ამაღლებულ მეუფეთა სწავლება, Ascended Master Teachings |
ამაღლებულ მეუფეთა სწავლება, Ascended Master Teachings |
Feb 14 2015, 05:49 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს სწავლება გვეუბნება, რომ არსებობს სულიერად მაღალ საფეხურზე მდგომი ინდივიდებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც ჰქვია თეთრი საძმო. ასეთი სულიერი ინდივიდები არიან იესო, გაუტამა ბუდა, სენ-ჟერმენი, მოსე, ლაო ძი, კონფუცი, კრიშნა, ზარატუსტრა, ელ მორია (აბრაამი), კუტ ჰუმი (პითაგორა), ილარიონი (პავლე მოციქული) და სხვანი (მათზე არის ბევრი ინფორმაცია შეგიძიათ მოიძიოთ). თეთრი საძმოს მიზანია დაეხმაროს დედამიწას და მის მოსახლეობას განვითარებაში. ასწავლოს ხალხს, რომ სიყვარული არის გზა, სიცოცხლე და ჭეშმარიტება. თეთრმა საძმომ, რომლის შესახებაც ინფორმაცია დიდი ხნის განმავლობაში დაფარული იყო მასისთვის, XIX საუკუნის მეორე ნახევარში გადაწყვიტა, რომ დრო მოვიდა, რათა მან გამოავლინოს საკუთარი თავი. ხალხის ცნობიერება მეტნაკლებად განვითარდა იქამდე, რომ ადამიანთა შედარებით დიდ რაოდენობას შესწევს უნარი გაიგოს და აღიქვას ჭეშმარიტება. ამიტომ ამაღლებულმა მეუფეებმა ელენა პეტროვნა ბლავატსკაიასთან თანამშრომლობით 1875 წელს დააარსეს თეოსოფიური საზოგადოება (Theosophical Society). ეს საზოგადეობა შეიქმნა იმისათვის, რომ გაევრცელებინა სულიერი იერარქიის სწავლება. ამ საზოგადეობაში შედიოდნენ ისეთი მნიშმელოვანი ოკულტისტები როგორებიც არიან თავად Helena Blavatsky, Henry Steel Olcott, William Quan Judge, Charles Webster Leadbeater, Annie Besant, Alice Bailey, Rudolf Steiner და სხვანი. მათ წიგნებში უდიდესი ცოდნაა გადმოცემული, რადგან ისინი თავად ამაღლებული მეუფეების მიერ სწავლობდნენ და იწვრთნებოდნენ. თვითოეულ მათგანს განსხვავებული სულიერი გამოცდილება აქვს, ამიტომ, იმისდა მიუხედავად, რომ ამ საზოგადეობის ცენტრალური ფიგურა მაინც ბლავატსკაია იყო, დანარჩენი წევრები არანაკლებ ცოდნას ფლობდნენ.
ამ საზოგადოებას გარკვეული მიზეზების გამო გამოეყო რუდოლფ შტაინერი (Rudolf Steiner) და 1913 წელს ჩამოაყალიბა საკუთარი ოკულტური დისციპლინა, რომელსაც ანთროპოსოფია უწოდა. ამას მოჰყვა ნიკალაი და ელენა რერიხების (Nicholas & Helena Roerich) მიერ 1920 წელს დაარსებული აგნი იოგას საზოგადოება (Agni Yoga Society). რერიხების ოჯახი ისევე, როგორც ელენა ბლავატსკაია ახლო კავშირში იყო ამაღლებულ მეუფე ელ მორიასთან (რომელიც ერთ დროს აბრაამად იყო განსხეულებული) და რაღა თქმა უნდა, თეთრ საძმოს ემსახურებოდა. 1930 წელს ამერიკელი ოკულტისტების გაი და ედნა ბალარდების (Guy & Edna Ballard) ოჯახმა მეუფე სენ-ჟერმენის შეწევნით დააარსა ‘მე ვარ’ მოძრაობა ("I AM" Activity). ამას მოჰყვა ჯერალდინ ინოსენტის (Geraldine Innocente) The Bridge to Freedom (1951) და მარკ ფროფეთის (Mark Prophet) The Summit Lighthouse (1958), შემდეგში მისი ცოლის ელიზაბეტ კლერ ფროფეთის (Elizabeth Clare Prophet) მიერი 1975 წელს რეორგანიზებული, როგორც Church Universal and Triumphant (1975). ეს ოკულტისტები შრომობდნენ იმისათვის, რომ იერარქიის სწავლება მიეტანათ ადამიანებამდე. ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა სხვა ავტორები და საზოგადოებებიც არსებობს, რომელებიც იმავე საქმეს ემსახურებიან, მაგალითად ჩვენი თანამედროვე ბენჟამინ კრემი (Benjamin Creme). რაც შეეხება თავად ამ ოკულტისტებს და მათ რაობას. ისინი იერარქიის სწავლებასთან და მის პრინციპებთან არიან ნაზიარები, იმის და მიუხედავად, რომ ძირითადი კონცეფციები მათ საერთო აქვთ, ისინი პირადი გამოცდილებიდან ლაპარაკობენ, ამიტომ თითოეული მათგანის ცოდნა და გამოცდილება განუმეორებელია. -------------------- |
|
|
Oct 28 2015, 01:01 AM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამონარიდი ოლმეკის წიგნიდან "კატისებრთა მოძრაობები"
გრავიტაციის ჯირკვალი - ადამინებს ჰგონიათ რომ გრავიტაცია საგნების ფიზიკური მახასიათებელია და მათ მასაზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს მართალი არ არის. არსებობს კავშირი მასასა და გრავიტაციას შორის, მაგრამ დამოკიდებულება არა. განდობილებს გაემხილებათ ამ ჯირკვალის რეალური და ოკულტური შესაძლებლობის შესახებ. წიგნებში ის მხოლოდ გულის ცენტრად მოიხსენიება, მაგრამ მისი შესაძლებლობები გრანდიოზულია........... გაგრძელება და პრაქტიკა ლინკზე http://agmdgenivarjishebi.ru/Gravitaciis%20jirkvali.htm -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 14th June 2024 - 06:19 PM |