შტაინერის ლექციებიდან, სხვადასხვა |
შტაინერის ლექციებიდან, სხვადასხვა |
Nov 6 2018, 10:36 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,965 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ თემაში დავდებ შტაინერის ლექციებიდან გარკვეულ მონაკვეთებს, რაც მნიშვნელოვნად ჩავთვალე. შედარებით მცირეს, რომ შეძლოთ წაკითხვა და კარგად აღქმა.
ამჯერად ვდებ წიგნიდან "ცხოვრება გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე". გვ. 91-93. შეგვიძლია ამონარიდები განვიხილოთ, ან დაფიქისირდეთ მაინც, რომ ვიცოდე, რომ ვიღაც კითხულობს . "თეორიული მატერიალიზმის გაფურჩქვნის ხანაში, იყო ასეთი აზრიც, რომ ადამიანები, რომელთაც არ სურთ საიქიო ცხოვრების ხელაღებით უარყოფა და მზად არიან დათმობაზე წავიდნენ და აღიარონ იგი, ასეთნაირად სჯიან: რა აუცილებლობას წარმოადგენს მიწიერი ცხოვრების პერიოდშივე ჩავეძიოთ იმას, რაც თავისთავად გაირკვევა გარდაცვალების შემდეგ. მოვა დრო და გავიგებთ კიდეც არსებობს თუ არა საიქიო ცხოვრება და რა შეიძლება მან შეგვძინოს. ერთი შეხედვით ამგვარი მსჯელობა სავსებით ლოგიკურია და მისაღები, მაგრამ რეალურად, მთლიანად ეწინააღმდეგება ფაქტებს, რომლებიც სულიერი კვლევის შედეგად ცხადდება, ანუ იმ ფაქტებს, რომელთაც ადგილი აქვთ გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის. გაივლის რა სიკვდილის კარიბჭეს, ადამიანი უმაღლეს იერარქიათა სხვადასხვა ძალებთან და არსებებთან ამყარებს ურთიერთობას. შემდგომ, დედამიწაზე კვლავ დაბადებისას, იგი მთელი თავისი სხეულებრიობისა და ასევე, მთელი თავისი ბედის თვითაღმდგგენელად გვევლინება. დიახ, გარკვეულ ფარგლებში ადამიანი მთელ თავის სხეულს - ტვინის ხვეულების ჩათვლით - წარმოქმნის და აშენებს იმ ძალთა მეშვეობით, რომლებიც სულიერი სამყაროდან ფიზიკურ ყოფიერებაში შემოსვლისას მოაქვს თან. ფიზიკური არსებობისას მთელი ჩვენი ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ჩვენი ფიზიკური სხეულის ფორმები, რომელთა მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია კონტაქტი დავამყაროთ გარე სამყაროსთან, ვიყოთ ქმედითი, ვიაზროვნოთ. ჩვენ მხოლოდ მაშინ შევესაბამებით ფიზიკურ ყოფიერებას, როდესაც სულიერი სამყაროდან მოგვაქვს სათანადო ძალები, რომლებიც შესაძლებლობას გვანიჭებს ავაშენოთ ისეთი სხეული, ფიზიკური სამყაროს ყველა მოთხოვნას რომ აკმაყოფილებს. ადამიანი გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიეახლოს შესაბამის სულიერ არსებებს, რომლებიც დაამწყალობებენ მას, შთაუნერგავენ მომავალი ფიზიკური არსებობისთვის საჭირო ძალებს. გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის, ერთ შემთხვევაში ადამიანი ისე ჩაუვლის ამ არსებებს, რომ შეიცნობს და გააცნაურებს კიდეც მათი ხასიათის ნიშანდობლიობებს. ამ დროს მას საშუალება ეძლევა აღიქვას, ან თუნდაც იხილოს ის, რაც ამ არსებებს ძალუძთ მიმადლონ მას და რაც აუცილებელია მომავალი მიწიერი ცხოვრებისათვის, მაგრამ სხვა შემთხვევაში ადამიანმა შესაძლოა ისე ჩაუაროს მათ, რომ ვერ კი შენიშნოს ისინი, ვერ აღიქვას ის სასიცოცხლოდ აუცილებელი ძალები, რაც მან უმაღლეს იერარქიათა არსთაგან უნდა მიიღოს, რადგანაც სულიერ სამყაროში, სულიერების თვალსაზრისით იგი წყვდიადითაა მოცული. არჩევანს წინდაწინვე განსაზღვრავს ადამიანის ადრინდელი მიწიერი ცხოვრების ნიშანდობლიობანი. სახელდობრ, ის, ვინც უკანასკნელ მიწიერ ცხოვრებაში გულგრილად ეკიდებოდა ზეგრძნობადი სამყაროს მოვლენათა შემეცნებისთვის აუცილებელ აზრებს და იდეებს, გარდაცვალებასა და დაბადებას შორის ცხოვრების მოვლენებს წყვდიადით მოცული განლევს. მან რომ შეიცნოს სულიერი არსებანი, გაიგოს თუ რას უბოძებენ ისინი მას მომავალი მიწიერი ცხოვრებისთვის, ამისათვის აუცილებელია სულიერი სინათლე, მაგრამ ზეგრძნობად სამყაროში ამ სულიერ ნათელს ვერ მივიღებთ, იგი აქ დედამიწაზე ცხოვრებისას უნდა მოვიპოვოთ, რათა შემდგომში გავივლით რა სიკვდილის კარიბჭეს, ჩვენი იდეები და ცნებები სულიერ სამყაროში, სულიერ ყოფიერებაში შევიტანოთ. აქედან ცხადდება, თუ რაოდენ მცდარია ის აზრი, რომ სიკვდილის შემდეგ, სულიერ სამყაროში, მაშინაც კი, თუკი ადამიანმა მიწიერი ცხოვრების პერიოდში უგულვებელყო სათანადო მომზადება, ყოველივე თავისთავად მოგვემადლება. ყველა სამყაროს თავისი საკუთარი მისია აკისრია და ვერც ერთ სხვა სამყაროში ვერ მიიღებს ადამიანი იმას, რაც ფიზიკურ სხეულებრიობაში მიწიერი ცხოვრების დროს უნდა მიიღოს". -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Dec 10 2018, 04:45 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანთროპოსოფიის შესავალი, ნაწილი I
სიტყვა ანთოპოსოფია წარმოშობილია ორი ბერძნული სიტყვის შეერთების შედეგად: ἄνθρωπος (anthropos = "ადამიანი") და σοφία (sophia = "სიბრძნე"). ეს ტერმინი მეოცე საუკუნემდეც არსებობდა, მაგრამ ჩვენთვის ის იმის წყალობითაა ცნობილი, რომ სწორედ ეს სიტყვა უწოდა რუდოლფ შტაინერმა იმ სწავლებას, რომლის გადაცემაც მან მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყო. ანთროპოსოფია არის სწავლება, რომელიც დაფუძნებულია ნათელხილვის გზით მიღმიური, და ასევე მატერიალური, სამყაროების უშუალო შემეცნებაზე და რომელიც თავის თავში მოიცავს და აერთიანებს კაცობრიობის მოღვაწეობის ყველა ძირითად სფეროს. შესაბამისად ანთროპოსოფია პირველ რიგში ეზოთერული მეცნიერებაა, ეზოთერული არა იმ გაგებით, რომ ის დაფარულია და საიდუმლო, არამედ იმ გაგებით, რომ ის არის მეცნიერება დაფარულის შესახებ, და ამ იდუმალის შესახებ მოპოვებულ ცოდნას ეფუძნება შემდეგ უკვე ანთროპოსოფიის ყველა სხვა ცალკეული მიმართულება, იქნება ეს მედიცინა თუ სხვა. სიტყვა ''ეზოთერული'' ბერძნული წარმომავლობისაა, და განიმარტება როგორც ''შინაგანი'': esoteric - From Ancient Greek ἐσωτερικός (esōterikós, “belonging to an inner circle”), from ἐσωτέρω (esōtérō, “further inside”), comparative of ἔσω (ésō, “within”), from ἐς (es), εἰς (eis, “into”) (esoteric originally referred to the secret teachings of Greek philosophers, versus public or exoteric ones). განსხვავებული ეტიმოლოგიური მნიშვნელობის მიუხედავად, შინაარსობრივად ამ ცნების იდენტურია ტერმინი ''ოკულტური'', რომელიც ლათინური წარმოშობისაა და ნიშნავს ''დაფარულს'': occult - From Latin occultō (“hide, keep secret”). ორივე ეს ტერმინი მიუთითებს ისეთი ტიპის ცოდნაზე, რომელიც მიიღწევა ადამიანში დამატებითი აღქმის ორგანოების გამოღვიძების მეთოდით, რომლითაც შესაძლებელი ხდება მატერიალური სამყაროს საზღვრების გადალახვა. ანუ ეს ორი სიტყვა მიუთითებს ისეთი რამის ცოდნაზე, რაც ჩვეულებრივ შემთხვევაში დაფარულია ჩვენი გრძნობის ორგანოებისათვის, და ასეთი პირველ რიგში არის ის რეალობები, რომლებშიც ადამიანი იმყოფება ფიზიკურ დაბადებამდე და გარდაცვალების შემდეგ, ანუ ის რეალობები, რომელთაც ვუწოდებთ სულიერ სამყაროებს. (თუმცა სიმართლეა ისიც, რომ ასეთი ტიპის ცოდნა წარსულში და განსაკუტრებით დასავლეთში, იყო არა მხოლოდ ცოდნა დაფარულის შესახებ, არამედ თავად ეს ცოდნაც იყო გარკვეულწილად დაფარული და საიდუმლო, თუმცა ეს ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა XIX საუკუნის ბოლო მესამედიდან, რაც ეპოქალური ცვლილებებით არის განპირობებული...). ახლა ვთქვათ ის, თუ რითი განსხვავდება ანთროპოსოფია სულიერებასთან დაკავშირებული სხვა სწავლებებისგან. დოგმატური რელიგიისგან მას უპირველეს ყოვლისა განასხვავებს ის, რომ მას საფუძვლად უდევს სულიერი სამყაროების უშუალო აღქმა და შემეცნება და არა წმინდა წერილების ინტერპრეტაცია ლოგიკური თუ ტრადიციული შეხედულებებიდან გამომდინარე. ანუ ანთროპოსოფიული (ისევე როგორც ზოგადად ეზოთერული) მსოფლმხედველობა, რელიგიური ინსტიტუტების მიერ შემოთავაზებული მსოფლხმედველობისგან განსხვავებით, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება ცოდნას და არა რწმენას. მიუხედავად იმისა, რომ ანთროპოსოფიაში ფილოსოფიას ძალიან დიდი ადგილი უკავია, ანთროპოსოფია არ არის ფილოსოფია. ფილოსოფია მთლიანად ემყარება ადამიანის ლოგიკური აზროვნების შესაძლებლობებს და წარმოადგენს ამ აზროვნების მოქმედების შედეგად მიებული დასკვნების ერთობლიობას. ხოლო ანთროპოსოფია, როგორც ეზოთერული სწავლება, მიუხედავად იმისა, რომ აზროვნება ძალიან მნიშვნელოვანი როლს ასრულებს მასში, არ არის მხოლოდ ლოგიკური განსჯის შედეგად მოპოვებული ცოდნა, არამედ ის, პირველ რიგში გულისხმობს საკვლევი ობიექტის უშუალო შემოტანას აღქმაში. ანუ მაგალითად თუ ფილოსოფოსი მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა ხდება მატერიალური სამყაროს მიღმა, ნათელმხილველი უშუალოდ აღიქვავს მიღმიერ რეალობებს და მისთვის ეს სამყაროები ისეთივე შემეცნების ობიექტი ხდება, როგორიც მატერიალური ობიექტებია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისათვის. ალბათ ამის თქმა აღარ არის საჭირო, მაგრამ მაინც შეიძლება ხაზი გავუსვათ, რომ ანთროპოსოფია არც აკადემიური მეცნიერება არ არის. ის პირველ რიგში სულიერი სამყაროების შესწავლიითაა დაინტერესებული, და მატერიაზე ცოდნასაც სულიერების გავლით ღებულობს. ასევე განსხვავებულია მეთოდიც, რომელიც კვლევის იარაღად აღქმის განსხვავებული ფორმების განვითარებას გულისხმობს, რომელიც საშუალებას იძლევა ადამიანმა თავის აღქმაში შემოიტანოს ის რაც ჩვეულებრივად მიუწვდომელია ადამიანის ხუთი გრძნობის ორგანოსათვის. თუმცა მეცნიერებასთან მას კვლევის პრინციპები ანათესავებს და კვლევის შედეგების გაცნობიერება ცხადლივი და კრიტიკული აზროვნების გზით. ამიტომაც ეწოდება მას სულის მეცნიერება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სულის მეცინერებაში სულიერი სამყაროს კვლევები იმგვარი ფორმით არის გადმოცემული, რომ ამ კვლევების გზით მოპოვებული ცოდნა გასაგებია და გამოსაყენებელი იმ ადამიანების მიერ ვინც ჯერ არ ფლობს ნათელხილვის უნარს, და შესაბამისად უნარს ცდისეულად გადაამოწმოს მიღებული ცნობები. არამარტო გასაგებია, არამედ იმის წყალობით, რომ თითოეული ფაქტი სულიერი სამყაროების შესახებ ახსნილია უამრავი განსხვავებული კუთხით, მისადაგებულია იმ ფაქტებთან, რომლებიც ჩვენ მოგვეპოვება მატერიალური ცოდნის სფეროშიც, და რაც მთავარია იმდენადაა ლოგიკურად გამართული ყველაფერი, რომ გაგებასა და დაჯერებას შორის ზღვარი მინიმუმამდეა დაყვანილი. თითქმის ყველა მეტაფიზიკურ ცნობას მისადაგებული აქვს ის ფიზიკურიც, რომელშიც ეს მეტაფიზიკური არის ასახული, რითაც უწყვეტი და მტკიცე კავშირები ებმება მატერიალურ და სულიერ სამყაროებს შორის და გასაგები ხდება ერთის მხრივ ის თუ რა უხილავი პროცესები უდევს საფუძვლად ხილულ, მაგრამ ნაკლებად გაგებულ მოვლენებს, მეორეს მხრივ კი ვიგებთ იმას, თუ სად და როგორ ავლენენ საკუთარ თავს სულიერი ძალები ჩვენთვის ხილულ რეალობაში. ხოლო რაც შეეხება, ნათელმხილველის მიერ სულიერებასთან დაკავშირებული ფაქტების უშუალო ცდისეულ გადამოწმებას და იმ გზაზე გავლას, რომელიც ოდესღაც თავად რუდოლფ შტაინერმა თუ სხვა რომელიმე ხელდასხმულმა გაიარა, ამისათვის დატოვებული არის მთელი რიგი პრაქტიკები და მეთოდიკა, რომლითაც საკმარისად მომზადებულ ადამიანს შეუძლია გამოიმუშავოს ის უნარები, რომელი უნარების გამოყენებითაც შეიძლება მატერიალურსა და სულიერს შორის ზღვარის გადალახვა და მიღმიურის უშუალო აღქმა და შემეცნება. როგორც ვთქვით, ანთროპოსოფია არის ეზოთერული/ოკულტური სწავლება, შესაბამისად ისიც უნდა გავიგოთ, რა განასხვავებს მას სხვა ეზოთერული სწავლებებისგან, მაგალითად ბლავატსკაიას თეოსოფიისგან. ამ განსხვავების გასაგებად პირველ რიგში იმის თქმა არის საჭირო, რომ ანთროპოსოფია არის არამარტო ეზოთერიკა, არამედ ქრისტიანული ეზოთერიკა, და მისი უმთავრესი მისია სწორედ ის არის, რომ ადამიანს ქრისტეს და მისი დედამიწაზე აღსრულებული ქმედებების შემეცნება და ქრისტესთან დაახლოების შესაძლებლობა მოუტანოს. ამდენად ეზოთერიკა/ოკულტიზმის მრავალი სახის მიმდინარეობებისგან ის პირველ რიგში განსხვავდება იმით, რომ ანთროპოსოფია, ისევე როგორც სახარება და ორიათასწლოვანი ქრისტეანული ტრადიცია, ქრისტეს განსხეულებულ ღმერთად მიიჩნევს და არა განღმრთობილ ადამიანად (როგორც ამას მიიჩნევენ სხვა არაქრისტიანული რელიგიური თუ ეზოთერული მიმდინარეობების წარმომადგენლები, მათ შორის და განსაკუთრებით ინდური სწავლებებისა). ანთროპოსოფიული შემეცნება ქრისტეს ხედავს, როგორც ძე ღმერთს, სამყაროს შემოქმედსა და მის ცენტრს, რომელიც პირველ საუკუნეში მზიდან დაეშვა დედამიწაზე, აღასრულა კოსმიური მასშტაბის მისტერიები და ამ მისტერიების აღსრულების გზით, უშუალოდ დაუკავშირა თავისი თავი დედამიწასა და ადამიანებს, და მისი შემეცნება, მასთან დაახლოება და იმ დიადი მიზნების განხორციელება რასაც ის უსახავს კაცობრიობას, ადამიანის უმთავრეს მისიადაა მიჩნეული. ამგვარი გაგებით ის სწავლება, რომელიც რუდოლფ შტაინერმა სულიერი სამყაროებიდან მოუტანა კაცობრიობას, ქრისტეანი ხელდასხმულების სწავლებისა და საქმის გაგრძელებაა, ხელდასხმულებისა, რომლებიც მის მსგავსად ასევე საკუთარი პირადი გამოცდილებით იმეცნებდნენ სულიერ სამყაროებს, და უშუალოდ არაა დაკავშირებული არცერთი ქრისტეანული ეკლესიისა თუ კონფესიის სწავლებასთან, ისევე როგორც არაა უშუალოდ დაკავშირებული აღმოსავლურ რელიგიებთან, იქნება ეს ინდუიზმი თუ ბუდიზმი. -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 21st June 2024 - 04:35 PM |