IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ანთროპოსოფიული საკითხები, კითხვა-პასუხი
old_man
post Jul 19 2020, 08:31 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,964
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ თემაში მინდა ვისაუბროთ როგორ უყურებს ანთროპოსოფია სხვადასხვა საკითხს,
კითხვა-პასუხის რეჟიმში.
შეგიძლიათ დასვათ კითხვა. რას ფიქრობს შტაინერი ამ საკითხზე. ვინც იცის უპასუხებს და თუ არ ვიცით ვცდით მოძებნას.



--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Merlin
post Aug 1 2020, 03:14 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეხლა რაც შეეხება უშუალო პრობლემას: გარკვეულ წილად გეთანხმებით, უფრო სწორად კი მესმის კარგად რასაც ამბობთ, რადგან ზუსტად ამას ვამბობდი მეც თავის დროზე, კერძოდ კი აი ამას: "რა დროს მზის სულებზე და მეორე იერარქიის არსებებზე ლაპარაკია, როდესაც ამდენი პრაქტიკული პრობლემებია ადამიანის ცხოვრებაში გადასაჭრელი?" - ზუსტად ეს განწყობა მქონდა ხოლმე დასაწყისში. მაგრამ რაც მეტს ვსწავლობ ვხვდები, რომ ყველა პრაქტიკული პრობლემის რეალურად, ნამდვილად, არსობრივად და ცნობიერად გადაწყვეტას სწორედ ამდენი ცოდნა სჭირდება. სხვანაირად შეგვიძლია მივაკითხოთ სხვა და სხვა მასწავლებლებს, რომლებსაც მივუტანთ პრობლემას და კონკრეტულ რეცეპტს გამოგვიწერენ, მაგრამ პრობლემების ეს მარტივი გადაჭრის გზები არ გვაძლევს პრობლემის რეალური წვდომის შესაძლებლობას და ამდენად ამ პრობლემის არსობრივად გადალახვის ნაცვლად მეტწილად დროებითი მიჩუმება ხდება იმ მეთოდებით, რომლის მუშობის სიღრმისეულ პრინციპებსაც მეტწილად თავად ვერ ხვდება ადამიანი (ვერც მასწავლებელი და ვერც მოსწავლე). უფრო ხშირად ასეთი პრაქტიკები ერთ პრობლემას ცოტა ხნით აყუჩებს, მაგრამ დიდ მასშტაბებში აღმოჩნდება, რომ სხვა რამის დაზიანების ხარჯზე აკეთებენ ამას.

თანაც ეს შორეული საკითხები მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათშია ის ცოდნა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს რეალურად გავიგოთ რა ხდება ადამიანისა და კაცობრიობის თავს. ანუ ობიექტურად გვეხება ჩვენ ის შორეული რეალურობები მიუხედავად იმისა, ვიცით თუ არა მათ შესახებ. პირდაპირ პრაქტიკა თეორიული ღრმა ცოდნის გარეშე კრახისთვისაა განწირული. და ბოლოს - რა თქმა უნდა აბსოლიტურ აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ ყველა სულიერებით დაინტერესებული ადამიანი ამ შორეულ რეალობებზე ფიქრში ჩაეფლოს, რადგან თავად ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს როდის რისი სწავლა ღირს. იმიტომ რომ ნამდვილად არ შეიძლება ყველა ადამიანს ურჩიო, განურჩევლად მისი მოცემულობისა, ახლავე ჩაეფლოს ასეთ საკითხებში.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
old_man   ანთროპოსოფიული საკითხები   Jul 19 2020, 08:31 PM
old_man   მაგალითად, მაინტერ...   Jul 19 2020, 08:34 PM
chemikerin   old_man ალკოჰოლის საკი...   Jul 19 2020, 09:04 PM
old_man   chemikerin მადლობა :) და ა...   Jul 19 2020, 09:35 PM
chemikerin   თავდაჯერებული და ე...   Jul 19 2020, 09:38 PM
old_man   რადგან ამ თემებს შ...   Jul 19 2020, 10:07 PM
chemikerin   რადგან ამ თემებს შ...   Jul 19 2020, 10:11 PM
chemikerin   ესეთი რამე მაინტერ...   Jul 20 2020, 07:09 PM
chemikerin   ანთროპოსოფიის "პ...   Jul 31 2020, 01:01 PM
chemikerin   "პრობლემა" იმიტ...   Jul 31 2020, 01:29 PM
Merlin   აი მაგალითისთვის, ...   Aug 1 2020, 02:55 PM
Merlin   ეხლა რაც შეეხება უ...   Aug 1 2020, 03:14 PM
Merlin   პრაქტიკული პრობლე...   Aug 1 2020, 03:26 PM
Merlin   ამ შორეულ პერსპექტ...   Aug 1 2020, 03:30 PM
chemikerin   დავიწყოთ აქედან: მ...   Aug 1 2020, 03:45 PM
Merlin   პრაქტიკაზე.. პრაქტ...   Aug 1 2020, 03:51 PM
chemikerin   პრაქტიკასაც გააჩნ...   Aug 1 2020, 03:58 PM
Merlin   რაც შეეხება ეკჰარტ...   Aug 2 2020, 08:18 AM
Merlin   ტოლეზე, ვიკიპედიიდ...   Aug 2 2020, 08:49 AM
chemikerin   The peace was there because there was no self. ...   Aug 2 2020, 09:03 AM
Merlin   ჩვენმა ეპოქამ, რად...   Aug 2 2020, 09:03 AM
Merlin   ხოლო "I" არის მაღ...   Aug 2 2020, 09:11 AM
chemikerin   https://www.youtube.com/watch?v=a2gtEjtXCTo ა...   Aug 2 2020, 10:08 AM
chemikerin   ზოგადი შთაბეჭდილე...   Aug 2 2020, 10:28 AM
Merlin   პირველ თხუთმეტ წუთ...   Aug 3 2020, 01:31 PM
Merlin   https://blavatskytheosophy.com/krishnamurti-and-th...   Aug 3 2020, 03:37 PM
chemikerin   მე პირადად, ტოლეს პ...   Aug 5 2020, 04:31 PM
Merlin   მე ნამდვილად ვერავ...   Aug 5 2020, 04:36 PM
chemikerin   მაგრამ ჩვენ მაინც ...   Aug 5 2020, 04:42 PM
Merlin   ტოლეს რაც შეეხება, ...   Aug 5 2020, 04:45 PM
Merlin   ""მაგრამ ჩვენ მა...   Aug 5 2020, 04:55 PM
starscream   გამარჯობათ მოკლედ ...   Aug 16 2020, 04:58 PM
starscream   ასევე ვიბნეს თუ წა...   Aug 16 2020, 05:00 PM
chemikerin   ასე წერია შტაინერი...   Apr 11 2023, 11:38 AM
old_man   ასე წერია შტაინერი...   Apr 11 2023, 11:49 AM
chemikerin   კი, რა თქმა უნდა პოზ...   Apr 11 2023, 11:53 AM
earth   chemikerin ასე წერია შტაი...   Apr 11 2023, 09:28 PM
chemikerin   earth კიი გეთანხმები, ...   Apr 12 2023, 12:29 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 2nd June 2024 - 07:48 AM