პრომეთე ბაფომეტი და მაჰავატარ ბაბაჯი და მისი კრია იოგა |
პრომეთე ბაფომეტი და მაჰავატარ ბაბაჯი და მისი კრია იოგა |
Nov 22 2018, 11:46 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 615 Joined: 7-November 10 From: თბილისი Member No.: 6,302 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობათ მოკლედ ძალიან დაინტერესებული ვარ მაჰავატარ ბაბაჯის კრია იოგათი მოკლედ არამარტო კრია იოგაში ასევე ლამის ყველა იოგაში არის სულიერი თვალი, აჯნა ჩაკრა, ქრისტეს ცნობიერება რომელიც 5 ქიმიანი ვარსკვლავითაა აღნიშნული რომელიც ჩანს მესამე თვალტან მედიტაციის დროს და მასში უნდა შეხვიდე. ასევე ნუ კუნდალინიც ყველამ იცის ეხლა ავიღოთ ბაფომეტი ყველა ის სიმბოლო აქვს რაც იოგაში არის მოცემული კუნდალინის "კადუცეი" სულიერი თვალის სიმბოლო ეს 5 ქიმიანი ვარსკვლავი რქებიც და ცეცხლი სახსარა ჩაკრაზე პრომეთეს ჩირაღდანი ვერ გავიგე რა ხდება ოპელი?? საქმე ისაა კიდე ვიფიქირდები რამეს სხვას მაგრამ რო დავაკვირდეთ ვინაა მაჰავატარ ბაბაჯი? უკვდავი იოგი რომელსაც არც დასაბამი აქვს არც დასაწყისი უკვდავია და აძლევს კრია იოგას ლაჰირი მაჰასაიას ის თავისი არსით პრომეთეა რომელიც ჰიმალაის მთაზე ცხოვრობს კრია იოგა კი საკმაოდ ერთ ერთი ყველაზე ძლიერი იოგაა ლაჰირის მაჰასაის ცოლშვილი ყავდა და 2 ბატალიონი ბავშვევბი და ბევრი ისეთი რამის გაკეთება შეეძლო რასაც ბერებიც ვერ აკეტებდნენ. ხოდა მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები ამ ყველაფერზე.
|
|
|
Dec 1 2018, 03:16 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
'''კასტანედას სწავლებაც და ხედვაც ემტხვევა დონ ხუანის და მისი მოსწავლეების ერთმანეთს '''
კიბატონო, მე არ მითქვამს რომ დონ ხუანის ტრადიციაში ცოდნა არ იყო. ცოდნა იყო, და თანაც ძალიან ძლიერი, უბრალოდ ეგ ცოდნა სულიერ სამყაროებს არ ეხება, მატერიალური აღქმის გარდა კიდევ ენერგიების დანახვაც შეეძლოთ მაგრამ ენერგიების სამყარო არ არის სულიერი სამყარო. კასტანედაში მე სულიერების ნიშანწყალსაც კი ვერ ვხედავ, მათ ადამიანში რაიმე უკვდავი ნაწილის არსებობისაც კი არ სჯეროდათ, და იმიტომ არ სჯეროდათ რომ ვერ ხედავდნენ. და რადგან ფიზიკურის გარდა სხვა - ენერგიების დანახვაც შეძლეს ფიქრობდნენ რომ უკვე სამყაროს ფსკერამდე ჩავიდნენ, რაც უბრალოდ შეცდომაა. ოლმეკის სწავლება იმიტომ არის ქაოსი და არეულობა, რომ ის არაცნობიერ სიზმრებსაც აქცევს ყურადღებას და იქიდანაც სწავლობს, ეს განასხვავებს მას კასტანედას სწავებისაგან, რადგან არაცნობიერ სიზმრებში კიდევ სხვა ძალებიც აღწევენ და ახერხებენ თავისი ცოდნა შემოიტანონ იმ ადამიანის სიზმრებში, რომელიც სიზმრების გაცნობიერებითაა დაკავებული. ამდენად ოლმეკი ფსევდო თეოსოფიისაა და შამანიზმის ნარევია. ამ ორი ნაწილიდან პირველი ცრუ სწავლებაა, რომლის პრინციპებიც კი შეიძლება მუშაობს, მარა სიცრუეზა დაფუძნებული ისევე როგორც მთელი ეს ნიუ ეიჯი, ამაღლებული მეუფეები, ჩანელინგები და ყველაფერი მსგავსი, და საერთოდ არ ემთხვევა კაცობრიობის სულიერ მემკვიდრეობაში დაცულ ცნობებს, და მეორეს კიდევ თანკვეთა არ აქვს სულიერებასთან საერთოდ. არამიწიერი ჯერ კიდევ არ ნიშნავს სულიერს. და ამის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია. კასტანედას და შტაინერის პრქტიკებს რაც შეეხება, გარეგნულად ერთი შეხედვით შეიძლება პრაქტიკები ზოგადად ოკულტიზმში ძალიან გავდეს ერთმანეთს, მაგრამ არსობრივად სრულიად იყოს განსხვავებული. კასტანედას და შტაინერის პრაქტიკებს სრულიად განსხვავებული საფუძვლები აქვს, მათი გარეგნული მსგავსებისდამიუხედავად რიგ შემთხვევებში. -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 4th June 2024 - 06:01 AM |