ano |
ano |
Mar 9 2018, 12:03 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით ყველას
ჩემი ეზოთერული ცოდნა არც ისე დიდია, არც ბევრი წიგნები მაქვს წაკითხული, არც ჩემი განათლებაა ამასთან ახლოს, იმედია ძალიან კრიტიკულად არ იფიქრებთ ჩემს ზოგ პოსტზე, არ ვარ ამ სფეროს „სპეციალისტი“. დაინტერესებული ვარ თვითდაკვირვებით, ემოციებზე, რა ემოციას რა იწვევს, რა მაღიზიანებს, რა მახარებს, სამწუხაროდ უზარმაზარ ეგოს ვხედავ საკუთარ თავში, რომელიც ბევრი რამის ნათელ აღქმა გაანალიზებაში ხელს მიშლის. იყო პერიოდი, როცა საკმაოდ მობილიზებული, მიზანდასახული, და რწმენით ვიყავი, მაგ პერიოდში თავში საოცარი აზრები მომდიოდა, აზრი მოდიოდა და ვიწერდი რვეულში, თან ისეთი სიბრძნე იყო რომელიც იყო ინდივიდუალური და არა უბრალოდ ბრძნული ციტატები. როდესაც გაქვს დასახული მიზანი, გაქვს კეთილი ზრახვები რომ გამოსწორდები, რომ სხვისი არაფერი არ გინდა და არ გშურს, მოდის ინდივიდუალირი ინსტრუქციები, დასახული მიზნის მისაღწევად, მაგრამ მერე ისევ ამაოება ისევ იგივე, ფიქრი რა აზრი აქვს? სისტემა როგორ მუშაობს? მიზეზშედეგობრიობა, წრეზე სიარული, ზაზუნასავით დარბიხარ ერთ ჩაკეტილ წრეში. სხვაგან წავალ ისევ თან დამყვება იგივე გარემოებები და ვხვდები გაქცევით გარემოება არ იცვლება, უნდა შევიცვალო თავად, გარემო და გარემოებებიც შემდეგ შეიცვლება. |
|
|
Jul 23 2018, 06:11 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,133 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არასოდეს მოიძებნება ორი ადამიანი, რომ ყველაფერში 100%-ით შეეწყონ ერთმანეთს.
ერთად ცხოვრება იმითაა კარგი, რომ გინდა ადამიანს ახლოს გყავდეს ის ადამიანი, რომელიც დაახლოებით მაინც გგავს, რომ რაღაცეებში მაინც გაქვთ ერთნაირი შეხედულობა. მარტოობა ძალიან კარგია, მაგრამ ასაკში რომ შედის ადამიანი, მაშინ უნდა ვიღაცა ჰყავდეს, რომ არ იყოს მარტოდ... მთავარი ფორმულა ორი ადამიანი რომ შეეწყონ ერთმანეთს გარდა ცნობილი მრავალჯერ გამეორებული ფრაზებისა, სიყვარული, გაგება და სხვა არის ის რომ შენთან მყოფი ადამიანი არ შეზღუდო, თავისუფლება მისცე, თავისი ჰობით დაკავდეს და ხელი არ შეუშალო, რაღაც მომენტში სიმარტოვე უნდოდეს და ნება მისცე. ეს ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ჩემი ქმარი იყო რომ ეს პირობა წამიყენა თავიდან არ მომეწონა, ქართველი ქალის ეჭვიანობა ხომ იცით ახლა მივხვდი... ახლა მივხვდი რამდენადაა აუცილებელი ერთად ცხოვრებისას შევინარჩუნოთ ჩვენი კუთხე, ჩვენი დრო ჩვენს თავს დავუთმოთ. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 06:17 PM |