლებში სასწავლო პროგრამა გადაიხედოს და მომავალ თაობებს ერთაშორის სიყვარული და ტოლერანტობა ისწავლებოდეს, ლიტერატურის სასწავლო მასალა გადაიხედოს, არ ვიფიქრებდი ამას თუ ვიტყოდი და აკაკის ბევრი თხზულება ხალხთა შირის სიძულვილს თესავს, თუნდაც ვიცი რომ ბევრი აფანატებს შედეგი სავალალოა, მე ამ ყველაფერს საკუთარ თავში ვებრძვი, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის არსებობას ვერ უგულვებელვყოფ ფაქტი სახეზეა. ვუსურვებ საკუთარ თავს სიძლიერეს, რომ ეს ყოველივე გადავხარშო |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th April 2024 - 11:40 PM |