ano |
ano |
Mar 9 2018, 12:03 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით ყველას
ჩემი ეზოთერული ცოდნა არც ისე დიდია, არც ბევრი წიგნები მაქვს წაკითხული, არც ჩემი განათლებაა ამასთან ახლოს, იმედია ძალიან კრიტიკულად არ იფიქრებთ ჩემს ზოგ პოსტზე, არ ვარ ამ სფეროს „სპეციალისტი“. დაინტერესებული ვარ თვითდაკვირვებით, ემოციებზე, რა ემოციას რა იწვევს, რა მაღიზიანებს, რა მახარებს, სამწუხაროდ უზარმაზარ ეგოს ვხედავ საკუთარ თავში, რომელიც ბევრი რამის ნათელ აღქმა გაანალიზებაში ხელს მიშლის. იყო პერიოდი, როცა საკმაოდ მობილიზებული, მიზანდასახული, და რწმენით ვიყავი, მაგ პერიოდში თავში საოცარი აზრები მომდიოდა, აზრი მოდიოდა და ვიწერდი რვეულში, თან ისეთი სიბრძნე იყო რომელიც იყო ინდივიდუალური და არა უბრალოდ ბრძნული ციტატები. როდესაც გაქვს დასახული მიზანი, გაქვს კეთილი ზრახვები რომ გამოსწორდები, რომ სხვისი არაფერი არ გინდა და არ გშურს, მოდის ინდივიდუალირი ინსტრუქციები, დასახული მიზნის მისაღწევად, მაგრამ მერე ისევ ამაოება ისევ იგივე, ფიქრი რა აზრი აქვს? სისტემა როგორ მუშაობს? მიზეზშედეგობრიობა, წრეზე სიარული, ზაზუნასავით დარბიხარ ერთ ჩაკეტილ წრეში. სხვაგან წავალ ისევ თან დამყვება იგივე გარემოებები და ვხვდები გაქცევით გარემოება არ იცვლება, უნდა შევიცვალო თავად, გარემო და გარემოებებიც შემდეგ შეიცვლება. |
|
|
Apr 29 2018, 10:33 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,133 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
ერთ დღესაც ბედნიერს გამეცინება ამ ჩემს პოსტებზე, ძლიერი შინაგანი რწმენა მაქვს რომ რაღაც მნიშვნელოვანი სულ ახლოსაა და ვერ ვიჭერ უყურადღებობის გამო ანო ყველაფერი კარგად ინება!!! საქართველოშიც ყველაფრის შეცვლა შეიძლება, არიან ბევრი ადამიანები საქართველოში სწორი შეხედულებებითა და საქციელით. მთელი ამ ფორუმის ჩემი მეგობრები სწორად მოაზროვნეები არიან. ალბათ ბევრი სხვაცაა სწორედ მოაზროვნე. ჩვენ შეგვიძლია რაღაცის გაკეთება საქართველოსათვის თუ მოვინდომებთ და თუ მართლა გვინდა რომ რამე შეიცვალოს. ჩვენ კარგად გვესმის წარმოდგენის ძალა, შეგვიძლია გავაკეთოთ ერთობლივად პრაქტიკები და წარმოვიდგინოთ უკეთესი საქართველო. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 06:10 PM |