მელქისედეკის ორდენი |
მელქისედეკის ორდენი |
May 16 2016, 07:43 PM
Post
#21
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 71 Joined: 7-May 16 From: კახეთი Member No.: 7,521 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სრული არეულობა სუფეს ჩემს თავში , კარგი მეტს აღარ წავიკითხავ სხვა თემებს თორე თ აქ სიმართლე იწერება უკვე ვეღარ იტანს ჩემი ტვინი :დ
ჯერ ქვედა საფეხურების შესწავლით შემოვიფარგლები :დ |
|
|
May 17 2016, 03:38 AM
Post
#22
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 629 Joined: 22-June 13 Member No.: 7,125 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Kurame
ფორუმზე ძალიან დიდი ინფორმაციაა. მოძებნა ჭირდება, თუმცა მართლა დიდი ბაზაა შექმნილი. ყველაფერი ერთად არ წაიკითხო. აიღე ის რაც შეგიძლია. თუ კითხვა გაქვს - დასვი, თუ შენი მოსაზრება გაქვს - თქვი. თუმცა, ფორუმი არასდროს ამოგიგდებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ გჭირდება ) დიდი ხანია ასეა. ასე რომ, გაეცანი, დანარჩენი შენ გადაწყვიტე. |
|
|
May 17 2016, 10:24 AM
Post
#23
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 71 Joined: 7-May 16 From: კახეთი Member No.: 7,521 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Kurame ფორუმზე ძალიან დიდი ინფორმაციაა. მოძებნა ჭირდება, თუმცა მართლა დიდი ბაზაა შექმნილი. ყველაფერი ერთად არ წაიკითხო. აიღე ის რაც შეგიძლია. თუ კითხვა გაქვს - დასვი, თუ შენი მოსაზრება გაქვს - თქვი. თუმცა, ფორუმი არასდროს ამოგიგდებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ გჭირდება ) დიდი ხანია ასეა. ასე რომ, გაეცანი, დანარჩენი შენ გადაწყვიტე. ძალიან დიდი ინფორმაციააა ჩემთვის. იმის თქმა მინდოდა , რომ ჯერ ერთი საკითხით უნდა დავიწყო და სანამ მას არ დავხურავ შემდეგზე არ უნდა გადავიდე , თორე გაურკვევლობებში ვარდები ამის თქმა მინდოდა. თორე ეს ფორუმი საკმაოდ ძლიერი იფორმაციით არის ნაგები კარგი მშენებლებისგან . |
|
|
Aug 31 2018, 12:11 PM
Post
#24
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
''''ხომ არ იცი რა ურთიერთდამოკიდებულებაა ანგელოზების ქრისტიანულ კლასიფიკაციასა და ვედურ კლასიფიკაციას შორის? აი მაგალითად ინდრა - ნახევარღმერთების მეფე, იგივე ზევსი, ვინაა ქრისტიანულ კლასიფიკაციაში?''''
მოდი ჯერ ქრისტეანობაში მიღებულ იერარქიას გავეცნოთ, იერარქიას, რომელსაც პირველად დიონისე არეოპაგელმა მისცა დალაგებული სახე და რომელიც მას შემდეგ ჩართულია ქრისტეანულ თეოლოგიაში, მისტიციზმსა თუ ოკულტიზმში. სულიერ არსბათა იერარქია ასე გამოიყურება, ზემოდან ქვემოთ: სამება: მამა, ძე, სულიწმინდა. 1) სერაფიმები, ქრუბიმები და საყდარნი 2) ხელმწიფებანი, ფლებანი და ძალნი. 3) არქეები, მთავარანგელოზები და ანგელოზები. ანგელოზებს ქვემოთ ადამიანია, შემდეგ ცხოველები, მცენარეები და მინერალები. ამათ გარდა არსებობენ სტიქიის სულები, რომლებიც ყველაზე დაბალი იერარქიული საფეხურია სულიერ სამყაროში. -------------------- |
|
|
Aug 31 2018, 12:25 PM
Post
#25
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანთროპოსოფიის მიხედვით ამ არსებებს სხვა და სხვა სულიერ სწავლებებში ეწოდებათ სხვა და სხვა სახელები, მათ შორის ისინი არიან ვინც იწოდებიან ღმერთებად წარმართების მიერ. ადამიანი ღმერთს უწოდებდა იმ არსებას ან არსებებს, რომელ უმაღლესზეც თავად ჰქონდა წვდომა. მაგალითად ებრაელების ღმერთი რომელიც იწოდება სახელით იჰვჰ ელოჰიმ, არის ძალთა დასის - ანუ ფორმის სულების იერარქიის საფეხურზე მყოფი არსება.
https://anthropopper.files.wordpress.com/20...at-20-37-50.png აი ნახეთ ელოჰიმები სად წერია იერარქიაში და რა უწერიათ გვერდით მათ მისიაში: მზის სისტემისა და კაცობრიობის შექმნა. ანუ ებრაელები რომ ფიქრობენ რომ უმაღლეს ღმერთს ეთაყვანებიან სინამდვილეში ის არსება ერთ-ერთია სხვა ღმერთებში შორის, და კონკრეტულ იერარქიულ საფეხურზე იმყოფება. თუ სწორად ვიცი, ანთროპოსოფიის მიხედვით ევროპული წარმართობის ღმერთები მესამე იერარქიას განეკუთვნებიან, ანუ ზევსი, ოდინი, თორი, აპოლონი და ასე შემდეგ ანგელოზებს, მთავარანგელოზებს და არქეებს მიეკუთვნებიან. თუმცა ხშირად ერთი და იგივე ღმერთი სხვა და სხვა კულტურაში სხვა და სხვა სახელითაა ცნობილი, მაგალითად მიქაელს ბაბილონელები მარდუკის სახელით იცნობდნენ და ასე შემდეგ. იერარქია და მათი ღმერთები არსებობენ, მაგრამ კაცობრიობის აღქმა იცვლება, ერთა და იმავეს განსხვავებულ დროში განსხვავებული კულტურისა ცნობიერების ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს. მაგალითად ეს არსებები ქრისტეანისთვის სრულიად სულიერი არსებები არიან, რადგან ადამიანის აღქმა დაიხვეწა, მაშინ როდესაც ბერძენისთვის ზევსისთვის თუ აპოლონისთვის ადამიანური ვნებებიც კი არ არის უცხო და ისეთი ატრიბუტების თანხლებით აღიქმებიან, რომლებიც რეალურად მათ არ გააჩნიათ. მაგალითად ძლიერებას დაკუნთული სხეულის ხატსახით აღიქვავდნენ და ასე შემდეგ. -------------------- |
|
|
Aug 31 2018, 12:31 PM
Post
#26
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მაგალითად ალაჰზე შტაინერი ამბობს, რომ ელოჰიმის არიმანულად დამახუნჯებული ვერსიაა. ანუ მე, როგორც გავიგე ელოჰიმის არასწორმა აღქმამ მოგვცა შედეგად ალაჰი, მთელი თავისი ატრიბუტიკით... ინდოელებს რაც შეეხება, ინდოეთი პოსტ ატლანტიკური ეპოქის ყველაზე ძველი კულტურაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ინდოელი ადამიანი მატერიაში ყველაზე ნაკლებად იყო ჩასული, (კაცობრიობის ევოლუცია ქრისტეშობამდე მატერიის მიმართულებით მიდიოდა, ანუ რაც დრო გადიოდა კაცობრიობა სულ უფრო და უფრო ქვევით ეშვებოდა, ქრისტე შობამ კი აღმასვლის შესაძლებლობა მისცა ადამიანს და კაცობრობას) ამიტომ ინდოელის აღქმა, მე როგორც ვხვდები უფრო მეტ სიმაღლეებს სწვდებოდა ვიდრე ვთვქათ ბერძენისა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ინდური კულტურა ბერძნულს აღემატება...
-------------------- |
|
|
Aug 31 2018, 04:09 PM
Post
#27
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მნიშვნელოვანია ისიც ითქვას, თუ რა არის ანგელოზი ან მთავარანგელოზი. ამის გასაგებად საჭიროა იმის ცოდნა რომ ჩვენი პლანეტის ევოლუცია, ისევე როგორც ადამიანისა ციკლურად მიმდინარეობს, ჩვენი პლანეტა და მზის სისტემა ისევე გადის ინკარნაციებს როგორც ადმაიანი.
https://sites.google.com/site/waldorfwatch/...voltemp357a.jpg აი აქ სულ ზემოთ პლანეტარული ინკარნაციებია მოცემული. ჩვენი პლანეტის ეს ინკარნაცია მოიცავს 7 ეპოქას რომელიც კიდევ 7-ად იყოფა თავისმხრივ (ბოლო ორი სვეტი რაცაა). მაგრამ ამ 7 დიდი ეპოქით ანუ ჩვენი პლანეტის ერთი ეონით არ შემოიფარგლება კაცობრიობის ევოლუცია. ანუ ატლანტიდა, ლემურია, ჰიპერბოერული და პოლარული სტადიები ეს ერთი ეონის შემადგენელი ნაწილია. დედამიწის წინა პლანეტარულ მდგომარეობებს ანთროპოსოფია უწოდებს ძველ მთვარეს, ძველ მზეს და ძველ სატურნს (სახელები შემთხვევითი არ არის), ხოლო მომავალს ეწოდება მომავალი იუპიტერი, მომავალი ვენერა და ვულკანი. ადამიანს აქვს 4 ძირითადი წევრი განვითარებული, ესენია: ფიზიკური სხეული, ეთერული სხეული, ასტრალური სხეული და ''მე''. თითოეულ ამ წევრთაგანის შექმნასა და განვითარებას ერთი ეონი ჭირდება. ანუ ადამიანის ფიზიკური სხეულის ჩანასახი ძველ სატურნზე შეიქმნა, ეთერული სხეული ძველ მზეზე, და ასტრალური ძველ მთვარეზე. ''მე'' ადამიანს ელოჰიმებმა მიანიჭეს ლემურიის ეპოქაში (ანუ უკვე დედამიწის ეონში), ეს მოვლენა ''დაბადების'' წიგნში აღწერილია სიტყვებით მოდით შევქმნათ კაცი, ჩვენს ხატად და მსგავსად. ადამიანის ''მე'' არის ის რაც მას ღმერთებთან ანათესავებს, ესაა ის ღვთაებრივი არსი ადამიანში, რომელზეც მრავალი სულიერი სწავლება ლაპარაკობს. სანამ ადამიანს ''მე'' მიეცემოდა იერარქიების მიერ ის ცხოველის მსგავს მდგომარეობაში იყო... ანგელოზებმა მსგავსი ევოლუცია იმისა რასაც ახლა ადამიანი გადის წინა პლანეტარულ მდგომარეობაში გაიარეს - ძველი მთვარის ეონში. მთავარანგელოზებმა - ძველ მზეზე და არქეებმა ძველ სატურნზე. ანუ ყოველი ერთით მაღალი იერარქიული საფეხური ქვევითას ერთი პლანეტარული ევოლუციით უსწრებს. ადამიანი როდესაც დედამიწის შვიდი ეპოქის შვიდსავე ქვე-სტადიას გავივლით ანგელოზის სიმაღლეზე ავა, მაშინ როდესაც ისინი ვინც ახლა ანგელოზები არიან მთავარანგელოზის ევოლუციას დაადგებიან და ასე შემდეგ. -------------------- |
|
|
Aug 31 2018, 04:53 PM
Post
#28
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,155 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Merlin
|
|
|
Jul 1 2020, 11:54 AM
Post
#29
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ახლა ვეცნობი დრუნვალო მელქისედეკის წიგნს, მიხარია რომ აქაც არის ეს თემა
|
|
|
Oct 4 2021, 03:47 PM
Post
#30
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 24 Joined: 21-August 21 Member No.: 8,038 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
kate
http://www.seizethemagic.com/lol/05worldinfo/05alpha.html აქ არის დრუნვალოს პასუხი, მეტ ინფორმაციას მელქისედეკებზე ის არ იძლევა ამ ეტაპზე. თვლის რომ ის არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენს და მხოლოდ მსახურია. დანარჩენი ინფორმაცია რაც დავწერე და მაქვს მელქისედეკებზე და შემიძლია მოგაწოდოთ თუ გაინტერესებთ, დაგროვილი მაქვს დიდი ხნის ძიების შემდეგ კარგი საიტია )) რა თქმა უნდა ინგლისურის ცოდნას მოითხოვს რაღაც დონეზე და ამან შეიძლება შეუქმნას ზოგ მკითხველს უხერხულობა, მაგრამ მთლიანობაში დიზაინიც კი ისეთია აი რაღაც თბილი ძალიან სტატიები რომლებიც მომეწონა : "უპირობო სიყვარული" http://www.seizethemagic.com/lol/05worldinfo/05unco.html |
|
|
Oct 22 2021, 09:18 PM
Post
#31
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 24 Joined: 21-August 21 Member No.: 8,038 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
უაზრო ნიუ ეიჯური სისულელეა...
100% დარწმუნებით ვერ ვამბობ ამას მაგრამ 90-ით კი ახალ აღთქმაში მხოლოდ ერთხელაა ნახსენები "ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში" რომელიც საერთოდ არანაირი ღირებულების მატარებელი არაა, ხელოვნურადაა ჩაკვეხებული ბიბლიაში . |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 24th September 2024 - 04:29 AM |