სიყვარული დაავადებაა? |
სიყვარული დაავადებაა? |
Aug 5 2014, 10:31 AM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სიყვარული ფსიქიკურ დაავადებათა სიაში შეიყვანეს
სიყვარული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაზაციამ ფსიქიკურ დაავადებათა სიაში ოფიციალურად შეიყვანა და საკუთარი ნომერიც მიანიჭა - F63.9. თავისი მახასიათებლებით, სიყვარული ისეთ დაავადებათა რიცხვში შედის, როგორებიცაა ალკოჰოლიზმი, ტოქსიკომანია, კლეპტომანია და ა. შ. მედიკოსების თქმით, დაავადება სიყვარულის სიმპტომებია: აკვიატებული ფიქრები, ხასიათის ხშირი ცვალებადობა, საკუთარი თავის შეცოდება, უძილობა, იმპულსური ქცევა, არტერიული ჰიპერტენზია, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქცია, არითმია, და აკვიატებული იდეის სინდრომი. ამასთან, მექსიკის ნაციონალური ავტონომიური უნივერსიტეტის პროფესორ მონტემაიორ ფლორესის განცხადებით, დაავადება სიყვარულს ფიზიოლოგიური მიზეზები იწვევს და მისი ხანგრძლივობა 4 წელია. http://frontnews.ge/ge/news/50592 რამდენიმე ხნის წინ მივედი ამ დასკვნამდე, რომ ხლოვნურად შეიძლება სიყვარულის გამოწვევა, მაგალითად ემოციურ პლანზე ზემოქმედებით და ასევე შეიძლება მისგან განკურნებაც. მე ადამიანის სხეულს კარგად არ ვიცნობ და იქნებ ფიზიკური ჩარევითაც შეიძლება ამ შედეგების მიღწევა, როგორც "ბდნიერების შეგრძნების" გამოწვევა და ა.შ. ამ თემებზე გვისაუბრია ადრე. სიყვარულის საერთო გაგება - რელიგიით მოწოდებული სიყვარული, ღმერთი სიყვარულია, სიყვარული მარადიულია და ა.შ. საქართველოში (ნუ სადაც მე თვალი მიმიწვდება და დაკვირვბა შემიძლია) ფუჭი სიტყვებია, სხვადასხვა მსოფლმხედველობებში გაჟღერებული უპირობო სიყვარული მაგრად ეშლებათ ხოლმე ერთმანეთი რომ მოსწონთ იმაში, და ხშირად მართლაც აკვიატებაში. ეს ორი ცნება უნდა გაირჩეს ჯერ ერთმანეთისგან, ამიტომ ამ სტატიის ავტორი უღმერთოა და ქართველობას გვართმევენ კომენტარები სიცილს მგვრის. თქვნს აზრს ველოდები -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Sep 15 2016, 11:07 AM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
http://www.summitlighthouse.org/wp-content...e-chart-275.png
ამ სქემაზე (ქვევიდან) მეორე და მესამე რაცაა სინათლის სფეროებია (ანუ კაცის ფორმა პირობითად აქვს), ქვევით რაცაა ეგ არის პიროვნება, (ფიზიკურ-ეთერული, ასტრალური და მენტალური სხეულები. ანუ ერთიანობაში კაუზალური - მიზეზშედეგობრივი სხეული, ის სხეული რომელიც კარმის პრინციპსაა დამორჩილებული). მის მაღლა არის ჩვენი უმაღლესი ''მე''ები, ეგ სფეროები მაღლა მარტო ორი არ არის, უსასრულოდ გრძელდება ''ღმერთამდე'' საიდანაც მოედინება ღვთაებრივი სიყვარული, ის რაც აცოცხლებს ყველას და ყველაფერს. ანუ პრაგმატულად რომ ვთქვათ ყველა არსება ენერგეტიკული ნაკადითაა ღმერთთან დაკავშირებული საიდანაც საფეხურებად ჩამოედინება ღვთაებრივი სიყვარული. შუაში რაცაა მაგას ქვია ქრისტეს სხეულის, ანუ ქრისტე ჩვენი, იმიტომ რომ ქრისტეს პრინციპის მატარებელია, მაგას გულისხმობენ როცა ამბობენ რომ ქრისტე ჩვენშია. ადამიანი რაც უფრო წინ მიდის სულიერების გზაზე დაცილება მაგ სფეროებს შორის სულ უფრო და უფრო მცირედება მანამ სანამ სრული ერთიანობა არ მიიღწევა... -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 7th June 2024 - 03:19 AM |