![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
![]() YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ეს სწავლება გვეუბნება, რომ არსებობს სულიერად მაღალ საფეხურზე მდგომი ინდივიდებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც ჰქვია თეთრი საძმო. ასეთი სულიერი ინდივიდები არიან იესო, გაუტამა ბუდა, სენ-ჟერმენი, მოსე, ლაო ძი, კონფუცი, კრიშნა, ზარატუსტრა, ელ მორია (აბრაამი), კუტ ჰუმი (პითაგორა), ილარიონი (პავლე მოციქული) და სხვანი (მათზე არის ბევრი ინფორმაცია შეგიძიათ მოიძიოთ). თეთრი საძმოს მიზანია დაეხმაროს დედამიწას და მის მოსახლეობას განვითარებაში. ასწავლოს ხალხს, რომ სიყვარული არის გზა, სიცოცხლე და ჭეშმარიტება. თეთრმა საძმომ, რომლის შესახებაც ინფორმაცია დიდი ხნის განმავლობაში დაფარული იყო მასისთვის, XIX საუკუნის მეორე ნახევარში გადაწყვიტა, რომ დრო მოვიდა, რათა მან გამოავლინოს საკუთარი თავი. ხალხის ცნობიერება მეტნაკლებად განვითარდა იქამდე, რომ ადამიანთა შედარებით დიდ რაოდენობას შესწევს უნარი გაიგოს და აღიქვას ჭეშმარიტება. ამიტომ ამაღლებულმა მეუფეებმა ელენა პეტროვნა ბლავატსკაიასთან თანამშრომლობით 1875 წელს დააარსეს თეოსოფიური საზოგადოება (Theosophical Society). ეს საზოგადეობა შეიქმნა იმისათვის, რომ გაევრცელებინა სულიერი იერარქიის სწავლება. ამ საზოგადეობაში შედიოდნენ ისეთი მნიშმელოვანი ოკულტისტები როგორებიც არიან თავად Helena Blavatsky, Henry Steel Olcott, William Quan Judge, Charles Webster Leadbeater, Annie Besant, Alice Bailey, Rudolf Steiner და სხვანი. მათ წიგნებში უდიდესი ცოდნაა გადმოცემული, რადგან ისინი თავად ამაღლებული მეუფეების მიერ სწავლობდნენ და იწვრთნებოდნენ. თვითოეულ მათგანს განსხვავებული სულიერი გამოცდილება აქვს, ამიტომ, იმისდა მიუხედავად, რომ ამ საზოგადეობის ცენტრალური ფიგურა მაინც ბლავატსკაია იყო, დანარჩენი წევრები არანაკლებ ცოდნას ფლობდნენ.
ამ საზოგადოებას გარკვეული მიზეზების გამო გამოეყო რუდოლფ შტაინერი (Rudolf Steiner) და 1913 წელს ჩამოაყალიბა საკუთარი ოკულტური დისციპლინა, რომელსაც ანთროპოსოფია უწოდა. ამას მოჰყვა ნიკალაი და ელენა რერიხების (Nicholas & Helena Roerich) მიერ 1920 წელს დაარსებული აგნი იოგას საზოგადოება (Agni Yoga Society). რერიხების ოჯახი ისევე, როგორც ელენა ბლავატსკაია ახლო კავშირში იყო ამაღლებულ მეუფე ელ მორიასთან (რომელიც ერთ დროს აბრაამად იყო განსხეულებული) და რაღა თქმა უნდა, თეთრ საძმოს ემსახურებოდა. 1930 წელს ამერიკელი ოკულტისტების გაი და ედნა ბალარდების (Guy & Edna Ballard) ოჯახმა მეუფე სენ-ჟერმენის შეწევნით დააარსა ‘მე ვარ’ მოძრაობა ("I AM" Activity). ამას მოჰყვა ჯერალდინ ინოსენტის (Geraldine Innocente) The Bridge to Freedom (1951) და მარკ ფროფეთის (Mark Prophet) The Summit Lighthouse (1958), შემდეგში მისი ცოლის ელიზაბეტ კლერ ფროფეთის (Elizabeth Clare Prophet) მიერი 1975 წელს რეორგანიზებული, როგორც Church Universal and Triumphant (1975). ეს ოკულტისტები შრომობდნენ იმისათვის, რომ იერარქიის სწავლება მიეტანათ ადამიანებამდე. ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა სხვა ავტორები და საზოგადოებებიც არსებობს, რომელებიც იმავე საქმეს ემსახურებიან, მაგალითად ჩვენი თანამედროვე ბენჟამინ კრემი (Benjamin Creme). რაც შეეხება თავად ამ ოკულტისტებს და მათ რაობას. ისინი იერარქიის სწავლებასთან და მის პრინციპებთან არიან ნაზიარები, იმის და მიუხედავად, რომ ძირითადი კონცეფციები მათ საერთო აქვთ, ისინი პირადი გამოცდილებიდან ლაპარაკობენ, ამიტომ თითოეული მათგანის ცოდნა და გამოცდილება განუმეორებელია. -------------------- |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() VIOLET soul ![]() Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
წესი 8
"როცა მოსწავლე პორტალს უახლოვდება, დიდმა შვიდმა უნდა გამოიღვიძოს და გამოიწვიოს პატარა შვიდის გამოხმაურება ორმაგ წრეზე". ეს ძალიან რთული წესია, რომელიც თავის თავში მოიცავს საფრთხის ელემენტებს ადამიანისთვის, რომელიც ძალიან ადრე წყვეტს გადამწყვეტი გზის გავლას. სიტყვასიტყვით ამის ინტერპრეტაცია ასე შეგვიძლია: განდობის პრეტენდენტმა რაღაც დონეზე უნდა შეძლოს თავის შვიდი ცენტრის ვიბრაციის გამოღვიძება და ამით გააძლიეროს სხეულის შვიდი ცენტრის ვიბრაციული აქტიურობის გაძლიერება ეთერულ პლანზე. ამით ასევე ურთიერთზიარი ვიბრაციის მეშვეობით იმოქმედოს შვიდ ფიზიკურ ცენტრზე, რომლებიც გარდაუვალად სტიმულირდებიან, როცა ეთერული ცენტრები თავიანთ მაქსიმალურ ვიბრაციას აღწევენ. არ არის აუცილებელი ამის დაწვრილებით მოყოლა, საკმარისია იმის თქმაც, რომ როცა შვიდი თავის ცენტრი ეხმიანება ეგოს, შემდეგი შვიდი ცენტრი: 1. თავის, როგორც ერთიანი ცენტრი; 2. გულის ცენტრი; 3. ყელის ცენტრი; 4. მზის წნული; 5. ხერხემლის ფუძე; 6. ელენთა; 7. გამრავლების ორგანოები - ასევე განიცდიან ზემოქმედებას, მაგრამ მიმართულს განწმენდისკენ და კონტროლისკენ. ეს იწვევს შედეგებს ფიზიკურ ორგანოებში. რომელთა მეშვეობითაც ადამიანი ფიზიკურ პლანზე ფუნქციონირებს. მაგალითად, ამ დროს ადამიანს შეუძლია ცნობიერად გადაიტანოს შემოქმედებითი ცეცხლი და ენერგია გამრავლების ორგანოებიდან ყელში, ან გულის ცნობიერი მართვით შეაჩეროს ფიზიკური სხეულის ცხოველქმედება. ეს მიიღწევა არა იმით, რასაც ჰათჰა-იოგას პრაქტიკას უწოდებენ, ანუ ყურადღების კონცენტრაციას ფიზიკურ ორგანოებზე, არამედ შინაგანი ღმერთის ძალაუფლების გაძლიერებით, რომელიც ყელის ცენტრიდან მოქმედებს და ყველაფერზე უფლობს. ამიტომ კანდიდატი ყველა თავის ენერგიას სულიერი ცხოვრების განვითარებისკენ მიმართავს, ამასთან ეს განვითარება წარმოადგენს სწორი აზროვნების, მედიტაციის და მსახურების შედეგს. შეისწავლის რა ღრმად ყველაფერს, რისი ცოდნაცაა საჭირო ენერგიისა და მისი ფოკუსების შესახებ, იგი თავისი ცხოვრების კოორდინირებას ისე ახდენს, რომ სული მისი მეშეობით ვლინდებოდეს. დღეისათვის ეს კვლევები შესაძლოა უსაფრთხო იყოს მხოლოდ ჯგუფურ მუშაობაში და მასწავლებლის ხელმძღვანელობით; მოსწავლეები ვალდებულებას იღებენ, რომ თავი შეიკავონ ცხოვრებაში ყოველგვარი ექსპერიმენტებისგან და ასევე ვალდებულებას იღებენ, რომ ქარაფშუტულად არ ეთამაშებიან თავიანთი სხეულის ცეცხლებს. ისინი უბრალოდ ისწრაფვიან თეორიული გაგებისკენ და მსახურებისკენ. ცენტრები ბუნებრივად ვითარდებიან, როცა კანდიდატი ცდილობს ჭეშმარიტად და საქმით უყვარდეს თავისი ძმა, იმსახუროს მთელი გულით, ჯანსაღად იაზროვნოს და თვალ-ყური ადევნოს საკუთარ თავს. იგი ასევე იწერს ყველაფერს, რაც როგორც თავის შინაგან ცხოვრებაში ხედავს, დაკავშირებულია ცენტრების ევოლუციასთან. ეს ჩანაწერები შეუძლია ნახოს მასწავლებელმა, კომენტარები და დასკვნები გააკეთოს, და ასე დაგროვებული ინფორმაციის ნაწილი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ჯგუფური მოხმარებისთვის. ასე შეიძლება სასარგებლო ცოდნის დაგროვება. კანდიდატი, რომელიც ბოროტად იყენებს თავის ცოდნას და საკუთარ თავს უფლებას აძლევს, რომ მიეცეს ისეთ პრაქტიკას, როგორიცაა „სუნთქვა განვითარებისთვის“ ან ცენტრებზე კონცენტრირება, უცილობლად მარცხს განიცდის თავის მცდელობებში - მიაღწიოს პორტალს და ამის საფასური ფსიქიური შეშლილობა, ნევრასთენიული მდგომარეობები და სხვადასხვა ფიზიკური ავადმყოფობები იქნება. თარგმნა : მამუკა გურული Atm@n ![]() -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 18th June 2024 - 05:26 PM |