IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> სამადჰი, პირადი გამოცდილება
David Monny
post May 24 2015, 03:51 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება სამადჰის მდგომარეობაში ყოფნის, მაგრამ სანამ უშუალოდ თხრობაზე გადავალ, ცოტა რამ მინდა გითხრათ ჩემს შესახებ.
   დავიბადე 1985 წელს და გავიზა რდე საქართველოში. ადრეული ასაკიდანვე დავიწყე საკუთარი თავის შეცნობა.  აღმოსავლური ორთაბრძოლების დაუფლებასთან ერთად, ვეუფლებოდი აღმოსავლურ რელიგიებს და ცოდნებს. ასევე ვიყავი ოშოს მიმდევარი. ვაკეთებდი სხვადასხვა სახის მედიტაციებს და პრაქტიკებს, როცა ჯერ კიდევ 10-11 წლის ვიყავი. შემდეგ შევისწავლე ინდუიზმი და ბუდიზმი. ასევე დაოსიზმი. გავეცანი ბერძენ ფილოსოფოსებს, მითოლოგიას, რომაულს, ბერძნულს, სკანდინავიურს და ა.შ. შემდეგ დავინტერესდი ქართული ეზოთერიით, რაც ძირითადად შეეხებოდა ნუნისში ე.წ. ნოეს საკურთხეველის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და გავიცანი "იბერიონთა საძმოს" ყოფილი წევრები, რომლებიც ლაზარეს აღდგინების საქმით იყვნენ დაკავებულნი საქართველოში. გვარებს და სახელებს არ ჩამოვთვლი ისედაც იცის საზოგადოებამ. ასევე შევისწავლე სხვადასხვა ნაშრომები ანტროფოსოფიაში და ასტროფიზიკაში, ასევე ვიკვლევდი ამოს ფენომენს და პარანორმალურ მოვლენებს.
   და 19 წლის ასაკში განვიცადე ის, რასაც შემდეგ ვიგებ რომ ქვია სამადჰის მდგომარეობა.
  მანამდე ბევრი ინფორმაცია მქონდა ამ თემის ირგვლივ, მაგრამ უშუალოდ განცდის მომენტში და შემდგომ პერიოდშიც ვერ მივხვდი რასთან მქონდა საქმე, მხოლოდ მოგვიანებით 2010 წელს ადვაიტას შესწავლის შემდეგ მივხვდი, რომ სამადჰის მდგომარეობაში ვიყავი 3 დღის განმავლობაში 19 წლის ასაკში. ახლა კი შევეცდები სიტყვებით გადმოვცე რას განვიცდიდი ამ 3 დღის განმავლობაში, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია.
   საკუთარი თავის ძიების მიზნით, საკუთარ თავს ვუსვამდი შეკითხვას ვინ ვარ მე? ანუ ვინ არის ის ვინც ამ შეკითხვას სვამს? და უეცრად ყველაფერი გაჩუმდა.   ეს იყო საყოველთაო შეჩერება. დროის, სივრცის, სურვილების და ა.შ.   ანუ აღმოვჩნდი მდგომარეობაში, სადაც თვითონ მდგომარეობაც არ არსებობს.  ანუ ეს იყო წარმოუდგენელი ნეტარების შეგრძნება.  მივხვდი, რომ მე არ ვარ ეს სხეული, არამედ მე ვიმყოფები ამ სხულში და მოგვიანებით გავაცნობიერე რომ სხეულს გარეთაც, მაგრამ ეს ისეთი შეგრძნება არ არის ადამიანები რო ყვებიან ჩემ თავს ვუყურებდი გარედან და ა.შ.   ამ მდგომარეობაში გავაგრძელე კითხვის დასმა: მაშინ ვინ ვარ? და აი ამ დროს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგონე ხმა რომელიც სვამდა კითხვას მაშინ ვინ ვარ?  მაგრამ   ეს  ხმა მე არ ვიყავი.   სწორედ ამ დროს, როდესაც მე ეს ხმა გავიგე თითქოს დაიშალაო კედელი და გამოჩნდა რაღაც ამ კედლის მიღმა ვინც უსმენდა იმას ვინც ამ კითხვას სვამდა. და ამ დროს გავაცნობიერე რომ მე არ ვიყავი გონება, სადაც ესა თუ ის ფიქრები წარმოიშობა.
   როგორც დამსწრე ასე ვაკვირდებოდი პირველად როგორ ჩნდებოდა შეგრძნრბა გულში და ეს შეგრძელნება როგორ ამოდიოდა თავში და გარდაიქმნებოდა ფიქრად. ათასობით სხვადასხვა შეგრძნება და და ფიქრი იბადებოდა ჩემში და ყველა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ის იყო პასუხი კითხვაზე - ვინ ვარ, მაგრამ როგორც კი ვეცდებოდი მეფიქრა რომ კარგი, ესეა, აი ეს ფიქრია პასუხი, იმ წამსვე ქელრებოდა ეს ფიქრი და იევ ვრჩებოდი წარმოუდგენელ სიჩუმეში. შემდეგ თავიდან ახალი შეგრძნება და ფიქრი.  მნიშვნელობა არა აქვს რა ფიქრი მოდის კარგი თუ ცუდი, მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენ თავს აღარ აიგივებთ არც კარგ ფიქრთან და არც ცუდ ფიქრთან.   შემდეგ ჩვეულებრივად დავდიოდი, ვჭამდი, ვსაუბრობდი, მაგრამ ძალიან ნელა.  ხალხს ჩემს გარშემო ვეგონე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. სიტყვებს, რომელსაც ვამბობდი იყო თითქოს ცოცხალი არსება, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა. 
   ამ ხნის განმავლობაში მქონდა პერიოდები, როდესაც არც შგრძნება და არც ფიქრი აღარ იბადებოდა ჩემში, შეიძლება ეს მდგომარეობა გაგრძელებულიყო რამოდენიმე საათი, შემდეგ ისევ ამოტივტივდებოდა რაიმე შეგრძნება, მაგრამ ის მე აღარ მეხებოდა, აღარ ვაიგივებდი, უფრო სწორად ვეღარ ვაიგივებდი თავს მათთან.  ზემოთ ვთქვი, რომ რამდენიმეჯერ ვცადე, რომ შემეთვისებინა ესათუ ის ფიქრი, მაგრამ როგორც კი ამას დავაპირებდი ისინი ქრებოდნენ.
    გარეთ შეიძლება ტრაქტორს ემუშავა დიდ ხმაურში, ან ტელევიზორი ყოფილიყო ჩართული. ერთსროულად რო 300 კაცსს ელაპარაკა, იმ სიჩუმეს და სიწყნარეს ვერ მირღვევდნენ.   ესეც ვცადე, აბა მეთქი თუ შემაწუხებს რაიმე ხმაური, მაგრამ ამაოდ და ბოლოს, დავწექი დასაძინებლად.  ეს იყო პიკი. არანაირი განსხვავება ღვიძილსა და ძილს შორის აღარ იყო. ისევ ის ვიყავი ძილშიც რაც სიფხიზლეში.  სიზმარიც დაიწყო და იმნწამს შევესწარი, როდესაც სიზმარი დაიწყო და ვერც სიზმარმა გამაიგივა მასთან.
შემდეგში ეს რამანა მაჰარშის, ნისარგადატას და სხვათა სწავლებებში ვანხე, რომ ამ მდგომარეობას ქვია ტურია, როდესაც განსხვავება ქრება ძილსა და ღვიძილს შორის.
ამ მდგომარეობაში იმყოფები სამადჰის დროს.
ეს გაგრძელდა 3 დღე და დღეს ვფიქრობ, რომ შიშის ჰამო, რომ ვგიჟდებოდი და ახლობლებიც კი ვეღარ მცნობდნენ ვეღარ მოვახერხე განზავება მთლიანად ამ ჭეშმარიტებაში. ეს შიში უცხოობის იყო მთავარი მიზეზი, რამაც გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
36 Pages V  « < 34 35 36  
Start new topic
Replies (700 - 705)
kenzopoker1
post Aug 20 2020, 08:38 AM
Post #701


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1
Joined: 22-July 20
Member No.: 7,924

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




ლამაზი პოსტი
gretting ახალი წევრისგან აქ
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Aug 21 2020, 12:53 AM
Post #702


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ველოდებით ლამაზ პოსტებს
welcomeani.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 5 2021, 12:24 PM
Post #703


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საკუთარი თავის გამოკვლევისას, ხშირდ ვიყენებ ხოლმე სიტყვას „მე“. იუნგის ქართულად მთარგმნელები ამას თარგმნიან, როგორც „თვითობა“,
სანსკრიტზე კი მას „ატმა„ ჰქვია. იმისათვის, რომ შევიგრძნოთ, თუ რამდენად ახლოსაა ეს სიტყვა ჩვენთან,
და, მართლაც, რომ საკუთარ „მეზე“ მიანიშნებს, განვავითაროთ მცირე კვლევა სიტყვის ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით.
ატმა, სანსკრიტული სიტყვაა და ინდოევროპული ენათა ოჯახის საერთო მნიშვნელობით იხსნება. ის ნიშნავს სუნთქვას.
მისი ბერძნული შესატყვისია „ასტმა“, გერმანული - „ატემ“, გერმანულად სუნთქვას „ატმენ“ ეწოდება.
თავის მხრივ ამ სიტყვის ძირია ლათინური „ანიმა“, სუნთქვა, სული, სული შეუბერაო.
ამიტომ „ატმა ვიჩარა“ იმაზე უფრო ახლოა ჩვენთან სიტყვიერადაც კი, ვიდრე გვგონია.
საკუთარი სუნთქვის გამოკვლევას ნიშნავს, იგივე სასიცოცხლო სუნთქვის, პრანის.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 5 2021, 01:23 PM
Post #704


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არ უნდა აგვერიოს ატმა და აჰამკარა ერთმანეთში.
აჰამკარა, ეს არის „მე“, რომელიც იჩემებს მეობას.
ის ატმანის ანარეკლია გონებაში.
წამროიდგინეთ მთვარის ანარეკლი ტბაში. როდესაც ტბის ზედაპირზე ტალღები წარმოიქმენა
ქარის დაბერვისგან, ანარეკლიც იდღაბნება და ხვანცალებს.
სწორედ ასეთ მოუსვენრობაშა ცრუ მე, ანუ აჰაკარა გამუდმებით.
გონებაშ სულ ქარია, ხან რა ფიქრი, შეგრძნება თუ ემოცია უბერავს, ხან რა.
ამიტომ აჰამკარას, ანუ ეგოს, მოსვენება არ აქვს დღისით, ამიტომაც დგება მომენტი,
როდესაც უნდა დაისვენოს. ამ დასვენებას ჩენ ძლს ვუწოდებთ. ძლის დროს გონება ისვენებს
და მასთან ერთად ჩვენი მოუსვენარი ეგოც, რადგან ის განუყოფელია გონებისგან.
ანარეკლი, მხოლოდ ტბაშ შეიძლება ჩანდეს სხვაგან არსად. გონება ტბაა, ანარეკლი - ეგო.
არა უნდა ეცადო მოკლა ან გააქრო ეგო, აჰამკარა. როგორ მოკლავ იმას, რაც არასდროს არც არსებულა?
ნებისმიერი მცდელობა ეგოს მოკვლის, ეგოსგანვე მომდინარეობს. ეგო ცდილობს მოკლას ეგო.
და თუკი ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა, ერთ მშვენიერ დღეს, ეგოს ცნობიერი მხარე, რომელიც
შენად ასაღებს თავს იტყვის, „მე აღარ ვარ“, „მე მოვკვდი, გავქრი“, ანუ მოაწყობს გასხივოსნების იმიტაციას.
ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ეგოს ყველაზე გაიძვერა და გაქნილი ნაწილი, ქვეცნობიერეში იმალება
და ეძებს საუკეთესო მომენტს ამოძვრეს დეპრესიის, ნეგატივის, აგრესიის და შიშების სახით.
მხოლოდ ერთი გზა არსებობს ეგოსგან გათავისუფლების და ეს არის საკუთარი ნამდვილი „მეს“, ანუ ატმას
შეცნობით, დანახვით, გაცნობირებით. ატმანი, არის, იცის რომ არის და ამიტომ ნეტარებს.
ამის გამო დაარქვეს მას სატ (მყოფობა) ჩიტ (გაცნობიერება) ანანდა (ნეტარება) სატჩიტანანდა.
როდესაც ადამიანი საკუთარ თავში ხედავს სატჩიტანანდას, ეგო ქრება და აღარასდროს ბრუნდება.
თუკი ადრე, ძილის დროს ქრებოდა, ხოლო გაღვიძების დროს ჩნდებოდა, ახლა ასე აღარაა.
გარეგნულად არაფერი იცვლება, ადამიანი ისევ იძნებს და იღვიძებს, მაგრამ გაღვიძებისას აღარ იღვიძებს ეგოსთან ერთად.
გაღვიძება ხდება, მაგრამ არავინ იღვიძებს. დაძნება ხდება, მაგრამ არავინ იძნებს.
ყველა პროცესი ისევ ისე ხდება, რაც გასხივოსნებამდე, მაგრამ ამ პროცესებს აღარავინ არ აკეთებს.
ეგო, რომელიც თავს თვლიდა ამ პროცესების ავტორად, აღარ არის.
გარესამყაროსთან ჩვენ ეგო გვაკავშირებს, ხოლო როდესაც ეგო ქრება, ქრება ილუზიაც, ფანტომის, რომელსაც სამყარო ჰქვია.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 5 2021, 03:47 PM
Post #705


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნებისმიერი ცოდნა, ანუ კოგნიტური უნარი, რომელიც ტვინში ნეირონული სინაფსების საშუალებით ხორციელდება,
დამოკიდებულია გაცნობიერებაზე, ამიტომ, ის ცნობიერების მხოლოდ 2 მდგომარეობაში არსებობს: სიფხიზლეში და სიზმრებიან ძილში.
ცნობიერება ჰგავს წყალს, როგორც წყალს აქვს 3 აგრეგატული მდგომარეობა, მყარი, თხევადი და აირადი, მაგრამ მისი მოკელულა H2O უცლველი რჩება,
სწორედ ასევე, ცნობიერებას აქვს 3 მდგომარეობა, სიფხიზლე, ანუ ღვიძილი, სიზმრებიანი ძილი და ღრმა ძილი, მაგრამ ისიც, წყლის მსგავსად
უცვლელი რჩება.
აჰამკარა, ანუ ადამიანის ეგო, ნეირონულ სინაფსებში ასახული ცნობიერებაა და რადგან
ღრმა ძილის დროს ტვინის აქტივობა მინიმალურამდეა დაყვანილი, ამიტომ მასში ასახული
ეგოც, არ არსებობს, ამიტომაც ადამიანს ჰგონია, რომ ღრმა ძილში არაფერი არ არსებობს,
მაგრამ ეს შეცდომაა, რადგან ღრმა ძილში ცნობიერება რჩება.

მთელი ცოდნა რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მთელი ეპისტემოლოგიური მარაგი კაცობრიობისა,
შეიძლება არსებობდეს ცნობიერების მხოლოდ 2 მდგომარეობაში, სიფხიზლეში და სიზმრებიან ძილში,
ხოლო მესამეში ის ქრება. ანუ უპირატესი ცნობიერებაა, როემლიც ღრმა ძილშიც რჩება.
ანუ აჰამკარა, ატმანშია, ოღონდ მის 2 მდგომარეობაში, ღვიძილსა და სიზმრებში,
ხოლო ღრმა ძილში, აჰამკარა ქრება და რჩება მხოლოდ ატმა, ანუ ადამიანის ჭეშმარიტი მე.
ამიტომ თუ ადამიანს სურს საკუთარი თავის გამოკვლევა, საჭიროა გააცნობიერეოს ის ღრმა ძილში,
როემლიც დანარჩენ მდგომარეობაზე უპირატესია.
ღრმა ძილის გაცნობიერებას, გამოღვიძება ეწოდება.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 5 2021, 04:22 PM
Post #706


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვაგრძელებ ცნობიერებაზე, ანუ ატმაზე, ანუ ადმაიანის ჭეშმარიტ მეზე საუბარს.
ზემოთ დავწერე, რომ მას წყლის მსგავსად 3 მდგომარეობა აქვს, ახლა კი, ვიზუალიზაციისთვის
და უფრო ღრმა ემოციური კონტაქტისთვის წარმოვიდგინოთ სად იმყოფება ის, ანუ ლოკალიზდება
სხეულთან მიმართებაში.
ცნობიერება, ანუ ატმა, ადამიანის გულმკერდის არეშია განთავსებული,
კერძოდ კი ფიზიკური გულის სარკისებურ არეკვლაში.
მაშასადამე, თუ ადამიანის ფიზიკური გული, ოდნავ მარცხნივაა გაწეული, ატმა,
ოდნავ მარჯვნივაა. ასეა იმ გამონაკლის შემხვევაშიც, როდესაც ადამიანის ფიზიკური გული
მარჯვნივაა გაწეული და სხვა ანომალიების დროს.
ატმა, სულ იქაა, მაგრამ ყურადღება, რომელიც გამოდის ატმადან, სხვადასხვა ადგილასაა სხადასხვა მდგომარეობაში.
განვიხილოთ სამივე მდგომარეობა:
1. სიფხიზლის, ანუ ღვიძილის დროს, ატმადან წამოსული ყურადღება, იმყოფება ადამიანის თავში, კერძოდ კი
წარბებს უკან მიდამოებში. იმიტომ, რომ აქ იმყოფება დამიანის ეგო, ანუ აჰამკარა და გამომდინარე იქიდან,
რომ ეგო უზურპატორია, ის იტაცებს ატმადან, ანუ გულიდან წამოსულ ყურადღებას და იგივდება მასთან.
ასე გრძელდება მთელი სიფხიზლის განმავლობაში.
2. სიზმრებიანი ძილის დროს, ყურადღება, ჩამოდის ქვემოთ კისრისკენ და იქ იმყოფება დაახლოებით, კეფის არეში.
ასე გრძელდება მთელი სიზმრის დროს.
3. ღრმა ძილი - ეს არის უკანასკნელი, მესამე მდგომარეობა ცნობიერების და სწორედ ამ მდგომარეობაშია ატმა გულის არეში,
ანუ იქ, სადაც ისედაც ყოველთის იმყოფება. ანუ ღრმა ძილის დროს, მისგანვე გამოსული ყურადღება ისევ მასში ბრუნდება.
ამ ადგილს იესო ნაზარეველმა, გალილეველმა ღარიბი ხუროს შვილობილმა, ცათა სასუფეველი, ანუ ცის სამეფო უწოდა, ანუ იქ, სადაც ღმერთია.
ატმა იგივე ღმერთია.
მაგრამ მკითხავთ ალბათ, კი მაგრამ, თუ ატმა ადამიანის გულშა, რატომ ვერ ვგრძნობთ მას? რატომ არ ვართ ბედნიერები, თუკი ის ნეტარია?
იმიტომ, რომ ჩვენი ყურადღება სხვაგანაა. თუკი ადამიანი ყურადღებას მიაპყრობს ყურადღებას, საბოლოო ჯამში აღმოაჩენს ადგილს, საიდანაც
ის მოდის. ამიტომ, საჭიროა ღრმა ძილის გაცნობიერება, რომ ვნახოთ, რომ ყურადღება იქიდან მოდის.
მაგრამ ეს გვიჭირს, რადგან ცნობიერებას, წყვეტა ახასიათებს. ის წყდება როცა სიფხიზლიდან სიზმრებში გადადის, და როცა სიზმრიდან ღრმა ძილში.
როდესაც ადამიანი ფხიზელია, ის ვერ აცნობიერებს სიზმრის და ღრმა ძილის მდგომარეობას.
როდესაც ადამიანი სიზმარშია, ის ვერ აცნობიერებს სიფხიზლეს და ღრმა ძილს.
და, როდესაც ადამიანს ღრმად სძინავს, ის საერთდ ვერაფერს ვერ აცნობიერებს.
ანუ ცნობიერებას ავიწყდება დანარჩენი ორი, როდესაც ერთ-ერთ მდგომარეობაშია.
ამიტომ, თუკი ადამიანი გააცნობიერებს ღრმა ძილს, მისი ცნობიერება აღარ შეწყდება ხოლმე ერთი მდგომარეობიდან
მეორეში გადასვლისას. ამას, ცნობიერების უწყვეტობა ჰქვია, იგივე ტურია, იგივე გასხივოსნება და იგივე ნირვიკალპა სამადჰი.
უამრავი სახელი აქვს, მაგრამ ყველანი ერთს აღნიშნავენ.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post

36 Pages V  « < 34 35 36
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 20th May 2024 - 09:59 AM