ჩენელინგები ქართულად |
ჩენელინგები ქართულად |
Mar 27 2012, 10:34 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 752 Joined: 25-March 12 From: თბილისი Member No.: 6,765 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობა ფორუმის პატივცემულო წევრებო!
მე გავხსენი ახალი თემა,რათა გველაპარაკა იმაზე,თუ რამდენამ მნიშვნელოვანია ჩენელინგების წერა ქართულად!რუსულ ენაზე ბევრი არის,ინგლისურზეც ბევრი არის,ქართულზეც არის,მაგრამ იშვიათათ თუ ამოტივტივდება ხოლმე,ისეთი დონით არ არის,როგორც სხვა ენებზე. ამიტომ,მე პატივცემულო ფორუმელებო,მოგიწოდებთ,რომ ატვირთოთ რაც შეიძლება მეტი ჩენელინგი ქართულად! ვისაც სათარგმნ დონეზე ესმის რუსული ან ინგლისური,ვთარგმნოთ ჩენელინგები!რომ უფრო მეტმა ქართველმა გაახილოს თვალები,და მოემზადოს სულიერად,აიმაღლოს ცნობიერება და იპოვოს თავისი თავი!თქვენც იცით რამდენად მნიშვნელოვანია ეს.ვთარგმნოთ.აქ უკვე ჩვენ გავკისრია ხელის მიმწოდებლების და მოსიყვარულე არსებების როლი! -------------------- |
|
|
Oct 18 2018, 10:41 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
''''რაც შეეხება მეორე ფუნდამენტუ პრაქტიკას: სიზმართხილვას, რომელიც სხვა უამრავი სახელით არის ცნობილი - ასტრალური გასვლები, ასტრალური პროექცია, სხეულს გარეთა გამოცდილება, ცნობიერი სიზმრები და უამრავი კიდევ სხვა... მაგრამ ეს ყველაფერი ერთი და იგივეა. ეს პრაქტიკა შეიძლება გამოყენებული იქნებას მაქსიმუმ იმისათვის, რომ ადამიანი დარწმუნდეს, რომ ფიზიკური რეალობა ერთადერთი არ არის სამყაროში და სხვა რამეებიც არსებობს, მაგრამ ამ პრაქტიკას არანაირად არ მივყავართ სულიერების შემეცნებამდე. სულ, რომ შვიდივე სიზმრის კარი გაიაროს ადამიანმა (რასაც დონ ხუანის ტრადიციის მაგები ნამდვილად ახერხებდნენ) სულიერებასთან მაინც არ ექნება შეხება, იმიტომ, რომ ამ პრაქტიკით ეთერულ რეალობაზე უფრო მეტის შემეცნება შეუძლებელია. ეთერული კი ჯერ კიდევ არ არის სულიერი. გარდა ამისა სიზმართხილვის მეორე კარებიდან მოყოლებული, ადამიანი არაორგანული არსებების წინაშე დგება, რომელთან ურთიერთობამაც შეიძლება მარადიული ტყვეობა მოუტანოს ადამიანს. ისინი კი თავს არ დაგანებებენ, გულითაც რომ გინდოდეს. ამიტომ მე მგონია, რომ ერთი ინკარნაციის ათეოსტად გატარება ჯობია და შემდეგ ისევ დაბრუნება დედამიწაზე, ვიდრე სამარადისო ტყვეობა ისეთი პრაქტიკების გაყოლის გამო, რომელსაც სულიერებამდე საერთოდაც არ მივყავართ. მით უმეტეს ძალიან მეეჭვება, რომ არსებობდეს ვინმე ათეოსტი, ვინც ადგება და ასეთი პრაქტიკების გამოცდას გადაწყვეტს. ამიტომ მარტივად, რომ გითხრა ისეთი პრაქტიკების კეთება, რომელიც სიზმრების გაცნობიერებას ისახავს მიზნად, ან ენერგეტიკული (ეთერული) სხეულის გამოტანას ფიზიკურიდან, არ შეიძლება.
მოდი ეხლა ისიც გავარკვიოთ, რა პრინციპული განსხვავებაა სწორ პრაქტიკასა და არასწორს შორის: როდესაც ადამიანი იძინებს მისი ასტრალური სხეული და ''მე'' გამოეყოფიან ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს. ძილის გარკვეულ ეტაპზე ასტრალური სხეული და ''მე'' ამოდიან ფიზიკური სხეულიდან, მაგრამ ჯერ კიდევ ეთერულ სხეულთან არიან დაკავშირებულები. ამ დროს ხედავს ადამიანი სიზმრებს, მაგრამ შემდეგ ასტრალური სხეული და ''მე'' ეთერულ სხეულსაც ტოვებენ და ამ დროს ადამიანი გადადის მკვდარი ძილის ფაზაში. გამოღვიძებისას იგივე პროცესი მიდის - ჯერ ეთერულ სხეულში ჩადის ზედა ორი წევრი, და ისევ სიზმრები, შემდეგ ფიზიკურშიც და ადამიანი იღვიძებს. სიზმართხილვა, სიზმრების გაცნობიერება, ასტრალური პროექცია (რომელიც ასტრალური არაა სინმადვილეში) და ყველა ასეთი სახელებით ცნობილი პრაქტიკა ასტრალური სხეულისა და ''მე'' დაყოვნებას გულისხმობს ეთერულ სხეულში და შესაბამისად ერთადერთი რეალობა, რომლის აღქმასაც სიზმართხილვა იძლევა არის ეთერული რეალობა, ისიც იმ შემთხვევაში თუ მატერიალურ ინტერპრეტაციას გამოვრთავთ შინაგანი დიალოგის გაჩერების გზით. თორემ ამის გარეშე სიზმრის რეალობაც ისეთივე მატერიალურად აღიქმება, როგორც ფიზიკური რეალობა. სულიერი შემეცნების შესაძლებლობას მხოლოდ ის პრაქტიკა მოგვცემს, რომელიც გვასწავლის ასტრალურ სხეულისა და ''მე''-ს გავაყოლოთ ცნობიერება და არა ის, რომ ეს წევრები ეთერულ სხეულში დავაყოვნოთ. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ სულიერი შემეცნება მაშინ მოვა ადამიანთან თუ მკვდარი ძილის ფაზაში ისწავლის ცნობიერების შეტანას, და სიზმრების რეალობაში.''' -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 10:49 PM |