IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

17 Pages V  « < 12 13 14 15 16 > »   
Reply to this topicStart new topic
> გურჯიევი, გიორგი გურჯიევი იგივე გურ
ano
post Jan 1 2015, 03:24 AM
Post #261


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესო გადაცმაა გურჯიევის შესახებ

თანაც ქართულად rolleyes.gif აქედან ბევრი რამ ჩვენც ვიცით მაგრამ მაინც
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Jan 21 2015, 01:35 AM
Post #262


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




ამ ჯგუფში : გიორგი გურჯიევი - ცბიერის გზა

მოხდება გიორგი გურჯიევის სწავლების განხილვა, დაინტერესებული პირები შემოგვიერთდით

https://www.facebook.com/groups/794983483901733/


“Man must use what he has, not hope for what is not.”

― G.I. Gurdjieff.


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Apr 14 2015, 01:18 PM
Post #263


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვპოისკახ ჩუდესნოვას კითხვა მეზარება, ისე რაღაცეებს სადაც გადავწყდებიხოლმე ჩემს აღქმულ რეალობასთან ახლოსაა თითქოს. მგონი თვითონ გუჯიევს უფრო მარტივად დაველაპარაკებოდი ვიდრე მის მიმდევრებს. თვითონ თავისი თავი ჩარჩოდ არ ექნებოდა.

აი ეს მომეწონა "გურჯიევის წერილი ქალიშვილს" smile.gif
http://dare.ge/%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%9B...3%A1-%E1%83%92/


ეს ინგლისურად:
(ქართულად ზოგი წინადადება გაუგებრადაა ნათარგმნი და იყოს ინგლისურადაც)

Gurdjieff’s Advices to his Daughter
https://sarmoung.wordpress.com/2011/07/08/g...o-his-daughter/


Don’t decorate yourself with others ideas.
ეს მომეწონა ყველაზე მეტად ^^


If you meditate and the Devil comes, make the Devil meditate.
არ ვიცი ეშმაკის არსებობას თუ აღიარებდა, მე გავიგე: როგორც შენივე პატარა მე. ანუ თუ ლოცვას იწყებ და შენივე პატარა მე გამოგიხტება და ხელს გიშლის, უნდა გამთლიანდე და ილოცო.
ისე ძლიერი ფრაზაა მომწონს smile.gif


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Apr 14 2015, 06:52 PM
Post #264


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გარეგნულად ყველა რაღაც როლში უნდა ვიყოთ- გიორგი გურჯიევი ლექციებიდან

http://dare.ge/gurjief/





--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 16 2015, 12:51 PM
Post #265


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გურჯიევს აქვს ერთი პრაქტიკა მედიტაციის მსგავსი სადაც გვირჩევს ერთი საათი ვიყოთ განმარტოვებული. საკუთარ ფიქრებს და აზრებს ვაცალოთ, მათ მოველაპარაკოთ და შევთანხმდეთ რომ გვაქვს ერთი პრიორიტეტული საქმე და თუ იმ საქმის გაკეთებას გვაცლიან, შემდეგ აუცილებლად მათაც მივხედავთ, ამით მათ დავანახებთ თუ ვინ არის აქ უფროსი, და ვინ წყვიტავს რა და როგორ იქნება, რა თქმა უნდა მიზანი უნდა გვქონდეს რომელსაც მივყვებით, თავიდან ერთი, ვთქვათ რომელიმე მავნე ჩვევის დაძლევის ამით რო დავიწყოთ, მას მივყვებით სტაბილურად ყოველდღე რასაც მივყავართ პიროვნების და ბედის შაცვლასთან, ვხდებით უფრო დაკვირვებული, იმ კონკრეტულ ჩვევასთან,
მაგრამ ყურადღება იმან მიიპყრო ჩემი რომ საკუთარ თავში მათ ველაპარაკებით როგორც მრავალ პიროვნებას, ანუ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა როგორც სიტყვაზე ერთი ვიღაც რომ გამოჩნდეს დედამიწაზე და მთელს მის მოსახლეობას მისცეს მითითება თუ როგორ უნდა მოიქცნენ და რა არის მნიშვნელოვანი თან მათ ისე მოელაპარაკოს რომ ისინი დაარწმუნოს ამ გეგმის ჭეშმარიტებაში
rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Apr 17 2015, 09:21 PM
Post #266


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
გურჯიევს აქვს ერთი პრაქტიკა მედიტაციის მსგავსი სადაც გვირჩევს ერთი საათი ვიყოთ განმარტოვებული. საკუთარ ფიქრებს და აზრებს ვაცალოთ, მათ მოველაპარაკოთ და შევთანხმდეთ რომ გვაქვს ერთი პრიორიტეტული საქმე და თუ იმ საქმის გაკეთებას გვაცლიან, შემდეგ აუცილებლად მათაც მივხედავთ, ამით მათ დავანახებთ თუ ვინ არის აქ უფროსი, და ვინ წყვიტავს რა და როგორ იქნება, რა თქმა უნდა მიზანი უნდა გვქონდეს რომელსაც მივყვებით, თავიდან ერთი, ვთქვათ რომელიმე მავნე ჩვევის დაძლევის ამით რო დავიწყოთ, მას მივყვებით სტაბილურად ყოველდღე რასაც მივყავართ პიროვნების და ბედის შაცვლასთან, ვხდებით უფრო დაკვირვებული, იმ კონკრეტულ ჩვევასთან,
მაგრამ ყურადღება იმან მიიპყრო ჩემი რომ საკუთარ თავში მათ ველაპარაკებით როგორც მრავალ პიროვნებას, ანუ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა როგორც სიტყვაზე ერთი ვიღაც რომ გამოჩნდეს დედამიწაზე და მთელს მის მოსახლეობას მისცეს მითითება თუ როგორ უნდა მოიქცნენ და რა არის მნიშვნელოვანი თან მათ ისე მოელაპარაკოს რომ ისინი დაარწმუნოს ამ გეგმის ჭეშმარიტებაში


wink.gif


არის კიდევ სამუშაო პროგრამების შედგენა რომელსაც ეშმაკიც ვერ შეცვლის რო გამოგვეცხადოს smile.gif


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post May 10 2015, 05:44 PM
Post #267


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



22 მაისს, 18: 30 სთ

გიორგი გურჯიევის პარიზის სკოლის ხელმძღვანელი, ელენე ზენისერის ღია ლექცია


მისამართი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი, ლადო გუდიაშვილის 7

https://www.facebook.com/events/1418536545131474/




--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 2 2015, 04:17 PM
Post #268


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აქაც დავდებ ჩემს თარგმანს "ხედვა რეალური სამყაროდან"

გურჯიევი ფიქრობს, რომ სინამდვილეში ადამიანი საკუთარ თავს არ ფლობს, რომ ადამიანს უბრალოდ აქვს ილუზია თითქოს რაღაცას თავად აკეთებს, სინამდვილეში კი ფიქრებიც კი არ არის ჩვენი. ჩვენ ვართ მექანიკური არსებები რობოტები....
ადამიანებში მუდმივად არის ორი მოწინააღმდეგის ბრძოლა, ეს არის ნამდვილი შინაგანი ”მე“ და მატერიალური გარემო პირობებით შექმნილი ”მე“. პროგრესი არ მიიღწევა ზეშთაგონებით, წარმატება მიიღწევა სწორედ რომ ძლიერი შინაგანი ბრძოლით.
ის ფიქრობს რომ ყველა რელიგია არის მართალი ყველას მიჰყავს ადამიანი სხვადასხვა გზებით ჭეშმარიტებამდე, მან კი მიაგნო გზას რომლითაც ადამიანი უფრო მოკლე დროში მივა მიზნამდე.



ნიუიორკი 13 მარტი 1924 წელი
თვითდაკვირვება
თვითდაკვირვება ძალიან რთულია, რაც უფრო შეეცდებით, ამას მით უფრო მიხვდებით. ახლანდელ დროში თქვენ გჭირდებათ ამის პრაქტიკა, არა შედეგის მისაღებად, არამედ იმის მისახვედრად, რომ _თქვენ არ შეგიძლიათ თვითდაკვირვება! ადრე თქვენ გეგონათ რომ ხედავთ და იცით საკუთარი თავი, მე ვსაუბრობ საკუთარი თავის ობიექტურ აღქმაზე, ობიექტურად თქვენ თქვენი თავის დანახვა არ შეგიძლიათ 1 წუთითაც კი იმიტომ რომ ეს სხვა ფუნქციაა, ეს არის დახელოვნებულის, ოსტატის შესაძლებლობა. თუ გგონიათ, რომ შეგიძლიათ თვითდაკვირვება 5 წუთი ან 20 წუთი ან 1 წუთი ესეც ასევე არასწორი ხედვაა, თუ თქვენ ფიქრობთ რომ არ შეგიძლიათ თვითდაკვირვება, მაშინ ეს სწორი შეხედულებაა, მიხვიდეთ ამის შეგნებამდე – აი თქვენი მიზანი.
ამ მიზნის მისაღწევად თქვენ უნდა გამოავლინოთ შეუპოვარი მცდელობა, მონდომება. როცა თქვენ გამოავლენთ მონდომებას, შედეგი არ იქნება თვითდაკვირვება – ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, მაგრამ მცდელობა გაამყარებს თქვენს ყურადღებას. თქვენ ისწავლით უკეთ კონცენტრირებას – ეს ყველაფერი გამოგადგებათ მოგვიანებით და შემდეგ თქვენ შეძლებთ გახსოვდეთ საკუთარი თავი. თუ თქვენ იმუშავებთ კეთილსინდისიერად, თქვენ შეძლებთ საკუთარი თავის დამახსოვრებას, არა ხშირად არამედ იშვიათად, იმიტომ, რომ გახსოვდეს საკუთარი თავი მოითხოვს ბევრს, ეს არც ისე იოლია, ის ძვირად ფასობს. თვითდაკვირვება თქვენთვის საკმარისია რამოდენიმე წელი, ნუ შეეცდებით დაკავდეთ სხვა რამით, თუ თქვენ იმუშავებთ კეთილსინდისიერად, თქვენ დაინახავთ თუ რა გჭირდებათ. თქვენ ახლა გაქვთ მხოლოდ ერთი ყურადღება ან სხეულზე, ან გრძნობებზე.

Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 2 2015, 04:21 PM
Post #269


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნიუიორკი 9 დეკემბერი 1930 წელი.
კითხვა – როგორ შეიძლება გამოვიმუშაოთ ყურადღება?
პასუხი – ადამიანებს არ გააჩნიათ ყურადღება, თქვენი მიზანი უნდა იყოს მისი შემუშავება, თვითდაკვირვება შესაძლებელია მხოლოდ ყურადღების შეძენის შემდეგ. დაიწყეთ წვრილმანებით.
კითხვა – რა წვრილმანებით შეიძლება დავიწყოთ? რა უნდა გავაკეთოთ?
პასუხი – თქვენი ნევროზული, აფორიაქებული მოძრაობა, ცნობიერად თუ არაცნობიერად, საშუალებას აძლევსყველა ადამიანს დაინახოს, რომ თქვენ არ ხართ ავტორიტეტი, თქვენ ხართ უბრალოდ ჯამბაზი, ამ აფორიაქებული ქმედებებით თქვენ არ შეიძლება იყოთ ვინმე.
პირველი რაც უნდა გააკეთოთ _უნდა შეაჩეროთ ეს ქმედება. გფახადეთ ეს თქვენს მიზნად, აიძულეთ თქვენს ოჯახს დაგეხმაროს ამაში, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება თქვენ მოიპოვოთ ყურადღება. ეს არის ქმედების მაგალითი.
მეორე მაგალითი – ნამდვილი პიანისტი ვერ შეძლებს სრულყოფილ დაკვრას, თუ თავიდან არ დაიწყო პატარ პატარა ეტაპებით, თუ თქვენ გინდათ დაუკრათ პრაქტიკის გარეშე – თქვენ ვერასოდეს შეასრულებთ ღირსეულ მუსიკას, მუსიკა რომელსაც თქვენ შეასრულებთ – იქნება კაკაფონია, რომლის მოსმენაც ადამიანებს დატანჯავთ და შეიძულებენ მას,იგივე ეხება ფსიქოლოგიურ იდეებს, იმისათვის, რომ რამე შეიძინოთსაჭიროა გრძელი პრაქტიკა, შეეცადეთ თავიდან განახორციელოთ პატარა ქმედებები. თუ თავიდანვე თქვენიქმედებები იქნება რაღაც დიდი – თქვენ ვერაფერს მიაღწევთ, თქვენი ქმედებები იქნება კაკაფონიური მუსიკის მსგავსი და გამოიწვევს მეზობლების თქვენდამი სიძულვილს.
კითხვა – რა უნდა გავაკეთო?
პასუხი: – არის ორი სახის ქმედება – ავტომატური და ქმედება მიზნის შესაბამისად. ავიღოთ რამე საგანი რომლის გაკეთებაც არ შეგიძლიათ და გადააქციეთ ეს თქვენს მიზნად. ნურაფერი შეგიშლის ხელს, გქონდეთ მხოლოდ ეს მიზანი, თუ თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას, მე თქვენ მოგცემთ უფრო მნიშვნელოვან დავალებას. ახლა თქვენ გაქვთ სურვილი აკეთოთ თქვენთვის ძალზედ რთული საგნები – ეს არანორმალური სურვილია, თქვენ მათ შესრულებას ვერასოდეს შეძლებთ და ასეთი სურვილი თქვენ გაკავებთ აკეთოთ მცირე საგნები, რომლებიც თქვენ შეგეძლოთ გეკეთებინათ. გაანადგურეთ ეს სურვილები, დაივიწყეთ დიდი სურვილები. დაისახეთ მიზნად __ გაანადგუროთ თქვენი პატარა მავნე თვისებები..
კითხვა – მგონი ჩემი დიდი ნაკლია, ძალიან ბევრი ლაპარაკი, თუ მე შევეცდები ვალაპარაკო ნაკლები, იქნება ეს კარგი დავალება?
პასუხი: – თქვენთვის რა თქმა უნდა! თქვენ ყველაფერს აფუჭებთ თქვენი ლაპარაკით, როდესაც თქვენ ბევრს საუბრობთ, თქვენს სიტყვებს ფასი ეკარგებათ, შეეცადეთ დასძლიოთ ეს ჩვევა, თუ ამას შეძლებთ, მე თქვენ მოგცემთ მომდევნო დავალებას თუ რა უნდა გააკეთოთ.
კითხვა – რომ გამოვავლინოთ მოთმინება სხვების მიმართ, იქნება ეს დავალება კარგი?
პასუხი: – მოთმინება გამოვავლინოთ სხვების მიმართ – ეს დიდებული საქმეა, ბოლო საქმეა ადამიანისათვის. ეს შეუძლია მხოლოდ სრულყოფილ ადამიანს. დაისახეთ მიზნად აიტანოთ ერთი გამოვლინება, ერთი სახის რომლის ატანაც თქვენ არ შეგიძლიათ ნევროზულობის გარეშე, თუ თქვენ მოინდომებთ ამას – შეძლებთ. სურვილის გარეშე ვერაფერს შეძლებთ. სურვილი ყველაზე ძლიერია სამყაროში. ყველაფერი ხდება გაცნობიერებული სურვილის მიხედვით.
კითხვა – მე ხშირად ვიხსენებ ჩემს მიზანს მაგრამ მე არ მყოფნის ენერგია, ვაკეთო ის რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია.
პასუხი: – ადამიანს არ ყოფნის ენერგია მიზნების განსახორციელებლად იმიტომ, რომ მისი ენერგია, რომელიც გამომუშავდება ღამე პასიურ მდგომარეობაში, იხარჯება უარყოფით გამოვლინებებზე, ესაა ავტომატური გამოვლინებები. მას ვისაც შეუძლია ავტომატურად გაიხსენოს მიზანი მაგრამ არ გააჩნია ძალა მის მისაღწევად, მე ვურჩევ შემდეგ პრაქტიკას:
დაჯექუთ განმარტოვებულ ადგილას ერთი საათით მაინც, მოადუნეთ ყველა კუნთი, მიეცით ასოციაციებს მოძრაობის საშუალება მაგრამ არ აყვეთ მათ, უთხარით: თუ თქვენ ახლა მომცემთ საშუალებას ვაკეთო ის რაც მე მინდა, მოგვიანებით მე დავაკმაყოფილებ თქვენს სურვილებს. ისე უყურეთ თქვენს ასოციაციებს თითქოს ისინი ეკუთვნოდეთ ვიღაც სხვას. მოახდინეთ მათი იდენტიფიკაცია. 1 საათის შემდეგ აიღეთ ქაღალდი და დაწერეთ მასზე თქვენი მიზანი, ხოლო სხვა დანარჩენს თქვენთვის არა აქვს მნიშვნელობა, ეს ფურცელი ხშირად წაიკითხეთ, გაიმეორეთ ეს ყოველდღიურად, ასე ის გახდება თქვენი ნაწილი - თავიდან თეორიულად შემდეგ კი ნამდვილად.
ენერგიის გამოსამუშავებლად ეს პრაქტიკა ჩაატარეთ ყოველდღე სიმშვიდეში, კუნთების სრული მოდუნებით, თითქოს ისინი იყოს მკვდარი. დაახლოებით 1 საათის შემდეგ როცა თქვნში ყველაფერი დაწყნარდება, მიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ეხება თქვენს მიზანს. არ მისცეთ უფლება თქვნს ასოციაციებს, რომ გადაგყლაპონ. დაისახეთ მიზანი და შემდეგ შეასრულეთ ის - ეს იძლევა მაგნეტიზმს, შესაძლებლობას__რომ გააკეთოთ.

(ძირითადად საკითხი ამ შემთხვევაში ეხება: ენერგიის დაგროვება, მიზნის დასახვა, მაგნეტიზმი..)
კითხვა – მე ხშირად ვიხსენებ ჩემს მიზანს მაგრამ მე არ მყოფნის ენერგია, ვაკეთო ის რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია.
პასუხი: – ადამიანს არ ყოფნის ენერგია მიზნების განსახორციელებლად იმიტომ, რომ მისი ენერგია, რომელიც გამომუშავდება ღამე პასიურ მდგომარეობასი, იხარჯება უარყოფით გამოვლინებებზე, ესაა ავტომატური გამოვლინებები. მას ვისაც შეუძლია ავტომატურად გაიხსენოს მიზანი მაგრამ არ გააჩნია ძალა მის მისაღწევად, მე ვურჩევ შემდეგ პრაქტიკას: დაჯექით განმარტოვებულ ადგილას ერთი საათით მაინც, მოადუნეთ ყველა კუნთი, მიეცით ასოციაციებს მოძრაობის საშუალება მაგრამ არ აყვეთ მათ. უთხარით_თუ თქვენ ახლა მომცემთ საშუალებას ვაკეთო ის რაც მე მინდა, მოგვიანებით მე დავაკმაყოფილებ თქვენს სურვილებს. უყურეთ თქვენს ასოციაციებს თითქოს ისინი ეკუთვნოდეთ ვიღაც სხვას. დაიცავით მათი იდენტიფიკაციისაგან თავი. 1 საათის შემდეგ აიღეთ ქაღალდი და დაწერეთ მასზე თქვენი მიზანი გახადეთ ეს ფურცელი თქვენს კერპად. სხვა დანარჩენს თქვენთვის არა აქვს მნიშვნელობა, ამოიღეთ ის ჯიბიდან ხშირად და წაიკითხეთ, გაიმეორეთ ეს ყოველდღიურად და გახდება თქვენი ნაწილი თავიდან თეორიულად შემდეგ კი ნამდვილად. ენერგიის გამოსამუშავებლად ეს პრაქტიკა ჩაატარეთ ყოველდღე. სიმშვიდეში, კუნთების სრული მოდუნებით_თითქოს ისინი იყოს მკვდარი. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, როცა თქვენში ყველაფერი დაწყნარდება. მიიღეთ გადაწყვეტილება რომელიც ეხება თქვენს მიზანს, არ მისცეთ თქვენს ასოციაციებს უფლება, რომ გადაგყლაპონ. დაისახეთ მიზანი და შემდეგ შეასრულეთ ის _ეს იძლევა მაგნეტიზმს. შესაძლებლობას_გააკეთოთ.
კითხვა:_რა არის მაგნეტიზმი?
პასუხი:_ადამიანს გააჩნია 2 სუბსტანცია. სუბსტანცია აქტიური სხეულის და სუბსტანცია აქტიური ასტრალური სხეულის. ორივე სუბსტანციის შერევით ყალიბდება მესამეასეთი შერეული სუბსტანცია, იკრიბება სხეულის სხვადასხვა ნაწილებშიასევე მის ირგვლივ ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს, პლანეტის ირგვლივ ატმოსფეროს მსგავსს, სხვადასხვა პლანეტების ატმოსფეროები ყოველთვის მოიპოვებს ან კარგავს ამა თუ იმ სუბსტანციას სხვადასხვა პლანეტების ზეგავლენით. ასევე ადამიანი გარემოცული სხვადასხვა ადამიანებით ჰგავს პლანეტას სხვა პლანეტებთ გარშემორტყმულს. ცნობილია როცა ხვდება 2 ატმოსფერო რომელნიც არიან სიმპატიურები მათ შორის წარმოიქმნებაკავშირი, ატმოსფეროს მოცულობა იგივე რჩება, მაგრამ მისი ხარისხი იცვლება. ადამიანს შეუძლია მართოს მისი ატმოსფერო, ის როგორც ელექტროობა ფლობს უარყოფით და დადებით პოლუსებს, ერთ მხარეს შესაძლოა ვაიძულოთ გაზრდა. ადამიანის სურვილი შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი, ასტრალური მატერია ყოველთვის ეწინააღმდეგება ფიზიკურ მატერიას. ძველად მღვდლები ადამიანებს კურნავდნენ დალოცვით, ზოგჯერ ჭირდებოდათ ავადმყოფისათვის დაედოთ ხელი, ზოგის განკურნება შეიძლებოდა ახლოდან, ზოგის დისტანციურად. წმინდა მსახური არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია სუბსტანციების შერევა და განკურნოს სხვები. ის მაგნეტიზიორია. ადამიანებს არ ყოფნით შერეული სუბსტანციები, სიცოცხლის მაგნეტიზმი, ამ შერეული სუბსტანციის შეხედვა შესაძლებელია. აურა ან ციალი_ეს რეალური რამ არის, მისი შეხედვა ზოგჯერ შესაძლებელია წმინდა ადგილებში ან ეკლესიებში. იმისათვის რომ მიიღოთ ეს სუბსტანცია პირველ რიგში ის უნდა გამოიმუშაოთ. ის გამოვლენილია ყურადღებაში და გამომუშავდება გაცნობიერებული მოქმედებით და შეგნებულ განსაცდელში, წვრილმანების შეგნებულ კეთებაში, გახადეთ რაიმე წვრილმანი თქვენს მიზნად და თქვენ გამოიმუშავებთ მაგნეტიზმს, ელექტროობის მსგავსად მაგნეტიზმის კონცეტრირება შესაძლებელია და მისი დინება გარკვეული მიმართულებით

Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 2 2015, 04:23 PM
Post #270


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნიუიორკი 22 თებერვალი 1924 წელი.
ერთ–ერთი ასეთი სუბსტანცია ფორმირდება მაშინ როდესაც ჩვენ განსაცდელში ვართ. ჩვენ განსაცდელში ვართ ყოველთვის, როცა არ ვიმყოფებით მექანიკურ მდგომარეობაში. არის განსაცდელის სხვადასხვა მდგომარეობები მაგ:– მე ვგრძნობ, რომ რაღაც უნდა გითხრათ მაგრამ ვფიქრობ, რომ სჯობს არაფერი გითხრათ–ერთ მხარეს უნდა, რომ გითხრათ მეორეს–არა. ბრძოლა წარმოქმნის რაღაც სუბსტანციას, თანდათან ეს სუბსტანცია წარმოიქმნება განსაზღვრულ ადგილას.
კითხვა:_ რა არის შთაგონება?
პასუხი:_ შთაგონება არის–ასოციაცია–ეს არის 1 ცენტრის მუშაობა. შთაგონება ეს _იაფფასიანი ნივთია დამიჯერეთ. მხოლოდ კონფლიქტს, კამათს შეუძლია მიგიყვანოთ რაღაც შედეგამდე. ყველგან სადაც არსებობს აქტიური ელემენტი, ასევე არსებობს პასიური ელემენტიც. თუ თქვენ გჯერათ ღმერთის–ასევე გჯერათ ეშმაკისაც. ამ ყველაფერს არა აქვს ფასეულობა–კარგი ადამიანი ხართ თქვენ თუ ცუდი–ეს არაა მნიშვნელოვანი. მხოლოდ კონფლიქტს ორ მხარეს შორის აქვს რაიმე მნიშვნელობა.
როდესაც თქვენ ბევრი დაგიგროვდათ, შესაძლოა გამოჩნდეს რაღაც ახალი. თქვენს შიგნით შესაძლოა კონფლიქტია თქვენ ვერაფერს ხედავთ თქვენში, მაგრამ დამიჯერეთ როდესაც დაიწყებთ საკუთარი თავის შეხედვას მაშინ დაინახავთ. თუ თქვენ მოგიწევთ რაღაც ისეთის კეთება რაც არ გინდათ თქვენ დაიტანჯებით, თუ გინდათ რაღაცის კეთება მაგრამ არ აკეთებთ ასევე იტანჯებით. ის რაც მიგაჩნიათ თქვენ კარგია ეს თუ ცუდი–აქვს ერთი და იგივე ფასი. სიკეთე შედარებითი დამოკიდებულებაა. თუ თქვენ დაიწყებთ მუშაობას წარმოიქმნება თქვენი კეთილი და ბოროტი.
კითხვა:– კონფლიქტი 2 სურვილს შორის მიდის განსაცდელამდე, ხოლო ზოგ განსაცდელს მივყავართ სიგიჟემდე.
პასუხი:–განსაცდელი არსებობს სხვადასხვაგვარი. დავიწყოთ იქიდან, რომ გავყოთ ის 2 სახედ. 1–არაცნობიერი განსაცდელი. 2– გაცნობიერებული განსაცდელი. პირველი სახის განსაცდელს არ მოაქვს შედეგი. მაგ. თქვენ იტანჯებით შიმშილით იმიტომ, რომ არ გაქვთ ფული, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ პური თქვენ მას არ ჭამთ და იტანჯებით–ეს უკეთესია. როდესაც თქვენ იტანჯებით რომელიმე ერთ ცენტრში აზრობრივად ან ემოციურში_თქვენ მოხვდებით საგიჟეში. განსაცდელი უნდა იყოს ჰარმონიული, უნდა იყოს შესაბამისობა უხეშს და ფაქიზს შორის თორემ შეიძლება რაღაც გადაიწვას თქვენ ბევრი ცენტრი გაქვთ არა 3,5 6, უფრო მეტი და მათ შორის არის ასეთი ადგილები სადაც შესაძლოა მოხდეს კამათი, ყოველგვარი წონასწორობა შესაძლოა დაირღვეს. თქვენ ააშენეთ სახლი მაგრამ წონასწორობა აღმოჩნდა დარღვეული–სახლი ეცემა და ყველაფერი ინგრევა. მე გიხსნით თეორიულ საკითხსიმისთვის, რომ გქონდეთ მასალა ურთიერთ გაგებისათვის. იმისათვის, რომ გააკეთოთ რაღაც უმნიშვნელო საქმე გარკვეული რისკია–განსაცდელებს შესაძლოა ქონდეს სერიოზული შედეგები. არ ფიქრობენ მომავალ ცხოვრებაზე აქ ფიქრობენ მხოლოდ ხვალინდელ დღეზე, ადამიანს არ შეუძლია დაინახოს არ შეუძლია დაიჯეროს. მხოლოდ მაშინ როდესაც მან იცის საკუთარი თავი იცის შინაგანი სტრუქტურა მხოლოდ მაშინ შეუძლია შეხედოს, ახლა კი ჩვენ ვსწავლობთ მხოლოდ გარეგნულ სახეს. შესაძლოა მზის და მთვარის შესწავლა, მაგრამ ადამიანს შინაგანად გააჩნია ყველაფერი. ჩემს შიგნით არის მზე, მთვარე, ღმერთი. მე ვარ სიცოცხლე მთელი სხეულით. იმისათვის რომ გავიგოთ საჭიროა ვიცოდეთ საკუთარი თავი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 3 2015, 10:25 PM
Post #271


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



17 იანვარი 1923 წ.
ვიმეორებ - ახლანდელი დროისათვის თქვენ არ მუშაობთ როგორც ადამიანები და მითუმეტეს გაქვთ შესაძლებლობა ისწავლოთ მუშაობა როგორც ადამიანებმა. მუშაობდე ისე როგორც ადამიანი ნიშნავს, რომ მომუშავე ხვდებოდეს თუ რას აკეთებს, ფიქრობდეს და ესმოდეს იმის შესახებ თუ რატომ და რისთვის აკეთებს ამას, როგორ უნდა გაეკეთებია გუშინ, როგორ გააკეთებს ამას ხვალ, როგორ კეთდება ეს ჩვეულებრივ, არის თუ არა უკეთესი საშუალება. თუ ადამიანი სწორად მუშაობს, მას გამოსდის უკეთ და უკეთ. მაგრამ როდესაც არსება მუშაობს 2 გონებით - გუშინდელით, ხვალინდელით და დღევანდელით, არ აქვს არავითარი განსხვავება. მთელი ამ ხნის განმავლობაში არცერთ ადამიანს არ უმუშავია ადამიანურად. ინსტიქტისთვის კი მნიშველოვანია, რომ თქვენ მუშაობდეთ. სწორედ ასე ყველა უნდა მუშაობდეს თავის თავისთვის იმიტომ, რომ სხვები არაფერს გააკეთებენ მის მაგივრად, ადამიანს აქვს ყველა მოწყობილობა იმისათვის, რომ მან შეძლოს ყველაფრის კეთება და ყოველ ჩვენგანს შეუძლია იმის გაკეთება რასაც აკეთებენ სხვები. თუ შეუძლია ერთს - შეუძლია სხვებსაც. ფული, ნიჭი, ეს ყველაფერი სისულელეა_საიდუმლო მარტივია, გააკეთე საქმე როგორც ადამიანმა. მას ვისაც შეუძლია იფიქროს და იმოქმედოს როგორც ადამიანმა, შეუძლია ნებისმიერი რამ გააკეთოს, ისივე როგორც აკეთებს სხვა და გაცილებით სწრაფად ვიდრე ის ადამიანი, რომელიც ამას აკეთებს მრავალი წელი მაგრამ არა ადამიანურად.
თუ ერთმა ადამიანმა ისწავლა 10 წლის განმავლობაში, სხვა ამას ისწავლის და გააკეთებს 2-3 წელიწადში და უკეთესადაც მასზე ვინც მთელი ცხოვრება მუშაობს. მე გავიცანი ადამიანები , რომლებიც მუშაობდნენ არა ისე როგორც ადამიანები, მაგრამ როცა ისწავლეს, ისინი იოლად ართმევდნენ თავს საპასუხისმგებლო, უხეშ სამუშაოს, რომელიც მანამდე არ იცოდნენ. საიდუმლო არის მარტივი, როდესაც ადამიანი აკეტებს რაღაც საგანს, ის ერთდროულად ფიქრობს რას აკეთებს, როგორ უნდა აკეთებდეს და მუშაობის დროს ავიწყდება ყველაფერი სახვა, ბებია, ბაბუა, საჭმელი და ა.შ.
თავიდან ეს ძალიან რთულია. მე თქვენ მოგცემთ თეორიულ მითითებას თუ როგორ უნდა იმუშაოთ, დანარჩენი კი თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ გაფრთხილებთ მე გეტყვიტ მხოლოდ იმდენს რამდენსაც თქვენ ჩადებთ პრაქტიკაში, რაც მეტს ჩადებთ პრაქტიკაში მით მეტს გეტყვით, თუნდაც ერთი საათიც რომ იმუშაოთ ასე, იმდენს გესაუბრებით რამდენიც ს. აჭირო იქნება, თუნდაც 24 საათი თუ წაჭირო გახდა. მაგრამ რაც შეეხება მათ ვინც გააგრძელებს მუშაობას ძველებურად_ ეშმაკსაც წაუღია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 3 2015, 10:28 PM
Post #272


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



12 ივნისი1923 წ.
„ჩვენ არასოდეს ვასრულებთ იმას რის გაკეთებასაც ვაპირებდით, როგორც დიდ ისე პატარა საქმეებში. ჩვენ მივდივართ საყურებლად და ვბრუნდებით გასაკეთებლად. ასევე თვითგანვითარება შეუძლებელია დამატებითი გარე ძალისხმევის და შინაგანი ბიძგის გარეშე.
ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ იმაზე მეტ ენერგიას ვიდრე საჭიროა, ვძაბავთ სამუშაოსთვის არასაჭირო კუნთებს, ვაძლევთ ფიქრებს საშუალებას იმოძრაონ, ვფორიაქობთ მეტისმეტი ემოციურობით.
მოადუნეთ კუნთები და გამოიყენეთ მხოლოდ ისინი რომლებიც გჭირდებათ. შეიკავეთ ფიქრები. ნუ გამოხატავთ გრძნობებს როცა არ გინდათ მათი გამოხატვა, ნუ შეგეხებათ გარე ფაქტორები თავისთავად ისინი უვნებელნი არიან. ეს ჩვენ ვაძლევთ უფლებას ვიგრძნოთ თავი შეურაცხყოფილად.
მძიმე სამუშაო ეს არის ენერგიის ჩადება კარგი პროცენტული მოგებით. ენერგიის გაცნობიერებული გამოყენება ეს არის ჩადებული შრომის ნაყოფის მიღება. მაგრამ ავტომატურად დახარჯული ენერგია _ უსარგებლო დანახარჯია.
როდესაც სხეული იღლება სამუშაოს დროს, დასვენება არ ღირს _ იმიტომ რომ ეს იქნება სხეულის გამარჯვება, როდესაც სხეულს უნდა დასვენება არ დაისვენოთ, როდესაც გონებამ იცის რომ მას უნდა დასვენება დაისვენეთ.
საჭიროა იცოდეთ გონების და სხეულის ენა და შეგეძლოთ მათი გარჩევა და იყოთ გულწრფელი. ბრძოლის გარეშე არ არის პროგრესი არ არის შედეგი
ყოველგვარი მავნე ჩვევის დაძლევას მივყავართ მექანიზმის ცვლილებებთან.

30 იანვარი 1923 წელი
ენერგია და ძილი
ყოველ 24 საათში ორგანიზმი გამოიმუშავებს განსაზღვრულ ენერგიას არსებობისათვის.
ეს იმაზე მეტი რაოდენობაა ვიდრე საჭიროა, მაგრამ რამდენადაც ჩვენი ცხოვრება არ არის სწორი, ჩვენ ვხარჯავთ მის დიდ ნაწილს, ხოლო ზოგჯერ მთელ ენერგიას და ვმოქმედებთ არაეფექტურად. დაკვირვების შემდეგ დაინახავთ რომ ამ ენერგიას ვხარჯავთ გაცილებით ნაკლები მოქმედებების დროს მაგ: ფიზიკური ვარჯიშის დროს ადამიანი ბევრ ენერგიას ხარჯავს, მაგრამ გაცილებით მეტს დახარჯავს თუ იჯდება და არაფერს გააკეთებს. ჩვენი მსხვილი კუნთები მოიხმარენ გაცილებით მცირე ენერგიას - იმიტომ რომ ისინი ნაკლებად რეაგირებენ იმპულსებზე. მათი მოძრაობაში მოყვანა შესაძლებელია გარკვეული ძალის გამოყენებით. მაგალითად მე ვზივარ და თქვენ გგონიათ რომ მე არ ვმოძრაობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე არ ვხარჯავ ენერგიას.
ყოველი მოქმედება, დაძაბულობა, მნიშვნელოვნად თუ უმნიშვნელოდ შესაძლებელია მხოლოდ ენერგიის დახარჯვის ხარჯზე. შეხედეთ ხელი დაშვებულია, მაგრამ მე არ ვმოძრაობ, მაგრამ მე ახლა უფრო მეტ ენერგიას ვხარჯავ ვიდრე მისი მოძრაობის შემთხვევაში.
თქვენ უნდა შეეცადოთ და გაიგოთ, როდესაც მე ვსაუბრობ იმპულსების შესახებ, როდესაც მე ვაკეთებ მოულოდნელ მოძრაობებს, ენერგია მიედინება კუნთების შიგნით, მაგრამ როდესაც მე ვიმეორებ ამ მოძრაობას იმპულსი აღარ მაქვს.
დაძაბულობა მოითხოვს ენერგიას, თუ დაძაბულობა არ არის, იხარჯება ნაკლები ენერგია, თუ ჩემი ხელი დაძაბულია _ სჭირდება ენერგიის მუდმივი მიწოდება, ეს არ ნიშნავს რომ ის უკავშირდება აკუმულატორებს.
თუ ადამიანი იტანჯება ქრონიკული დაძაბულობით, ის არაფერს აკეთებს და უბრალოდ წევს, ის ხარჯავს იმაზე მეტ ენერგიას ვინც მოძრაობს მთელი დღე ფიზიკურად, მაგრამ ადამიანი რომელიც არ მუშაობს ფიზიკურად ეს არ ნიშნავს რომ ის არ ხარჯავს ენერგიას.
დავსვათ კითხვა: „ბევრია ვინც იტანჯება ამ საშინელი სენით?“ _ თითქმის ყველა.
ჩვენ ყველას გვაქვს ეს საოცარი ჩვევა. უნდა გვესმოდეს, რომ ენერგია რომელზეც ასე მარტივად ვსაუბრობთ, რომელსაც ასე უსარგებლოდ და ჩქარა ვხარჯავთ, ეს ენერგია საჭიროა მუშაობისათვის რომლის გარეშეც ვერაფერს მივაღწევთ. მეტ ენერგიას ჩვენ ვერ მივიღებთ, მანქანა დარჩება ისეთივე როგორიც შეიქმნა. თუ მანქანა შეიქმნა 10 ამპერის სიძლიერით ის გამოიმუშავებს 10 ამპერს. თუ ამ მანქანის ექსპლუატაციას მოვახდენთ სწორად რაოდენობა გაიზრდება უმნიშვნელოდ. ის რაც ჩვენ უნდა ვაკეთოთ მოითხოვს დიდ ენერგიას და განსაზღვრულ ძალისხმევას. ძალისხმევას რომელსაც ჩვენ მივმართავთ ასეთი უხვი ენერგიის ხარჯვით, იმას რასაც ვგეგმავთ შეუძლებელია. ასე რომ გვჭირდება დიდი ენერგია, მაგრამ ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია მეტის წარმოება, სად არის გამოსავალი?
ერთადერთი გამოსავალი, ერთადერთი მეთოდი, ერთადერთი შესაძლებლობა, ეს არის ენერგიის ეკონომიური გამოყენება. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ მისი ეკონომია ყველგან როდესაც შესაძლებელია. ერთი რამ ცხადია ენერგიის გადინება ხდება ჩვენი გაუცნობიერებული დაძაბულობის დროს, არსებობს ენერგიის გადინების სხვა არხებიც, მაგრამ მათი გამოსწორება გაცილებით რთულია ვიდრე პირველის. ამიტომ დავიწყოთ მარტივით რომ ამ ენერგიის ხარჯვა ავიცილოთ.
ძილი
ძილი არის ადამიანის ცენტრებს შორის კავშირის გაწყვეტა. ადამიანის ცენტრებს არასოდეს სძინავთ, რამდენადაც ასოციაცია წარმოადგენს მათ ცხოვრებას, მოძრაობას, ისინი არასოდეს ჩერდებიან. ასოციაციის შეჩერება ნიშნავს სიკვდილს. მახსოვრობა, გაგება ეს ყველაფერი სხვა არაფერიას თუ არა 1 ცენტრის მიერ მეორეზე დაკვირვება, თითქოს ერთი ცენტრი უყურებს მეორეს. ასე რომ ძილი ცენტრებს არ სჭირდებათ იმისთვის რომ დაისვენინ.
ღრმა ძილი მოდის მაშინ როდესაც შეწყვეტილია კავშირი ცენტრებს შორის, ჩვენ გვაქვს ცენტრები და მათ შორის კავშირები, საშუალოდ 5 კავშირი.
ღვიძილის დროს ყველა კავშირი ხელშეუხებელია, თუ 1 – 1 მათგანი შეწყვეტილია ჩვენ ძილღვიძლში ვართ, თუ 2 კავშირი შეწყდა ვთვლემთ, თუ 3 თითქმის გვძინავს და ა.შ გარდამავალი ეტაპებით მივდივართ ღრმა ძილამდე.
არის ხალხი რომელთაც აქვთ ცენტრებს შორის ორი კავშირი არის ისეთებიც რომელთაც აქვთ 7 კავშირი ჩვენ საუალოდ ავითეთ 5 კავშირი.
თუ ჩვენს ძილსა და თვლემას შორის არის 1 კავშირი შესაძლოა ვსაუბრობდეთ და ვმოქმედებდეთ მაშინ როდესაც ვიმყოფებით ძილის მესამე ეტაპზე. ღრმა ძილის ეტაპი ყველასთვის ერთნაირია, მაგრამ გარდამავალი ეტაპები ინდივიდუალურია.
არსებობენ ადამიანები რომლების არანაკლებ აქტიურობენ როდესაც ითიშება 1 ან რამოდენიმე ცენტრი, თუ ასეთი მდგომარეობა ჩვეული გახდა თუ ასეთ მდგომარეობაში მოიპოვა ყველაფერი რაც გააჩნია, მაშინ მას არ შეუძლია იყოს აქტიური ასეთ მდგომარეობაში არ ყოფნის დროს.
ასე რომ არსებობს ძილის და თვლემის სხვადასხვა სახე. აქტიურია მდგომარეობა როდესაც აზრობრივი და გარეგნული მხარე მუშაობს სრული სიმძლავრით და დატვირთვით. ყველასთვის უნდა იყოს გასაგები რომ ძილის მიზანი მიიღწევა მაშინ როდესაც ყველა კავშირი ცენტრებს შორის წყდება, ღრმა ძილი არის ის როდესაც ჩვენ არ ვხედავთ არანაირ სიზმარს და ვერაფერს ვერ ვგრძნობთ. თუ ადამიანი ხედავს სიზმარს ესეიგი 1-1 კავშირი არის ხელშეუხებელი ანუ 1 ცენტრი აკვირდება მეორეს, მასასადამე თქვენ ხედავთ და გრძნობთ რაც ხდება თქვენს შიგნით.
ამგვარად თუ მანქანა არის წესრიგში მას სჭირდება მცირე დრო რომლისთვისაც განსაძღვრულია სიზმარი. როდესაც ჩვენ გვძინავს 7 დან 10 საათამდე ან ღმერთმა უწყის რამდენ ხანს ეს არ არის ძილი, ამ დროის უმეტესი ნაწილი იხარჯება გარდამავალ ეტაპებზე რომ დაიძინოს, შემდეგ კი რამდენიმე საათი გონზე რომ მოვიდეს
ჩვენ რომ შეგვეძლოს სწრაფად დაძინება და გაღვიძება, მაშინ დაგვეხარჯებოდა იმ დროის მესამედი ან მეოთხედი , რომელსაც ამჟამად ვიყენებთ. მაგრამ ჩვენ არ ვიცით დამოუკიდებლად როგორ შევწყვიტოთ ეს კავშირები, ამიტომ ისინი ითიშებიან და კავშირდებიან მექანიკურად, და ჩვენ ვრჩებით ამ მექანიზმის მონებად.
როდესაც რაღაცას მოუნდება ჩვენ გადავდივართ სხვა მდგომარეობაში, თუ არა ვწევართ და ველოდებით სანამ რაღაც მოგვცემს ნებას როპმ დავისვენოთ. ეს მექანიკურობაა ეს მონობაა. ამ მდგომარეობას აქვს რამოდენიმე მიზეზი ერთერთი მათგანი ქრონიკული დაძაბულობაა, რომელზეც ვსაუბრობდით დასაწყისში და რომელიც არის ჩვენი ენერგიის რეზერვის გაჟონვის მიზეზი
დაძაბულობისაგან განთავისუფლებას აქვს 2 მიზანი: პირველ რიგში ჩვენ ვინახავთ მეტ ენერგიას, მეორე ვთავისუფლდებით უსარგებლო წოლისაგან ძილის მოლოდინში. ასე რომ დაძაბულობისაგან განთავისუფლება ძალზედ მნიშვნელოვანი საქმეა. მოგვიანებით რამდენიმე სავარჯიშოს მოგცემთ და გირჩევთ მიუდგეთ სერიოზულად. საჭიროა ნებისმიერ ფასად მოიშოროთ თავიდან დაძაბულობა, როდესაც მისი საჭიროება არ არის, როდესაც ზიხართ და არაფერს აკეთებთ დაე თქვენმა სხეულმა დაისვენოს, როდესაც გძინავთ გააკეთეთ ეს ისე რომ ძინავდეს მთელს თქვენს არსებას.

Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 3 2015, 10:37 PM
Post #273


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე?
ნიუიორკი 15 მარტი 1924 წელი.
კითხვა: არსებობს რაიმე საშუალება სიცოცხლის გასახანგრძლივებლად?
პასუხი: სხვადასხვა სკოლები გვთავაზობს სიცოცხლის გახანგრძლივების სხვადასხვა თეორიებს, ამით მრავალი სისტემაა დაკავებული. დღემდე არსებობენ მიმნდობი ადამიანები, რომელთაც სჯერავთ სიცოცხლის ელექსირის არსებობაც კი.
აგიხსნით სქემატურად მე როგორ მესმის ეს საკითხი.
აი საათი, თქვენ იცით, რომ არსებობს სხვადასხვა მარკის საათები. ჩემს საათზე მთავარი ზამბარა გათვლილია 24 საათზე, 24 საათის შემდეგ ის აღარ იმუშავებს. სხვა ფირმის საათებმა შესაძლოა იმუშაოს კვირა, თვე, შესაძლოა წელიწადიც კი.
მაგრამ ქარხნის მექანიზმი ყოველთვის გათვლილია განსაზღვრულ დროზე და ისეთი დარჩება როგორიც ის შექმნა მესაათემ.
თქვენ ალბათ გინახავთ, რომ საათს აქვს სიჩქარის მარეგულირებელი, თუ მოვიყვანთ მას მოქმედებაში, საათი წავა უფრო ნელა ან ჩქარა. თუ საერთოდ მოვაშორებთ მას მთავარი ზამბარა ძალიან სწრაფად დატრიალდება და ქარხანა რომელსაც საათის მუშაობა გათვლილი ჰქონდა 24 საათზე, დაიხარჯება 3-4 წუთში. და პირიქით საათმა შეიძლება იმუშაოს თვეობით, თუმცა სისტემის მუშაობა გათვლილი იქნება 24 საათზე.
ადამიანები ჰგვანან საათებს. ჩვენი სისტემა უკვე დაყენებულია ყველა ადამიანს თავისი ზამბარები აქვს, სხვადასხვა მემკვიდრეობით სხვადასხვანაირი სისტემის ორგანიზმები არსებობს, მაგალითად 1 ადამიანის სისტემა გათვლილია 70 წელზე. როდესაც მთავარი ზამბარა უკვე დატრიალდა, ცხოვრება უახლოვდება დასასრულს. სხვისი მექანიზმი გათვლილია 100 წელზე, ეტყობა ის სხვა ხელოსანმა დაამზადა.
ამგვარად ყველა ადამიანს აქვს თავისი სიცოცხლის დრო, და ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი სისტემის შეცვლა, ყველა ადამიანი ისეთივე რჩება როგორიც შეიქმნა და ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა არ შეიძლება, ზოგი ადამიანის ზამბარა შესაძლოა 1 კვირაში დატრიალდეს, სიცოცხლის ხანგრძლივობა განსაზღვრულია დაბადებისთანავე და თუ ვფიქრობთ რომ რაიმეს შეცვლას შევძლებთ ეს უბრალოდ სუფთა წარმოსახვაა. ეს რომ გამოვიდეს, მაშინ ყველაფრის შეცვლაა საჭირო_მემკვიდრეობის, მამის და ბაბუის შეცვლაც კი! ამის განხორციელება კი უკვე გვიანია.
ჩვენი მექანიზმის ხელოვნურად შეცვლა არ შეიძლება, და მაინც, დიდხანს სიცოცხლის შესაძლებლობა არის. მე ვთქვი, რომ მთავარი ზამბარა 24 საათის ნაცვლად შესაძლებელია მთელი 1 კვირის განმავლობაში ვატრიალოთ, ან პირიქით მოვაწყოთ მექანიზმი რომელიც გათვლილია 50 წელზე მისი ზამბარა ისე მოვმართოთ რომ 5 დღეში დაასრულოს ტრიალი.
ყველა ადამიანს აქვს ასეთი მთავარი ზამბარა-ეს ჩვენი მექანიზმია. მისი დატრიალებაა-ჩვენი შთაბეჭდილებები და ასოციაციები.
ხოლო ჩვენ 2 ან 3 ტრიალა ზამბარა გვაქვს-იმდენივე, რამდენი ცენტრიც გვაქვს. ცენტრები შეესაბამება ზამბარებს. მაგალითად გონება_ეს ზამბარაა; ჩვენს გონებრივ ასოციაციებს აქვს განსაზღვრული სიგრძე; ფიქრი მოგვაგონებს კოჭის ძაფის დატრიალებას. ყოველ კოჭაზე არის განსაზღვრული სიგრძის ძაფი.
მაგალითად ჩემს კოჭაზე არის 50 მეტრი ძაფი, სხვის კოჭაზე 100 მეტრის. დღეს დავხარჯე 5 მეტრი, ხვალ 2 და ა.შ. როდესაც უკვე 50 მეტრი უახლოვდება დასასრულს, დასასრულს უახლოვდება ჩემი სიცოცხლე. ძაფის სიგრძის გაზრდა არ შეიძლება.
მაგრამ ზუსტად ისევე, როგორც 10 წუთში შესაძლებელია დატრიალდეს მთავარი ზამბარა, რომელიც გათვლილი იყო 24 საათზე, ასევე სწრაფად არის შესაძლებელი სიცოცხლის დასრულებაც. განსხვავება ისაა რომ საათს 1 ზამბარა აქვს, ადამიანს კი რამოდენიმე. ყოველ ცენტრს აქვს განსაზღვრული სიგრძის ზამბარა, როდესაც 1 ზამბარა უკვე დატრიალებულია, ადამიანს შეუძლია გააგრძელოს სიცოცხლე, მაგალითად მისი აზროვნება გათვლილი იყო 70 წელზე, გრძნობები კი 40 წელზე, ამიტომ 40 წლის გასვლის შემდეგ ის სიცოცხლეს გააგრძელებს გრძნობების გარეშე. აქ რაიმეს გამომუშავება შუძლებელია, ერთადერთი რაც გვრჩება ეს ეკონომიაა. დრო ასოციაციების ნაკადის პროპორციულია; ის ფარდობითია.
ყველას შეუძლია გაიხსენოს შემდეგი ფაქტები. მაგალითად თქვენ ზიხართ სახლში; მშვიდად ხართ. გრძნობთ რომ ასე იჯექით 5 წუთი, მაგრამ საათი აჩვენებს, რომ უკვე 1 საათი გავიდა. მეორე შემთხვევაში _ თქვენ ვიღაცას ელოდებით, თქვენ ნერვიულობთ, მოვა თუ არა ეს ადამიანი, თქვენ ფიქრობთ რომ 1 საათი იცდიდით, მაშინ როდესაც მხოლოდ 5 წუთია გასული. ეს ხდება იმიტომ, რომ მოცემული დროის მონაკვეთში თქვენ გქონდათ ბევრი ასოციაციები: თქვენ ფიქრობდით იმის შესახებ რატომ არ მოდის ეს ადამიანი, ავტოკატასტროფა ხომ არ შეემთხვა და ა.შ.
რაც უფრო კონცენტრირებული ხართ, მით უფრო ჩქარა მიდის დრო. საათი შესაძლოა გავიდეს შეუმჩნევლად, იმიტომ რომ როდესაც კონცენტრირებული ხართ, თქვენ ნაკლები ასოციაციები გაქვთ, ნაკლები აზრები, გრძნობები და დრო მოკლე გვეჩვენება.
დრო სუბიექტურია; ის იზომება ასოციაციებით. როდესაც თქვენ ზიხართ არაკონცენტრირებულად, დრო დიდი გეჩვენებათ. ჩვენს მიღმა დრო არ არსებობს, დრო არსებობს ჩვენთვის როგორც შინაგანი განცდები.
ასოციაციები ასევე გრძელდება სხვა ცენტრებში, როგორც აზროვნების ცენტრებში.
სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო მდგომარეობს ჩვენი ცენტრებიდან ენერგიის გადინების შენელებაში და ისიც მხოლოდ საჭიროებისამებრ. ისწავლეთ გაცნობიერებილად აზროვნება ეს მიგიყვანთ ენერგიის ხარჯვის ეკონომიამდე. ნუ გძინავთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Jun 6 2015, 11:05 PM
Post #274


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მადლობა ანო smile.gif კაი რაღაცეებს დებ

თუ დამჭირდა ფბ -ს ჯგუფშიც წავიღებ შენი ნებართვით



--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jun 6 2015, 11:15 PM
Post #275


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აუდიოვერსია არ არის ამ ყველაფრის ინგლისურად? საიდან თარგმნე? ძალიან კარგია ნამდვილად ano :* მხოლოდ მე ამდენის კითხვას, მოსმენა მირჩევნია და თუ დევს აუდიო ლინკი დადეთ


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 7 2015, 10:58 PM
Post #276


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Existence @ Jun 6 2015, 11:05 PM) *
მადლობა ანო smile.gif კაი რაღაცეებს დებ

თუ დამჭირდა ფბ -ს ჯგუფშიც წავიღებ შენი ნებართვით


რა თქმა უნდა rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 7 2015, 11:02 PM
Post #277


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ანნა @ Jun 6 2015, 11:15 PM) *
აუდიოვერსია არ არის ამ ყველაფრის ინგლისურად? საიდან თარგმნე? ძალიან კარგია ნამდვილად ano :* მხოლოდ მე ამდენის კითხვას, მოსმენა მირჩევნია და თუ დევს აუდიო ლინკი დადეთ


Взгляды из реального мира.

ესაა მგონი მეც ამ საიტიდან გადმოვწერე აუდიო ვერსია

ინგლისურად თუ არის არ ვიცი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 17 2015, 02:25 PM
Post #278


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გურჯიევს სადღაც ორი წელია ვეცნობი, ვფიქრობდი რა არის მისი ასე ვთქვათ მთავარი ხაზი? საით მიყავს ადამიანი? ჩემი აზრით თავისუფლებისკენ ცდილობს წაიყვანოს მაძიებელი, რეფლესიისკენ და გარემოსგან განთავისუფლებისკენ რასაც 100% ვემხრობი, მას თავის მეთოდი აქვს, ის ამბობს რომ გარკვეული ძიების შემდეგ შენ ხდები ოსტატი და შემთხვევითობა აღარ არსებობს შენთვის. რასაც მკაფიოდ ვუარყოფ არის მისი ეგრედ წოდებული "უნივერსალური" გზა განთავისუფლებისკენ, ის რომ იგი ყველა ტიპის ადამიანს მიიყვანს ხსნამდე ჩემი აზრით ზღაპარია, შესაძლოა თვითონ განთავისუფლდა მაგრამ რა იცის რა ხდება სხვა ადამიანის ცნობიერებაში? კი ბატონო მსგავსები ვართ ყველა მაგრამ რეალურად ადამიანი თვითონ ინთავისუფლებს თავს.
აქ მინდა დავწერო იდეალური მასწავლებელზე, როგორ უნდა მოიქცეს რომ საუკეთესოდ გაგაგებინოს რაიმეს არსი? აქ შემოდის სანათის მეტაფორა, შედიხარ ჩაბნელებულ ოთახში და ვერაფერს ხედავ, უცებ აინთო შუქი და ყველაფერმა მიიღო სიმკვეთრე, გამოსახულება..თუმცა სინათლე ხმას არ იღებს, შენ უნდა დაინახო ის მხოლოდ ანათებს, ასეა ოსტატიც ჩემი აზრით... რომ გავიხსენო სამყაროს შეუდარებელი მასწავლებელი-ქრისტე, ის ზუსტად სანათის როლს ასრულებდა, ეუბნებოდა იგავებს(აშუქებდა) ხოლო მსმენელს თვითონ უნდა გაევლო ეს ამბავი ცნობიერებაში, სხვანაირად აზრი არ აქვს. გურჯიევი ჩემი აზრით რაღაც მხრივ ასრულებდა სანათის ფუნქციას, რაღაც მხრივ სხვის მაგივრად აზროვნებდა რაც არ მგონია მთლად სწორი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Oct 13 2015, 09:24 PM
Post #279


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



П.Д.Успенский - "В ПОИСКАХ ЧУДЕСНОГО ეს წიგნი სად შეიძლება ვიშოვო ხომ არ იცით?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Oct 14 2015, 12:52 AM
Post #280


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ichi @ Jun 17 2015, 02:25 PM) *
გურჯიევს სადღაც ორი წელია ვეცნობი, ვფიქრობდი რა არის მისი ასე ვთქვათ მთავარი ხაზი? საით მიყავს ადამიანი? ჩემი აზრით თავისუფლებისკენ ცდილობს წაიყვანოს მაძიებელი, რეფლესიისკენ და გარემოსგან განთავისუფლებისკენ რასაც 100% ვემხრობი, მას თავის მეთოდი აქვს, ის ამბობს რომ გარკვეული ძიების შემდეგ შენ ხდები ოსტატი და შემთხვევითობა აღარ არსებობს შენთვის. რასაც მკაფიოდ ვუარყოფ არის მისი ეგრედ წოდებული "უნივერსალური" გზა განთავისუფლებისკენ, ის რომ იგი ყველა ტიპის ადამიანს მიიყვანს ხსნამდე ჩემი აზრით ზღაპარია, შესაძლოა თვითონ განთავისუფლდა მაგრამ რა იცის რა ხდება სხვა ადამიანის ცნობიერებაში? კი ბატონო მსგავსები ვართ ყველა მაგრამ რეალურად ადამიანი თვითონ ინთავისუფლებს თავს.
აქ მინდა დავწერო იდეალური მასწავლებელზე, როგორ უნდა მოიქცეს რომ საუკეთესოდ გაგაგებინოს რაიმეს არსი? აქ შემოდის სანათის მეტაფორა, შედიხარ ჩაბნელებულ ოთახში და ვერაფერს ხედავ, უცებ აინთო შუქი და ყველაფერმა მიიღო სიმკვეთრე, გამოსახულება..თუმცა სინათლე ხმას არ იღებს, შენ უნდა დაინახო ის მხოლოდ ანათებს, ასეა ოსტატიც ჩემი აზრით... რომ გავიხსენო სამყაროს შეუდარებელი მასწავლებელი-ქრისტე, ის ზუსტად სანათის როლს ასრულებდა, ეუბნებოდა იგავებს(აშუქებდა) ხოლო მსმენელს თვითონ უნდა გაევლო ეს ამბავი ცნობიერებაში, სხვანაირად აზრი არ აქვს. გურჯიევი ჩემი აზრით რაღაც მხრივ ასრულებდა სანათის ფუნქციას, რაღაც მხრივ სხვის მაგივრად აზროვნებდა რაც არ მგონია მთლად სწორი.

მეოთხე გზაში ცოტა სხვა მოდგომებია და მარტო სანათის მეტაფორა არ გამოდგება იმ ოსტატების მუშაობის ასაღწერად რომლებიც ამ გზით მიდიან. რატმქუნდა როგორ სანათი ეგეც ხდება თვითონ ოსტატის ენერგეტიკიდან გამომდინარე და რასაც გურჯიევი მაგნიტურ ცენტრს ეძახის. არვიცი რასგულისხმობდა გურჯიევი ამაში
QUOTE
რომ იგი ყველა ტიპის ადამიანს მიიყვანს ხსნამდე
, მაგრამ მეეჭვება ეგ ეგულისხმა ზუსტად. მეოთხე გზას რაც შეეხება ეგ რომ ნებისმიერითვის არაა ეგ დანამდვილებით შემიზლია ვთქვა


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post

17 Pages V  « < 12 13 14 15 16 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 07:46 AM