სიყვარული დაავადებაა? |
სიყვარული დაავადებაა? |
Aug 5 2014, 10:31 AM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სიყვარული ფსიქიკურ დაავადებათა სიაში შეიყვანეს
სიყვარული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაზაციამ ფსიქიკურ დაავადებათა სიაში ოფიციალურად შეიყვანა და საკუთარი ნომერიც მიანიჭა - F63.9. თავისი მახასიათებლებით, სიყვარული ისეთ დაავადებათა რიცხვში შედის, როგორებიცაა ალკოჰოლიზმი, ტოქსიკომანია, კლეპტომანია და ა. შ. მედიკოსების თქმით, დაავადება სიყვარულის სიმპტომებია: აკვიატებული ფიქრები, ხასიათის ხშირი ცვალებადობა, საკუთარი თავის შეცოდება, უძილობა, იმპულსური ქცევა, არტერიული ჰიპერტენზია, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქცია, არითმია, და აკვიატებული იდეის სინდრომი. ამასთან, მექსიკის ნაციონალური ავტონომიური უნივერსიტეტის პროფესორ მონტემაიორ ფლორესის განცხადებით, დაავადება სიყვარულს ფიზიოლოგიური მიზეზები იწვევს და მისი ხანგრძლივობა 4 წელია. http://frontnews.ge/ge/news/50592 რამდენიმე ხნის წინ მივედი ამ დასკვნამდე, რომ ხლოვნურად შეიძლება სიყვარულის გამოწვევა, მაგალითად ემოციურ პლანზე ზემოქმედებით და ასევე შეიძლება მისგან განკურნებაც. მე ადამიანის სხეულს კარგად არ ვიცნობ და იქნებ ფიზიკური ჩარევითაც შეიძლება ამ შედეგების მიღწევა, როგორც "ბდნიერების შეგრძნების" გამოწვევა და ა.შ. ამ თემებზე გვისაუბრია ადრე. სიყვარულის საერთო გაგება - რელიგიით მოწოდებული სიყვარული, ღმერთი სიყვარულია, სიყვარული მარადიულია და ა.შ. საქართველოში (ნუ სადაც მე თვალი მიმიწვდება და დაკვირვბა შემიძლია) ფუჭი სიტყვებია, სხვადასხვა მსოფლმხედველობებში გაჟღერებული უპირობო სიყვარული მაგრად ეშლებათ ხოლმე ერთმანეთი რომ მოსწონთ იმაში, და ხშირად მართლაც აკვიატებაში. ეს ორი ცნება უნდა გაირჩეს ჯერ ერთმანეთისგან, ამიტომ ამ სტატიის ავტორი უღმერთოა და ქართველობას გვართმევენ კომენტარები სიცილს მგვრის. თქვნს აზრს ველოდები -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Sep 15 2016, 10:21 AM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ქრისტემ თქვა: გიყვარდეთ მოყვასი თქვენი!
აქედან სრულიად ბუნებრივი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ. გიყვარდეთ ნიშნავს, რომ არ გიყვარს და უნდა შეიყვარო. უნდა შეიყვარო ნიშნავს იმას რომ ძალისხმევა უნდა გამოიყენო რათა შეიყვარო. ბუნებრივად ვინც გიყვარს ის უკვე გიყვარს, მარა ვინც არ გიყვარს? აქედან ის გამოსავალია, რომ ხელოვნურად უნდა შეიყვარო, ბუნებრივად შეყვარებას რომ დაელოდო ათასი ინარნაცია არ გეყოფა იმისათვის, რომ განთავისუფლებას მიაღწიო. გინდა ეკლესიური ადამიანები ავიღოთ, საერო ცხოვრებაში ან მონასტერში: ისინი ლოცულობენ, ნამდვილი ლოცვა კი არაფერია თუ არა სიყვარულის გამოწვევა (ღმერთთან ურთიერთობა). განა ხელოვნური არაა როცა იცი რომ ლოცვაა საჭირო და იწყებ ლოცვას? იგივე შეიძლება ითქვას ბუდისტებზე, ინდუისტებზე და ასე შემდეგ... რა თქმა უნდა ბუნებრივადაც შეიძლება უბრალოდ მოგინდეს ლოცვა და ილოცო, ან ბუნებრივად იგრძნო სიყვარული მარა, მაგას ვერ დაელოდები, ინერცია ისეთი ძალით მიაქანებს ადამიანს ყველაფერი ცუდისკენ, რომ დინებას თუ გაყვები აუცილებლად ჩაგჩეხავს. ბუნებრივად იქ ხარ სადაც ხარ, თუ უფრო მეტი გინდა ძალისხმევაა საჭირო. სიტყვა ხელოვნური შეიძლება ცუდად ჟღერს და ეს იწვევს წინააღდეგობას. შეგვიძლია ჩავანაცვლოთ სიტყვით ძალისხმევით გამოწვევა. -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st June 2024 - 12:04 PM |