იესო |
იესო |
Dec 9 2018, 04:59 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოდით, ვისაუბროთ მასზე როგორც რეალურ ადამიანზე
არსებობდა თუ არა და როდის? როგორც მახსოვს ტურინის სუდარა გამოიკვლიეს და შუა საუკუნეებით დაათარიღეს (მგონი 13-14) ხოლო მის პროტოტიპად ასევე შუასაუკეებში მცხოვრებ რომელიღაც ჰერცოგს ასახელებენ ხატებთან მსგავსების მიხევდით; თუ დაგაინტერესებთ დავგუგლავ ;დ მოკლედ, საიდან ვიცით რომ 1 საუკუნეში დაიბადა და არა 500-6-700 წლის უკან ეგებ მართლა არეულია წლები და არც მაგდენი ხნისა ვართ (ქრისტეს აქეთ 21 კი არა მე-6 საუკუნეა ) აი ასე პირდაპირ გაჯახეთ ;დ -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Dec 11 2018, 08:16 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემი ნაწერი გამჭვირვალე ხომ არაა? გეუბნები, რომ მხოლოდ იოსებ ფლავიუსზე მაქვს ინფორმაცია, რომ უწერია, თუმცა თავად არ მაქვს წაკითხული, ამდენად მას მაგალითად ვერ მოვიყვან, რადგან არ ვიცი გამოდგება თუ არა მის წიგნებში არსებული ცნობები რაიმეს დასადასტურებლად. სხვა ისტორიკოსი მე არ ვიცი, და ეს უკვე დავწერე. ასევე დავწერე ისიც, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ისტორიკოსებმა რაიმე იცოდნენ იესოს ცხოვრებაზე თუ არ იცოდნენ, რადგან ის რაც ახალ აღთქმაშია აღწერილი ძალიან ლოკალური მოვლენები იყო გარემატერიალური თვალსაზრისით და არ არის გასაკვირი, რომ დიდი ყურადღება არ მიექცია მანამ, სანამ ქრისტიანობა ფართო მასშტაბით არ გავრცელდა. თუ შენ წაკითხული გაქვს იოსებ ფლავიუსი და მეუბნები, რომ იქ არსებული ცნობები არაფერს არ ადასტურებს, და რასაც შენ ამბობ სიმართლეს შეესაბამება, გამოდის, რომ ჩემთვის არსებული ერთადერთი ცნობა იესოს მიწიერი ცხოვრების შესახებ არის ახალი აღთქმის ტექსტები (თუ არ ჩავთვლით ოკულტური გზებით მოპოვებულ ცნობებს), და ის გარეშე წიგნები, რომლებიც თემატურად ახალ აღთქმას შეესაბამება, მაგრამ არ შესულა კანონიკურ კრებულში და ასეთი წიგნები ცოტა არ არის.
თუ კიდევ ვერ ამოიკითხე ჩემს ნაწერში შენს კითხვაზე პასუხი, აღარ მომწერო. მეტჯერ აღარ ვაპირებ იგივეს დაწერას. თუ ამდენჯერ დაწერის მიუხედავად მაინც ვერ გაგაგებინე შენს კითხვაზე პასუხი, გამოდის, რომ სხვა და სხვა ენაზე ვლაპარაკობთ, მიუხედავად იმისა, რომ ქართულს ვეძახით ორივე, და ჩვენს ლაპარაკს არანაირი აზრი არ აქვს ამ შემთხვევაში. -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st June 2024 - 12:52 PM |