ჩენელინგები ქართულად |
ჩენელინგები ქართულად |
Mar 27 2012, 10:34 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 752 Joined: 25-March 12 From: თბილისი Member No.: 6,765 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობა ფორუმის პატივცემულო წევრებო!
მე გავხსენი ახალი თემა,რათა გველაპარაკა იმაზე,თუ რამდენამ მნიშვნელოვანია ჩენელინგების წერა ქართულად!რუსულ ენაზე ბევრი არის,ინგლისურზეც ბევრი არის,ქართულზეც არის,მაგრამ იშვიათათ თუ ამოტივტივდება ხოლმე,ისეთი დონით არ არის,როგორც სხვა ენებზე. ამიტომ,მე პატივცემულო ფორუმელებო,მოგიწოდებთ,რომ ატვირთოთ რაც შეიძლება მეტი ჩენელინგი ქართულად! ვისაც სათარგმნ დონეზე ესმის რუსული ან ინგლისური,ვთარგმნოთ ჩენელინგები!რომ უფრო მეტმა ქართველმა გაახილოს თვალები,და მოემზადოს სულიერად,აიმაღლოს ცნობიერება და იპოვოს თავისი თავი!თქვენც იცით რამდენად მნიშვნელოვანია ეს.ვთარგმნოთ.აქ უკვე ჩვენ გავკისრია ხელის მიმწოდებლების და მოსიყვარულე არსებების როლი! -------------------- |
|
|
Oct 15 2018, 07:58 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
და როგორ უნდა გაიგო ვის ურეკავ, როდესაც უბრალოდ ცნობიერება პასიურ მდგომარეობაში შეგყავს? (ანუ უბრალოდ ყურმილს იღებ და ნებისმიერ შეუძლია შენს ტელეფონზე შემოერთება), ან როგორ უნდა გაიგო, რომ ვინც ყურმილი აიღო მართლა ისაა, ვისადაც თავს ასაღებს? ხმაზე იცნობ თუ რამე სხვა მეთოდი არსებობს?))) და თუ ვისაც ურეკავ რასაც იქ გელაპარაკებიან არასდროს არ არის თანხმობაში იმასთან რაც ვთქვათ სამეცნიერო კვლევებში წერია, და თან ამავდროულად ფოსტის თანამშრომელები ვინც კარგად იციან ასეთი რეკვების შესახებ გეუბნებიან, რომ ამ გზით სადაც არ უნდა დარეკო არასდროს არავინ ისეთი არ აიღებს შენთვის რომ კარგი უნდოდეს და აუცილებლად ვინმე იქნება ვინც მოგატყუებს, და როდესაც არაფერი არ გაქვს საიმისოდ, რომ ფოსტის თანამშრომლის სიტყვებში ეჭვი შეიტანო, ხომ არ ღირს იმის ფიქრი, რომ შეიძლება მართლები იყვნენ ის ადამიანები წერენ, რომ ეს პრაქტიკა შეიძლება იყოს ყველაზე დილეტანტური მეთოდი, რომლიდანაც სიცრუის მეტი არაფერი არ ჟონავს და ეს სიცრუე იმდენად გაჯდა ძვალში და რბილში, რომ სრულ სიგიჟეს ემსგავსება რაც დრო გადის ეს თანამედროვე ვითომ ეზოთერული სწავლებები?
ან იქნებ მართლა გგონიათ, რომ იუთუბზე რომ ყოველ დღე ახალ ახალი მესიჯები ჩნდება მთავარანგელოზი მიქელისგან, იესოსგან, სენ-ჟერმენისგან, გალაქტიკის ფედერაციის პრეზიდენტისგან, პლეადელებისგან და სირიუსელებისგან ნამდვილად ამ არსებების მესიჯებია კაცობრიობისათვის? მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არ ემთხვევა მათ მიერ მოწოდებული ცნობები, მაგალითად იესოს ცნობები სახარებისეულს, და ასეთი იესოები არც იწუხებენ თავს რამე რეალური თქვან იმის შესახებ თუ რატომ არ ემთხვევა და ასე შემდეგ? აი მაგლითად ჩვენ გვაქვს მორიას და კუტჰუმის წერილები, და გვაქვს ელენა ბლავატსკაიას წიგნები, რომლელშიც ამ მაჰატმების ცოდნაა გადმოცემული. ამ ტექსტებში მორიაც და კუტჰუმიც არაერთგან ლაპარაკობენ მედიუმობის საზიანო შედეგების შესახებ და იმის შესახებ რომ აქედან კარგი არაფერი გამოვა. შემდეგ კიდე რამოდენიმე ხანში ჩვენ აგვიკლეს ელ მორიას და მეუფე კუტჰუმის ჩენელინგებით მედიუმებმა, რომლებიც სრულიად ურთერთგამომრიცხავ რამეებს ბოდიალობენ და საერთოდ არ ეთანხმებიან იმ სწავლებას, რაც ამ ორი მაჰატმას წერილებში და მათი მოსწავლის ბლავატსკაიას წიგნებშია გადმოცემული, და ასევე არც თავს იწუხებენ იმის ასახსნელად თუ რატომ ფარცხავენ დაღმა ვითომ მათსავე აღმახნულს. პასუხი მარტივია, იმიტომ რომ ისინი უბრალოდ ის არსებები არიან, რომელთა მიზანიც რაც შეიძლება მეტი სიცრუის გავრცელებაა, და ამის შესახებ უამრავი გაფრთხილებაა თავად ამ მაჰატემბის წერილებსა და ბლავატსკაიას წიგნებში. კონკრეტულად წერია, რომ ქვენა რეალობაში, რომლებსაც ისინი ფსიქიკურ რეალობას ეძახიან, და რომელიც მატერიალურ სამყაროს უფრო ენათესავება ვიდრე სულიერს, არიან უამრავი სახის არსებები, რომლებიც დიდი მასწავლებლის სახეს იღებენ და ხალხი შეცდომაში შეყავთ. ამ არსებებს არამარტო ჩანელინგებით, არამედ სიზმრებიდანაც შეუძლიათ კონტაქტში შემოსვლა და ხალხი მოტყუება. აი მაგალითად მთელი ის იესოები და სენ-ჟერმენები რაც ოლმეკს უწერია, ამისი ნათელი მაგალითია. მას მართლა ჰგონია რომ იესო, მოსე, სენ-ჟერმენი, ლაო ძი და ქრისტე ასწავლის სიზმარში, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილ ოკულტიზმზე და მით უმეტეს ქრისტეანობაზე ძნელად თუ რაიმე სწორი წარმოდგენა აქვს. -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 07:18 AM |