ჩენელინგები ქართულად |
ჩენელინგები ქართულად |
Mar 27 2012, 10:34 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 752 Joined: 25-March 12 From: თბილისი Member No.: 6,765 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობა ფორუმის პატივცემულო წევრებო!
მე გავხსენი ახალი თემა,რათა გველაპარაკა იმაზე,თუ რამდენამ მნიშვნელოვანია ჩენელინგების წერა ქართულად!რუსულ ენაზე ბევრი არის,ინგლისურზეც ბევრი არის,ქართულზეც არის,მაგრამ იშვიათათ თუ ამოტივტივდება ხოლმე,ისეთი დონით არ არის,როგორც სხვა ენებზე. ამიტომ,მე პატივცემულო ფორუმელებო,მოგიწოდებთ,რომ ატვირთოთ რაც შეიძლება მეტი ჩენელინგი ქართულად! ვისაც სათარგმნ დონეზე ესმის რუსული ან ინგლისური,ვთარგმნოთ ჩენელინგები!რომ უფრო მეტმა ქართველმა გაახილოს თვალები,და მოემზადოს სულიერად,აიმაღლოს ცნობიერება და იპოვოს თავისი თავი!თქვენც იცით რამდენად მნიშვნელოვანია ეს.ვთარგმნოთ.აქ უკვე ჩვენ გავკისრია ხელის მიმწოდებლების და მოსიყვარულე არსებების როლი! -------------------- |
|
|
Oct 15 2018, 09:07 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
'''ვის ელაპარაკები მაგის გაგების გზა მარტო ისარი რომ შენთითონ უნდა გქონდეს წაკითხული ბევრი ჩენელინგი, და უნდა ერკვეოდე კარგად, თუმცა მაინც შეიძლება მოტყუვდე, გარანტია არარსებობს..'''
საქმეც იმაშია, რომ საკმაოდ ბევრ ნიუ ეიჯ მასწავლებლების სწავლებას გავეცანი, რომლებიც ჩენელინგებიდან წერენ წიგნებს და ხალხსაც აქედან გამომდინარე ასწავლიან. ხოდა მე რაც ვნახე იყო სიცრუე და არაფერი სიცრუის გარდა. მაგრამ მე არ მიკითხავს, წიგნს რომ წაიკითხავ როგორ იგებ ნამდვილად იესო არის თუ არა მეთქი (თუმცა ეს კითხვაც ლეგიტიმიურია), მე ვიკითხე, თავად მედიუმს რა მეთოდები აქვს, რომ გაარჩიოს რომ ვისაც ელაპარაკება, ნამდვილად ის არის ვისადაც ასაღებს თავს? ''''თითო ნათქვამი წინადადედაბა უნდა დააყენო ეჭქვეშ და გაანალიზო. იმისდამიუხედავად როცა იცი ვის ურეკავ.. ნუ როცა არიცი ვის ურეკავ მაშინ ხო საერთოდ სად მოხვდები კაცმა არიცის ''' მე როგორც ვიცი და რაც მინახავს, ჩენელინგებით მიზანმიმართულად ვერავის დაურეკავ. უბრალოდ პასიურ მდგომარეობაში გადახიარ და ვიღაც შემოდის კონტაქტში და გეუბნება ვინ არის. სიზმართხილვაშიც იგივე მდგმარეობაა, ვიღაც გესიზმრება კონრეტული გარეგნობით... მაგრამ ორივე შემთხვევაში შენ არანაირი შესაძლებლობა არ გეძლევა გაარჩიო რეალურად ვისთან გაქვს საქმე. იუთუბზე ის ხშირად ის დევს, რაც წიგნებში წერია, და რაც იუთუბზე დევს იგივე წერია წიგნებში, იუთუბი სალანძღავ სიტყვად არ გამომიყენებია ამ შემთხვევაში, იმისდამიუხედავად რომ 99% რაც იქაა საერთოდ ყველანაირ ღირებულებასაა მოკლებული, არის კარგი რამეებიც. მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ ვისაც არ ეზარება ყველა მედიუმია დღეს, და ყველა ჩანელინგებს აკეთებს და ყველა მათგანს თავისი პერსონალური იესო, ბუდა და უცხოპლანეტელები ჰყავს, რომლებიც ვითომ რაღაც დიად სიბრძნეს ასწავლიან ახალ ეპოქაში შესასვლელად, მაშინ როდესაც, ერთგვაროვანი, უსახური, არალოგიკური, ურთიერთწინააღდეგობრივი არაფრისმთქმელი ფრაზების კორიანტელია და მეტი არაფერი. რეალური ადეპტები ამ მეთოდებით არ მუშაობენ. რომ დავუშვათ რომ ათასში ერთხელ კარგი მედიუმებიც გამოერევიან ხოლმე, და ეს კარგი მედიუმები ნამდვილად დიდი ადეპტებისგან ან ანგელოზებისგან იღებენ მართლაცდა მესიჯებს, ეს იმ დასკვნის გამოტანის ტოლფასი იქნება, რომ ეს ადეპტები და ანგელოზები ლეგიტიმაციას უწევენ იმ პრაქტიკას, რომელი გზითაც წარმოუდგენელი სიცრუე შემოედგინება ადამიანთა ცნობიერებაში. ასეთ რამეს კიდევ ისინი არასდროს არ გააკეთებენ. მთელი ეს ნიუ ეიჯი ერთი დიდი სიცრუეა, რომელიც ხალხს უნივერსალური სიბრძნის სახვევში შეფუთულ ყალბ ეზოთერიკას ატყუებს. -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 12:46 AM |