IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> პრომეთე ბაფომეტი და მაჰავატარ ბაბაჯი და მისი კრია იოგა
starscream
post Nov 22 2018, 11:46 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობათ მოკლედ ძალიან დაინტერესებული ვარ მაჰავატარ ბაბაჯის კრია იოგათი მოკლედ არამარტო კრია იოგაში ასევე ლამის ყველა იოგაში არის სულიერი თვალი, აჯნა ჩაკრა, ქრისტეს ცნობიერება რომელიც 5 ქიმიანი ვარსკვლავითაა აღნიშნული რომელიც ჩანს მესამე თვალტან მედიტაციის დროს და მასში უნდა შეხვიდე. ასევე ნუ კუნდალინიც ყველამ იცის ეხლა ავიღოთ ბაფომეტი ყველა ის სიმბოლო აქვს რაც იოგაში არის მოცემული კუნდალინის "კადუცეი" სულიერი თვალის სიმბოლო ეს 5 ქიმიანი ვარსკვლავი რქებიც და ცეცხლი სახსარა ჩაკრაზე პრომეთეს ჩირაღდანი ვერ გავიგე რა ხდება ოპელი?? საქმე ისაა კიდე ვიფიქირდები რამეს სხვას მაგრამ რო დავაკვირდეთ ვინაა მაჰავატარ ბაბაჯი? უკვდავი იოგი რომელსაც არც დასაბამი აქვს არც დასაწყისი უკვდავია და აძლევს კრია იოგას ლაჰირი მაჰასაიას ის თავისი არსით პრომეთეა რომელიც ჰიმალაის მთაზე ცხოვრობს კრია იოგა კი საკმაოდ ერთ ერთი ყველაზე ძლიერი იოგაა ლაჰირის მაჰასაის ცოლშვილი ყავდა და 2 ბატალიონი ბავშვევბი და ბევრი ისეთი რამის გაკეთება შეეძლო რასაც ბერებიც ვერ აკეტებდნენ. ხოდა მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები ამ ყველაფერზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Merlin
post Dec 1 2018, 01:20 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



''''ბიბლიაში წერია რომ ღმერთებმა შექმნეს შემდეგ შეეშინდათ ჩვენ ნაირი არ გახდესო და გააგდეს სამოთხიდან '''

ბიბლიაში არ წერია, რომ ღმერთებს შეეშინდათ. არც ის წერია, რომ შექმნეს და ამოთხიდან ამის გამო გააგდეს. იქ წერია, რომ ადამიანმა სიკეთისა და ბოროტების ხის ნაყოფი იგემა რის შედეგადაც განიცადა დაცემა, ამის შედეგადვე იქნა გაძევებული სამოთხიდან და სწორედ დაცემული ადამიანისგან დასაცავად დაუყენეს ედემის ბაღის შესასვლელს ქერუბიმი ცეცხლოვანი მახვილით, რომ დაცემულ ადამიანს სიცოცხლის ხის ნაყოფიც არ ეგემა.

ამ ყველაფრის გაგება ძალიან ღრმა ცოდნას მოითხოვს, და ასეთ ცოდნამდე როგორ უნდა მივიდეთ, თუ ტექსტსაც კი დამახინჯებულად წარმოვაჩენთ?

'''' რო დაააკვირდე მაგალითად კასტანედას დააკვირდე, რობერტ მონროს, რუდოლფ შტაინერს '''

ამაზე პასუხი ''იდუმალთმეტყვეების'' მესამე თავში წერია - ''ძილი და სიკვდილი''. კასტანედაც და თუ სწორად ვიცი რობერტ მონროც ცნობიერი სიზმრის პრაქტიკას იყენებდნენ. აღნიშნულ თავში შესანიშნავად არის ახსნილი რომ სიზმრის რეალობა არ არის სულიერი სამყარო, როდესაც ადამიანი სიზმრებს ხედავს ის არ იმყოფება სულიერ სამყაროში. სულიერ სამყაროში ადამიანი მაშინ გადადის, როდესაც მას უსიზმრო მკვდარი ძილით სძინავს. სწორი ნათელხილვა პირველ რიგში იმას გულისხმობს, რომ ადამიანმა შეძლოს მკვდარი ძილის ფაზაში შეიტანოს ცნობიერება და არა სიზმრებში. სიზმარში ცობიერების შეტანა და იქ გაჩერება არასწორი პრაქტიკაა, რომელიც უმთავრესად ისევ კარლოს კასტანედამ გააცნო ხალხს, და თითქმის ყველამ თანამედროვე ავტორთაგან, ჩემი აზრით, მისგან ისწავლეს და შემდეგ თავისი აღმოჩენები და მეთოდებიც დაუმატეს. თუმცა მსგავსი ტიპის პრაქტიკები დარწმუნებული ვარ აღმოსავლეთშიც იქნებოდა. არასწორი მაგია ინდოეთისთვისაც არ არის უცხო.

ამის გათვალისწინებით გასკვირი სულაც არ არის რომ შტაინერი საერთოდ სხვა რეალობებს აღწერს და სიზმართხმხილველები სხვას. შტაინერი სულიერ სამყაროებს აღწერს, და შესაბამისად ელემენტალებს, ანგელოზებს, მთავარანგელოზებს, მუსიკისა და თუ იდეების სამყაროს და კიდევ უფრო მაღალ სმყაროებს. სიზმართმხილველები კი აღწერენ მატერიალურ და ენერგეტიკულ რეალობებს, რადგან სიზმართხილვით სხვა უბრალოდ არ მიიღწევა. იმ რეალობს რომელშიც ადამიანი სიზმართხილვით ხვდება ან რომლიდანაც მედიუმები, ჩანელინგებს აკეთებენ ბალავსტაკაია უწოდებს ფსიქიკურ რეალობას, რომელიც მისი აზრის სავსეა სიცრუითა და ილუზიებით, ზემოთნახსენები ''გალაქტიკის ფედერაციის ხელმძღვანელი'' აშტარ შერანიც ამ ილუზიებით სავსე სამყაროს ნაყოფია, ამავე კატეგორიას განეკუთვნება, რადგან ისიც სწორდ მედიუმების შემოტანილია და მასზე ინფორმაცია სწორად ჩანელინგების გზით არსებობს.

ნებისმიერი პრაქტიკოსი ვისაც ჭეშმარიტებამდე სურს რომ მივიდეს, სწორად ამ დაბალ რეალობას უნდა გასცდეს, ამას კი მხოლოდ მაშინ მიაღწევს ის, თუ ცნობიერებას სიზმრებში კი არა უსიზმრო ძილში შეიტანს. ოლმეკი იქნება ეს, კასტანედა თუ სხვა რაღაც დონის ინფორმაციებს ფლობენ, რადგან ამ დაბალ რეალობაში, რომელზეც სიზმართხილვა იძლევა წვდომის საშუალებას, გარკვეული ინფორმაციის მოპოვების საშუალება შეიძლება, მით უმეტეს თუ კასტანედას მსგავსად ენერგიების დანახვასაც ისწავლის ადამიანი (ამ შემთხვევაში სერიოზულ ცოდნამდეც მიდის ადამიანი, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ენერგიების რეალობის შესახებ და არა იმის შესახებ რაც სულიერ სამყაროში ხდება), მაგრამ ასეთი ადამიანები ვერასდროს ვერ მივლენ სულიერ სამყაროს შემეცნებამდე და ობიექტურ ჭეშმარიტებამდე, რომელიც საშუალებას იძლევა ერთიანობაში იქნას აღქმული სამყაროც და ადამიანის ადგილიც მასში.

(რობერტ მონრო არ მაქვს წაკითხული, არ ვიცი ეს ადამიანი ზუსტად რას აკეთებდა, ასე რომ მისი კონკრეტული შეფასებისგან თავს შევიკავებ).


''' ჩემი აზრით ფიზიკური სხეულით ასტრალშI გასული ადამიანი და ადამიანი რომელიც გარდაიცვალა და მისი ფიზიკური სხეული არ ვარგა სხვადასხვა რამეებს ხედავს '''

თუ აქ დავაზუსტებთ და ვიტყვით, რომ იმ ასტრალში, რომელსაც ხალხი უწოდებს ასე, და რომელშიც სხეულიდან გასვლას, ცნობიერ სიზმრებს, ასტრალურ პროექციას და ყველა ასეთი სახელით ცნობილ პრაქტიკას გულისხმობენ, აბსოლიტურად მართალი ხართ. იმიტომ რომ ეგ ასტრალი არ არის სულიერი სამყარო, მნიშვნელობა იმას კი არ აქვს რომ ადამიანი სხეულიდან გადის, მნიშვნელოვანია ის, თუ სად გადის. ცნობიერება, რომ ფიზიკური სხეულიდან გამოგვაქვს, სად შეგვყავს ეს ცნობიერება ესაა მნიშვნელოვანი. მხოლოდ ერთეულებს ხელეწიფებათ ის რომ ცნობიერება ფიზიკური სხეულიდან ასტრალურ სხეულში (და არა ეთერულში ან ეგრედ წოდებულ ''დუბლში'') შეიტანონ. ამ შემთხვევაში შეძლებს ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ, იმას რომ ის სამყაროები აღიქვან, რომელშიც გარდაცვლილი ადამიანები არიან, და მათთან ერთად ელემენტალები, ანგელოზთა იერარქიები და ასე შემდეგ. ასეთი შედეგები არ მიიღწევა იმ პრაქტიკებით, რომლებიც ქვეყნდება როგორც ''ცნობიერი სიზმრის პრაქტიკა'', ''სიზმრის იოგა'', ''ასტრალური პროექცია'', ''სხეულიდან გასვლა'', ''სიზმართხილვა'', ''სიზმრის იოგა'' და ასე შემდეგ.

'''აი ეგ მერე არის რომელიც არავის არასდროს არ გამოუკვლევია და არც არანაირი ინფორმაცია არ ააქვს კაცობრიობას. '''

აი აქ კი ნამდვილად ცნებით, იმის და მიუხედავად, რომ მართალი ხართ გარკვეულწილად, როდესაც ამბობთ რომ რიგ ადამიანებს გარდაცვლილებზე მხოლოდ გარკვეულ დრომდე მიუწვდებათ, და სხვათაშორის აქ კიდევ ის ნიუანსია, რომ გარდაცვლილი საკუთარ სხეულებს იშორებს, რომელი სხეულებიც მის მეხსიერებას ატარბს გარკვეულწილად, და მაგალითად ბლავატსკაია ამბობს, რომ მედიუმები, როდესაც გარდაცვლილის სულთან ჰგონიათ, რომ კავშირს ამყარებენ სინამდვილეში სხეულების ნარჩენებია მხოლოდ და მხოლოდ.

მაგრამ ცდებით იმაში, რომ ასეთი რამეს შეუძლებლად აცხადებთ. რუდოლფ შტაინერს შეეძლო გარდაცვლილის სულის მიყოლა სულიერ სამყაროებში და ეს აღწერილი აქვს უამრავ ტომში, კონკრეტულად რომელ სამყაროში, რომელ სფეროში რა გზას გადიოდა კონკრეტული სული, და რითი და რითი იყო განპირობებული რომ ესა და ეს ადამიანი ასეთი და ასეთი იყო და ასე შემდეგ. პირადად მე სხვა არავინ ვიცი ვისაც სხვა ადამიანების ინკარნაციების დანახვა შეეძლო, და როგორც ზემოთაც დავწერე ასტროლოგებსაც დაუტოვა მინიშნებები, თუ როგორ შეეძლოთ რომ დაედასტურებინათ, რომ მისი ცნობები რეალობას შეესაბამებოდა. ექვსტომად აქვს დაწერილი, ეგრედ წოდებული კარმული ცილკები და ორი ტომია სახელწოდებით ''ცხოვრება გარდაცვლაბიდან ხელახლა დაბადებამდე'', და მთელს მის ლექციებში უამრავგზის არის აღწერილი სულიერი სამყაროები და მასში ადამიანის გასავლელი გზა და ის წინაპირობები, რომლებიც საჭიროა, რათა ადამიანმა შეასრულოს იმისათვის რომ კონკრეტული სამყაროები სწორად გაიააროს და იქ არსებულ სულებთან სწორად შეძლოს ურთიერთობის დამყარება.

''' ყველა სხვადასხვა არამეს ლაპარაკობს და ეგაა საქმე. '''

ხელდასხმულთა სწავლება ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს. ურთიერთგამომრიცხავი სწავლება მხოლოდ იმ ადამიანებისგან მოდის, ვინც ჭეშმარიტ გზაზე არ დგას.

'''სიკვდილის მერეც გონების სიმულაციაში ვრჩებით'''

ეს ჩვენ არ ვიცით, ისევ შტაინერს თუ დავუჯერებთ, მატერიალური გონებას ადგილი არ აქვს გარდაცვალების შემდეგ, და გარდაცვალების შემდეგ ადამიანი იმ რეაობაში ახერხებს ცნობიერად ყოფნს, რომელ რეალობაში შესვლისასც სიცოცხლის დროს მკვდარი ძილით ეძინა. ეს კი იმის შედეგად ხდება, რომ სულიერი ძალები ფიზიკურ არსებობაზე აღარ იხარჯება და ფიზიკური სხეულის დაშლის პარალელურად ადამიანი ახერხებს სულიერი სამყარობის ხედვის უნარს იძენს (მეტნაკლებად რა თქმა უნდა, მისი განვითარების შესაბამისად).


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
starscream   პრომეთე ბაფომეტი და მაჰავატარ ბაბაჯი და მისი კრია იოგა   Nov 22 2018, 11:46 PM
starscream   სურათ�”ბსაც �“ავა...   Nov 22 2018, 11:52 PM
starscream   https://b.radikal.ru/b22/1811/2c/57632e5ddae4.jpg   Nov 22 2018, 11:56 PM
brevalo   ამ საკითხმა მეც და...   Nov 23 2018, 01:41 PM
starscream   brevalo ამ საკითხმა მეც...   Nov 23 2018, 05:03 PM
Merlin   ''''მაგრამ რო დ...   Nov 23 2018, 05:35 PM
Merlin   ''' მაშინ ბაფომე...   Nov 23 2018, 05:40 PM
Merlin   '''თეოსოფიაში ზ...   Nov 23 2018, 05:56 PM
Merlin   ისევ კრია იოგას რო ...   Nov 23 2018, 06:33 PM
brevalo   starscream თეოსოფიაში ზუ...   Nov 23 2018, 06:39 PM
tikoroma   პრომეთე ვინა გავერ...   Nov 23 2018, 08:01 PM
tikoroma   Merlin ვინც ეზოთერიკი...   Nov 23 2018, 08:07 PM
Merlin   ''''თუ ადამიან...   Nov 23 2018, 08:07 PM
tikoroma   brevalo [/quote] [quote name='brevalo' post='1257...   Nov 23 2018, 08:08 PM
Merlin   '''ნეტავ ვინმე თ...   Nov 23 2018, 08:37 PM
starscream   ანუ რა გამოდის რო კ...   Nov 23 2018, 11:03 PM
starscream   შტაინერი თვითონ არ...   Nov 23 2018, 11:14 PM
Merlin   '''რო იძახი რო ა...   Nov 23 2018, 11:41 PM
Merlin   '''რამდენმა მოა...   Nov 23 2018, 11:48 PM
Merlin   '''შტაინერი თვი...   Nov 23 2018, 11:54 PM
Merlin   ''''რა გინდა მი...   Nov 23 2018, 11:58 PM
Merlin   ენერგეტიკის ხედვა ...   Nov 24 2018, 12:00 AM
Merlin   '''შტაინერი თვი...   Nov 24 2018, 12:06 AM
Merlin   ''''ეგ რო ნამდვ...   Nov 24 2018, 12:15 AM
Merlin   '''მიყვები ვიღა...   Nov 24 2018, 12:24 AM
starscream   Merlin ვერ გავიგე ვერა...   Nov 24 2018, 12:26 AM
Merlin   ''''ერთ რამეს ვ...   Nov 24 2018, 12:42 AM
starscream   შტაინერი სანამ არ ...   Nov 24 2018, 12:52 AM
Merlin   დედამიწის ევოლუცი...   Nov 24 2018, 12:58 AM
starscream   მომისმინე იოგები რ...   Nov 24 2018, 01:01 AM
Merlin   მაგაზე რაც დაწერე ...   Nov 24 2018, 01:01 AM
starscream   Merlin ვერ გავიგე რატო ...   Nov 24 2018, 01:03 AM
starscream   Merlin მადლობა გაიხარ...   Nov 24 2018, 01:04 AM
brevalo   Merlin რაც ჩამოწერეთ ე...   Nov 24 2018, 01:55 AM
brevalo   P.S. "ტვინის გაჩუმე...   Nov 24 2018, 10:26 AM
Merlin   starscream '''შტაინერ...   Nov 24 2018, 11:36 AM
Merlin   ''' ესეიგი შტაინ...   Nov 24 2018, 11:44 AM
Merlin   '''მერე ჩავუჯდე...   Nov 24 2018, 11:46 AM
Merlin   ''' ბუდისტები ქრ...   Nov 24 2018, 11:58 AM
Merlin   '''ქრისტე იყო გა...   Nov 24 2018, 12:03 PM
Merlin   '''' გვეყოფა ამ...   Nov 24 2018, 12:06 PM
Merlin   '''მაგიტო ამბობ...   Nov 24 2018, 12:13 PM
Merlin   ''''ვერ გავიგე ...   Nov 24 2018, 12:19 PM
Merlin   '''თუ შეგიძლია ა...   Nov 24 2018, 12:24 PM
Merlin   ''''აღარ გვინდ...   Nov 24 2018, 12:26 PM
Merlin   brevalo '''და საიდან ...   Nov 24 2018, 12:44 PM
brevalo   brevalo '''და საიდან ...   Nov 24 2018, 01:02 PM
Merlin   '''რატომ? მე ვფი...   Nov 24 2018, 12:54 PM
Merlin   '''რამე ერთი მაგ...   Nov 24 2018, 01:03 PM
Merlin   '''ანუ აქ როგორც...   Nov 24 2018, 01:07 PM
Merlin   '''მაგრამ მე ცნო...   Nov 24 2018, 01:10 PM
Merlin   ბახს რაც შეეხება, მ...   Nov 24 2018, 01:14 PM
brevalo   Merlin ის, რომ სულიერი ...   Nov 26 2018, 05:51 PM
Merlin   '''არც "გონები...   Nov 26 2018, 06:46 PM
brevalo   '''არც "გონები...   Nov 26 2018, 08:22 PM
Merlin   დავუშვათ, რომ სწორ...   Nov 26 2018, 09:44 PM
brevalo   Merlin ბაზისი რამოდენ...   Nov 27 2018, 09:06 PM
Merlin   ''''ბაზისი რამ...   Nov 28 2018, 02:42 PM
brevalo   Merlin კონკრეტულად და...   Nov 30 2018, 06:14 PM
jarmen   გადავიკითხავ ამ პო...   Nov 30 2018, 09:05 PM
Merlin   ''''მე რაც დავწ...   Dec 1 2018, 01:13 AM
brevalo   Merlin ორიოდე პოსტის უ...   Dec 1 2018, 02:31 AM
brevalo   Merlin ორიოდე პოსტის უ...   Dec 1 2018, 02:31 AM
starscream   ანუ ჩემი მიზანი რა...   Dec 1 2018, 10:45 AM
brevalo   starscream შენ რა აზრები...   Dec 1 2018, 11:03 AM
starscream   მე სხეულიდან როცა ...   Dec 1 2018, 11:35 AM
starscream   ერთ რამეს ვიტყვი კ...   Dec 1 2018, 11:46 AM
starscream   კიდევ მაგალითად და...   Dec 1 2018, 12:06 PM
Merlin   '''საჭიროა მხოლ...   Dec 1 2018, 12:33 PM
brevalo   '''საჭიროა მხოლ...   Dec 1 2018, 01:36 PM
starscream   then it is possible for Lucifer (not he himself bu...   Dec 1 2018, 12:48 PM
Merlin   ''''ბიბლიაში წ...   Dec 1 2018, 01:20 PM
Merlin   აქ ერთ ნიუანსზეც გ...   Dec 1 2018, 01:26 PM
Merlin   '''რაო ისიც ხო ა...   Dec 1 2018, 01:42 PM
Merlin   '''მაშინ შენ როგ...   Dec 1 2018, 02:12 PM
starscream   Merlin ''' ყველა სხვ...   Dec 1 2018, 02:26 PM
starscream   ხოდა შენ რატო არ და...   Dec 1 2018, 02:43 PM
starscream   ეგ არის აიღეთ ლობს...   Dec 1 2018, 03:04 PM
Merlin   '''კასტანედას ს...   Dec 1 2018, 03:16 PM
Merlin   ''''შედეგი იქნ...   Dec 1 2018, 03:19 PM
Merlin   ''' ადამიანის სუ...   Dec 1 2018, 03:34 PM
brevalo   კონსერვატორიაში ე...   Dec 1 2018, 05:19 PM
Merlin   ცუდი შედარება იყო ...   Dec 1 2018, 07:06 PM
brevalo   ცუდი შედარება იყო ...   Dec 1 2018, 07:26 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 13th June 2024 - 09:13 AM