IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

8 Pages V  « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> ამაღლებულ მეუფეთა სწავლება, Ascended Master Teachings
ichi
post Aug 26 2017, 08:17 AM
Post #61


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Existence @ 12th October 2015 - 08:48 PM) *
მზის წნული.

ეს რა ადგილია?

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Aug 26 2017, 09:59 AM
Post #62


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მზის წნული ყვითელი ჩაკრაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Sep 21 2017, 05:52 PM
Post #63


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Merlin @ Oct 7 2015, 08:18 AM) *
ბლავატსკაიას არ უნახავს. მისი საქმის გამგრძელებლებმა leadbeater-მა და annie besant-მა ნახეს. თეოსოფიური სწავლების მიხედვით (და არა მარტო) იესო და ქრისტე არის სხვა და სხვა ინდივიდუალობა. კრიშნამურტის გასაგებად ამის გაგებაა საჭირო. იესო იყო განდობილი, რომელსაც ასხივოსნებდა მსოფლიო მასწავლებელი ქრისტე. ასხივოსნებდა ნიშნავს რომ იესო იყო ქრისტეს გამტარი, მისი ინსტრუმენტი. აი შეხედეთ http://olmek.ru/sulieri_ierarqia.htm ქრისტე სად არის და იესო სად? უფრო ზუსტად რომ გითხრათ ქრისტე არის სულიერი საფეხური (და ამავე დროს სულიერი თანამდებობა იერარქიაში) რომელიც უკავია ამ გრანდიოზულ სულიერ სიმაღლეზე მყოფ ინდივიდუალობას - უფალ მაიტრეას. ანუ სხვა სიტყვებით: მაიტრეა ქრისტეს ცნობიერება შესული იყო იესოში და მისით მოქმედებდა - იესო იყო მისი გამტარი, ინსტრუმენტი. თუ გახსოვთ იესოს ფრაზა გარდაცვალების წინ: უფალო, უფალო რატომ მიმატოვე? ეს ყოველთვის არალოგიკურად მეჩვენებოდა სანამ არაფერი არ ვიცოდი. რატომ უნდა მიეტოვებინა ღმერთს იესო, ან იესოს რატომ უნდა ჰგონებოდა რომ ღმერთმა მიატოვა. ეკლესიაში ამას ასე ხსნიან: რომ აქ იესოს მიწიერი ბუნება ჩანსო, ანუ ის რომ ნახევრად მაინც ადამიანიაო. ხოლო იქიდან გამომდინარე რაც მე ვთქვი მაიტრეა ქრისტეზე გასაგებია, რომ ღმერთმა კი არ მიატოვა, უბრალოდ გარდაცვალებიდან რამოდენიმე წამით ადრე ქრისტემ (მაიტრეამ) დატოვა იესო, ანუ გავიდა მისგან.

მეოცე საუკუნეში კი იესოს ფუნქცია კრიშნამურტის უნდა შეესრულებინა, ანუ ის უნდა გამხდარიყო ქრისტეს (მესიას) ინსტრუმენტი. მაგრამ კრიშნამურიმ ამაზე თავისი თავისუფალი ნებით უარი თქვა. ამის შემდეგ გადაწყდა რომ მაიტრეა აღარ გამოიყენებს განდობილს როგორც გამტარს, ხალხთან საურთიერთოდ. არამედ როცა დრო მოვა თავად გამოჩნდება თავისი ფიზიკური სხეულით. თეოსოფიურ საზოგადოებაში კრიშნამურტის წასვლის შემდეგ სხვა უამრავი სახელოვანი ადამიანი მოღვაწეობდა. ეს საზოგადოება დღესაც არსებობს, უბრალოდ კრიშნამურტის გადაწყვეტილება დიდი დარტყმა იყო მათთვის.


ანუ იმისთვის რომ მაიტრეა შესულიყო ჯიდუ კრიშნამუტის სხეულში, აუცილებელი იყო ჯიდუს თავისუფალი ნება? და ამასთან ჯიდუ კრიშნამუტის მისია იყო ის, რომ თავის სხეულში შეეშვა მაიტრეა? ამასთან ბუდა მაიტრეას თავადაც შეეძლო განსხეულება, მეტის მას აქვს "თავისი ფიზიკური სხეული"?
R.I.P Logic. მესმის რომ თეთრი იერარქიის მიდგომით უნდა იქნეს გათვალისწინებული ადამიანის ნება, მაგრამ გამომდინრე იქიდან თუ ჯიდუ კრიშნამუტი დაიბადა მისიით რომ მაიტრეასთვის გამხდარიყო გამტარი, ეს თავის მხრივ ნიშნავს იმას რომ მან თანხმობა განაცხადა აღნიშნულზე სანამ განსხეულდებოდა, შესაბამისად ხელმეორე თანხმობა არ უნდა ყოფილიყო საჭირო(შეგვიძია განვიხილოთ თითოეული დეტალი და კონკრეტული მაგალითებით გავშალოთ). ამასთან მაიტრეას თავისი ხეულითაც შეეძლო მოსვლა და გეგმების განხორციელება, მაგრამ კრიშნამუტის უარის გამო(დასაზუსტებელია) გადადო მთელი თეთრი იერარქიის და კაცობრიობის ბედი. რაღაც ძალიან ალოგიკურია. ცხოვრებისეული მაგალითი რომ მოვიტანო, წარმოიდგინეთ, ზამთარში -5 გრადუს ტემპერატურში ჩასასვლელი ვარ სიგრეტზე(საკაცობრიო საქმე) მაღაზიაში(მატერიალური სამყარო: მზის სისტემა, პლანეტა დედამიწა) და იმსითვის, რომ გავძლო სიცივეში მჭირდება ქურთუკი(ფიზიკური სხეული), გარდირობშია არის ორი ქურთუკი ერთი ჩემი(მაიტრეას ფიზიკური სხეული), მეორე ჩემი ძმის(ჯიდუ კრიშნამუტის) და ჩემი ძმა ამ დროს მაღაზიაშია და ნათქვამია აქვს, რომ შემიძლია ვიხმარო მისი ქურთუკი, ვუკავშირდები მას დ ახელმეორედ ვეკითები, შეიძლება თუ არა ჩავიცვა მისი ქურთუკი, რაზეც უარყოფით პასუხს მცემს. მეც ვრჩები სახლშ დ ველოდები გაზაფახულს... აბსურდია, თუმცა ლამაზი ^^
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 5 2017, 05:29 PM
Post #64


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სამაგიეროდ სიგარტი გადააგდე ისე, რო ვერც გაიგე laugh.gif
jarmen


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Oct 5 2017, 08:25 PM
Post #65


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Existence @ Mar 15 2016, 12:50 PM) *
დედამიწის სულიერი იერარქიის ერთ ერთი მასწავლებლის, მეუფე ჯუალ კჰულის სამუშაო ტექსტი !

- ზიანის არ მიყენების - პრინციპით ცხოვრება გამოხატავს ადამიანს რომელიც აცნობიერებს, რომ იგი არის ყველგან მყოფელი,რომელიც ცხოვრობს სულის ცნობიერებით, მისი მეთოდია სიყვარული ! იგი გრძნობს ჩართულობას საერთო პროცესში სადაც ყოველი ფორმის მიღმა აღიქმება სინათლე, ფორმები კი გამოხატავენ ამ უკიდეგანო არსებობის მრავალფეროვნებას.

- ზიანის არ მიყენების - პრინციპით ცხოვრებას შეაქვს ადამიანის ყოველდღიურობაში ახალი თვისბები, რომლებიც ვლინდებიან როგორც ბევრი ლაპარაკის შემცირება, სულიერი მიუკერძოებლობა, იმპულსური რეაქციებისგან თავის შეკავების უნარი

ამგვარი ცხოვრების წესით, ადამიანები აძლევენ საშუალებას ჭეშმარიტი სიყვარულის ძალებს სულ უფრო ნათლად გამოვლინდნენ მათ ცხოვრებაში, სწორედ ამ ძალების მეშვეობით ხდება მათი პიროვნული მეს გამოცოცხლება სწორი მოქმედებებისკენ.

ასე რო დაე - ზიანის არ მიყენება - იყოს თქვენს ცხოვრებაში მთავარი აკორდი. გამოიყენეთ ეს მეთოდი ყოველ ღამე განვლილი დღის შესაფასებლად, დაყავით დღის ანალიზი სამ ნაწილად და გადახედეთ მას ამ სამი ასპექტის გათვალისწინებით

1. ზიანის არ მიყენება ფიქრებით - მას მივყავართ ყოველდღიურობაში საუბრის კონტროლთან

2. ზიანის არ მიყენება ემოციური რეაქციებით - ასე ჩვენ ხელს შევუწყობთ სიყვარულის არხის ფორმირებას

3. ზიანის არ მიყენება მოქმედებებით - ამით მიიღწევა წონასწორობა, ეფექტური მოქმედების უნარი, რომელიც ხელს უწყობს შემოქმედებითი ნების გამოვლენას

ზემოთ აღნიშნული სამი ასპექტის ზეგავლენა უნდა იქნას შესწავლილი როგორც საკუთარ მეზე და მის განვითარებაზე ასევე იმ ადამიანებზე რომლებთანაც ხორციელდება კონტაქტი

აქვე მინდა ავღნიშნო ! ეს დასკვნები დაფუძნებულია ჩემს მიერ ოკულტური მუშაობიდან მიღებულ გამოცდილებაზე, ეს არ გიქმნით აუცილებლობას რომ თქვენც დაემოჩილოთ მას, ჩვენ ვცდილობთ ვასწავლოთ ცნობიერად საკუთარი რასის მსახურებაში მყოფ მოსწავლეებს, რომლებიც ვითარდებიან საკუთარი ძალისხმევით, თავისუფალი ნებით და სამუშაო მეთოდის ნებაყოფლობითი არჩევით რაც გამორიცხავს უსიტყვო მორჩილებაში მყოფ პასიურ მიმდევრებს.

არ დაივიწყოთ შემდეგი ! თუნდაც მიიღოთ კონკრეტული რჩევა იმ მასწავლებლების წრიდან რომელთა მოკრძალებული წევრი მეც გახლავართ, ყოველთვის მისდიეთ საკუთარი სულის მინიშნებებს და დიქტატს.

პირადი გამოცდილების, ლექციების და პრაქტიკის ჯგუფი facebook - სიყვარულის პრაქტიკა და პირადი გამოცდილება


შესანიშნავია!!! მართლაც ესაა პირველი ნაბიჯი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Oct 7 2017, 03:02 PM
Post #66


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Merlin @ Feb 14 2015, 06:59 PM) *
ელიზაბედ კლერ ფროფეთის ამ ლექციაში გადმოცემულია დედამიწის სულიერი იერარქიის 7 სხივის მეუფის შესახებ.

https://www.youtube.com/watch?v=RidAKDDM81c

ძალიან საინტერესო ლექციაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Oct 13 2017, 10:45 PM
Post #67


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ Oct 5 2017, 05:29 PM) *
სამაგიეროდ სიგარტი გადააგდე ისე, რო ვერც გაიგე laugh.gif
jarmen


tikoroma

ამას მეორე ნაწილი აქვს, მეზობლის სიგარეტზე russian_ru.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Oct 16 2017, 10:08 PM
Post #68


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორ უნდ დავიჯერო რომ დედამიწაზე სულიერი იერარქიაა და რაც მთავარია ვინ აწესებს ვინ არის პირველ საფეხურზე ვინ მეორეზე და ვინ მეშვიდეზე(სიტყვაზე ვამბობ).
რა თქმა უნდა არსებობენ მექანიკური ადამიანები და ბევრად გაცნობიერებული ადამიანები და ამას ვხედავთ ყოველდღიურად, მაგრამ მე არ მჯერა რომ რაიმე ჭეშმარიტი იერარქია არსებობს. ჩემი მიზანია ცნობიერი ცხოვრება, იერარქია ნიშნავს მაღალს და დაბალს, ჩემი აზრით არავინ არავიზე მაღლა და დაბლა არ არის იმიტომ რომ ყველაფერი ერთIა-მთლიანია.
ეს იგივეა რომ თქვა ნაძვი ფიჭვზე მაღლა დგას, ან მგელი ძაღლზე. რა კრიტერიუმებით ადარებთ ერთმანეთს? როგორც შეიძლება ნუგზარი ლევანიზე მაღლა ან დაბლა იდგეს? ნუგზარი ისეთია როგორიც გარემომ და საკუთარმა თავმა ჩამოაყალიბა და ლევანი თავის გზაზე იყო, მე მგონია შედარება აზრს მოკლებულია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Oct 16 2017, 11:38 PM
Post #69


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ichi @ Oct 16 2017, 10:08 PM) *
როგორ უნდ დავიჯერო რომ დედამიწაზე სულიერი იერარქიაა და რაც მთავარია ვინ აწესებს ვინ არის პირველ საფეხურზე ვინ მეორეზე და ვინ მეშვიდეზე(სიტყვაზე ვამბობ).
რა თქმა უნდა არსებობენ მექანიკური ადამიანები და ბევრად გაცნობიერებული ადამიანები და ამას ვხედავთ ყოველდღიურად, მაგრამ მე არ მჯერა რომ რაიმე ჭეშმარიტი იერარქია არსებობს. ჩემი მიზანია ცნობიერი ცხოვრება, იერარქია ნიშნავს მაღალს და დაბალს, ჩემი აზრით არავინ არავიზე მაღლა და დაბლა არ არის იმიტომ რომ ყველაფერი ერთIა-მთლიანია.
ეს იგივეა რომ თქვა ნაძვი ფიჭვზე მაღლა დგას, ან მგელი ძაღლზე. რა კრიტერიუმებით ადარებთ ერთმანეთს? როგორც შეიძლება ნუგზარი ლევანიზე მაღლა ან დაბლა იდგეს? ნუგზარი ისეთია როგორიც გარემომ და საკუთარმა თავმა ჩამოაყალიბა და ლევანი თავის გზაზე იყო, მე მგონია შედარება აზრს მოკლებულია.


კაი ეგ იერარქიის თემა გავატაროთ, გასაგებია იერარქია ჯარშია, სამეგობროშიც შეიძლება სამსახურშიც. მაგრამ თვითონ ამაღლებულ მეუფეთა სწავლება, ჯღერს როგორც bullshit, ანუ ტიპები იყვნენ ქვემოთ, რადგანაც ამაღლდნენ(გაპრადვინუტდნენ), და ეხლა ჩვენც გვაწავლიან, როგორ ავმაღლდეთ, მაგრამ რა იციან რა სად არის ზემოთ და სად ქვემოთ, ანუ იქნებ გონიათ რომ ამაღლდნენდ ა პირიქით, დაეცნენ? რამე უზენაესზე რის საუბარი, იმაზე ვინც თავიდანვე იყო და ეკავა ეს მაღალი პოზიცია? არა ბლავაცკაია გვაბოლებს, ეს რის ენერგოვამპირიზმი biggrin.gif ინდუიზმში არის საუბარი იმაზე რომ, ზოგი გურუ ან სულიერი პრქტიკის მიმდევარი ტოვებს სხეულს ნარჩუნდება სტრალურ პლანზე, მაგრამ მომავალი არ აქვს, მიმართულება და განვითარება, მაგრამ გონიათ რომ მათი შეხედულება სწორია და ცდილობენ სხვა ადამიანებსაც ასწავლონ, თან ამ ურთიერთობისას ავამპირებენ ენერგის რომ კვლვ შენარჩუნდნენ სტრალურ პლანზე(ანუ ასწავლიან ადამიანებს არარსებითს და სანაცვლოდ იღებენ ენერგიას) ანალოგიური საუბარია უცხოპლანეტელებზე, რომ ტიპებს თავი პრადვინუტები გონიათ და ცდილობენ გასწავლონ მიგითითონ, მაგრამ თვითონვე არიან ჭაობში. ანუ მამა ცდილობს შვილს ასწავლოს, ექიმი სხვა ექიმს ზრდის ესენიც ამასვე ცდილობენ და ეს ხალხი რაში გვჭირდება, ჩვენ ეზოთრიკები ხომ უფრო მეტად უნდა ვიყოთ გაცნობიერებულები და მივხვდეთ ლოგიკურ კავშირებს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Oct 17 2017, 07:04 AM
Post #70


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
jarmen
არის განსხვავება ადამიანებს შორის არა ფიზიკური შემადგენლობით, არამედ გამოცდილებით. ვინ არის ნამდვილად გამოცდილი ამას ვერ ვიტყვით. არც მე მომწონს როცა ვინმე გაჰყვირის, მე ვარ გურუ და მოდით ჩემთან, რასაც მე გეტყვით ისაა ჭეშმარიტებაო, მე შევხედავ იმ მასწავლებლის(გურუს) ცხოვრებას, გამოცდილებას, მხოლოდ მერე შევეცდები დავადგე მის გზას, თუ ის გზა მე გავაანალიზე რომ სწორია.

ამ ქვეყნად ჩვენი უპირველესი და უმთავრესი მისია არის გამოცდილების მიღება, ამიტომ მიმაჩნია მშვიდად მოვუსმინო ყველას, (გურუებს, იერარქიებს, მასწავლებლებს, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს, ფიზიკოსებს და ვინ ჩამოთვლის კიდევ ვის თუ რას, რადგან სწავლება არა მარტო ადამიანისაგან შეიძლება), მოვუსმენ, არაფერს ვიტყვი, მაგრამ გზას რომელსაც ავირჩევ ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 19 2017, 07:15 PM
Post #71


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ადმინ, რა მაინტერესებს, არის ფორუმზე შესაძლებლობა იმისა, რომ ყველა ჩემი პოსტი წაიშალოს (თუმდაც ამისთვის ჩემი პროფილის წაშლა გახდეს საჭირო)? ბევრი არასწორი რამ დავწერე ამ ფორუმზე თეორიულ საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ეს თემა, თავიდან ბოლომდე წასაშლელია... ყველაფერი ისე არაა როგორც აქ დავწერე. სხვაგანაც ბევრი რამ მეწერება ისეთი რაც ახლა ვიცი რომ შეცდომაა, როცა ვწერდი მაშინ მეგონა სწორ ინფორმაციას ვფლობდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

ვინაიდან და რადგანაც ყველაზე ნაკლებად ის მინდა სულ ოდნავ მაინც არასწორი ინფორმაცია გადავცე ვინმეს და თუმდაც სულ მცირედ შეცდომაში შევიყვანო ვინმე, ძალიან კარგი იქნება თუ ყველა ჩემი გახსნილი თემა და პოსტი წაიშლება. თუ საჭირო გახდება პირდაპირ პროფილი წაშალე (თუ რა თქმა უნდა ეს თემების და პოსტების წაშლასაც გამოიწვევს და ასე არ დარჩება ყველაფერი).

სულიერი იერარქიის თემა გაცილებით უფრო რთული და ჩახლართული აღმოჩნდა ვიდრე აქამდე მეგონა.... ყველაფერი ისე არ აღმოჩნდა როგორც ზედაპირზე ჩანდა. მაპატიოს ყველამ თუ უნებლიედ არასწორი ინფორმაცია მივაწოდე მას. იმ ავტორთა უმრავლესობა რომლებიც ჩამოვთვალე დასაწყისში საპირისპირო და წინააღდეგობრივია ერთმანეთთან მიმართებაში, რაც არც ისე ადვილი დასანახია თუ საჭირო მიმართულებით არ გაამახვილებს ადამიანი ყურადღებას... მოკლედ, მოხარული ვიქნები თუ წაიშლება ყველაფერი.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Oct 19 2017, 09:25 PM
Post #72


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი ასეთი რამე ალბათ ყველა ჩვენთაგანს გვაქვს გადახდენილი.
მეც ბევრი ჩემი პოსტი ძველი არ მომწონს ზოგჯერ და მევე არ ვემხრობი ჩემსავე აზრებს, რადგან ამ 10-ოდე წლის წინ ვინც ვიყავი დღეს ის არ ვარ, რადგან მაქვს +10 წლის გამოცდილება და ცოდნა. მე ძალიან კარგად მესმის შენი. kiss1.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Oct 19 2017, 10:36 PM
Post #73


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
ადმინს (ზეტს) შეუძლია ყველაფერი წაშალოს, მაგრამ ვფიქრობ გადაარჩიო და წაშალო მხოლოდ ის პოსტები, რაც არ მოგწონს. თუ გინდა თავისუფალი განყოფილების „თავისუფალ თემაში“ მიმითითე ლინკები და წავშლი. მე მხოლოდ ან თემის, ან პოსტის წაშლა შემიძლია... მხოლოდ ამ შაბათ-კვირას ვერ შემოვალ, ორშაბათიდან დაგეხმარები ამ საკითხზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 19 2017, 10:39 PM
Post #74


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მადლობა გაგებისთვის. რახან შესაძლებელია ერთიანად წაშლა ასე მირჩევნია... მადლობა დახმარებისთვის. ზეტს მივწერო პირადში თუ ნახავს თვითონ?


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Oct 19 2017, 10:41 PM
Post #75


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთიანად წაშლაზე ზეტს მიწერე. მე თითო-თითო თემა ან პოსტი შემიძლია წაგიშალო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 20 2017, 09:29 AM
Post #76


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მივწერე პირადში, არ ვიცი მიუვიდა თუ არა რადგან არ ჩანს... თუ მიუვიდა ხო კარგი, თუ არა და აქაც ნახავს ალბათ.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Oct 20 2017, 06:41 PM
Post #77


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წაშლა შესაძლებელია, მაგრამ არც პროფილი და არც თემები არ წაიშლება. აქ უმაღლეს ჭეშმარიტების ცოდნაზე პრეტენზია არავის აქვს. რაც დაიწერა, დაიწერა.
პროფილის ან პოსტების წაშლა გამოიწვევს მთელი ფორუმის არევას. რადგან იმ თემებში სხვებმაც დაწერეს.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 20 2017, 08:31 PM
Post #78


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უმაღლესი ჭეშმარიტების ფლობაზე ვიცი რომ არავის გვაქვს პრეტენზია, ჩვენ აქ მაძიებლები ვართ, მაგრამ იმის დატოვება რაც უეჭველად ვიცი რომ არასწორია, ნამდვილად არ ჯდება ჭეშმარიტების ძიების ინტერესებში. მაშინ უნდა ავდგე და სათითაოდ დავუყვე და როგორღაც მაინც შევეცადო გასწორებას, რაც ალბათ კიდევ უფრო მეტ არეულობას შეიტანს ნაწერში. იმედი მაქვს zet-ი რომ ნახავს ჩემს თხოვნას წაშლის ერთიანად ყველაფერს. თუ არა და ისევ Earth-ის შემოთავაზებით ვისარგებლებ და კონკრეტულად ვთხოვ ჩემს მიერ გაკეთებული ის თემები წაშალოს, რაც აუცილებლად წასაშლელია (სულ ერთი ორია, და იმ თემებშიც საკმაოდ ცოტაა ნაწერი, ასე რომ დიდ პრობლემას არ შექმნის).


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 20 2017, 10:58 PM
Post #79


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
არ იდარდო მაგაზე. თითოეულ ჩვენგანს ეგონა რაღაცა და ამტკიცებდა, მერე აზრი შეგვეცვალა.
ვინც წაიკითხავს ამ თემას, შენს ბოლო პოსტსსაც ნახავს


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Oct 21 2017, 08:32 AM
Post #80


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
მეგობარო ხო არ ჯობია დააფიქსირო აქვე აზრი, რა არის არასწორი, სიამოვნებით წავიკითხავ.

ან ახალი თემა გახსენი და იქ დაიწყე *ცარიელი* ფურცლიდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post

8 Pages V  « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 1st May 2024 - 07:27 AM