Help - Search - Members - Calendar
Full Version: ეზოთერული სწავლებები 1875 წლიდან დღემდე
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
Merlin
აქ შეგვიძლია განვიხილოთ იმ სტატიების შინაარსი, რომელსაც ვთარგმნი და დავდებ ამის თითქმის იდენტური სათაურის თემაში.
Merlin
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=2899

ამ თემაში იქნება სტატიები.
Merlin
ორიოდე სიტყვით განხილულ ირი წიგნის: საიდუმლო დოქტრინასა და იდუმალთმეტყველების ნარკვევის შესახებ.

პირველ რიგში, მე არ გირჩევდით "იდუმალრთმეტყველების ნარკვევის" ქართულად წაკითხვას, რადგან არის საკმაოდ ცუდი თარგმანი. შტაინერის მემკვიდრეობის სრულ კრებულში ამ ნაშრომის ბიბლიოგრაფიული ნომერია 13.

რუსულად და გერმანულად არის ამ საიტზე (ისევე როგორც თითქმის ყველაფერი რაც ამ ორ ენაზეა).

http://bdn-steiner.ru/modules.php?name=Ga
http://bdn-steiner.ru/modules.php?name=Ga_Rus

Die Geheimwissenschaft im Umriss
Очерк тайноведения

ხოლო ინგლისურად ეს წიგნი არის შემდეგი სათაურით:
An Outline of Esoteric Science http://www.metaphysicspirit.com/books/An%2...c%20Science.pdf



რაც შეეხება ელენა ბლავატსკაიას "საიდუმლო დოქტრინას", მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ნაშრომის სამტომეული გამოცემების წაკითხვა არ ღირს, რადგან ანი ბეზანტმა ათასობით შესწორება შეიტანა მასში და თვითნებულად დაუმატა მესამი ტომი ბლავატსკაიას შავი ფურცლებიდან. სამწუხაროდ ამ ნაშრომის თარგმანები სწორედ ამ ნაყალბევი ვერსიიდან არის გაკეთებული (თუ იცით ვინმემ რუსული ან გერმანული ორტომეული გამოცემა დადეთ). ყველაზე სანდო გამოცემა, რაც მე ვიცი, არის შემდეგი: https://www.theosociety.org/pasadena/sd-pdf/sdpdf-hp.htm
Merlin
ერთი რამ მინდა დავაზუსტო: სტატიებს, რომელთა დადებაც დავიწყე - ვდებ იმიტომ, რომ მათი შინაარსი მრავალმხრივ სასარგებლოდ მიმაჩნია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ სტატიებში გადმოცემულ ყოველ აზრსა და შეხედულებას ვეთანხმები.
chemikerin
ექსტრასენსებზე ლაზარევის მაგალითი რომ განვიხილოთ, მაგ ადამიანს იმდენი აქვს ნაწვალები თავისი კვლევებისთვის, რომ იმსახურებს პატივისცემას.

თუმცა, ის რომ ის არ ხედავს ნამდვილ სულიერ სამყაროებს ნამდვილად ცხადია. ლაზარევი არის რასისტი და სექსისტი biggrin.gif და აი აქ ჩანს ზუსტად, რომ არ აქვს ნამდვილი ხედვა..
მხოლოდ "ექიმია", რომელსაც ცოტა უფრო "ნატიფი ხელსაწყო" აქვს.. უკეთეს "რენტგენოგრამას" გვთვაზობს biggrin.gif
old_man
chemikerin
QUOTE(chemikerin101 @ 16th July 2020 - 11:56 AM) *
მხოლოდ "ექიმია", რომელსაც ცოტა უფრო "ნატიფი ხელსაწყო" აქვს.. უკეთეს "რენტგენოგრამას" გვთვაზობს

გეთანხმები
მაგრამ ექიმებს შორის ყველაზე მაღლა დგას,
ნეტა ეგეთ დონეზე იყოს თანამედროვე მედიცინა, რომ იცოდეს დაავადებების გაჩენის ენერგო-ინფორმაციული მიზეზები

ისე ის მეორე სტატია ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ეზოთერიკაში შემოდის
რომ ისწავლოს გარჩევა და გავლენის ქვეშ არ მოექცეს ექსტრასენსორული ფოკუსებით
chemikerin
QUOTE(old_man @ 16th July 2020 - 12:11 PM) *
ისე ის მეორე სტატია ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ეზოთერიკაში შემოდის
რომ ისწავლოს გარჩევა და გავლენის ქვეშ არ მოექცეს ექსტრასენსორული ფოკუსებით


კი ძალიან მნიშვნელოვანია, და სწორედ ეს არის ზოგადი პრობლემა. ერთი შეხედვით სწორმა რაღაცამ, გრძელვადიან პერსპქტივაში შეიძლება საერთოდ არ იქონიოს შედეგი ან უკუსვლაც კი მოხდეს.
ანუ ყველაფერს თავისი "ზომის" და "წონის" ყურადღება უნდა მიექცეს, მაგრამ ამაზე მეტი არა..
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.