IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

9 Pages V  « < 6 7 8 9 >  
Reply to this topicStart new topic
> შტაინერის ლექციებიდან, სხვადასხვა
Merlin
post Jul 4 2020, 10:52 AM
Post #141


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



""ანუ გამოდის რომ აბსოლუტური უმრავლესობისთვის ევოლუციისთვის მოცემულ ვადებში განვითერება თითქმის შეუძლებელია...."""

ყველაზე გარდამტეხი პერიოდი მეხუთე და მეექვსე პოსტატლანტიკური კულტურები იქნება. ანუ სადღაც მომავალი 3500 წელი. ამ დროის მანძილზე ადამიანებმა უნდა გაიკვალონ გზა ეთერულ სამყაროში მყოფ ქრისტესთან აზოვნების განსულიერების შედეგად. შტაინერი წერს, რომ მეშვიდე პოსტ-ატლანტიკური კულტურიდან უვე უკიდურესად რთული იქნება წინა ეპოქებში გამოტოვებულის ანაზღაურება და ევოლუციის დაწევა.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jul 4 2020, 10:57 AM
Post #142


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Merlin @ 4th July 2020 - 10:48 AM) *
რადგან "მე"-ს ფიზიკური დასაყრდენი ჭირდება.

აქ ისევ არიმანთან გვაქვს საქმე.. ყველა მხრიდან რაღაც არის ჩასაფრებული....


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 4 2020, 11:01 AM
Post #143


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კი ეგრეა. ამიტომაც არის ქრისტეს და მიქაელის მისია, რომ წონასწორობა და ბალანსი მოუტანოს კაცობრიობას ლუციფერსა და არიმანს შორის. ქრისტიანობისთვის ფიზიკური სხეული უმნიშვნელოვანესია. სწორედ ფიზიკური სხეულის გარდაქმნის შედეგად იქმნება ეგრედ წოდებული უკვდავი ფიზიკური სხეული, ანუ აღდგომილი ფიზიკური სხეული (რომლითაც გამოეცხადა ქრისტე მოსწავლეებს აღდგომის შემდეგ, ამიტომაც ვერ იცნეს). ფიზიკური სხეულის მეტამორფოზისგან უნდა შეიქმნას ეს ხელთუქმნელი სხეული, რომელიც იქნება ადამიანის უმაღლესი წევრი - ანუ ატმა.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jul 4 2020, 11:51 AM
Post #144


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი აზრით, ზომიერად არის საჭირო უარყოფით გავლენებზე ფიქრი... ამისგან ადამიანმა არ უნდა გამოიყვანოს ძალიან მნიშვნელოვანი თემა...


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 4 2020, 01:06 PM
Post #145


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნუ მნიშვნელოვანი თემა არის, მაგრამ მართალი ხართ, ზომიერად არის საჭირო ამაზე ფიქრი. მე ნამეტანი აქცენტს ვაკეთებ ამაზე. ზედმეტად. და ეს შესაცვლელია. სიკეთეზე კონცენტრაციას არ უნდა გადაუსწროს ნეგატივზე ფიქრმა.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jul 4 2020, 02:53 PM
Post #146


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხო თორე მერე გაზვიადებაში გადადის ადამიანი რაც არ არის სწორი smile.gif ცხოვრებისეულ სიტუაციებზე გაზვიადებულად რომ ვღელავდი არასდროს არ ყოფილა რეალურად ამისი საფუძველი biggrin.gif


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 5 2020, 03:56 PM
Post #147


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



" სულიერ სამყაროში არ არის, მაგალითად, სიკვდილის შეცნობის არანაირი შესაძლებლობა, და ღმერთი უნდა გარდამოსულიყო ფიზიკურ სამყაროში, რათა შესძლებოდა სიკვდილი. და სწორედ ის, თუ რას წარმოადგენს გოლგოთას მისტერია, ამის შეცნობა ფიზიკურ ის გარდა ნებისმიერ სხვა სამყაროში შეუძლებელია."

რ. შტაინერი - " ქრისტეს გამოცხადება ეთერულ სამყაროში"GA 118 - I ლექცია


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 5 2020, 03:57 PM
Post #148


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ჩვენ ჩამოსულები ვართ ფიზიკურ სამყაროში იმისათვის, რათა მოვიპოვოთ ის, რისი მოპოვებაც მხოლოდ აქ არის შესაძლებელი. და ქრისტე გარდამოვიდა ადამიანებთან, რადგანაც მხოლოდ აქ, ფიზიკურ სამყაროში შეეძლო ადამიანებისთვის ეჩვენებინა, შეეძლო მათთვის მიეცა შესაძლებლობა გოლგოთას მისტერიაში განეცადათ რაღაც ისეთი, რაც ნაყოფს საშუალებას მისცემს მომწიფდეს სულიერ სამყაროში და გზა გააგრძელოს, მაგრამ თესლი აქ, ფიზიკურ სამყაროში უნდა იქნეს ჩადებული და დათესილი."

რ. შტაინერი - " ქრისტეს გამოცხადება ეთერულ სამყაროში"GA 118 - I ლექცია


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 5 2020, 03:57 PM
Post #149


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ყველა სამშვინველს, როგორ ღრმადაც არ უნდა დაეშვას იგი სულიერი სიმაღლეების ყოფიერებიდან მატერიაში, მაინც შესწევს უნარი კვლავ დაუბრუნდეს სულიერ ყოფიერებას."

რ. შტაინერი - "ანთროპოსოფიული მორალი" GA155 - II ლექცია


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 5 2020, 07:00 PM
Post #150


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მუსიკის თემაში რამოდენიმე რამ დავწერე და დავდე ხელოვნების ამ სფეროზე ანთროპოსოფიული თვალსაზრისიდან გამომდინარე. შეიძლება დაგაინტერესოთ.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 22 2020, 02:39 PM
Post #151


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჯგუფური და ინდივიდუალური სამშვინველის შესახებ

"... რატომ ცხოვრობს ცხოველების ერთი ჯიში თავის გარკვეულ საზღვრებს მიჯაჭვული? სწორედ იმის გამო, მათი ჯგუფური სამშვინველი მათივე გვარის სამშვინველში არის განსაზღვრული. ცხოველებისთვის ეს თანდაყოლილია, მათ არ შეუძლიათ მათი გადალახვა, ისინი ამ ფარგლებში დარჩებიან. ადამიანმა კი ეს უნდა გადალახოს. ყოველმა ცალკეულმა ადამიანმა საკუთარი თავი ინდივიდუალურად უნდა ჩამოაყალიბოს, განსაკუთრებით დღევანდელი ცნობიერი სამშვინველის პერიოდში, ერთ-ერთი უმთვარესი საქმეა - ინდივიდუალური თვითაღზრდა. ბერძნულ და რომაულ კულტურას ჯერ კიდევ დაჰკრავს კოლექტიური სამშვინველის ელფერი. აქ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ სოციალურ წესრიგში იმყოფებიან, რომელსაც მორალური ძალების მეშვეობით გააჩნდა თავისი სტრუქტურა, თავისი ფორმაცია და დიახაც მტკიცე ფორმაცია. ეს ფორმაციები ატლანტიდისშემდგომ მეხუთე პერიოდში სულ უფრო დაიშლება. ჯგუფური სამშვინველის ელფერს, რომელიც ატლანტიდისშემდგომ მეოთხე პერიოდში ჯერ კიდევ არსებობდა, აღარავითარი აზრი აღარ აქვს ატლანტიდისშემდგომ მეხუთე პერიოდში"...


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Aug 22 2020, 03:56 PM
Post #152


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესოა. ეს რომელი ტომიდან არის? ქართულად არის? კარგი თარგმანია..


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 22 2020, 06:35 PM
Post #153


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



chemikerin
"როგორ გადავლახოთ დღევანდელი მშვინვიერი გასაჭირი"
კი არის ქართული თარგმანი აქ: https://www.facebook.com/Antroposopia/


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Aug 23 2020, 11:45 AM
Post #154


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



good.gif


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Dec 4 2020, 11:56 PM
Post #155


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესო ლექციების ციკლია ამ ჩენელზე რუსულად:

https://www.youtube.com/watch?v=-oAEuAUCCe0&t=209s


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Dec 5 2020, 07:03 PM
Post #156


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ 4th December 2020 - 11:56 PM) *
საინტერესო ლექციების ციკლია ამ ჩენელზე რუსულად:

https://www.youtube.com/watch?v=-oAEuAUCCe0&t=209s


ძალიან საინტერესოა! good.gif
კარგად ხსნის ძალიან..


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Dec 5 2020, 08:05 PM
Post #157


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



chemikerin
კი, ძალიან კარგად ხსნის.
ყველას ვურჩევ,

ეს ლექციების კურსი გაგარკვევთ ბევრ რამეში
მოუსმინეთ პირველ რიგში ლექციებს ლუციფერსა და არიმანზე. რამდენიმე ნაწილადაა


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Feb 9 2021, 10:59 AM
Post #158


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



..."კაცობრიობამ უნდა განავითაროს ისეთი ცნობიერება, რომ ის თავისი არსით დედამიწას არ ეკუთვნის და ეს ცნობიერება სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. მომავალში ადამიანები უნდა დადიოდნენ ამ დედამიწაზე და საკუთარ თავს ეუბნებოდნენ: "კი, დაბადების მომენტიდან მე შემოვედი ამ ფიზიკურ სხეულში, მაგრამ ეს არის მხოლოდ გარდამავალი ეტაპი. სინამდვილეში მე ვრჩები სულიერ სამყაროში. მე გაცნობიერებული მაქვს, რომ ჩემი ნამდვილი არსის მხოლოდ ნაწილია გაერთიანებული დედამიწასთან და რომ მე არ ვტოვებ იმ სამყაროს, სადაც ვიმყოფები სიკვდილის შემდგომ და ხელახალ დაბადებამდე პერიოდში მთელი ჩემი არსებით".
ჩვენში უნდა განვითარდეს სულიერ სამყაროსთან მიკუთვნებულობის გრძნობა".

ლექცია GA 177


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Feb 13 2021, 12:59 PM
Post #159


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნაწყვეტი ლექციიდან არიმანის შესახებ...

"ჩვენს გარშემო არსებობს ე.წ. მატერიალური სამყარო და ე.წ. სულიერი სამყარო. გამოღვიძებული ცნობიერება ამ ორივე სამყაროს აღიქვამს როგორც მაიას ანუ ილუზიას. გრძნობითი სამყარო გვევლინება როგორც მაია, რადგან ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ როდესაც გარეგანი ობიექტები და არსებები ასტიმულირებენ გრძნობად სიამოვნებას, ამ დროს იქ არიმანია ჩასაფრებული და სწორედ არიმანია ის, ვინც გამოიწვევს სურვილებს ჩვენს სამშვინველში.
ის ფაქტი, რომ მატერია ყველგან გაჯერებულია სულით - რასაც მატერიალისტები უარყოფენ - წარმოქმნის შიშს. და როდესაც მატერიალისტები აღიქვამენ იმას, რომ შიში იბადება შიგნიდან, ასტრალური სამეფოდან, ისინი აჩლუნგებენ საკუთარ თავს, თხზავენ რა მატერიალისტურ თეორიებს. და პოეტის სიტყვები მართლაც რომ ჭეშმარიტად ჟღერს: „გულუბრყვილო ვერასოდეს ამჩნევს ეშმაკს, რომელიც არის არიმანი, მაშინაც კი, როცა ის მათზე კონტროლს ამყარებს“.
რა არის მიზანი მონისტური (მატერიალისტური) შეკრებების? - წარმოსახვაში ეშმაკის მოხმობის. ეს სიმართლეა გაზვიადების გარეშე, მაგრამ ხალხმა არ იცის. დღესდღეობით, როდესაც მატერიალისტი მონისტების შეკრებები იმართება, სადაც კარგად შეფუთულ თეორიებს წარმოადგენენ, რომელთა მიხედვითაც მხოლოდ მატერია არსებობს, სწორედ იქ, მათ არიმანი იმონებს. დღეს ეშმაკის შემეცნების საუკეთესო შესაძლებლობაა დაესწროთ მატერიალისტების/მონისტების შეკრებებს. ამიტომ, როდესაც ადამიანებს გარკვეულწილად უვითარდებათ ასტრალური სხეული და მე, არიმანი მათ დასდევს ყოველი ფეხის ნაბიჯზე. როდესაც ჩვენ ვიწყებთ მის დანახვას, მაშინ შეგვიძლია დავიცვათ თავი, რადგან გვეცოდინება, რომ გრძნობითი ტკბობის საცდურის და შიშის ემოციების უკან იმალება არიმანი... როდესაც ვოცნებობთ მატერიასთან დაკავშირებით, იქ სინამდვილეში არიმანია. ხოლო ფიზიკის ატომური თეორია შეცდომაში შემყვანია დიდად, რადგან მატერიალური ატომები მარტივად რომ ვთქვათ, წარმოადგენს არიმანის ძალებს".

ლექცია GA 145


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Feb 15 2021, 11:08 AM
Post #160


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ როგორც ტრადიციული მეცნიერება გადაიქცევა არიმანულად, ასევე შეიძლება ლუციფერული ხასიათი მიეცეს ადამიანის შინაგანი ბუნების უმაღლეს განვითარებას და ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი მისტიკური გამოცდილებების ტალღებში გადაეშვება. ლუციფერული ტენდენციები იღვიძებს და განსაკუთრებით მძლავრი ხდება იმ ადამიანებში, ვინც თვითწრთვნის გარეშე, რომელიც აღწერილია წიგნში "როგორ შევიმეცნოთ ზენა სამყაროები", შეუდგება ნებისმიერ მისტიკურ პრაქტიკას, რომელთა მიმართ სწრაფვაც თანდაყოლილი აქვს".

GA 191


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post

9 Pages V  « < 6 7 8 9 >
Reply to this topicStart new topic
3 User(s) are reading this topic (3 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 09:52 AM