IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ბავშვების ვაქცინაცია და აცრები
Uma
post Dec 10 2009, 10:17 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 695
Joined: 31-January 07
Member No.: 4

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ინტერნეტში წავაწყდი ფილმს ვაქციანციაზე

http://rutube.ru/tracks/34246.html?v=61744...e&bmstart=0

ჩემთვის ეს თემა ეხლა ძალიან აქტუალურია. ავცრა თუ არა ბავშვი? სამშობიარო სახლში ჩემ პატარას გაუკეთეს ბცჟ-ს ანუ ტუბერკულოზის აცრა, რომელიც დაგვიჩირქდა. უკვე 2 თვისაა და კიდევ არ გაგვიარა, თუმცა ექიმი თვლის რომ ეს პირიქით კარგი ნიშანია ვინაიდან იმუნიტეტი ებრძვის შეყვანილ ვირუსს.
პოლიკლინიკაში ახალ აცრას მთავაზობენ პოლიემილიტის ვაქცინა შეიძინეო და აუცილებლად გაუკეთეო.
ერთის მხვრივ, ვაქცინა ეს არის ავამდყოფობის დასუსტებული ვირუსი, რამდენი მცირე ავამდყოფობა უნდა გადაიტანოს ჩემ პატარამ და რამხელა დატვირთვაა ეს პატარა ბავშვის იმუნიტეტზე.
მაგრამ, ვაითუ არ გაუკეთებ ვაქცინაცია და რამე დაემართოს....


--------------------
Logic will get you from A to B. Imagination will take you everywhere
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Dec 10 2009, 10:24 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Uma
რთული შეკითხვაა მგონი და ხშირად მითქვამს კიდეც ვინ იცის რა სახის აცრებია ეს, ბავშვი როგორც დაიბადება მაშინვე აცრებიsad.gif
მაგრამ მე ავუცრიდი, რადგან თუ რამე დასჭირდა ბავშვს ისევ ექიმთან უნდა მიხვიდე და მერე გეტყვიან აი აცრა არ გააკეთეო და ამიტომ. მე ავცრიდი ჩემს შვილს, თუმცა ექიმებისა ცოტა არ იყოს არა მჯერაsad.gif ამიტომ ვიმეორებ,– რთული შეკითხვაა...


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
ზაზა
post Nov 29 2010, 12:51 PM
Post #3


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 189
Joined: 3-January 10
From: თბილისი
Member No.: 6,108

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რასაც ახლა დავწერ,შეიძლება პარანოიასავით გაიჟღეროს. მტკიცებას ვერ დავიწყებ.
საქმე იმაშია, რომ აცრები, რომლებსაც ახლა უკეთებენ ბავშვებს, არ შეიცავს დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინას.ეს აცრები სულ სხვა მიზანს ემსახურება.
"ძლიერთა ამა სოფლისა" რომელთა ხელშიც არის რეალური მატერიალური ძალაუფლება დედამიწაზე, გადაწყვიტეს, რომ ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილების ერთერთი გზაა დედამიწის მოსახლეობის შემცირება. ამ მიზნით შეიქმნა საიდუმლო პროგამა: ვითომ აცრების საშუალებით ადამიანების ორგანიზმში შეყავთ პრეპარატები, რომლებიც დამღუპველად მოქმედებს მათ რეპროდუქციულ თვისებებზე. ახლა არის ამ პრეპარატების ტესტირების სტადია. საცდელ პოლიგონად აირჩიეს ინდოეთი, რადგან იქ არის მოსახლეობის მატების ყველაზე დიდი და უკონტროლო ტემპები და საქართველო. რატომ საქართველო? არ ვიცი. შეიძლება იმიტომ, ყველაზე უპატრონო ქვეყანაა. შეიძლება იმიტომ რომ ერთი ქართველის ამბიცია ასი ინდოელის ამბიციას უდრის.
ალბად გახსოვთ რამოდენიმე სკანდალი აცრებთან დაკავშირებით, პრესაში რომ გაიპარა.
მე უბრალოდ გითხარით რაც ვიცი. ვერავის მოვუწოდებ არ აცრა შენი ბავშვი და ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას მის ჯანმრთელობაზე.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Nov 29 2010, 03:55 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზაზას ვეთანხმები. ძნელია პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ აცრა ზემოთ მოყვანილ მიზეზს თუ არ ჩავთვლით ისედაც არაა ბუნების კანონებით სასურველი და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. ვაქცინა კარგიც რომ იყოს, ანუ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა სუსტდება საბოლოო ჯამში. მაგრამ ყველა სიტუაციაში ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
ზაზა
post Nov 29 2010, 06:33 PM
Post #5


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 189
Joined: 3-January 10
From: თბილისი
Member No.: 6,108

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავის დროზე აცრების და ანტიბიოტიკების გამოგონებამ საშუალება მისცა კაცობრიობას დაემარცხებინა უკურნებელი და სასიკვდილო დაავადებების ეპიდემიები.
დღეს სიტუაცია შეიცვალა. ვირუსები და ბაქტერიები რეზისტენტულები ხდებიან ანტიბიოტიკების მიმართ,საჭირო ხდება დოზების გაორმაგება და ახალი, აგრესიული პრეპარატების გამოგონება. მათგან ზოგიერთს სერიოზული მავნე გვერდითი მოვლენები აქვთ.
რითი შეიძლება მათი ჩანაცვლება?
უხსოვარი დროიდან ცნობილია ვერცხლის ანტიბაქტერიული ზემოქმედების თვისება.ვერცხლის წყალში გახსნილი იონები რადიკალურად ზრდის ადამიანის იმუნიტეტს, არა აქვს გვერდითი მოვლენები და ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით არ ანადგურებს ადამიანის მიკროფლორას.ეს პროფილაქტიკის მიზნით.
გაცილებით უფრო ეფექტური საშუალებაა ბიორეზონანსული თერაპია ინფექციების და პარაზიტების წინააღმდეგ.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Nov 29 2010, 08:19 PM
Post #6


MASTER
Group Icon

Group: Members
Posts: 6,532
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ჩემი Aშვილები მხოლოდ აუცილებელ დავადებებზე ავცერი, როგორიცაა პოლიომელიტი, ტეტანუსი, დიფტერია.. უარი ვტქვი ჰეპატიტის აცრაზე, რადგან აბსოლუტურად ულოგიკო არგუმენტები მომიყვანეს ექიმენბმა, ვიცი რომ ჰეპატიტი იმუნიტეტს არ ტოვებს, ანუ ნებისმიერი ფორმის გადატანისას შეიძლება დაავადება განმეორდეს რამდენჯერმედა სულ უფრო და უფრო რტული ფორმა შეიძინოს.. მე დავსვი კიტხვა ტუ ასეა რას ემსახურება აცრა, რამდენხნიანი ის, მისიმოქმედება, მაგალიტად ციტელა-ციტურა ტოვებს მყარ იმუნიტეტს.. მიპასუხეს აცრა 3-5 წლიანიაო.. რადგან ორგანიზმსჰი სჰემყავს ჰეპატიტის ვირუსი , ესეიგი ის გავლენას ახდენს გვიზლის ფუნქციაზე თქო, ხო ლოგიკურია, კიო, იმუნიტეტს არ ტოვებს და აბა რატომ ვცრიტ მეტქი. თანაც არ დაგავიწყდეთ იცრება B ჯგუფის ფორმაზე, იმაზე, რომელიც მხოლოდ მექანიკური გზით გადადის.. მოკლედ არგუმენტები იმდენად უაზრო და ალოგიკური მეჩვენა, ჩავთვალე რომ ჩემი შვილები საცდელი ვირთხების პონტში იქნებოდნენ ამ ახალი აცრის მიღების დროს და უარი ვთქვი..


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest
post Oct 2 2011, 01:51 AM
Post #7


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,708
Joined: 9-September 10
From: Somewhere Over The Rainbow
Member No.: 6,258

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
რამდენი ხნის წინ დაგიწერია, მაგრამ რომ არ გამოგხმაურებოდი არ შემეძლო smile.gif
როგორც ჩანს ექიმს დაეზარა ახსნა. პირველად ჰეპატიტის ვაქცინა ახალშობილს სამშობიაროში უკეთდება, თუ არ არის რამე უკუჩვენება (მაგალითად მცირე წონის ახალშობილი). იცრება იმიტომ რომ ძალიან გავრცელებულია და ძალიან ბევრი ქალი არის დაავადებული ისე, რომ წარმოდგენაც არ აქვთ, რადგან შეიძლება უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს. ვერ გეტყვი რამდენ ორსულს აღმოაჩნდა B ჰეპატიტი.
მოზრდილ ასაკში კი, თუ რისკ ჯგუფს არ მიეკუთვნება, სავალდებულო არ არის ჰეპატიტზე აცრა. როგორც მახსოვს ვაქცინაციის ეროვნულ კალენდარში არც არის შეტანილი. ბოლოს 3 თვის ასაკში კეთდება და ამით მთავრდება.
მაგრამ თუ ბავშვი/მოზარდი რისკ ჯგუფს მიეკუთვნება, რა თქმა უნდა ჯობია აიცრას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ლილიანი...
post Oct 2 2011, 08:01 PM
Post #8


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 30
Joined: 15-September 11
From: Searching...
Member No.: 6,568

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აცრებზე ექიმებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და 20წლის წინაც ასე იყო, თუმცა არც ერთი აცრა არ მაქვს გაკეთებული (თუ ცოფისას არ ჩავთვლი , ძაღლის ორჯერ კბენის მერე : ) (მამაჩემის ხუშტურების გამო, როგორც ერთ ერთი ექიმის )
ჰოდა მამაჩემიც ექიმთა იმ ნაწილს მიეკუთვნებოდა და მიეკუთვნება დღემდე რომელიც თვლის რომ აცრები იმუნიტეტის ხელოვნური ტრავმირების წყაროა და რომ ბავშვს თუ იგი კარგად იზრდე ადა დედის რძე და სხვა მნიშვნელოვანი რამებეი მიღებული აქვს საკმარისზე მეტი იმუნიტეტითაა შეიარაღებული ბაქტერიების წინააღმდეგო : )

ასე რომ ალბათ აცრის გაკეთება არ გაკეთება მედიცინის კუთხით მხოლოდ მშობლის გადასაწყვეტია : )


--------------------
There's a perfectly good explanation for everything.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fee
post Oct 2 2011, 09:22 PM
Post #9


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 737
Joined: 2-March 10
Member No.: 6,165

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან აქტუალური თემა smile.gif

ბოლო დროს ძალიან იმატა იმ მშობლების როცხვმა, ვინც ამაზე უარს ამბობს, მე ვიცნობ ადამიანს, რომელსაც ყავს 2 წლის შვილი და არცერთი აცრა არ გაუკეთებია მისთვის.

არ მიყვარს ეს აცრები რა biggrin.gif ღორის გრიპი რო მთელს ევროპას მოედო, სავალდებული იყო აცრების გაკეთება ყველასთვის და რატომღაც აცრილები იხოცებოდნენ sad.gif ამაზე გაკეთდა სპეციალური გადაცემა, სადაც მოწვეულნი იყვნენ ექიმები და მათი მოწინააღმდეგეები. აღმოჩნდა რომ ექიმებმა არ იცოდნენ კონკრეტულად რა ნივთიერებებს შეიცავდა ვაქცინა.

არატრადიციული მედიცინის მიმდევრები ხშირად სვამენ "ვერცხლის წყალს", ვერცხლიან წყალს თუ როგორ ვუწოდო არ ვიცი smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest
post Oct 3 2011, 02:21 AM
Post #10


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,708
Joined: 9-September 10
From: Somewhere Over The Rainbow
Member No.: 6,258

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(mariami @ 2nd October 2011 - 09:01 PM) *
ასე რომ ალბათ აცრის გაკეთება არ გაკეთება მედიცინის კუთხით მხოლოდ მშობლის გადასაწყვეტია

ამაში ვერ დაგეთანხმები smile.gif ვაქცინაცია აუცილებელია, უბრალოდ ზოგი მშობელი იკავებს თავს, რაც მე პირადად არასწორად მიმაჩნია.
ყვავილი, შავი ჭირი და კიდევ რამოდენიმე დაავადება რომ განადგურდა, ვაქცინაციის დამსახურებაა. წითელა და წითურა რომ აღარ კლავს? smile.gif აბა ჩვენი ბებიების თაობას კითხე, შვილები წითელა წითურით რომ უკვდებოდათ. ვაქცინირებულ ბავშვებს ძალიან მარტივად გადააქვთ ეს დაავადებები. ეხლა ვიღაც იტყვის, მე არ ვარ ვაქცინირებული, მაგრამ მსუბუქად გადავიტანეო. ეს ერთეული შემთხვევებით, მაგრამ სტატისტიკას რომ შეხედოთ, სიკვდილიანობა ამ დაავადებებით ფაქტიურად აღარ გვხვდება. ეს ყველაფერი კი ვაქცინების დამსახურებაა.
მე ყველა აცრა გაკეთებული მაქვს და კიდევ ვიკეთებ ჰეპატიტის აცრებს (პროფესიულია) მე ვიზღვევ თავს, ვუფრთხილები ჩემს პაციენტებს და ოჯახის წევრებს. არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ შემქმნია ვაქცინაციის გამო.
ვაქცინაციამ უფრო მეტი დადებითი შედეგი მოიტანა, ვიდრე უარყოფითი smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest
post Oct 3 2011, 02:26 AM
Post #11


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,708
Joined: 9-September 10
From: Somewhere Over The Rainbow
Member No.: 6,258

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(dunduri @ 2nd October 2011 - 10:22 PM) *
ბოლო დროს ძალიან იმატა იმ მშობლების როცხვმა, ვინც ამაზე უარს ამბობს

პირიქით smile.gif
QUOTE(dunduri @ 2nd October 2011 - 10:22 PM) *
ღორის გრიპი რო მთელს ევროპას მოედო, სავალდებული იყო აცრების გაკეთება ყველასთვის და რატომღაც აცრილები იხოცებოდნენ

ეს ნამდვილად არასწორი ინფორმაციაა. ღორის გრიპზე აცრა სავალდებულო არ ყოფილა. ვინც მაღალი რისკის ქვეშ იყო (დაავადებულების ახლობლები, მოხუცები, ორსულები და ბავშვები) მათთვის იყო სასურველი . ღორის გრიპის დროს ვიყავი ინგლისში, სადაც ყველაზე მეტად იყო გავრცელებული H1N1. უამრავი აცრილი ვნახე, რომლებიც მშვენივრად იყვნენ, მეც დამემართა და უპრობლემოდ გადავიტანე smile.gif ჩემი ბიძაშვილი ორსულად იყო რომ აიცრა. გადაცემა რომ გააკეთეს, მაგაში გასაკვირი არაფერია, ყველა აზრს ყავს მოწინააღმდეგე smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fee
post Oct 3 2011, 10:36 PM
Post #12


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 737
Joined: 2-March 10
Member No.: 6,165

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ever გადაცემა რომ გააკეთეს ეგ ნამდვილად არ არის გასაკვირი, გასაკვირი ის არის რომ ექიმებს პასუხი არ ქონდათ ბევრ კითხვაზე. მე არ მიგულისხმია რომ ყველა კვდებოდა, მაგრამ ძალიან ბევრი ემსხვერპლა ამ აცრას კერძოდ ავსტრიაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Oct 3 2011, 10:56 PM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,312
Joined: 10-November 10
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე მაგ დროს პორტუგალიაში ვცხოვრობდი და ჩემი ყურით ვუსმენდი და ჩემითვალით ვუყურებდი როგორ იძახდა ტიპი რო უნდა დაწყებულიყო მაშტაბური გამოძიება ამაზე

- > http://stevenjohnhibbs.wordpress.com/2010/...mic-was-a-hoax/


მერე არც იმ ტიპს გადავაწყდი სადმე და არც გამოძიებაზე გამიგია რამე..........
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest
post Oct 4 2011, 12:25 AM
Post #14


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,708
Joined: 9-September 10
From: Somewhere Over The Rainbow
Member No.: 6,258

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(dunduri @ 3rd October 2011 - 11:36 PM) *
გასაკვირი ის არის რომ ექიმებს პასუხი არ ქონდათ ბევრ კითხვაზე

რომ იცოდე რამდენ კითხვაზე არ აქვთ ექიმებს პასუხი... smile.gif
QUOTE(dunduri @ 3rd October 2011 - 11:36 PM) *
მაგრამ ძალიან ბევრი ემსხვერპლა ამ აცრას კერძოდ ავსტრიაში.

არ გამიგია. თუ გაქვს რამე კონკრეტული ინფორმაცია დიდი სიამოვნებით გავეცნობი

Existence
მე დიდ მეცნიერ მუშაკობაზე ვერ დავდებ თავს, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან და პაციენტების ნახვის შედეგად, მეც გამიჩნდა ეჭვი The Swine Flu ‘Pandemic’ Was A Hoax. ვინ იცის smile.gif ჩვეულებრივი სეზონური ეპიდემია დაახლოებით 250.000-დან ნახევარ მილიონამდე ადამიანს კლავს წელიწადში, როდესაც ღორის გრიპმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2009 წელს იმსხვერპლა 14,286 ადამიანი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 4 2011, 12:48 AM
Post #15


MASTER
Group Icon

Group: Members
Posts: 6,532
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(ever @ 3rd October 2011 - 02:21 AM) *
ამაში ვერ დაგეთანხმები smile.gif ვაქცინაცია აუცილებელია, უბრალოდ ზოგი მშობელი იკავებს თავს, რაც მე პირადად არასწორად მიმაჩნია.
ყვავილი, შავი ჭირი და კიდევ რამოდენიმე დაავადება რომ განადგურდა, ვაქცინაციის დამსახურებაა. წითელა და წითურა რომ აღარ კლავს? smile.gif აბა ჩვენი ბებიების თაობას კითხე, შვილები წითელა წითურით რომ უკვდებოდათ. ვაქცინირებულ ბავშვებს ძალიან მარტივად გადააქვთ ეს დაავადებები. ეხლა ვიღაც იტყვის, მე არ ვარ ვაქცინირებული, მაგრამ მსუბუქად გადავიტანეო. ეს ერთეული შემთხვევებით, მაგრამ სტატისტიკას რომ შეხედოთ, სიკვდილიანობა ამ დაავადებებით ფაქტიურად აღარ ხვდება. ეს ყველაფერი კი ვაქცინების დამსახურებაა.
მე ყველა აცრა გაკეთებული მაქვს და კიდევ ვიკეთებ ჰეპატიტის აცრებს (პროფესიულია) მე ვიზღვევ თავს, ვუფრთხილები ჩემს პაციენტებს და ოჯახის წევრებს. არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ შემქმნია ვაქცინაციის გამო.
ვაქცინაციამ უფრო მეტი დადებითი შედეგი მოიტანა, ვიდრე უარყოფითი smile.gif

ever

ვიზიარებ ევერის აზრს, მაგრამ ჰეპატითთან მიმართებაში ჩემ აზრზე ვრჩები.. ხომ ხარ მედიცინასტან კავშირში, მითხარი ჰეპატიტი იმუნიტეტს ტოვებს? უფრო მარტივი არ არის დედა სჩაუტარდეს ანალიზები, როგორც ხდება შიცზე და სიფილისზე კვლევა მშობიარობამდე.. თუ დაავადებულია დედა ამ შემთხვევაში აიცრას შვილიც.. რატომ ცრიან ყველა სგანურჩევლად და დედსი სურვილსი გარეშე?


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest
post Oct 4 2011, 02:22 AM
Post #16


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,708
Joined: 9-September 10
From: Somewhere Over The Rainbow
Member No.: 6,258

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
QUOTE(td......... @ 4th October 2011 - 01:48 AM) *
უფრო მარტივი არ არის დედა სჩაუტარდეს ანალიზები, როგორც ხდება შიცზე და სიფილისზე კვლევა მშობიარობამდე.

მარტივიც არის და ტარდება კიდეც, მაგრამ არის შანსი ცრუ უარყოფითი პასუხი მოვიდეს.
უფრო დაწვრილებით აგიხსნი რატომ ტარდება B ჰეპატიტის ვაქცინაცია ახალშობილებში.
პირველი ის ვთქვით, რომ დაავადებული დედის გამო, რაც ძალიან ხშირია. მაგრამ აუცილებელი არ არის ბავშვი დაავადდეს დედისგან. B ჰეპატიტის ვირუსი აღმოჩენილია ინფიცირებული ადამიანების ნერწყვში, ცრემლში და განავალში. თუ ეს გამონაყოფები მოხვდება დაზიანებულ კანზე, შეიძლება გამოიწვიოს დაავადება. შანსი მცირეა, მაგრამ მაინც არის. ბავშვები კი ხშირად ტრამვირდებიან. ერთია ის, რომ ბავშვი შეიძლება დაავადდეს სხვა ბავშვისგან ბაღში ან ეზოში (ბავშვებში ძირითადად უსიმპტომოდ მიდის დაავადება) ან ექიმისგან. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ექიმი, შეგნებულად არ ვწერ რამდენი %, დაავადებულია B ჰეპატიტით. ანუ შეიძლება სამედიცინო მანიპულაციის დროსაც დაავადოს ბავშვი. რომელი პედიატრი სინჯავს ბავშვს ხელთათმანით? ან ამუშავებს ჭრილობას ხელთათმანით?
მოკლედ, ბავშვები ამ დაავადების რისკ ჯგუფში შედიან. ახალშობილობის ასაკში აცრილ პატარას რა თქმა უნდა უყალიბდება იმუნიტეტი. 5-7 წელი ნამდვილად მყარი იმუნიტეტით, მაგრამ ზოგ შემთხვევაში გაცილებით დიდი ხანიც. დაახლოებით 25 წლამდე.
ოღონდ ვაქცინაცია სრულად უნდა იყოს ჩატარებული. პირველი სამშობიაროში, მეორე 2 თვის ასაკში და ბოლო 4 თვის ასაკში.
და უნდა ავღნიშნო ისიც, რომ ეს ვაქცინა მხოლოდ B ჰეპატიტისგან იცავს ბავშვს და არ იძლევა იმუნიტეტს A და C ჰეპატიტებზე.
იმედია ცოტათი მაინც გავეცი პასუხი შენს კითხვას. თუ რამე კითხვა გექნება კიდევ დიდი სიამოვნებით გიპასუხებ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Oct 4 2011, 01:33 PM
Post #17


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,312
Joined: 10-November 10
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ever @ 4th October 2011 - 12:25 AM) *
ჩვეულებრივი სეზონური ეპიდემია დაახლოებით 250.000-დან ნახევარ მილიონამდე ადამიანს კლავს წელიწადში, როდესაც ღორის გრიპმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2009 წელს იმსხვერპლა 14,286 ადამიანი.


აი ზუსტად მაგაზე იყო საუბარი......
რაც მაგაზე ფული გაკეთდა... ისე იმდენი ბედნიერება და ჯამრთელობა ჩემ ოჯახს და ისე გაიხარონ ბავშვებმა .............. lol.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fee
post Oct 4 2011, 10:39 PM
Post #18


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 737
Joined: 2-March 10
Member No.: 6,165

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ever @ Oct 4 2011, 01:25 AM) *
რომ იცოდე რამდენ კითხვაზე არ აქვთ ექიმებს პასუხი... smile.gif

არ გამიგია. თუ გაქვს რამე კონკრეტული ინფორმაცია დიდი სიამოვნებით გავეცნობი


ხოდა მეც მანდ ვარ პასუხი რომ არ აქვთ, როგორ უნდა ენდო? კითხვაზე, თუ რას შეიცავდა ეს აცრა, ამომწურავი პასუხი არ ქონდათ.
კონკრეტული ინფორმაცია, როგორც ასეთი, ლინკებით და ასე შემდეგ არ მაქვს, უბრალოდ იქ ვცხოვრობდი და გაზეთებიდან და ტელევიზიიდან მქონდა ინფორმაცია.

მე ზოგად ტენდენციაზე მქონდა ზემო პოსტში საუბარი, რომ უფრო მეტი მშობელი ამბობს უარს აცრებზე, საქართველო არ მიგულისხმია, აქ წამლები "ცვეტშია" biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest
post Oct 4 2011, 11:55 PM
Post #19


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,708
Joined: 9-September 10
From: Somewhere Over The Rainbow
Member No.: 6,258

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Fee
QUOTE(dunduri @ 4th October 2011 - 11:39 PM) *
კითხვაზე, თუ რას შეიცავდა ეს აცრა, ამომწურავი პასუხი არ ქონდათ.

უი, რას ამბობ. ეგ ნამდვილად გამორიცხულია smile.gif შეიძლება შედეგებზე არ ქონოდათ პასუხი, მაგრამ რას შეიცავდა, როგორ შეიძლება არ ცოდნოდათ. ეგ გამორიცხულია. შეიძლება ისეთ ექიმს კითხეს, რომელსაც არ ქონდა ამ ვაქცინასთან შეხება. თორემ რას ქვია არ იცოდნენ რა შემადგენლობა აქვს, აბსურდია.
QUOTE(dunduri @ 4th October 2011 - 11:39 PM) *
მე ზოგად ტენდენციაზე მქონდა ზემო პოსტში საუბარი, რომ უფრო მეტი მშობელი ამბობს უარს აცრებზე, საქართველო არ მიგულისხმია, აქ წამლები "ცვეტშია"

მიუხედავად იმისა რომ ქართველებს თვითმკურნალობა ძალიან გვიყვარს, ვაქცინების აქ უფრო ეშინიათ. ევროპის ქვეყნებში ძალიან, ძალიან იშვიათად ამბობს ოჯახი ბავშვის ვაქცინაციაზე უარს და იქ ეს გაცილებით ძნელია ვიდრე ჩვენთან.

არ გეგონოს გეკამათებოდე, უბრალოდ მე10 წელია სამედიცინო განათლებას ვიღებ და ვცდილობ ყველაფერზე ცოტა ინფორმაცია მაინც მქონდეს. მიუხედავად იმისა რომ ვიწრო სპეციალობა მაქვს, ჯერ მაინც ზოგად თერაპიაში ვარ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 5 2011, 10:47 AM
Post #20


MASTER
Group Icon

Group: Members
Posts: 6,532
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ever დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისატვის, მე არ ჩავუტარე ჰეპატიტის აცრები ცჰემებს , მაშინ ვერცერთმა ექიმმა ვერ გამცა დამაჯერებელი პასუხი, ან თუნდაც ასე ახსნილად არ უთქვამთ არაფერი, გერმანიაშიც კი ვიკითხე და იქი საერთოდ მიპასუხეს ახალშობლების ჰეპატიტზე აცრა აქ არ ხდება საერთოდო.. მოკლედ ჩემი არგუმენტები მქონდა უარის სათქმელად. მე იმას ვაბრალებ, რომ იმ პერიოდში 6-12 წლის წინ ეს ვაქცინა იმდენად გამოუცდელი და ახალი იყო ჩვენთან, რომ ექიმებიც ვერ გვპასუხობდნენ პროფესიონალურად.



--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 23rd October 2014 - 02:59 PM