IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> მიმართვა ბავშვებს, ჩვენი, დიდების ცოდვა
ირმა
post Oct 31 2008, 11:37 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





პაწუა ჩიტო, რად შემომცქერი?! ასეთი ლამაზი თვალები რა ძალამ მოგცა შენ. ასეთი სიხარულისა და სითბოს მომფქვრელი ლამაზი თვალები. რა მშვენება ხარ საყვარელო ჩიტუნია, ფთუსუ .... ფთუ ჩემს ენას თუ შენ რამე ცუდი შეგკადროს. მაპატიე ჩემო პატარა, მაპატიე რომ ჩემმა თაობამ ჯერ-ჯერობით ვერ მოგცა ის რაც უნდა მოეცა შენთვის. მაპატიე ჩემო სიყვარულო.
პატარა ანგელოზებო, მთელი მსოფლიოს ანგელოზებო, მინდა ბოდიში გითხრათ, ჩემი თაობის ქცევაზე, მინდა რომ გითხრათ ბოდიში. ჩემმა თაობამ ბავშვის აღზრდა არ იცის, ჩემმა თაობამ ბავშვის სიყვარული არ იცის. ჩემი თაობა....
არა, არამგონია, რომ შეიძლება შეგენდოს ბავშვის შეურაცხყობა, არა არ ვეთანხმები ამას, არც თვით ქრისტეს არ დავთანხმდებოდი რომ ეთვქვა შეენდოსო მათ, ბავშვის შეურაცხმყოფელს არ შეენდობა! გადაეხდება! ღმერთო რა ? რა დააშავეს მათ, რომ ჩვენისთანა მშობლები ჰყავს. რა ნიადაგს ვუმზადებ მას? მე მკვლელი, მატყუარა, ნაძირალა, ლოთი, უსაქმური, ქურდი, ჭორიკანა არ ვიცი კიდევ რამდენი რამ... რა ?! რა უნდა ისწავლო შვილო ჩვენგან?! რა უნდა ისწავლო ჩვენგან სახედაკარგულებისაგან, ჩვენგან გარყვნილ ქალთთა თუ კაცთა, რა უნდა გასწავლოთ შვილო, ჩემო თოჯინა, ჩემო ანგელოზო, ჩემო სიხარულო, ჰაერო, სუნთქვავ, თვალების სიღრმევ, მინდა გიცინო biggrin.gif შენ ხარ ერთი პატარა სიყვარული, რომელიც მთხოვს ვაჩვენო ერთი ლამაზი რამ, შენი თვალები მზად არიან მოისმინონ საინტერესო ისტორიები... მიყვარხარ პატარავ. ანგელოზო ზეციდან მიწაზე დაშვებულო, მე არ შეგეხები ანგელოზად გაგიხდი და ისე გაგზრდი, მაგრამ მე სად მცალია გავრბივარ, სამუშაოზედ მიმეჩქარება, ტელევიზორი მაქვს საყურებელი, კომპიუტერი მაქვს სათამაშო და ვინ იცის კიდევ რა კიდევ არ მინდა რომ ჩამოგითვალო ჩემი თაობის ყველა სიბინძურე. მაპატიე ანგელოზო, მაპაქტიე... მირჩევია მომკლა ვიდრე რამე ცუდი ნიშანი მაჩვენო შენს თავზე... ცუდი ნიშანი იქნებოდა მე რომ მგავდე, არა მე და ჩემს უქნარა თაობას ნუ დაემსგავსები სიცოცხლე ნუ დაემსგავსები, შენ იყავი მართალი, შენ იყავი კეთილი, ნუ გეშინია ნურაფრის, განა შეიძლება ღმერთმა შენ გაგწიროს?! განა შეიძლება? მხოლოდ ასეთი იყავი მუდამ როგორიც ხარ ასეთი ანგელოზი... ნუ მიიღებ ჩემს სახეს,– მე მახინჯი ვარ, დაჭრილი ვარ, ტანჯული ვარ, მკვლელიც იმიტომ გავხდი, რომ დედამ არ მომეფერა, ისე გამზარდა ერთხელ გულში სიყვარულით არ ჩამიკრა, არ მიგვრძნია დედა და იმიტომაც ვარ ასეთი მახინჯი. არა! არ მინდა კიდევ განმეორდეს რაც იყო, ჩვენ უკვე დროა კარგი მშობლები გავხდეთ. მშობლები გავხდეთ მაშინ, როცა,– როცა ვიგრძნობთ, რომ მზად ვართ ამ საქმისათვის, თუ არა ვართ მზად, – დავანებოთ თავი მშობლობაზე ფიქრს. მაპატიეთ ჩემო პატარებო, მაპატიეთ და მარტო ერთს გთხოვთ ნუ გახდებით ჩვენნაირი... რაც ჩვენ არ მოგვეცა შევეცდები, რომ შენ გქონდეს. ჩვენ არ მოგვეცა სიყვარული, ჩვენ არ მოგვეცა ისეთი დედა, რომელიც გულში ჩაგვიკრავდა. დროა ჩვენ ჩავიკრათ ბავშვები იმ სიყვარულით რაც მათ შეესაბამებათ.





--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
ირმა
post Dec 10 2009, 08:43 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



TeO
QUOTE(Tea @ 9th December 2009 - 10:13 PM) *
ირმა ჰო, ბავშვებს გვახასიათებს სამყაროს "უცნაური" ხედვა
მე ჩემს მოფერებაზე გამახსენდა, სულ პაწუკელაობიდან, მოკლედ ასეთი თვისება მქონდა (და ახლაც მაქვს ) რამე თუ გამიხარდებოდა ეგრევე სლოკინი მიტყდებოდა და ამის გამო დედა ვერ მეფერებოდა- ვეცოდებოდი პაწია სლოკინისთვის! მარტო დაძინებულს თუ მომიალერსებდა

smile.gif wub.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 8th May 2024 - 01:17 PM