ჩენელინგები ქართულად |
ჩენელინგები ქართულად |
Mar 27 2012, 10:34 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 752 Joined: 25-March 12 From: თბილისი Member No.: 6,765 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობა ფორუმის პატივცემულო წევრებო!
მე გავხსენი ახალი თემა,რათა გველაპარაკა იმაზე,თუ რამდენამ მნიშვნელოვანია ჩენელინგების წერა ქართულად!რუსულ ენაზე ბევრი არის,ინგლისურზეც ბევრი არის,ქართულზეც არის,მაგრამ იშვიათათ თუ ამოტივტივდება ხოლმე,ისეთი დონით არ არის,როგორც სხვა ენებზე. ამიტომ,მე პატივცემულო ფორუმელებო,მოგიწოდებთ,რომ ატვირთოთ რაც შეიძლება მეტი ჩენელინგი ქართულად! ვისაც სათარგმნ დონეზე ესმის რუსული ან ინგლისური,ვთარგმნოთ ჩენელინგები!რომ უფრო მეტმა ქართველმა გაახილოს თვალები,და მოემზადოს სულიერად,აიმაღლოს ცნობიერება და იპოვოს თავისი თავი!თქვენც იცით რამდენად მნიშვნელოვანია ეს.ვთარგმნოთ.აქ უკვე ჩვენ გავკისრია ხელის მიმწოდებლების და მოსიყვარულე არსებების როლი! -------------------- |
|
|
Oct 17 2018, 09:17 AM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
'''როცა მედიუმს და იმ არსებას შორის ხდება მჭიდრო კონტაკტი მედიუმი იმ პოროვნებას გრძნობს იმის ხასიათს იმის ენერგიას და ყველაფერს.
ყველაფერი გადმოიტანე რეალურ ცხოვრებაში. შენ რო შეხვდები აქ ადამიანს ხო ხვდები ეს ადამიანი ნორმალური კულტურულია თუ არის გაძვერა და შენგან რამის წართმევა უნდა. მერე როცა მაგალითად შენ ათი წელია ფიზიკას სწავლობ და შეხვდი ადამიანს რომელიც გეუბნება რომ მე ფიზიკოსი ვარ, და შენ უსმევ კითხვებს ფიზიკის შესახებ პირველი კითხვიდანვე ხო მიხვდები ეს კაცი ნამდვილად ფიზიკოსია თუ ბოდავს რაღაცეებს? რათქმაუნდა მიხვდები.'''' ანუ ორი კრიტერიუმი გვაქვს: 1) გრძნობებით უნდა მივხდეთ 2) ცოდნა უნდა შევამოწმოთ მათი. 1) ოკულტიზმში ცნობილია ისეთი ნათელი არსებების შესახებ, რომლებსაც ანგელოზებისგან ვერაფრით გაარჩევ თუ არ იცი როგორ. გარდა ამისა არის არსებების კონკრეტული კატეგორია, რომლებიც სწორედ იმით არიან დაკავებულები, რომ ნათელ არსებად, დიად მასწავლებლებად მოგევლინონ და დაგარწმუნონ თავისკეთილმოსურნეობაში. ამას ემატება აზრფორმები, კარგ და მცოდნე არსებებზე, რომელიც ყველა ადამიანის ერთობილი ძალისხმევით იქმნება და კიდევ უამრავი რამ. 2) მე რასაც ვუყურებ ჩენელინგებში ორი ვარიანტია ხოლმე: ან სრულიად არაფრისმთქმელ ბოდვასთან გვაქვს საქმე, ან მიზანმიმართულ სიცრუესთან. ჯერ ერთი, რომ თუ ვინმე მოვა მოსატყუებლად რეალური არსება იმან თავისუფლად შეიძლება გარკვეული ცოდნა გადმოგცეს, და ამ ნამდვილი ცოდნის გადმოცემა ტყუილის ნაწილი იქნება, იმიტომ რომ აბსოლიტური ტყუილი ადვილი გამოსაცნობია. და მეორე საკითხი ისაა, რომ ისეთი რამის შესახებ ცოდნა, რაზეც ჩვენ უშუალოდ არ გვაქვს წვდომა, სულ თავისუფლად შეიძლება ცოდნა გვეგონოს მაშინ როდესაც ფულტლიერი და ყალბი ცნობები აღმოჩნდეს. გადახედეთ ალისა ბეილის წიგნებს, ამისი ყველაზე ნათელი მაგალითია, ოციდაოთხი ტომია დაწერილი ისე, რომ შთაბეჭდილება შექმნას ვითომ დიად საიდუმლოებებს გაზიარებს, ნახაზები, სქემები, ფორმულები, და ასე შემდეგ მაგრამ სრული სიცრუეა, კარიკატურაა ოკულტიზმის, ცარიელი არაფრისმთქმელი სიტყვების კორიანტელია, რომელშიც გახვეულია ის არასწორი იდეები და ის მიზნები, რომელსაც კაცობრიობისადმი მტრულად განწყობილი არსებები ისახავენ მიზნად. ამ ორი კრიტერიუმით ოკულტიზმში გზის გაგნების იმედის ქონა სრულ გულუბრყვილობამდე მიგვიყვანს... ეგ კი არა სიზმარში პირდაპირ შეიძლება მოგევლინოს იესო და ბუდა და ეჭვს ვერაფრით შეიტან, ვერც ვიზუალურად და ვერც გრძნობის მიერად რომ ნამდვილად იესო შეიძლება რომ არ იყოს. მით უმეტეს იმისათვის რომ იესო დაგესიზმროს შეიძლება თავს იგიჟებდე პრაქტიკებით და მთელ ცხოვრებას უძღვნიდე, ხოდა ამ დროს ის აზრი გებადება: აბა ამდენი ძალისხმევის შემდეგ რასაც მე ვდებ, განა სიცრუეს ვიმსახურებ? განა შეიძლება ჩემთან ნამდვილი იესო არ მოვიდეს, მე ხომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვდებ? ხოდა ამ აზრის შემდეგ მთავრდება კრიტიკული შეფასების უნარი და ნახვდის ცნობიერების სიცხადევ... ''''ნეგატიური და პოზიტიური არსების გარჩევა ალბათ უფრო ძნელია მაგრამ, მცოდნე მაინც მიხვდება ალბათ.''' კი მცოდნე ნამდვილად მიხვდება, მაგრამ არა მედიუმი და არა გულუბრყვილო პრაქტიკოსი, რომელსაც ყველაფერი მარტივად ჰქგონია, მაშინ როდესაც არაფერი არაა მარტივად ოკულტიზმში. მარტივი ოკულტიზმი არ არსებობს, არ არსებობს საიდუმლო რომელიც ადვილად შეიმეცნება. მარტივ ეზოთერიკას ვინც ეძებს და რთული ტექსტები აშინებს ის სიცრუისთვისაა განწირული. -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 13th June 2024 - 06:57 AM |