td......... მესმის შენი. როცა არ იცი რას უკეთებენ, რა თქმა უნდა უარს იტყვი. გერმანიაში არ ვიცი როგორ იყო 6 წლის წინ. შეერთებულ შტატებში A ჰეპატიტზეც კი ცრიან.
ეხლაც არ აქვს ბევრ მშობელს ნორმალურად ინფორმაცია რატომ არის საჭირო ესა თუ ის ვაქცინა. ექიმებში იმდენად გავრცელებულია B ჰეპატიტი საქართველოში, რომ სასწრაფოდ დაიწყეს მთელი მედპერსონალის აცრა. თუმცა ბევრი ექიმი, რომლებიც სისხლთან მუშაობენ არ აიცრნენ. კერძო კლინიკებში მოთხოვნაა, თუ აცრილი არ არის, ვერ დაიწყებს მუშაობას. ისევე როგორც საზღვარგარეთ. სანიტრადაც კი ვერ დაიწყებენ მუშაობას თუ ჰეპატიტის ვაქცინა გაკეთებული არ აქვთ. ინსტიტუტშიც როცა აგზავნი საბუთებს, აცრების ცნობას ითხოვენ.
რაც შეეხება იმას, რომ აქ დაიწერა თითქოს ვაქცინაცია იმუნიტეტს აქვეითებს. თუ ცოტათი მაინც გვესმის იმუნიტეტი რა არის და როგორ მოქმედებს ვაქცინა, მივხვდებით რომ შეუძლებელია ერთმა ან 10მა ვაქცინამ იმუნიტეტი დააქვეითოს, პირიქით.
მოკლედ და ძალიან გასაგებად, ზედმეტი ტერმინების გარეშე ავხსნი
ვაქცინა-
მცირე დოზით შეიცავს დაავადების აგენტს. ეს აგენტი ხელოვნურად შეგვყავს ორგანიზმში. მას არ შეუძლია დაავადების გამოწვევა იმდენად მცირე დოზითაა, სამაგიეროდ ჩვენი იმუნიტეტი ძალიან ჭკვიანია. შეიცნობს მას როგორც უცხოს, ჩვენი ანტისხეულები გაანადგურებენ აგენტს და დაიმახსოვრებენ. შედეგად ჩვენ ვიღებთ იმას, რომ როდესაც უკვე ეს დაავადება შეიჭრება ორგანიზმში, იმუნური სისტემა უფრო სწრაფად იცნობს და გაანადგურებს.
ამიტომ აღარ კლავს წითელა და წითურა და კიდევ უამრავი დაავადება.
მაშინ რატომ ეშინიათ მშობლებს ვაქცინის?
უამრავი მიზეზი მოყავთ ხოლმე, რაც რეალურად სიმართლეს არც შეესაბამება.
ისტორია ხომ გახსოვთ, ყვავილის ვირუსმა რამდენი ადამიანი იმსხვერპლა. ჩვენს მშობლებს თუ დაკვირვებიხართ, მკლავზე შრამები რომ აქვთ აცრისგან
![smile.gif](http://www.esoteric.ge/forum/style_emoticons/default/smile.gif)
ჩვენ აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ აღარ გვიკეთებენ ამ აცრას. თუმცა თუ ვირუსი კვლავ გამოჩნდება, ჩვენს ვაქცინაციასაც დაიწყებენ.
წარმოიდგინეთ რომ არ დაეწყოთ ყვავილზე აცრა. და იმან ვინც ვაქცინა გამოიგონა რა დღეში ჩააგდეს, ეს სულ სხვა ამბავია.