ჩენელინგები ქართულად |
ჩენელინგები ქართულად |
Mar 27 2012, 10:34 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 752 Joined: 25-March 12 From: თბილისი Member No.: 6,765 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობა ფორუმის პატივცემულო წევრებო!
მე გავხსენი ახალი თემა,რათა გველაპარაკა იმაზე,თუ რამდენამ მნიშვნელოვანია ჩენელინგების წერა ქართულად!რუსულ ენაზე ბევრი არის,ინგლისურზეც ბევრი არის,ქართულზეც არის,მაგრამ იშვიათათ თუ ამოტივტივდება ხოლმე,ისეთი დონით არ არის,როგორც სხვა ენებზე. ამიტომ,მე პატივცემულო ფორუმელებო,მოგიწოდებთ,რომ ატვირთოთ რაც შეიძლება მეტი ჩენელინგი ქართულად! ვისაც სათარგმნ დონეზე ესმის რუსული ან ინგლისური,ვთარგმნოთ ჩენელინგები!რომ უფრო მეტმა ქართველმა გაახილოს თვალები,და მოემზადოს სულიერად,აიმაღლოს ცნობიერება და იპოვოს თავისი თავი!თქვენც იცით რამდენად მნიშვნელოვანია ეს.ვთარგმნოთ.აქ უკვე ჩვენ გავკისრია ხელის მიმწოდებლების და მოსიყვარულე არსებების როლი! -------------------- |
|
|
Oct 15 2018, 11:57 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
'''მართლა გაინტერესებს? ტყვილა ხო არ მალაპარეკებ?'''
მართლა მაინტერესებს ''''რა გარანტია გაქვთ, რომ ახალი აღთქმის 27 წიგნი ორიგინალია და ქრისტეს სწავლებისა და ცხოვრების ჭეშმარიტად ამსახველია და არა ნაყალბევი? რითი ხელმძღვანელობთ, როდესაც ამ წყაროებზე დაყრდნობით მიყვებით თქვენს სწავლებას და უქადაგებთ სხვებს?!''' პირველ რიგში, მე არავის არაფერს არ ვუქადაგებ. თუ რამეს ვამბობ ვცდილობ არგუმენტირებულად ვილაპარაკო, და თუ ვინმე ჩამეკითხება თითოეულ საკითხზე კიდევ უფრო მეტი არგუმენტის მოტანა შემიძლია ვიდრე აქ ვწერ ხოლმე. მით უმეტეს რასაც აქ ვწერ უფრო მეტად კრიტკული ხასიათისაა ხოლმე, ანუ იმას უფრო ვლაპარაკობ რა არის არასწორი და გაცილებით ნაკლებს იმაზე რაც მე მიმაჩნია სწორად, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მაქსიმალურად ვერიდები მეთვითონ შევთავაზო ვინმეს რამე გარკვეული მიზეზების გამო. მე სახარების ჭეშმარიტების აღიარებამდე ეზოთერული ნაშრომების გაცნობის გზით მივედი. ანუ ჯერ სახარება კი არ დავიჯერე და ვირწმუნე და მერე შევარჩიე იმის მიხედვით სწორი ეზოთერიკა რომელია და რომელი არა, არამედ პირიქით. ეზოთერულ ცოდნის მრავალმხრივმა კვლევამ მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ რაც სახარებაში წერია ჭეშმარიტებაა, იმ მარტივი მიზეზის, გამო, რომ ის ავტორები ვინც მე სანდოდ მივიჩნიე ადასტურებენ თავისი უშუალო სულიერი შემეცნებით (ანუ ნათელხილვის გზით შემეცნებული სულიერი სამყაროების საფუძველზე) იმას რომ სახარებაში რაც წერია, და არამარტო სახარებაში ჭეშმარიტებაა. ეს ადამიანები ხსნიან სახარების რეალურ მნიშვნელობას, რადგან ხელდასხმულის მიერ დაწერილი ტექსტის ფარული მნიშვნელობის ამოხსნა ისევ ხელდასხმულს შეუძლია, რის შედეგადაც სხვა ადამიანებისთვისაც ხდება ის გასაგები. ქრისტეან ხელდასხმულებს უშუალოდ აქვთ უნარი სამების ხილვისა (მაგალითად ფსევდო დიონისე აროპაგელს), ანუ ისინი ხედავენ სამებას, რომელიც ყველა სხვა სულიერ იერარქიაზე მაღლა დგას, რომლის მიერაცაა სამყარო შექმნილი და რომლის მეორე ჰიპოსტასი - ძე ღმერთი - ქრისტე ადამიანად განსხეულდა პირველ საუკუნეში, რათა ადამიანისთვის განღმრთობის შესაძლებლობა მიეცა, როგორც წერია იოანეს სახარების პირველ თავში: 10. ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი. 11. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს. 12. ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი; -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 12th June 2024 - 01:15 PM |