Help - Search - Members - Calendar
Full Version: შრი სატია საი ბაბა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
Pages: 1, 2, 3
Atman
axilevs
QUOTE(axilevs @ 10th May 2011 - 07:01 AM) *
ერთი ხელის მოსმით იმიტომ დავსვი საკითხი, რომ სანამ ხელს მოვუსმევდი 50 წელი შევალიე ინდუიზმის, ბრაჰმაიზმის, ვიშნუიზმის, ბუდიზმის, კრიშნაიზმის, იუდაიზმის, ისლამისა და ქრისტიანობის შესწავლას, ასე რომ ხელის მოსმის უფლებას, პროფესია თეოლოგობა და სამეცნიერო ხარისხი პროფესორობა მაძლევს. კამათი კი ალბათ მართლაც გაგიჭირდება.


პროფესორს ნამდვილად ვერ ვეკამათები. ამდენი არც გამოცდილება მაქვს და არც ცოდნა. მხოლოდ რწმენა მაქვს, ისევე როგორც თქვენ, ჰოდა ორი რაღაცაში დარწმუნებული ადამიანის კამათი სრული უაზრობაა.

QUOTE(axilevs @ 10th May 2011 - 07:01 AM) *
მე ძალიან კონკრეტულად ვთქვი, რომ საი ბაბა ნეფიმილია, ანუ დემონი ადამიანის სხეულით და ვიკამათოთ ჰა.


თუ მაიას, ანუ ღმერთის ილუზორულ ენერგიას დემონს უწოდებთ, მაშინ კი ბატონო, დემონი ყოფილა smile.gif

axilevs
არა ძვირფასო მეგობარო პირიქითაა, ეს შენ უწოდებ დემონს - "ფსევდორმერთის" და არა ღმერთის ილუზორულ ენერგიას მაიას, ხოლო სინამდვილეში ეს მაია კონკრეტული და არცთუისე უწყინარი პიროვნებაა.
Atman
axilevs

QUOTE(axilevs @ 10th May 2011 - 08:26 AM) *
არა ძვირფასო მეგობარო პირიქითაა, ეს შენ უწოდებ დემონს - "ფსევდორმერთის" და არა ღმერთის ილუზორულ ენერგიას მაიას, ხოლო სინამდვილეში ეს მაია კონკრეტული და არცთუისე უწყინარი პიროვნებაა.


როგორც გენებოთ ისე დაარქვით. თქვენი ნებაა smile.gif
Atman
პ.ს. გამოდის, რომ მეც და ამ ფორუმის უმეტესობაც ნეფიმილები გამოვდივართ, რადგანაც მართლმადიდებლობის დოგმატიკას მეტ-ნეკლებად არ ვიზიარებთ...

სად არის ინკვიზიცია, რომ აღგვგავოს პირისაგან მიწისა? biggrin.gif
I AM
axilevs

QUOTE
ერთი ხელის მოსმით იმიტომ დავსვი საკითხი, რომ სანამ ხელს მოვუსმევდი 50 წელი შევალიე ინდუიზმის, ბრაჰმაიზმის, ვიშნუიზმის, ბუდიზმის, კრიშნაიზმის, იუდაიზმის, ისლამისა და ქრისტიანობის შესწავლას, ასე რომ ხელის მოსმის უფლებას, პროფესია თეოლოგობა და სამეცნიერო ხარისხი პროფესორობა მაძლევს.



lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


თქვენს პოსტებს რომ გადავხედე "ბატონო პროფესორო" მაპატიეთ მაგრამ 50 წელი კი არა, 50 დღე რომ გქონდეთ შელეული ამ საკითხებს, ძალიან მსუბუქად რომ ვთქვათ
ესეთ უაზრობას არ დაწერდით


გარდა ამისა ეს საკითხები თეორიული მსჯელობით არ გადაიჭრება, თუ რაიმე სახის პრაქტიკული გამოცდილება არ გაქვთ და მხოლოდ წიგნები წაგიკითხავთ, ამ საკითხებზე (რატომღაც მგონია რომ მოძღვართა ქადაგებები უფრო გაქვთ მოსმენილი, რომლებიც ყოველტვის უარყოფითად საუბრობრნ ნებისმიერ განსხვავებულ მრწამსზე ქრისტიანობისაგან) თქვენთან კამათი ფუჭია

smile.gif



Existence
QUOTE(I AM @ 10th May 2011 - 09:30 AM) *
50 წელი კი არა, 50 დღე რომ გქონდეთ შელეული ამ საკითხებს, ძალიან მსუბუქად რომ ვთქვათ
ესეთ უაზრობას არ დაწერდით


ცდები....

QUOTE(I AM @ 10th May 2011 - 09:30 AM) *
ინდუიზმის, ბრაჰმაიზმის, ვიშნუიზმის, ბუდიზმის, კრიშნაიზმის, იუდაიზმის, ისლამისა და ქრისტიანობის შესწავლას,


200 წელიც რომ მოენდომებინა


ისე ძალიან საინტერესო კი იქნებოდა ალბათ ბუდიზმში გულის და ალმასის სუტარების შესწავლის პროცესი ......
axilevs
თქვენ ღმერთმა დაგიფაროთ ნეფიმილობისგან, თქვენ სული ხართ, ოღონდ როგორც აღვნიშნე ეს სული დემონის მსახურად არ უნდა აქციოთ "გასხივოსნების" მცდელობებით, ვინაიდან ამ ტერმინში მალავს სწორედ ლუციფერი მზაკვრულ გეგმას, თქვენ კი ვიღაც თავხედი რომაა მანდ და ურცხვად იღრიჭება მხოლოდ გეტყვით რომ ჯერ ზრდილობა ისწავლეთ და თეოლოგიურ საკითხზე კამათის ამბავზე მერე ვიმსჯელოთ, შენთან რა მაქვს საკამათო ელემენტარული კულტურა არ გაგაჩნია, ფორუმზე მე ვერ აღგზრდი და ჯერ დედას აღეზარდვინე და მერე მოდი ჩემთან საკამათოდ.
axilevs
პრაქტიკულ გამოცდილებას რაც შეეხება გეტყვი რომ შრი ჩინმოის "სასწაულმომქმედი მოწაფეებიდან" ოთხი მათგანი სოლომონის ბეჭდის ზღუდეში დავსვი და 3 დღე გაიხნენ ოოოოოოოომის გმინვით მაგრამ იქიდან გამოსვლა ვერ შეძლეს სანამ ისევ გარკვეული ცოდნით არ ავხსენი ეს ბეჭედი, ასე რომ კიდევ გიმეორებ სანამ პრაქტიკაზე გადმოხვალ ჩემთან ჯერ ზრდილობა ისწავლე.
Existence
axilevs

შეგიძლიათ მითხრათ სოლომონის ბეჭედი როგორ დაგეხმარათ ბუდიზმის შესწავლისას

და იქაც გქონდათ ასეთი ძლიერი პრაქტიკული გამოცდილება.... ?



I AM
QUOTE
ჯერ ზრდილობა ისწავლეთ და თეოლოგიურ საკითხზე კამათის ამბავზე მერე ვიმსჯელოთ, შენთან რა მაქვს საკამათო ელემენტარული კულტურა არ გაგაჩნია, ფორუმზე მე ვერ აღგზრდი და ჯერ დედას აღეზარდვინე და მერე მოდი ჩემთან საკამათოდ.


აბა, აბა.. თავად მოუხმეთ ზრდილობას "ბატონო პროფესორო" და სიტყვები შეარჩიეთ angry.gif
old_man
axilevs
I AM
ერთმანეთს პატივი ვცეთ. სტიდნა რა სულიერი განვიტარების ფორუმზე ხართ ))
სტოპ ერთმანეთის შეურაცხყოფა!
მერე პოსტებსაც ჩავასწორებ ..
td.........
axilevs
მოგესალმებით,
აქ საკამათო ფორუმი არაა, თუ კამათი გნებათ ჯობს Fორუმ.Gე ს ეწვიოთ, სიახრულით მიგიღებენ და კამათშიც აგყვებიან. ეს ფორუმი უფრო ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების გაცვლის ფორუმია. აქ ცდილობენ არ იდაონ, არ შეურაცხონ ერთმანეთი და ყველამ პატივი სცეს დანარჩენი ფორუმელების აზრს და შეხედულებას. არავის ეჭვი არ შეაქვს მეორის ცოდნასა და შესაძლებლობებში, რადგან რამოდენიმე პოსტი საკმარისია ხოლმე, იმისთვის რომ იუზერი გამომჟღავნდეს-სერიოზული მიზნები აქვს ამ ფორუმზე თუ უბრალოდ გასართობადაა შემოსული. ბევრმაც ვერ გაუძლო საკუთარი ამპარტავნების შემოტევებს და წავიდა აქედან..
ასე რომ აგრესია გვერდით გადადეთ და თუ რამე საინტერესო ინფორმაცია გაქვთ ან რაიმე გამოცდილება გაგვიზიარეთ. სხვა დანარჩენი აქ ზედმეტი და უსარგებლოა. smile.gif
I AM
old_man


QUOTE
ერთმანეთს პატივი ვცეთ



მე ყველა ადამიანს პატივისცემით ვექცევი, მაგრამ როცა პირადულ შეურაწყოფაზე გადადიან ამას ვერავის მოვუთმენ "პროფესორსაც" კი

wink.gif




Atman
axilevs
QUOTE(axilevs @ 10th May 2011 - 10:03 AM) *
პრაქტიკულ გამოცდილებას რაც შეეხება გეტყვი რომ შრი ჩინმოის "სასწაულმომქმედი მოწაფეებიდან" ოთხი მათგანი სოლომონის ბეჭდის ზღუდეში დავსვი და 3 დღე გაიხნენ ოოოოოოოომის გმინვით მაგრამ იქიდან გამოსვლა ვერ შეძლეს სანამ ისევ გარკვეული ცოდნით არ ავხსენი ეს ბეჭედი


რა აღმსარებლობის ხართ?

სოლომონის ბეჭედი რას ნიშნავს? მაგი ხართ?
Existence
QUOTE(atman @ 10th May 2011 - 05:24 PM) *
სოლომონის ბეჭედი რას ნიშნავს?



ჩვეულებრივი მაგიაა...... მეტი არაფერი ........

სულერი პრაქტიკოსი როდესაც Сидх-ებით (ზე შესაძლებლობები) ამაყობს ...კომენტარი ზედმეტია

თუმცა მკვლევარისგან არ მიკვირს როდესაც არსის ნაცვლად სათამაშოებით იხიბლება .........

ბიო ენერგეტიკის მარტივი კანონებით შემიძლია ვთქვა რომ ამ ბატონის დიაგნოზია :

зацепка на сознание

концентрация и зацепка на сверхспособности

ამ ორიდან გამომდინარე სიყვარულზე წინ დაყენება პირველი ინსტიქტის ИНСТИКТ самосахранение

----------------------------
არ გამიბრაზდრეთ რა სერ..... OK..?
-----------------------------
td.........
Existence
უსურვე სხვას ის რაც გინდა შენ გისურვონ-იგივე:გაუკეთე სხვას ის.....



რად აფასებ? რატა რათა რათა?
Atman
td.........
QUOTE(td......... @ 10th May 2011 - 06:34 PM) *
რად აფასებ? რატა რათა რათა?


ეგ არ აფასებს, მაგის ჭკუა აფასებს... biggrin.gif

Existence

ეგეთი რამე არ არსებობს: зацепка на лазарева?

td.........
Atman
კაი ატმან რააა.. გული არ გაუხეთქო ეხლა ბაღანეს...biggrin.gif
Atman
ისე დავამატებ, რომ ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელი, რომელიც ამაყობს იმით, რომ თავისი ლოცვის ძალით, ან სხვადასხვა რელიგიის ან სკოლის წარმომადგენელი "დაამარცხა", რბილად რომ ვთქვათ დამწყები მაგის დონეს არ გაცდენილა. :)

მანტრებით და ტანტრებით და ლოცვებით ბრძოლა საბავშვო ბაღია და მეტი არაფერი. მოდი აბა თუ ბიჭი ხარ კი არ განდევნო დემონი, სიყვარული აჩუქე და ღმერთის გზაზე დააბრუნე.

პატარა დემონუკების განდევნის უფრო მარტივი საშუალებები არსებობს და ბევრი შელოცვა არ უნდა: თუნდაც ძროხის ნაკელი (ვედურ ტრადიციაში), ნაკურთხი წყალი (ქრისტიანულში) და ელემენტარული ჰიგიენის და სისუფთავის წესები.

რაც შეეხება პროფესორობას და 50 წლიან გამოცდილებას, ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს. კაცი შეიძლება 50 მილიონი ცხოვრება სწავლობდეს და სრულყოფას ვერ მიაღწიოს...
I AM
QUOTE
მოდი აბა თუ ბიჭი ხარ კი არ განდევნო დემონი, სიყვარული აჩუქე და ღმერთის გზაზე დააბრუნე.
ატმან ეს სიყვები ოქროს ფონდშია შესატანი biggrin.gif


QUOTE
რაც შეეხება პროფესორობას და 50 წლიან გამოცდილებას, ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს. კაცი შეიძლება 50 მილიონი ცხოვრება სწავლობდეს და სრულყოფას ვერ მიაღწიოს...



გეთანხმები, მთავრი წლები კი არა, ცოდნის და გამოცდილების ხარისხია, ე.წ. შემეცნების სიღრმე და არა ზედაპირული მსჯელობა

Existence
QUOTE(td......... @ 10th May 2011 - 06:34 PM) *
რად აფასებ? რატა რათა რათა?


td......... .. ალბათ შენ არასწორად გამიგე როდესაც ვიძახი არ შემაფასოთ მეთქმი

მე ვიძახი რომ შინაგანად წარმოდგენა არ შეიქმნად ჩემზე ..თორე ეს ფორუმია და ერთმანეთზე ჩვენ ჩვენი აზრი ან ვარაუდი თუ არ გამოვთქვით მაშინ ალბათ ფორუმიც უნდა დავხუროთ

აი ეს მეტი არაფერი smile.gif


QUOTE(atman @ 10th May 2011 - 06:41 PM) *
ეგეთი რამე არ არსებობს: зацепка на лазарева?



ამას რაც შეეხება .. ადრეც მაქვს ნათქვამი

რომ ლაზარევი როგორც პიროვნება არის მხოლოდ ცარიელი ბამბუკი ან дырка от бублика რომელიც მოგწონს .. smile.gif
(ისევე როგორც შენ, მე და როგორც ყველა)

ჩემთვის ფასეულია ინფორმაცია რომელიც სამყაროდან მოდის მისი მეშვეობით და ვცდილობ რომ ამ ყბველაფრიდან არსი ავიღო და ფორმებმა არ დამაბრკოლონ

რავი დანარჩენი შენ ხედვაზეა ამას როგორ აღიქვავ....






td.........
QUOTE(I AM @ 10th May 2011 - 07:06 PM) *
მოდი აბა თუ ბიჭი ხარ კი არ განდევნო დემონი, სიყვარული აჩუქე და ღმერთის გზაზე დააბრუნე.
ატმან ეს სიყვები ოქროს ფონდშია შესატანი biggrin.gif

+100%
Existence
ვაიმეე რა საყვარელი ხააარ! ვიხუმრეეე :***
Atman
Existence
QUOTE(Existence @ 10th May 2011 - 07:08 PM) *
ამას რაც შეეხება .. ადრეც მაქვს ნათქვამი

რომ ლაზარევი როგორც პიროვნება არის მხოლოდ ცარიელი ბამბუკი ან дырка от бублика რომელიც მოგწონს ..
(ისევე როგორც შენ, მე და როგორც ყველა)

ჩემთვის ფასეულია ინფორმაცია რომელიც სამყაროდან მოდის მისი მეშვეობით და ვცდილობ რომ ამ ყბველაფრიდან არსი ავიღო და ფორმებმა არ დამაბრკოლონ

რავი დანარჩენი შენ ხედვაზეა ამას როგორ აღიქვავ....


ნუ ავარდი ახლა. ხო იცი რომ ვხუმრობ :)

I AM
QUOTE(I AM @ 10th May 2011 - 07:06 PM) *
ატმან ეს სიყვები ოქროს ფონდშია შესატანი


ხელმოწერით: "ბამბუკი" :D
kate
QUOTE(axilevs @ 9th May 2011 - 08:51 PM) *
ჯერ ჯერობით არგუმენტები ვერ დავინახე საპირისპიროს დასამტკიცებლად


ვერანაირი არგუმენტი ვერც თქვენ პოსტებში ვერ ვნახე, გამოთქვამთ აზრს და ირწმუნები მართალიაო და პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზეო.
კი ბატონო, მაგრამ კატეგორიულად არ გეთანხმები და ცნობილი ჰინდური სამება ბრაჰმა-ვიშნუ-შივა არანაირად არ მიმაჩნია
ფსევდოღმერთებად და ბნელი სამყაროს გზავნილად, კაცობრიობის ანტიქრისტეს მოსასვლელი გზის მომზადებებლად, არც იმას ვთვლი რომ საი ბაბა და სხვანი დემონების ავატარები არიან.. და საერთოდ არ გეთანხმებით. სოლომონის ბეჭდის გამოყენებამ კი საერთოდ დამაბნია, გამოდის რასაც წერთ სხვა თემებში იმასვე ეწინაარმდეგებით ქმედებით
ჩემს სიტყვებზე მეც პასუხს ვაგებ სრულიად
ირმა
td.........
QUOTE(td......... @ 10th May 2011 - 11:44 AM) *
axilevs
მოგესალმებით,
აქ საკამათო ფორუმი არაა, თუ კამათი გნებათ ჯობს Fორუმ.Gე ს ეწვიოთ, სიახრულით მიგიღებენ და კამათშიც აგყვებიან. ეს ფორუმი უფრო ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების გაცვლის ფორუმია. აქ ცდილობენ არ იდაონ, არ შეურაცხონ ერთმანეთი და ყველამ პატივი სცეს დანარჩენი ფორუმელების აზრს და შეხედულებას. არავის ეჭვი არ შეაქვს მეორის ცოდნასა და შესაძლებლობებში, რადგან რამოდენიმე პოსტი საკმარისია ხოლმე, იმისთვის რომ იუზერი გამომჟღავნდეს-სერიოზული მიზნები აქვს ამ ფორუმზე თუ უბრალოდ გასართობადაა შემოსული. ბევრმაც ვერ გაუძლო საკუთარი ამპარტავნების შემოტევებს და წავიდა აქედან..
ასე რომ აგრესია გვერდით გადადეთ და თუ რამე საინტერესო ინფორმაცია გაქვთ ან რაიმე გამოცდილება გაგვიზიარეთ. სხვა დანარჩენი აქ ზედმეტი და უსარგებლოა.

td.........გენაცვალე smile.gif
+1
I AM
http://www.youtube.com/watch?v=t879EMM6zaE...feature=related


ვიდეო საიზე..,


ბოლო სიტყვები განსაკუთრებით დასამახსოვრებელია smile.gif
I AM
საი ბაბამ
ფიზიკური სხეული მიატოვა
როდესაც სვამი ჰოსპიტალში მოათავსეს, ბევრმა იფიქრა, რომ ეს ავადმყოფობა მისი რიგითი თამაშია, და იგი დაბრუნდება. შესაძლოა მართლაც ავად არის, ერთგულები დაბნეულები იყვნენ. ღვთაებრივი არსების ყოველ მოქმედებას ღრმა აზრი გააჩნია, რასაც ვერ ვიტყვით უბრალო მოკვდავთა შესახებ, რომელთა გონებაც შეზღუდულია, თუმცა ჩვენც ვცდილობთ მოქმედებებში შეძლებისდაგვარად ღრმა აზრი ჩავდოთ (ჩვენ ხომ ღვთაებასთან არსით ერთნი ვართ). და ნუთუ მას შეუძლია უბრალოდ, ზერელედ ილაპარაკოს და იმოქმედოს? ჩვენ, უბრალო მოკვდავთ, ამის შესახებ ხშირად გვავიწყდება და იძულებულნი ვართ რაიმე მოვლენის ანალიზი უკანა რიცხვით გავაკეთოთ. ამიტომ ჩვენ მას ან ვერ ვუგებთ, ან ვუგებთ მოგვიანებით, რაიმე ინფორმაციის მიღების, ანალიზის შემდეგ.
ღვთაებრივი არსება, როგორც გონიერი მშობელი ან მასწავლებელი, ბავშვს ამოცანას აძლევს და მიმართულებაზე მიუთითებს, თუ როგორ უნდა ამოხსნას იგი, შემდეგ კი ბავშვმა თვითონ უნდა ამოხსნას ამოცანა. თუ მას დიდი უნარი არ გააჩნია, მასწავლებელი ცოტას წაეშველება, მთლიანად კი ამოცანა ბავშვმა უნდა ამოხსნას. ამგვარად იგი ცდილობს ჩვენი დონე თანდათან მაღლა ასწიოს, ანუ ცნობიერება გააფართოოს, ანუ თავისთან მიგვიახლოოს.
როცა სვამიმ სხეული მიატოვა, ერთგულები გაოცებულნი იყვნენ – ამის გაკეთებას ხომ 96 წლის ასაკში აპირებდა იგი. წარმოიშვა ეჭვები. მაგრამ დონის ვექტორი მაღლა უნდა იყოს მიმართული. გაირკვა, რომ მხედველობაში იყო არა მზის (ეს ხომ ძალიან უბრალო რამ იქნებოდა), არამედ მთვარის კალენდარი. ამაზე კი მან რამდენიმე წლის წინ გვანიშნა: ინდოეთში სვამი თავის ერთ-ერთ თაყვანისმცემელს სახლში ესტუმრა. ამ უკანასკნელს სწორედ ამ დროს 93 წლის მამა გარდაეცვალა. სვამიმ თქვა: მას ზუსტად 100 წელი შეუსრულდა (მთვარის). ამის სესახებ კონფერენციაზე ვირიცაში (ლენინგრადის ოლქი) ჩვენ დანიელმა პროფესორმა პრუჟანამ (სვამის ერთგული) გვიამბო.
ჩვენ ამ ფენომენალურ სამყაროში ვცხოვრობთ, ვშრომობთ, ვმრავლდებით, ვმჟღავნდებით და, რა თქმა უნდა, ევოლუციას განვიცდით. დღისით ვმღვიძარებთ, ღამე გვძინავს და სიზმრებს ვხედავთ. ვიცით, რომ ეს სიზმრები არარეალურია. მაგრამ სვამი ამბობს, რომ ისევე, როგორც სიზმრის სამყარო, ეს სამყაროც არარეალურია. ოღონდ ის არის ღამის სიზმარი, ეს სამყარო კი, რომელსაც ჩვენი გონება აღიქვამს, და სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, დღის სიზმარი. ღამის სიზმარიც, დღის სიზმარიც, ილუზიაა, არარეალურია. რეალური სამყარო სულიერი სამყაროა, უცვლელი, მარადიული, ჩვენი ნამდვილი, საკუთარი და ჩვენ მიერ დავიწყებული სამყარო. და აი სვამი მოვიდა ჩვენთან, დღის სიზმარში, რომ სულიერებისკენ გამოგვაღვიძოს. ჩვენ ინტუიციურად ვგრძნობთ, რომ იქ (სულიერ სამეფოში) კარგია. ფორმის მქონე ღმერთის თაყვანისცემის გარეშე უფორმო ღმერთის თაყვანისცემაზე გადასვლა შეუძლებელია. ეს ჰგავს ორ ფრთას, რომ ფრენა შეიძლებოდეს, ან ორ ფეხს, რომ გადაადგილება მოხდეს. როგორც ჩანს მოვიდა დრო სერიოზულად გადავერთოთ მეორე პრაქტიკაზე, ერთ ფეხზე გადაადგილება ხომ შეუძლებელია. ალბათ ეს ყველაფერი სვამის გეგმაში იყო. ადამიანთა ერთი ნაწილი ამ გადასვლას ვერ შეძლებს და გამოსახულებათა თაყვანისცემას გააგრძელებს, ზოგიერთები კი გზიდან გადავლენ კიდეც. ეს ნორმალურია, ხეზე ყველა ყვავილი ხომ ვერ გამოიღებს ნაყოფს. ვფიქრობ, საი-ორგანიზაცია მალე თვისებრივად ახალ დონეზე გადავა. ამის დრო დადგა!
ვფიქრობ, ყველაფერი ღვთიური გეგმის მიხედვით მიდის, უბრალოდ მასში ღრმად ჩაწვდომაა საჭირო. უფლის ეს კოსმოსური თამაში გენიალურია, უზადო და უშეცდომოა; თუ ამ თამაშში რაღაცა არ მოგვწონს, ეს არ არის შემოქმედის შეცდომა, შეცდომა და ნაკლი ჩვენს ხედვაშია.

დაე ყველა სამყარო ბედნიერი იყოს!
Vision_
ერთადერთი რაც არის უეჭველი და გარდაუვალი ეს არის სიკვდილი.... ყველა წმინდანი, და ყველა დედამიწაზე მოსიარულე 'ღმერთი' კვდება... რა ხდება მერე? არავინ იცის დაზუსტებით... მხოლოდ სიტყვებით, სიტყვები კი არ არის ფაქტი. არ არის სიტყვა ტოლფასი პირადი გამოცდილების... თუ ჩვენ სიტყვებს დავუჯერებთ მაშინ გამოდის რომ ძალიან ზედაპირულ ცოდნას ვკმაყოფილდებით...
ადამიანმა თვითონ უნდა იპოვოს გზა.
რას შეეხება საი-ს.... უნდა ვისწავლოთ მისი სწავლებიდან ის რაც მიგვაჩნია სასარგებლოდ და გავაგრძელოთ ძიება...
vano kazbegi
საიბაბაზე ბევრი ფაქტები მაქვს- მაგ საქმეში არ შევეხები.
I AM
QUOTE
ყველა წმინდანი, და ყველა დედამიწაზე მოსიარულე 'ღმერთი' კვდება... რა ხდება მერე? არავინ იცის დაზუსტებით.
გაგიკვირდება და იციან... wink.gif

QUOTE
ადამიანმა თვითონ უნდა იპოვოს გზა


გზა რომელიც საკუთარი თავის სიღრმეში მიდის და რომლიდანაც სამყაროს შეცნობა იწყება საკუთარ თავთან ერთად

yes.gif
I AM
არ მითხრათ, რომ სულიერი ნეტარება არ გაღელვებთ, რომ გაწყობთ ილუზიაში ყოფნა და არ გსურთ ძილის დაკარგვის გამო თავი დაიტანჯოთ. დამიჯერეთ, თქვენი ჭეშმარიტი ბუნება ზიზღს განიცდის ასეთი ჩლუნგი, მოსაწყენი ყოველდღიური რუტინის - ჭამა-სმა, ძილის - მიმართ. იგი ეძებს იმ რაღაცას, რაც, როგორც მან იცის, ჰქონდა და დაკარგა, - შინაგან დაკმაყოფილებულობას. იგი ეძებს განთავისუფლებას წვრილმანზე და დროებითზე მიბმულობებისაგან. გულის სიღრმეში ყველას სწყურია ეს. და ამ შინაგანი დაკმაყოფილებულობის შეძენა მხოლოდ ერთ ადგილას შეიძლება: უმაღლესი მე-ს, მოჩვენებითი რეალური ხილვადობის საფუძვლის მზერაში. რა მაღლაც არ უნდა დაფრინავდეს ფრინველი, ადრე თუ გვიან იძულებული იქნება ხის კენწეროზე დაჯდეს, რათა სიმშვიდით დატკბეს. ამის მსგავსად, დადგება დრო, როდესაც ყველაზე ურჩი, ყველაზე ურწმუნო, ყველაზე ქედმაღალი, და ისიც კი, ვინც აცხადებს, რომ უმაღლეს მე-ს მზერაში არავითარი სიხარული და დაკმაყოფილებულობა არ არის, ღმერთს შეევედრება: "უფალო, მომეცი სიმშვიდე და ნუგეში, ძალა და სიხარული!"

-------------------------------------

"განდგომა სინამდვილეში იმაში კი არ გამოიხატება,
რომ ყველაფერი ამქვეყნიური მოვიცილოთ, არამედ
იმაში, რომ ამქვეყნიურში ღვთაებრივი დავინახოთ".
Mola Nasredini
ბევრ ადამიანს ვიცნობ ვინც პირადად ნახა...სამწუხარად ვერ მოვახერხე ჩასვლა...
პრემას ბაბას კი ვიხილავ...ვიხილავ
I AM
ადამიანის მიერ იმის გაცნობიერება, რომ ღვთაებრივი საწყისი ყველა ცოცხალ არსებაში იმყოფება, მას ეხმარება მთელ სამყაროსთან ნათესაობა იგრძნოს. ეს არის კაცობრიობის ძმობა და ღმერთის მამობა.


სხეული მხოლოდ ინსტრუმენტია და თქვენს ჭეშმარით "მე"-ს არ წარმოადგენს. იგი თქვენ არ გეკუთვნით. სხეულს უნდა უვლიდეთ, როგორც რაიმე ნივთს, რომელიც თქვენ გათხოვეს. მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის ყველაფერი, და სხეული არ უნდა განიხილოთ, როგორც თქვენი საკუთრება.
თქვენ არ გყავთ ვინმე ღმერთზე უფრო ახლობელი. თქვენი დედ-მამა ცოტა უფრო განზე დგას, ღმერთი კი აქაა, თქვენ გვერდით და თქვენ შიგნით. და თუ კიდევაც არ გიყვართ, იგი არასოდეს მიგატოვებთ!



როდესაც ღმერთისკენ ერთ ნაბიჯს დგამთ, იგი თქვენკენ ათ ნაბიჯს დგამს.



ადამიანი ერთადერთი არსებაა სამყაროში, რომელსაც ღმერთის შეცნების უნარი აქვს, და ამიტომ განსაკუთრებული და პრივილეგირებული ადგილი უჭირავს სამყაროში. უფრო მეტიც, იგი ერთადერთი არსებაა, რომელსაც უნარი შესწევს ღმერთი იცნოს, როცა იგი ადამიანურ სახეს იღებს.
ყოველი ცოცხალი არსება ადამიანური დაბადებისკენ ისწრაფის, იმიტომ რომ მხოლოდ ადამიანურ სხეულშია შესაძლებელი უფლის შეცნობა და დაბადებისა და სიკვდილის ბიწიერი წრიდან თავის დაღწევა, და ეს მხოლოდ დედამიწაზე შეიძლება მოხდეს. ყველა სხვა პლანეტაზე ეს შეუძლებელია.



ადამიანი უნიკალურია იმით, რომ მასში ღვთაებრივი ძალის 80% იმყოფება, ეს მაშინ, როდესაც ცხოველებში იგი 15% შეადგენს. ადამიანს აქვს შესაძლებლობა ღმერთს შეუერთდეს, ცხოველს კი საერთოდ არ შეუძლია თავის ზოოლოგიურ მდგომარეობაზე მაღლა დადგეს. ადამიანის სხეულს დიდი ფასეულობა გააჩნია, რადგან მხოლოდ მასშია შესაძლებელი უხილავი ღმერთის შეცნობა.

-------------------------------------

QUOTE
სამწუხარად ვერ მოვახერხე ჩასვლა...


ეჰ, მეც ძალიან მინდოდა წასვლა ინდოეთში მაგრამ...

P.S
ვფიქრობ იგი ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება იყო მთელი კაცობრიობის ისტორიაში.
I AM
წინა ავატარმა, შირდი ბაბამ საფუძველი ჩაუდო საუკუნო ინტეგრირებას და მისცა კაცობრიობას ვალდებულების როგორც სამუშაოს გზავნილი.


ამჟამინდელი ავატარის მისია არის(იყო) ყველაფრის გაკეთება იმის შესაცნობად რომ ერთიდაიგივე ღმერთი ან ღმრთიურება იმყოფება ყოველ ადამიანში. ადამიანები უნდა პატივსცემდნენ, ესიყვარულებოდნენ და ეხმარებოდნენ ერთმანეთს დამოუკიდებლად ფერის ან აღმსარებლობისგან. ასე მთელი სამუშაო შეიძლება გახდეს თაყვანისცემის ხერხი.

ბოლოს, პრემა საი, მესამე ავატარი, წინ წამოსწევს სახარების სიახლეს რომ არა მხოლოდ ღმერთი ბინადრობს ყველაფერში, არამედ ყველაფერი არის ღმერთი. ეს იქნება საბოლოო სიბრძნე, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა კაცსა და ქალს წავიდეს ღმერთისკენ.
Mola Nasredini
I AM
სიამოვნებით წავიკითხე თქვენი "პოსტი"
თქვენ საიდან და როდის გაიგეთ საი-ბაბას არსებობის შესახებ?
I AM
Mola Nasredini

წლების წინ სრულიად შემთხვევით (თუმცა შემთხვევით არაფერი ხდება)ერთ-ერთი საგაზეთო სტატიიდან გავიგე საი ბაბას შესახებ, დავინტერესდი და ახლოს გავეცანი მის მოძღვრებას, წავიკითხე მისი წიგნები და ა.შ. და შეიძლება ითქვას რომ საის მოძღვრების ახლოდან გაცნობის შემდგომ სულ სხვა კუთხით შევხედე ბევრ რამეს, სხვათაშორის ქრისტიანობაც უფრო გასაგები გახდა ჩემთვის მრავალ ასპექტში
I AM
ადამიანს მხოლოდ ერთი ვალდებულება აქვს – ღმერთს თავისი სიყვარული შესთავაზოს და ამ სიყვარულის მეშვეობით თაყვანი სცეს მას. ამას მთელ არსებებს შორის ადამიანი უმაღლეს დონეზე აჰყავს. ისინი, ვინც ამ სტატუსზე არც კი ფიქრობენ ან თავისი ვალდებულებების შესრულების უნარი არა აქვთ, სხვა კატეგორიებს მიეკუთვნებიან. ისინიც სწირავენ მსხვერპლს და თაყვანს სცემენ, ისინიც კეთილისმყოფელი მოღვაწეობით არიან დაკავებული. მაგრამ მათ ამისი შედეგები სურთ, მათი იმედი აქვთ. ისინი იმ მოქმედებებს ასრულებენ, რომლებიც გამოწვეულია სურვილებით - სარგებელი ნახონ ამ მოქმედებების შედეგად. "ჩვენ საწყლებს ვწირავდით, ამიტომ ჩვენი ცხოვრება ბედნიერი და მშვიდი უნდა იყოს. ჩვენ დაცემულებს ვეხმარებოდით წამოყენებაში, ამიტომ გზაზე სიძნელეები არ შეგვხვდება. ჩვენ ღმერთის სადიდებელ გალობებს დიდ დროს ვუთმობდით, ამიტომ სამოთხეში ადგილი განაღდებული გვაქვს" - ასეთია ანგარიში ამ სახის ადამიანებისა, რომლებიც "კეთილი მოქმედებებით" არიან დაკავებული. როცა ასეთი ადამიანები სხეულებს ტოვებენ, ანუ "კვდებიან", მათი სიტყვები გონებას ერწყმის, გონება პრანას ერწყმის, პრანა, თავის მხრივ, ჯივიში ზავდება, და ჯივატმა მიდის მთვარის არსის სფეროში (ჩანდრალოკაში), სვა სიტყვებით, სფეროში, სადაც გონების ღვთაება მეფობს, ეს კი ნიშნავს, რომ მათ ისევ გონების არეში შესვლა მოუწევთ, მთელი თავისი მღელვარებებითა და სურვილებისა და იმედების გაწამაწიით.
I AM
ჩანდრალოკაში ასეთი ჯივიები კმაყოფილებასა და სიამოვნებას განიცდიან იმ დრომდე, სანამ კარგი საქმეების შედეგები არ ამოიწურება. სწორედ ამიტომაა საღვთო წერილებში ნათქვამი: "როდესაც დაგროვილი დამსახურებები ამოიწურება, ისინი კვლავ მოკვდავთა სამყაროში მოხვდებიან" (ქშენე პუნიე მარტიალოკამ ვიშანტი). ჯივატმა თავის თავს ათავსებს სხეულში, რომელიც აღჭურვილია გრძნობათა ორგანოებითა და სხვა ინსტრუმენტებით, და იწყებს ცხოვრების ახალ ციკლს შესაბამისად იმ საქმეების შედეგებისა, რომლებიც წინა სხეულში იყო დაგროვილი.
ინდუიზმის ხატოვან გამოთქმებში ჩანდრალოკაში სულის ყოფნა არის ზეცაში გატარებული დრო ღვთაების (ნახევაღმერთის) ხარისხში. ქრისტიანობაში და ისლამში ასეთ არსებებს ანგელოზები ჰქვიათ. ამ ღვთაებების მეთაურისთვის მიცემული სახელი დევენდრა მიუთითებს უმაღლესი ძალაუფლების ქონაზე. ათასობით სული ავიდა ამ დონემდე.
visama vritti pranayama
ზამთარში თუ ნება იქნება...ინდოეთში მივემგზავრები, თუ ნება იქნება და მოხერხდა...პრემა-ბაბას მშობლებს ვიხილავ...
Existence
visama vritti pranayama

მედიტირეებ .... ?
visama vritti pranayama
Existence

გაძნი ლოტოსშია...smile.gif

ჯერ ვსუნთქავ...მერე ვჯდები smile.gif
soi
cegan vipove es saiti.. http://www.ezoterika.ge/index.php?option=c...=3&Itemid=4
tqven postebs rom vlitxulob vegar gavige vis azrs vendo.. biggrin.gif chemtvis ragac siaxlea jer.. modzgvrebis kitxvas vicyeb da vnaxav ra shtabechdilebas datovebs..smile.gif
GIORGI LELUASHVILI
smile.gif smile.gif smile.gif
http://church.ge/index.php?showtopic=8948
I AM
თქვენ რატომ შეყავხართ თქვენს სურვილებს შეცდომაში? როგორც არარეალურია სახლები, ნანახი სიზმარში, ასევე წარმავალია თქვენი განხორციელებული სურვილები. ამიტომ საჭიროა აკონტროლო საკუთარი ჭკუა. თუ თქვენ შეამცირებთ თქვენი სხეულის მიბმულობას, თქვენი სხეული იქნება მთელი და უვნებელი.
ძველები ამტკიცებდნენ, რომ ნეტარება შედგება თქვენი ნამდვილი ფორმის ვიზუალირებაში, რომელიც არის ატმას პრინციპი. ატმას შეცნობასთან მიჰყავს მხოლოდ გრძნობების სათანადო გამოყენებას. ბრძენი პატანჯალი ამბობდა:
“გრძნობების კონტროლი – ეს არის ნამდვილი იოგა”.
არ არის უფრო დიდი სადჰანა, ვიდრე ეს.
ყველა სულიერი პრაქტიკები – ისეთი, როგორიცაა ჯაფა, ღმერთის სახელის მეხოტბეობა, და ტაპასი, მონანიება, – იქნება სრულიად უსარგებლო, თუ გრძნობები არ იმყოფებინ კონტროლის ქვეშ.
თქვენ შეიძლება გეჩვენებოდეთ, რომ ადამიანის არსებისთვის შეუძლებელია თავისი გრძნობების გაკონტროლება. მაგრამ ეს კონტროლი არ ნიშნავს გრძნობათა მოქმედების სრულ შეწყვეტას.
შეასრულეთ თქვენი მოვალეობები. მაგრამ თქვენ რასაც არ უნდა აკეთებდეთ, შეასრულეთ ეს გრძნობით, რომ ეს ყველაფერი არის იმისთვის – რათა გაახარო და სიამოვნება მიანიჭო უზენაესს.
როცა თქვენ თქვენში ჩაინერგავთ ასეთ ურთიერთობას, ყველა თქვენი გრძნობები აღმოჩნდება კონტროლის ქვეშ.
zura2
QUOTE(I AM @ Sep 9 2011, 06:29 PM) *
ადამიანი ერთადერთი არსებაა სამყაროში, რომელსაც ღმერთის შეცნების უნარი აქვს

ანუ ამდენი მილიარდი გალაქტიკა თითოეული ამდენი მილიარდი ვარსკვლავით სულ ცარიელია?
I AM
QUOTE
ანუ ამდენი მილიარდი გალაქტიკა თითოეული ამდენი მილიარდი ვარსკვლავით სულ ცარიელია?


ნწუ..

სამყაროში სიცარიელე არ არსებობს, იგი ერთი მთლიანობაა smile.gif
zura2
QUOTE(I AM @ Jan 14 2012, 05:28 PM) *
ნწუ..

სამყაროში სიცარიელე არ არსებობს, იგი ერთი მთლიანობაა smile.gif

ეგ ცარიელი სიტყვებია, შენ როგორც ჩანს ვერც კი წარმოგიდგენია რა მანძილია ორ ყველაზე ახლოს მდებარე გალაქტიკას შორის... და ეგ მანძილი ბნელი ენერგიის გამო ყოველ წამს იზრდება
I AM
QUOTE
ეგ ცარიელი სიტყვებია, შენ როგორც ჩანს ვერც კი წარმოგიდგენია რა მანძილია ორ ყველაზე ახლოს მდებარე გალაქტიკას შორის... და ეგ მანძილი ბნელი ენერგიის გამო ყოველ წამს იზრდება


არა მეგობარო, არასწორად გამიგე, მე ფიზიკურ სიცარიელეს არ ვგულისხმობ (მატერიალურად ჩანს ეგრე, მაგრამ სინამდვილეში სხვა კანონზომიერებებია) ორი სიტყვით ვერ ავხსნი, ვრცელი საკითხია smile.gif
zura2
QUOTE(I AM @ Jan 15 2012, 11:15 PM) *
არა მეგობარო, არასწორად გამიგე, მე ფიზიკურ სიცარიელეს არ ვგულისხმობ (მატერიალურად ჩანს ეგრე, მაგრამ სინამდვილეში სხვა კანონზომიერებებია) ორი სიტყვით ვერ ავხსნი, ვრცელი საკითხია smile.gif

კარგი, მაშინ მოკლედ მითხარი, არსებობს თუ არა სხვა პლანეტებზე სიცოცხლე, სადმე თუნდაც მილიარდობით სინათლის წლის იქით?
მოკლედ, კი ან არა
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.