ჩენელინგები ქართულად |
ჩენელინგები ქართულად |
Mar 27 2012, 10:34 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 752 Joined: 25-March 12 From: თბილისი Member No.: 6,765 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობა ფორუმის პატივცემულო წევრებო!
მე გავხსენი ახალი თემა,რათა გველაპარაკა იმაზე,თუ რამდენამ მნიშვნელოვანია ჩენელინგების წერა ქართულად!რუსულ ენაზე ბევრი არის,ინგლისურზეც ბევრი არის,ქართულზეც არის,მაგრამ იშვიათათ თუ ამოტივტივდება ხოლმე,ისეთი დონით არ არის,როგორც სხვა ენებზე. ამიტომ,მე პატივცემულო ფორუმელებო,მოგიწოდებთ,რომ ატვირთოთ რაც შეიძლება მეტი ჩენელინგი ქართულად! ვისაც სათარგმნ დონეზე ესმის რუსული ან ინგლისური,ვთარგმნოთ ჩენელინგები!რომ უფრო მეტმა ქართველმა გაახილოს თვალები,და მოემზადოს სულიერად,აიმაღლოს ცნობიერება და იპოვოს თავისი თავი!თქვენც იცით რამდენად მნიშვნელოვანია ეს.ვთარგმნოთ.აქ უკვე ჩვენ გავკისრია ხელის მიმწოდებლების და მოსიყვარულე არსებების როლი! -------------------- |
|
|
Oct 15 2018, 02:53 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
'''' მე პირადად მაქვს ბედნიერება, სრულებით განმეცადა ჩენელინგი თავის ენერგეტიკული, ვიბრაციული და სხვა პარამეტრების აღქმით. ვისაც ეს გამოუცდია, დამეთანხმება, რომ ამაში ტყუილი ვერ იქნება.'''
უფრო კონკრეტულად? ანუ რატომ ვერ იქნება ტყუილი? პასიურ ცნობიერებაში შედის ადამიანი და შეიძლება თავს კარგად გრძნობდეს ამ დროს, შემდეგ მასთან ვიღაც არსება გადის კონტაქტზე და ეუბნება, რომ ეს და ეს არის, მაგალითად ათასობით ჩანელინგები არსებობს, სადაც ვითომ მოკარნახე, ამაღლებული მეუფე კუტჰუმი და ამაღლებული მეუფე ელმორია არიან, ან იესო, ან სენ-ჟერმენი და ასე შემდეგ, ზოგჯერ მიქელი და ქრისტე, ნუ ნებისმიერი მოკლედ. ხოდა ვთქვათ ამბობს, რომ მე ვარ იესო შვილო ჩემო და სინამდვილეში ყველაფერი არის ესე და ესე და ასე შემდეგ და თქვენ თავს კარგად გრძნობთ ამ დროს (თქვენივე სიტყვებით გამოსდით ამ მდგომარეობის ენერგეტიკულ და ვიბრაციულ ეფექტს), ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ აქ ის მარტივი კითხვა ჩნდება: რანაირად შეგიძლიათ თქვენ თუმდა თქვენი თავი დაარწმუნოთ იმაში, რომ ვინც გამოდის კონტაქტზე მართლა ისაა ვისადაც თავს ასაღებს, და ან იმას საიდან იგბეთ, რომ ნამდვილად კარგი უნდა ვინც მოდის, და არა ვინმე ისეთი, ვისაც ყალბი სულიერების შემოთავაზებით უნდა ხალხს სწორი გზიდან გადაყვანა? აი მაგალითად ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოკულტისტები, როგორებიც არიან ბლავატსკაია და შტაინერი ძალიან კრიტიკულად აფასებენ ასეთ პრაქტიკებს, და ორივენი მიიჩნევენ, რომ სიცრუისა და სიყალბის გარდა სხვა შედეგი არ ექნება ასეთი მეთოდების გამოყენებას, რისი დანახვაც ძალიან ადვილად შეიძლება თუ ამ ფორმით დაწერილ წიგნებს ნამდვილ ოკულტურ ლიტერატურას შევადარებთ. ხოდა თქვენ რა გაძლევთ ამ შემთხვევაში იმის თქმის საშუალებას, რომ აქ არავითარ ტყუილს არ შეიძლება ჰქონდეს ადგილი? (მით უმეტეს რომ ყველა მედიუმს თავისი ელ მორია, იესო და კუტჰუმი ჰყავს და ერთთან რომ ერთს ამბობს ვთქვათ, ელ მორია, მეორეგან სრულიად საწინააღმდეგოს ამბობს, და ორივე ერთად საერთოდ ეწინააღდეგება იმას რაც რეალურად წერია ამ ადამიანის წერილები. ისევე როგორც ერთი იესო ერთს ამბობს, მეორე მეორეს და არცთერი არ ეთანხმება სახარებას. და ასე შემდეგ... მოკლედ თუ არავითარი ტყუილს არ აქვს აქ ადგილი რატომაა რომ სრულიად წინააღდეგობრივია ყველა ჩანელინგიდან წამოსული ინფორმაცია თავის თავშივეც და სხვებთან შედარებითაც? -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 09:05 AM |